• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ჩემი ნაცნობი მიშას სტატია...

×
ავტორის გვერდი კირილ მედვედევი 02 იანვარი, 2014 2568

 

მთარგმნელი: ნორიკ ბადოიანი
 
ჩემი ნაცნობი მიშას სტატია
ჟურნალ „აფიშაში“ გამოაქვეყნეს,
სხვისი სახელით.
და ვიღაც მანდილოსნის სტატიას მიუერთეს.
(მართალია მისი ნებართვით),
მაგრამ როდესაც მიშამ გააგზავნა იქ იმეილი,
რომელშიც შეეკითხა,
ეკუთვნის თუ არა მას რაიმე ჰონორარი
ამ სტატიისთვის,
ჟურნალიდან მას გამოუგზავნეს პასუხი
ერთადერთი სიტყვით-
„არა“.
როცა მიშამ მომიყვა ეს ისტორია,
განვრისხდი და ვუთხარი მიშას,
 
რომ მის ნაცვლად
შევწყვეტდი ყველა ურთიერთობას
ამ ჟურნალთან და
ტელეფონით გავაჯმევინებდი,
რათა რამით მაინც დავკმაყოფილებულიყავი.
მაგრამ მიშა ჭკვიანია და თავშეკავებული.
მან, შესაძლოა,რაღაც ხეირიც კი ნახა ამ ისტორიიდან.
მიშა ყველაფერს ისე აკეთებს ამ ცხოვრებაში,
როგორც საჭიროა.
მე კი სულ მძღნერში ვიჯდები
ჩემი პრინციპების გამო.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული