ვიხუჭები და მოვდივარ





კრიტიკა/ესსე

ვიხუჭები და მოვდივარ




"რამდენიმე თაობაა, რაც ჩვენ ვიბადებით ატმოსფეროში, რომელიც ისეა გაჟღენთილი სისხლით, ჭუჭყითა და ტყუილით, როგორც ჰაერი, წვიმის წვეთებით გაჯერებული. ვერავის ექნება პრეტენზია, გამოვიდეს ამ პერიოდიდან და ტანსა და სულში არ ატაროს ასეთი დაბადების კვალი. ჩვენ რომ ვიღვიძებთ რაღაც შესაძლებლობების წინაშე, ვიღვიძებთ ისეთები, როგორებიც დავიბადეთ. და ამ დაბადების ნიშნები გვემჩნევა. ჩვენში დალექილია სისასტიკის, სადიზმის, ძალადობის და რაც მთავარია, უვიცობის, სიბნელის ნარჩენები. ეს სიბნელე და უვიცობა გამოხატულებაა იმ ფაქტისა, რომ დანგრეულია, თვით აზროვნების შესაძლებლობის ენობრივი ველი."

--მერაბ მამარდაშვილი

"ორი რამ მაოცებს: ვარსკვლავიანი ცა ჩემ ზემოთ და მორალური კანონი ჩემში."

გაუმართლებელი მიზნებით გამართლებული საშუალებების პერმანენტული რიტუალი - ეს არის არჩევანი. ეს არის ჩვენი გამოსავალი.  ასე გვეუბნებიან. ამას გვასწავლიან:

როდესაც კიდევ მოხდება ომი და ასეთ გარემოში აუცილებლად მოხდება... გავმართოდ გრანდიოზული კონცერტი. სცენად დასახიჩრებული ადამიანების გორა გამოვიყენოთ. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი.

მგლოვიარე და მომტირალე დედებად ჩამოვიყვანოთ პორნოვარსკვლავები, შევმოსოთ ძაძებით და ვაკვნესოთ ბოლო ხმაზე. არა, აჯობებს თუ ჩვენვე ვიკვნესებთ, ისინი კი ითამაშებენ. ეს სახელს გაუთქვამს ჩვენს ტრაგედიას, უაზროსა და არადროულს, განმეორებულს მრავალგზის. ეს დაგვავიწყებს ჩვენს შეცდომებს. ეს შექმნის ჩვენს სიმართლეს. ეს ერთდროულად წარმოშობს და გაგვინადგურებს მტერს.

როდესაც კიდევ დაარბევენ მშიერ დემონ-სტრანტებს და გვამებს - გვამებზე დააწყობენ და გვამები თავისითაც დაეწყობიან... სანამ უფრო გრანდიოზულ კონცერტს დავიწყებთ, ვითამაშოთ "დახუჭობანა". ყველა დავიმალოთ ერთმანეთზე უფრო კომფორტულ ადგილებში და სახელმწიფოს ჩინოვნიკების, ტელე-მოძღვრების, ერის მამების თვლას მოვუსმინოთ, სულ უფრო ხმამაღლა, უფრო მკაფიოდ და შიშისმომგვრელად რომ ისმის, თვლას რომელიც არასოდეს მიწყდება. 



თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.