• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

ანტიზღაპარი

×
ავტორის გვერდი ქეთი თუთბერიძე 00 , 0000 2446

სათაურმა არ დაგაბნიოთ, ამ ოპუსს ვისოცკის ლექსთან 'АНТИСКАЗКА'  არავითარი კავშირი არ აქვს.

პატარა რომ ვიყავი ერთი წიგნი მქონდა, „მსოფლიოს ზღაპრები“ ერქვა. გენიალური წიგნი იყო - კარი სხვა განზომილებაში! ახალ სახლში რომ გადავედით, ვეღარსად ვიპოვე, არადა კარგად მახსოვს, როგორ საგულდაგულოდ შევინახე სხვა წიგნებთან ერთად უზარმაზარ მუყაოს ყუთში. დღემდე ვერ ვხვდები, სად შეიძლება გამქრალიყო, იქნებ შემთხვევით სხვა განზომილებაში გადავარდა, ანუ საკუთარი თავი  შთანთქა?! თუმცა რაღა მნიშვნელობა აქვს, ფაქტია, რომ დაიკარგა და დღემდე იმ წიგნს მივტირი.

ეს იყო ყველაზე სქელტანიანი წიგნი, რაც კი ოდესმე წამიკითხავს, თუ არ ჩავთვლით ბიბლიას. ამ უკანასნელზე გამახსენდა, ერთხელ სელინჯერმა თქვა, რომ ფიჯერალდის „დიდი გეტსბი“ მისთვის ევანგელეს წარმოადგენდა. რამდენიმე წლის მანძილზე ამ ზღაპრების წიგნს იგივე დანიშნულება ჰქონდა ჩემთვის, რაც ღრმად მორწმუნე ქრისტიანებისთვის ძველ და ახალ აღთქმას.

ერთი სიტყვით, ამ პოსტში ზღაპრებზე მინდა გელაპარაკოთ, უფრო სწორად, რამდენიმე ზღაპრის პროტაგონისტზე, რომლებიც შესაძლოა რეალურ ცხოვრებაში გაცილებით მანკიერები, მახინჯები და ფარისევლები  ყოფილიყვნენ, როგორც ადამიანების დიდი ნაწილი.

ჰანსელი და გრეტელი ჩრდილოეთ გერმანიის ერთ პატარა ტყისპირა სოფელში ცხოვრობდნენ. ბიჭი ჩვიდმეტი წლის იყო, გოგო თექვსმეტის. ერთმანეთი განსაკუთრებულად უყვარდათ, იმდენად რომ ერთ ღამეს სახლიდან გაქცევა გადაწყვიტეს. ცუდი კვებისგან ჰანსელს ანემია სტანჯავდა, რის გამოც ხელები ზამთარ-ზაფხულ ცივი ჰქონდა. გრეტელს ყველაზე მეტად მისი ხელების გათბობა ჰყვარებია. ღამით, როცა მამასა და დედინაცვალს ღრმად ეძინათ, ჰანსელი უმცროს დას ერთ ხელს ღამის პერანგის ქვეშ შეუცურებდა, მეორეს ყველაზე მხურვალე ადგილას. გრეტელი ძმას არასოდეს ეწინააღმდეგებოდა.გაპარვის მიზეზი კი ის იყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს გრეტელს მენსტრუაცია შეუწყდა. შემდეგ რა მოხდა, არავინ იცის. ნამცხვრის სახლი სინამდვილეში გრეტელის სიზმარია ან ჰალუცინაცია, რომელსაც ხანგძლივი შიმშილი, სხეულის მაღალი ტემპერატურა ან უბრალოდ სავსე მთვარის ფორმის აბები იწვევს, ლიზერგინული მჟავის შემცველობით.

 

კონკიას მერკანტილურ მისწრაფებებს საზღვარი არ აქვს. არავითარი გოგრა, არავითარი ბროლის ფეხსაცმელი, არავითარი ჯადოქრობა, რომელიც შუა ღამეს ძალას კარგავს. რაში სჭირდებოდა მისტიკა მიზანდასახულ ღარიბ გოგოს, რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა და რომელიღაც ჯუჯა სახელმწიფოს მულტიმილიონერ პრინცს ისე გულმოდგინედ გაუკეთა მინეტი, რომ ტახტის მემკვიდრეს საკუთარი სამეფო და წარმომავლობა სამუდამოდ გადაავიწყა. როცა მისი მრგვალი, პატარა, ლამაზი პირი სპერმით აივსო, უფლისწულმა შესძახა: „შენ იქნები ჩემი დედოფალი!“

აშკარაა, რომ სამყარო სავსეა ნამდვილი და ფსევდოკონკიებით და იმ ტიპის კონკიებით, რომლებიც კონკიობაზე ოცნებობენ. ერთი სიტყვით, თუკი რამეზე შეიძლება ითქვას, რომ ეფემერული არ არის, ეს კონკიობის სინდრომია.

სამხეთ საქსონიაში დღემდე ყვებიან ლეგენდას პროვინციულ ქალაქზე, სადაც ერთდოულად ყველა ბავშვი დაიკარგა. მუსიკოსი ჯადოსნური ფლეიტით... მრავალი ევროპელი ფოლკლორისტი ფლეიტიან უცნობს, რომელმაც ქალაქი ჯერ ვირთხებისგან, შემდგე კი ბავშვებისგან „გაწმინდა“, იმ ეპოქისთვის ყველაზე გავრცელებული ეპიდემიის, შავი ჭირის ალეგორიად მიიჩნევს. ვირთხების ფაქტორი ამ თეორიას კიდევ უფრო მყარ საფუძველს უქმნის. თუმცა შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო.

ქალაქში, რომელიც იმ მხარეში ყველაზე დიდი ნაგავსაყრელის სიახლოვეს მდებარეობდა, უცნობი ახალგაზრდა ჩამოვიდა. მისმა ჩამოსვლამ მდაბიო საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. უცნობს საკუთარი სტუდია ჰქონია, სადაც ვოდევილებს იღებდა. ერთხელ მიხვდა, რომ მისი სიზმრების რეალობად ქცევის დრო დადგა. ბოლო წლების განმავლობაში ძილში ერთსა და იმავეს ხედავდა - უზარმაზარ მინდორში იწვა, მის გარშემო კი შიშველი გოგოები და ბიჭები ჩამწკრივებულიყვნენ. სიზმარი ვერაფრით ახსნა. სამაგიეროდ მიხვდა, რაც სურდა. ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე შორეულ პროვინციაში გაემგზავრა და ყველა მოზარდი გამოიტყუა.

ეს ამბავი მე-20 საუკუნის დასაწყისში მომხდარა და შუა საუკუნეებთან არავითარი კავშირი არ აქვს, მითუმეტეს შავ ჭირთან. ასე შეიქმნა პირველი პორნოგრაფია, რომელსაც ფლეიტიანმა პედოფილმა ჩაუყარა საფუძველი.

რაც შეეხება, უკვდავ კაშჩეის, იგი სხვა არაფერია, თუ არა დიქტატორი, რომელიც ათწლეულების მანძლზე მართავს სახელმწიფოს. ტირანი, რომელიც გარშემო ყველაფერს ახმობს და ანადგურებს. რუსულ ზღაპრებში წერია, რომ მისი სიცოცხლე ნემსშია, ნემსი კვერცხში, კვერცხი ჩიტის ბუდეში, ბუდე კი ძველისძველ მუხის ხის კენწეროზე.  სინამდვილეში ყველა დიქტატორი მოკვდავია, მთავარია მუხის ხეს მიაგნო, მუხაზე ბუდეს მისწვდე, ბუდეში კვერცხი იპოვო, დაამსხვრიო და ნემსი შუაზე გადატეხო! (საინტერესოა, ნეტა ვინ მიაგნო ნემსს 1945 წლის 30 აპრილს ან 1955 წლის 16 ოქტომბერს?!)

მიუხედავად სისასტიკისა, ზღაპრები რეალობის ალტერნატივაა, უმანკოების ჰიპერბოლითა და მანკიერების ლიტოტესით, სადაც შეგრძნებებს ზღვარი არ აქვს, სადაც ყველაფერი დასაშვებია.

რამდენიმე დღეში ფიფქია მკვდრეთით აღსდგა!

გერდა ოთხივე სტიქიას იმორჩლებს, წყალზე დადის და ქარს ელაპარაკება!

ორივე პერსონაჟი შესაძლოა მესიის ფემინური სახეს ქმნიდნენ, მათი ადგილი ამ ოპუსში არ არის, მაგრამ რატომღაც თავი გამახსენეს. კაი კი ნამდვილად რეალურზე რეალური, უღიმღამო, საკუთარ აზრებში დაკარგული პერსონაჟია, რომელიც ეზოში თამაშის დროს უგზო-უკლოდ გაქრა. მას შემდეგ არავის უნახავს, სავარაუდოდ მასზე უცნაური ექსპერიმენტი ჩატარდა, სახელი გამოუცვალეს და სკანდინავიიდან შორს, რომელიღაც ლათინურ ამერიკის ან აზიის ქვეყანაში გადაასახლეს ან უბრალოდ მოკლეს და მისი ორგანოები გაყიდეს. თუმცა ვის აინტერესებს კაი გერდას გარეშე?!

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული