• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

მექანიკური ალუჩა

×
ავტორის გვერდი ალექსი ჩიღვინაძე 00 , 0000 2141

პიესის პირველი მოქმედების მსახიობებმა არაფერი იციან იმის შესახებ, რომ პიესის განსხვავებული გაგრძელებაც არსებობს. რეჟისორი ორ დადგმას აკეთებს, საიდანაც პირველს, რეპეტიციებზე გავლილი და მსახიობებისთვის ცნობილი დასასრული ისე ასცდება, როგორც კომეტები სცდებიან დედამიწას. მოვლენები ასე ვითარდება: შუა სპექტაკლში, სცენაზე ოთხი ნიღბოსანი შემორბის. და მსახიობებს ბოჭავს. შეუძლებელია იმის განსაზღვრა თუ რა რეაქცია ექნებათ მსახიობებს, როდესაც მოულოდნელად თამაშს შეაწყვეტინებენ, დააბამენ და მათ დადგმას კი გააგრძელებენ. ისინი თამაშს მიღმა რჩებიან. თუმცა მაყურებელს ეს ყველაფერი, რათქმაუნდა, წინასწარ დადგმული ჰგონია, ასე რომ მშვიდად აკვირდება მოქმედი პირების მსახიობური ოსტატობის მოულოდნელ ცვლილებას. ისინი ხომ ისე დამაჯერებლად შეებრძოლებიან მოძალადეებს, აქამდე რომ არ უნახავს ქართულ თეატრს - მშველელს მოუხმობენ, გინებას დაიწყებენ. და რა უნდა იყოს როლში შესული არტისტების, „სხვა“ წარმოდგენაში, დამატებით განზომილებაში გადაბარგებაზე საინტერესო. მითუმეტეს თუ ეს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება.

 
 
მოქმედი პირები (პირველი მოქმედება)
 
სანდრო - 25 წლის ბანკის თანამშრომელი. მან სამ წელიწადში 3-ჯერ მოასწრო დაწინაურება. მამამისის დანგრეული, ყვითელი "მოსკვიჩის" ნაცვლად ახლა ლურჯი ჯიპი ჰყავს. ღიპიც საგრძნობლად გაეზარდა. თუმცა გულის სიღმეში სძულს თავისი სამსახური. და ახლა როცა ფეხი მოიტეხა, გიფსის მოხსნამდე ძველ ჰობი გაიხსენა და რომანის წერას აგრძელებს. დღემდე დარწმუნებულია იმაში რომ მისი ყრმობის დროინდელი თავგადასავლები - რამდენიმე საქმის გარჩევა წყნეთში, ტრაკში დაჭრილი გოგლიკა, სამეგრელოში პლანით გაძეძგილი თეთრი ჟიგული, მისი პირველი შეყვარებულის ძაღლის დათრობა, სწორედ ის ისტორიებია, რომელსაც მთელი მსოფლიოს ლიტერატურა, ჰოლივუდი და აღგზნებულ მკითხველთა არმიები გულისფანცქალით ელოდებიან. თუმცა თავად ავტორი წერის პროცესში ხვდება, რომ ისტორია ერთფეროვანი და მოსაწყენია. აუცილებლად უნდა დაამატოს რამე. იქნებ ვამპირები? 
 
სალი - სანდროს საცოლე. სწავლობს ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე, მაგრამ ფროიდი ერთი გარყვნილი ტიპი ჰგონია. გრძელი შავი თმები აქვს. შავი ტყავის შარვალი და თეთრი მოკლე მაისური აცვია. მოტკეცილი სამოსი მისი სხეულის მოხდენილ ფორმებს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
 
არალეგალურად მოქმედი პირები (მეორე მოქმედება)
 
ოთხი სასოწარკვეთილი და ჭკუამხიარული მძარცველი, ნებისმიერი პროფესიის, ლექსიკის და ინტერესის მქონე შეიძლება იყოს. ვთქვათ, კულტურის სამინისტროს ჩინოვნიკი, „დალირიკებული“ დიჯეი, მასხარა, რომელმაც უწყის, რომ შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი, ის ვისაც წარმოდგენა არა აქვს ვინ არის და რა უნდა. ვინმე ვინც გიჟდება დედამისზე და კარლოს კასტანედაზე და ასე შემდეგ. სრული იმპროვიზაცია, რომელიც დამოკიდებული იქნება დაბმული, გაკვირვებული მსახიობების რეაქციებზე.
 
 
პირველი სცენა 
 
სცენაზე პორნოგრაფიული ფილმის დეკორაციები. კაშკაშა ფერის დივანი, ტელევიზორი, ხელოვნური ყვავილები, ხალიჩა... სანდროს ფეხი გიფსში აქვს ჩასმული. ყავარჯნის და სალის დახმარებით შემოდის სცენაზე.
 
სანდრო.  შენ გაქცეულს არ მოგიჯვამსო, მეუბნებოდა ბაბუაჩემი... რამდენჯერ წარმომიდგენია გაქცეული ბაბუაჩემი, გაოფლილ ბარძაყებზე მძღნერი ეტყლარწება. უკან გერმანელები მოსდევენ. 
 
სალი. მგონი, ფეხი როგორ მოიტეხე-თქო, გკითხე...
 
სანდრო. ჰოდა, მაცადე, გიყვები... იმ დღეს თანამშრომლის დაბადების დღე იყო. მანქანა სახლში დავტოვე. "ცოლის ცრემლებში" ვისხედით. იმდენი დავლიეთ, რომ რაც დაგვრჩა, თავზე ვისხამდით... საშინლად გამოვტყვერით...
 
(პაუზა)
 
და ბაბუა გამახსენდა...
 
სალი. უიი, სენტიმენტები მოეძალა ჩემს ბიჭს.
 
სანდრო. და სახლში რომ ვბრუნდებოდი, გადავწყვიტე...
 
სალი.  რა გადაწყვიტე? რომ გაქცეულს მოგეჯვა?
 
სანდრო. ქუჩა ცარიელი იყო. ისე მეჯმებოდა რომ სახლში ნამდვილად ვერ ავასწრებდი. ჰოდა, რაც ძალი და ღონე მქონდა გავიქეცი
 
სალი. მგონი ბაბუა შენით იამაყებდა...
 
სანდრო. საკუთარ მძღნერზე ამისრიალდა ფეხი და ისეთი ავილეწე რომ ნახევარი საათი გონზე ვერ მოვდიოდი. ვიწექი ჩაჯმული და ვღმუოდი.
 
სალი. ჩემი საცოდავი...
 
სანდრო. ჰოდა, ბაბუ, ახლა ერთი თვე მაინც ვერ გავალ სახლიდან (დივანზე ჯდება, გიფსიან ფეხს ფრთხილად ისწორებს) მოდი ჩემთან.
 
სალი. ისე სანდრო, არ გინდა, ეგეთი მარათონის მოწყობა? ბაბუას თასი - პროფესიონალ მორბენალ-მჯმელებს შორის შორ დისტანციაზე...
 
სანდრო. გოგო, პატივი ეცი ბაბუაჩემის ხსოვნას... არაფერი წმინდა არ დარჩა შენში?  
 
ტელევიზორს რთავს. სოფტ-პორნოს ფონად ჯონი კეიჯის Sonata Xi ადევს, ორგაზმის "გამაყრუებელ" ხმებთან ერთად. სალი სანდროს გვერდით ჯდება. ისინი სრული სერიოზულობით, ყურადღებით შესცქერიან ტელევიზორის მოციმციმე ეკრანს. სცენაზე შუქი ქრება. 
 
სანდრო
 
რა ხდება?
 
 
მეორე (არალეგალური) მოქმედება
 
სცენაზე სიბნელეში რამდენიმე ადამიანი შემორბის. სანდროს და სალის როლების შემსრულებელი მსახიობები ვერ ხვდებიან რა ხდება. მათ არაფერი იციან პიესის გაგრძელების ასეთ ვერსიის არსებობის შესახებ. სანდრო წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებს, რადგან ფეხი გიფსში აქვს. მასაც და სალისაც ხელ-ფეხს გაუკავებენ და ერთმანეთზე მიაბამენ. სამწუხაროდ, მსახიობთა რემარკების წინასწარმეტყველება პიესის ავტორს არ შეუძლია. სინათლე ინთება. მაყურებელი ოთხ ნიღბოსანსა და დაბმულ სანდროსა და სალის ხედავს.
 
აქედან იწყება უკვე გართობა და მექანიკური ალუჩა. 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული