• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ციტატიუმი

საერთოდ, მე ორი ვარ

×
ავტორის გვერდი ვუდი ალენი 05 იანვარი, 2012 23859
მე არ მინდა, უკვდავებას მივაღწიო ჩემი ნაშრომებით, მე მინდა, მათით  მივაღწიო სიცოცხლეს. 
 
როგორ უნდა ვირწმუნო უფლის, როცა ერთი კვირის წინ ენა საბეჭდ მანქანაში მომყვა.
 
საერთოდ, მე ორი ვარ. 
 
მე გავიარე სწრაფი კითხვის კურსი და „ომი და მშვიდობა“ 20 წუთში წავიკითხე. მგონი, რუსეთზე ეწერა რაღაც. 
 
სიკვდილი ერთადერთია, რაც წამოწოლილმაც შეგიძლია, გააკეთო.
 
სიკვდილის სულაც არ მეშინია, უბრალოდ, როცა ეს მოხდება, არ მინდა, იქ ვიყო. 
 
მარადისობა მოსაწყენია, განსაკუთრებით, ბოლოში. 
 
სექსი ყველაზე კარგი რამეა, რაც მიკეთებია სიცილის გარეშე. 
 
ვაგნერს დიდხანს ვერ ვუსმენ, მერე პოლონეთზე თავდასხმის სურვილი მიჩნდება. 
 
ქორწინება იმედების სასაფლაოა.
 
ერთადერთი, რასაც ვნანობ, ისაა, რომ მე არავინ ვარ.
 
თქვენთვის – მე ათეისტი ვარ, ხოლო უფლისთვის – ლოიალური ოპოზიცია. 
 
ნუ მიშლით მასტურბირებას, ეს ხომ ყველაზე საყვარელ ადამიანთან სექსია. 
 
ბავშვი კაი რამეა, პრობლემა ისაა, რომ ყველა მათგანი ედვარდ ჯ. რობინსონივით გამოიყურება. 
 
მე მწამს, რომ ორ ადამიანს შორის სექსი მშვენიერია, 5 ადამიანს შორის – ფანტასტიკური!
 
ერთადერთი შემთხვევა, როცა მე და ჩემმა ცოლმა ერთდროულად გავათავეთ, იყო მაშინ, როცა მოსამართლემ ჩვენი გაყრის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 
 
ნუ ფიქრობ, რომ სიკვდილი დასასრულია. მონახე დადებითი მხარე – ეს შესანიშნავი გზაა, ვალებისგან ერთბაშად გათავისუფლდე.
 
რატომ უნდა წავბილწოთ კარგი ისტორია სიმართლით?
 
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თარგმანი © demo.ge, ფოტო – www.freakingnews.com 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული