თავისუფლების სევდიანი მდგომარეობა





პოეზია

თავისუფლების სევდიანი მდგომარეობა




თარგმანი ინგლისურიდან: ალექსანდრე გაბელია

 

შენ  კარგავ შენი თვალების გულისყურს,

შენი ხელების მოელვარე შრომას,

და დიდი რაოდენობის ფუნთუშებისთვის ზელ საკმარის ცომს,

რომელთაც  იოტისოდენა ნაჭრებად არ დააგემოვნებ;

შენ ხარ თავისუფალი, რათა სხვებისთვის მონურად იმუშაო,

შენ ხარ თავისუფალი, რათა მდიდარი უფრო გაამდიდრო.

 

შენი დაბადების წამს

მათ  აღმართეს  წისქვილები შენს მახლობლად,

ისინი ფქვავენ  ტყუილებს.

ტყუილები  მთელ სიცოცხლეს მოიცავენ.

 შენ აგრძელებ ფიქრს შენ დიად თავისუფლებაზე,

თითს იბჯენ საფეთქელზე

და თავისუფალი ხარ, რათა გქონდეს თავისუფალი სინდისი.

 

შენი თავი მოიღუნა, თითქოს კეფიდან სანახევროდ მოიკვეთა,

შენი მკლავები  გრძელი და  ჩამოკიდებულია,

დიადი თავისუფლების ირვლივ სეირნობისას:

შენ ხარ თავისუფალი

იმ თავისუფლებით, რომ  იყო უმუშევარი.

 

შენ გიყვარს შენი ქვეყანა,

როგორც უახლოესი, უძვირფასესი რამ შენთვის.

მიუხედავად ამისა, მაგალითად, ერთ დღეს,

მათ შეიძლება  გადასცენ  ამერიკას, გადაგცენ  შენც,

და შენს  დიდ თავისუფლებასთან ერთად-

ფლობ თავისუფლებას,  გახდე  საავიაციო ბაზა.

 

შენ შეიძლება საჯაროდ გამოაცხადო, რომ ვიღაცამ არ უნდა

იცხოვროს როგორც სამუშაო დაზგამ, ნომერმა თუ რგოლმა,

არამედ ადამიანმა-

მაშინ უეცრად ისინი ხელბორკილს დაგადებენ მაჯებზე,

შენ ხარ თავისუფალი რათა იყო დატყვევებული, დაპატიმრებული და

ჩამოხრჩობილი.

 

შენ ცხოვრებაში  არც  რკინის, ხის და

არც  ტიულის ფარდაა;

არ არის მოთხოვნილება, აირჩიო თავისუფლება:

შენ თავისუფალი ხარ.

თუმცა ამგვარი თავისუფლება

 ვარსკვლავების ქვეშ მობინადრე სევდიანი ამბავია.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.