• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ყველაზე სუფთა ქალაქი

×
ავტორის გვერდი რასიმ გარაჯა 00 , 0000 2236

ფული

 

აის მოხუცი

ფეხის ყოველ გადადგმაზე რომ ჩერდება

და ქაღალდის ნაფლეთებს ჩაჰკირკიტებს...

ნუთუ ამხელა ქალაქში

ერთი კაციც არ აღმოჩნდა ვინც ფულს დაკარგავდა

 

 

ვარსკვლავები

 

ვარსკვლავები თვალს არ გვაცილებენ

და იმედით ჩამოგვცქერიან

სწამთ, რომ ადამიანები

ბოლოს და ბოლოს

ჩავიდენთ რამეს განსაკუთრებულს.

 

 

***

მელანი გამითავდა

ჰაერი არ მყოფნის

 

 

***

ყველაზე სუფთა ქალაქია

ქალაქი სადაც არავინ გიცის

ყველაზე სუფთა ტროტუარი

ტროტუარი  წვიმა რომ რეცხავს

 

***

მზეს რა უქენით, უნამუსოებო,

დროზე ადრე ამოდის უკვე.

 

 

ძროხა

 

წითელი ძროხა გზის ნაპირზე

თვალსაც კი არ ახამხამებს მანქანის სირენის ხმაზე

სავსე ცური

ზურგზე გაყოლებულ თეთრ ლაქებში ხატია

მისი ძროხული სამყაროს რუკა.

 

 

ფოტო: ქრისტოფ დელაირი

თარგმანი: პაატა შამუგია

 

–––––––––––––––––

რასიმ გარაჯა – თანამედროვე აზერბაიჯანელი პოეტი.  აზერბაიჯანული პოეზიის "ახალი ტალღის" ერთ–ერთი ლიდერი. 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული