• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ

ინტერვიუ ზურა ჯიშკარიანთან (წვდომა N2) -  multipersonal disorder

×
ავტორის გვერდი demo.ge 00 , 0000 2873

Next - ზურა ჯიშკარიანი/ me – ალექს ჩიღვინაძე

me: იმის მაგივრად რომ საკუთარი დედა ეხმარა, ჭკუა ეხმარა ოიდიპოსს - რა მოხდებოდა ასეთ შემთხვევაში? რა მოხდებოდა, რომ ყველას, ვინც დღემდე საყოველთად მიღებულ კონსესუსს მიღმა რჩება, ეხმარა ჭკუა და დარჩენილიყო საზოგადოების თბილ და მყუდრო ტრაკში? რა შეიცვლებოდა, რომ არ ყოფილიყვნენ მეამბოხეები? (არა სტერეოტიპული მეამბოხეები “იზმების” სამყაროდან)  საიდან მოვიდნენ ეს  პრეტენზიული ნაბიჭვრები, რომლებმაც იმის ილუზია გააჩინეს, რომ შეიძლება რამე შეიცვალოს. შეიცვალოს ადამიანი, ეს საზიზღარი ცხოველი, რომელმაც დღემდე თავი მტაცებლური ინსტიქტებით მოიტანა და რომელსაც შეუძლია ათას თავს მოერგოს და ვერ მოერგოს იმ მიზეზებს, რის გამოც ვარსკვლავები არსებობენ?
 
Next: არ მგონია, რომ საზოგადოებას თბილი და მყუდრო ტრაკი აქვს და რომ ეს საერთოდ ტრაკია, ალბათ უფრო მომნელებელ სისტემას ჰგავს და ჩემი აზრით, ის საერთოდ არაა მყუდრო -- პირიქით ეს ძალიან დაძაბული და სასტიკი ადგილია, სადაც 24 საათი, კვირაში 7 დღე უნდა იმუშავო საკუთარ როლზე, რომ გამოიყურებოდე როლის ადეკვატურად, რომ არ ჩამორჩე მოდას, რომ ყოველთვის სხვაზე უკეთესი იყო, გყავდეს შეყვარებული, გქონდეს სხვაზე უკეთესი შარვალი, კარიერული პერსპექტივები; სადაც სხვებს უნდა აიძულო უყვარდე, შენზე ფიქრობდეს, ზრუნავდეს, უნდა იშოვო ფული, პური, სარეცხი მანქანა, კბილის პასტა, ახალი კეტები, ახალი მპ3, ახალი ალბომები, უყურო ახალ ფილმებს, რომ არ ჩამორჩე ერთი წამითაც კი, რომ სულ გქონდეს სხვაზე მეტი ძალაუფლება. იფიქრო, რა შედეგს გამოიღებს შენი ეს ნაბიჯი, ის ნათქვამი, როგორ  მოეწონება ეს შენს უფროსს, ქმარს, შეყვარებულის მეგობარს, როგორ უნდა გაუტრაკო ვიღაცას ისე, რომ ეს რაღაც მოიგო, როგორ გაუცინო ვიღაცას ისე, რომ ის რაღაც მოიგო; სად, ვისში, რომელ ნაბიჯში ჩადო ინვესტიცია, ვინ მოტყნა დღეს, ვინ მოტყნა ხვალ, ვის მოატყნევინო თავი ზეგ  და ა.შ. და ა.შ.
 
ეს ისტერიული ადგილია. მგონი საზოგადოების “სრულუფლებიან წევრად” და მაგარ ტიპად ყოფნის სურვილი გაცილებით ისტერიული პროცესია, ვიდრე თვითგადარჩენა ჯუნგლებში. ექსტრემალურ ბუნებაში გადარჩენისთვის შენ გჭირდება სასიცოცხლო კომპონენტების მინიმუმი, მაშინ, როცა სოციუმში “გადარჩენისთვის” [განსაკუთრებით თუ საკუთარ თავში რამე უფრო მეტ მნიშვნელობას დებ, ვიდრე სხვა ადამიანებში] -- შენ ყოველდღიურად უნდა კვებო თვალები, რომლებიც მუდამ გიყურებენ, სადაც არ უნდა იყო - ქუჩაში, წვეულებაზე თუ მარტო საწოლში, სულ უნდა კვებო ყურები, რომლებიც აკონტროლებენ შენს სიტყვებს, ჩაკ ნორისი უნდა იყო, სამი ნაბიჯით წინ თვლიდე, ისეთი მომზადებული უნდა იყო, რომ სიზმარში ან კაიფშიც კი არ წამოგცდეს ბგერების ისეთი კომბინაცია, რომელიც შენს როლს არ ეკადრება, სულ უნდა კვებო სხვა დემონები -- სახელმწიფო, საზოგადოებრივი აზრი, საყვარელი ადამიანები და ახლობლები, უცნობი ადამიანები, რომლებსაც ერთი Offline-ერი “მისტიკოსი” --  “შავ მაგებს” ეძახდა [იმიტომ რომ ისინი რეალურად პირველი დაბრკოლებაა შენთვის, თუ შენ საკუთარი თავის გადაპროგრამებას დააპირებ. იმათ, ვინც შენ გიცნობენ, სულ ჯიბით დააქვთ შენი პერსონალური ისტორია, დოსიე შენს არსებაზე, ორ გეგაბაიტიანი [ზოგჯერ უფრო ნაკლებიც კი,მაგ. 200 მეგაბაიტიანი] ფოლდერი შენი პიროვნების შესახებ -- სადაც დეტალურად არის ჩამოწერილი შენი ხასიათი, წარსული, აწმყო, მომავლის პერსპექტივები. შენი ოდნავი ამოვარდნა ამ შაბლონიდან და ისინი მუდამ იქ დაგაბრუნებენ, სადაც იყავი, ამიტომ არის ალბათ ბევრ მისტიკურ ტრადიციაში, რომ მან, ვინც უნდა გაიაროს ინიციაცია, პირველ რიგში უნდა მიატოვოს ის ხალხი, ვინც მას ასე ძალიან უყვარს და რომლებიც რეალურად მას კლავენ] და ბოლოს -- შენ ყოველდღიურად უნდა მიუტანო საკვები დიდ დრაკონს, რომლის სახელია -- ეგო. საკუთარი თავის მნიშვნელოვნება. ორანგუტანის არანორმალური სიამაყე საკუთარი თავით. დიდი უზარმაზარი სულიერი ღიპი,რომელიც ყველას გვაბია.
 
ეგო ცოტათი გავს ფეისბუქის პროფილსაც - სადაც უმრავლესობა ადამიანი ტვირთავს შერჩეულ ფოტოებს, დებს შერჩეულ სტატუსებს საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად და ელოდება ლაიქებს გარშემომყოფებისგან. პრინციპში, რასაც რეალურად ვაკეთებთ ამ პლანეტაზე ცხოვრების 90%-ის განმავლობაში -- საკუთარ ეგოზე ზრუნვა და ამ მონსტრის გამოზრდაა. და რა სიგიჟეა - მთელი ცხოვრება!
 
სიკვდილის მერე ეს დიდი ღორმუცელა დრაკონი ყროლდება და ამას ეძახიან  -- “სახელს”, რომელიც ადამიანმა ცხოვრების მერე დატოვა.
 
რაც შეეხება მეამბოხეებს - ჩემი აზრით, ნამდვილი ამბოხი საკუთარი ყოველდღიურობის, აზროვნების, სიზმრების და სხეულის “რევოლუციონიზირებით” იწყება და ეს პროცესი ხშირად ნატურალური და შეიძლება offline პროცესია [იმ გაგებით, რომ არ ტრიალებს ყოველწამს კულტურის მთავარ არხებზე], მაგრამ ამბოხი ალბათ არ ნიშნავს, რომ ის აპრიორი კარგია ან ცუდი. ეს პირადი პროცესია, რომელიც შენ გჭირდება და შეიძლება აღმოაჩინო, რომ სხვებსაც ჭირდებათ შენთან ერთად. და მთავარი გართობა ამ დროს იწყება.
 
მაგრამ ეს მორიგ როლად არ უნდა იქცეს, იმიტომ რომ მეამბოხის და გმირის შაბლონები ერთ-ერთი ყველაზე ჩამთრევი და დოგმატური შაბლონებია, თვითრეფლექსიის ციხე. შენ იღებ როლს, რომლის მიხედვით უნდა გააკეთო ესა და ეს, ჩაიცვა ასე და ასე, იყო ნონკონფორმისტული ასეთი და ასეთი ფორმით და ბოლოს თავი შეწირო შენი იდეალის გულისთვის -- იქნება ეს სახელმწიფოს, ხალხის თუ იდეოლოგიის  შაბლონები. იდეოლოგია -- შიზოფრენიაა და ამ თავგანწირვას კი ყველა ელოდება -- ეს გმირის შაბლონის საფინალო აქტია, რომლის შემდეგ პუბლიკა ასხამს და დარბაზი სპერმის სუნით ივსება. შენი არსებობა ემატება შაბლონის გამომყენებელთა კატალოგს, შენი სიტყვები ძალაუფლებას იძენენ - იმიტომ, რომ მათ ამდენი ადამიანი უმაგრებს ზურგს. ამ თემაზე წერდა ფუკოც, როცა ამბობდა: “რა უნდა ქნა რომ არ გახდე ფაშისტი, მაშინაც კი [და განსაკუთრებით მაშინ] როცა საკუთარ თავს რევოლუციის მეომრად თვლი?”
 
ამიტომაც ალბათ ხშირად “ნამდვილი გმირები” არ სჩადიან გმირობებს იმ გაგებით, რა გაგებითაც - “უნდა ჩაიდინონ” [თავი შესწირონ, დაიკმაყოფილონ ეგო, ააგროვონ ტაში და რეალურად “წააგონ” ამბოხი]. და ალბათ ხშირად ასეთი ამბოხი თავის საწყისებში უჩინარია თუ მხოლოდ ზედაპირს ვუყურებთ. ის სიღრმიდან მოდის, offline-იდან. და თუ ასეა, მაშინ უკვე არ არის საშიში შაბლონის მორგება -- თუ საკუთარი ეგო შენზე არ დომინირებს, მაშინ შაბლონი ვერ ჩაგყლაპავს. სხვათაშორის ბევრი ადამიანი კასტანედას წიგნებს “მისტიციზმად”, შარლატანობად ან უბრალოდ გასართობ საკითხავ ლიტერატურად აღიქვამს, მაგრამ თუ “სწორი” კუთხით მიუდგები -- ეს წიგნები ძალიან საინტერესო “ინსტრუქციებია”, თუ როგორ უნდა გახდე ის, რასაც კასტანედა ეძახის “მეომარს”, როგორ უნდა გახდე მაგი -- ადამიანი რომელიც თავის თავში ატარებს პრაქტიკულ შიზოანალიტიკურ სამუშაოებს და სისტემატურად ანადგურებს საკუთარ თავს/როლს/ეგოს. მის წიგნებში აღწერილი ისეთი ტექნიკა, როგორიცაა: “სამყაროს გაჩერება”, “კონტროლირებადი სისულელე”, “სტალკინგი  - საკუთარ თავზე ნადირობის ხელოვნება”,”პარტიზანების შეგზავნის ხელოვნება”, “აზროვნების ნახტომი შეუცნობელში” და მრავალი სხვა ჩემი აზრით ძალიან საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოა ნამდვილი “ევოლუციური აგენტურისთვის” [და არა “ სტერეოტიპული მეამბოხეებისთვის იზმების სამყაროდან”.] იმათთვის ვის სიტყვებსაც ახმოვანებს კამიუ ერთ-ერთ წიგნში: “I rebel; therefore, we exist. And we are alone.”
 
ოფლაინზე გამახსენდა ჩემი და ანას ადრინდელი იდეა. გვინდოდა გაგვეკეთებინა ჟურნალი, სადაც სხვა, არაოფიციალური სამყარო გამოჟონავდა - ის რასაც offline-ს ვეძახი -  აქ თავი უნდა მოეყარათ ყველასთვის უცნობ ადამიანებს უაზრო პატარა თუ დიდი ქალაქებიდან, მათ ყოველდღიურობას, მათ “რევოლუციებს” და წარმოდგენებს სამყაროზე, მათ სასიყვარულო ისტორიებს და ბანძი ფოტოაპარატებით გადაღებულ უშნო ფოტოებს, გეტოებს, დაპროგრამებულ ადამიანებს, ბანალურ მაგრამ ამავდროულდ განუმეორებელ სიყვარულო ისტორიებსა და რეალობებს. ჟურნალის ტექსტი [თუ საერთოდ ექნებოდა ტექსტი] - უნდა დაწერილიყო , როგორც აღწერაში ეწერა “ლოკალურ, აბორიგენულ ენებზე” და ამის  შემდეგ უნდა თარგმნილიყო ინგლისურად „google translator“-ის დახმარებით.გლობალური მესამე სამყაროს, ჩრდილების სამეფოების აპოკალიპტური მედია -- დუნე როგორც ზღვის ზედაპირი, გაბზარული, როგორც ჩვენი ხრუშოვკების კედლები, ლეგენდარული როგორც ჩვენი მამების კრუიზები იმპერიაში.
 
გუშინ მიყვებოდა ჩემი დზნ ახლო მეგობარი -ტიმა [ჩვენი მუს.ჯგუფის გიტარისტი, და მომავალი დიდი რეჟისორი ფილოსოფოსის განათლებით:] ერთ ფილმზე, რომლის დასაწყისი იუთუბიზე ვნახეთ, ჰოდა, ამ დასაწყისში შავ ფონზე მოდის ტექსტი მითიურ  ისტორიაზე, რომელიც თითქოს ნიცშეს შეემთხვა. ნიცშემ   ტურინში ნახა როგორ ამათრახდება ვიღაც კაცი თავის ცხენს -- მივარდა ამ ცხენთან, ჩაეხუტა მას და ატირდა. მას შემდეგ ნიცშეს ხმა არ ამოუღია, ის გაგიჟდა და სიცოცხლის ბოლომდე საგიჟეტში გაატარა წლები. "ურბანული" მითის ოფიციალური ვერსია აქ მთავრდება, მაგრამ ფილმის სცენარისტი ერთ საინტერესო ფრაზას ამატებს: “off the horse.. we know nothing” ["არავინ იცის რა დაემართა ცხენს".] ეს ცხენი კი სწორედ იმ სხვა სამყაროს ნაწილია, რომელიც ისტორიის რუკის შეუვსებელ ნაწილებში არსებობს და არავინ იცის რა დაემართა ამ “სხვა” სამყაროს. ეს ცხენი ამ ისტორიული თუ ონტოლოგიური offline-ს მოქალაქეა და მისი ამბოხი არსებობის და კოსმოსის წინააღმდეგაა - გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად.
 
me: ეგოს და დრაკონის თუ გველეშაპის შედარება ძალიან ზუსტია. იმ მხრივაც ზუსტია, რომ როცა გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ეგოს „განადგურებას“ და მოსპობას ცდილობ, რამდენი თავიც არ უნდა მოაჭრა, სანაცვლოდ ათჯერ მეტი ეზრდება. თან ამ ბრძოლის შედეგი პირველ ეტაპზე მაინც, შედეგები ისეთი ტრაგიკულია, რომ შეიძლება გარეკო,  „ხანდახან სიგიჟე - ყველაზე ადეკვატური რეაგირებაა რეალობაზე.“
 
წინა შეკითხვა ძალიან ბუნდოვნად ჩამოვაყალიბე და რა კარგია, რომ თანმიმდევრულად მიყევი და ყველა იმ თემას შეეხე, რისი მონიშვნაც ვცადე. ახლა უფრო ღრმად შევტოპოთ. მოდი, გველეშაპ ეგოსთან  შებმის (თუ ეგოს შებმის) ჩვენ-ჩვენი ზღაპრის ვერსიები მოვყვეთ... ალბათ ლიტერატურაში და ზოგადად, ხელოვნებაში, სწორედ ამ პროცესის აღწერის შედეგად იწერებოდა ყველაზე გამორჩეული ტექსტები.
 
მაშ, ასე ჩემი ვერსია დაახლოებით ასეთია: იყო და არა იყო რა, იყო ერთი მშიშარა ბიჭი, რომელიც ბავშვობაში მეკობრეობაზე ოცნებობდა. ამდენი დრო გავიდა და ახლაც ბევრი არაფერი შეცვლილა :)) მოკლედ, ჩემი ზღაპარი სტანდარტული იმ ძენ-ბუდისტური გამოთქმის ანალოგიური მოდელია. რომ პირველ ეტაპზე მთა არის მთა, მდინარე არის მდინარე, ცა არის ცა. შემდეგ მთა აღარ არის მთა. მდინარე აღარ არის მდინარე და ცა - ცა. მხოლოდ ამის გავლისას შეიძლება აღმოაჩინო მთაც, მდინარეც, კაკაფონიაც და ჰარმონიაც. უფრო მოკლედ, ნელ-ნელა ყველაფერს ვკარგავდი, რწმენას, ნდობას, შეხედულებებს, აღქმებს, მიზნებს და ასე შემდეგ... რულეტკასავით, სადაც ციფრების მაგივრად ეს აბსტრაქციები ტრიალებენ. აკეთებ ფსონს, აგებ, აგებ, აგებ... შემდეგ ერთხელ დაჯდება და ემოციების გამო, იმის მაგივრად რომ თამაში შეწყვიტო, აგრძელებ, სანამ ყველაფერს არ წააგებ. წაგებას მაგრად და თამაშის გაგრძელება გინდა... მოსაწყენი ზღაპარი გამომდის. შენ გააგრძელე. ე.ი. “იყო და არა იყო რა, იყო ზურა ჯიშკარიანი...”
 
Next: იგივე აქაც, უბრალოდ ჩემი სახელი და გვარი -- ინდექსი არ მევასება… როცა ეს ევრაზიელი ბიორობოტი 6-ის გახდა დაიწყო ომი და ეგ არის მთელი ისტორია, როგორც ათასობით სხვა ადამიანისთვის ამ prison-პლანეტაზე ჩემთვისაც ომმა ყველაფერი შეცვალა და მაგის მერე არ დამთავრებულა და ყველა მოგონება მაგ პირველ ტალღას უკავშირდება და იქიდან ამოდის. ყველა ადამიანი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ქმნის თავის პირად კალენდარს და თავისი თრიფის რუკას - და ამ რუკაზე მთელი ჩემი ოდისეა ამ ომიდან იწყება, ისე როგორც სამყარო დაიწყო დიდი აფეთქებით. და ამ აფეთქების მერე დღემდე მომთაბარედ ვცხოვრობ და მილიონნაირი ადამიანი შემხვედრია, ძალიან ბევრი სიკვდილი და ოფლაინის მოქალაქე მინახავს, რომლებიც სასწაულებს ჩადიოდნენ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით - თვითგადარჩენისთვის ან საკუთარი თავის გამოხატვისთვის. ოფლაინებში და გეტოებში ხო დზნ დაბალი ცენზურა და პოლიტკორექტულობა არსებობს -- შესაბამისად ყველაზე ბანალური ურთიერთობებიც ხშირად მეგა-პერვერსიულია და ალბათ ამ რაღაცეებს როდესმე მოვყვები ტექსტით ან რამე სხვა “საშუალებით”, მაგრამ თუ ჩემი ცხოვრების თრიფს[მოგზაურობას] ეგოსთან “ბრძოლის” კუთხით შევხედავ - მაშინ ისევ კასტანედა უნდა გავიხსენო -- ერთერთ ინტერვიუში ის ყვება, რომ მისი ცხოვრების კუმირი, მისაბაძი ადამიანის მოდელი ბაბუამისი იყო. ტიპი აფანატებდა ბაბუამისზე, რომელიც სიბერეშიც კი ქალებს კერავდა და ეჩალიჩებოდა, “სასიკვდილო სარეცელზე” კი სიკვდილის წინ დაახლოებით ეგეთი „შუტკა“ თქვა: “მე მოვდივარ, ძეტკა” და მოკვდა. კასტანედა ამბობს, რომ წლების განმავლობაში ეს მისთვის დაუჯერებელი და აღმაფრთოვანებელი ისტორია იყო. გადის წლები და კასტანედა ხვდება თავის “მასწავლებელს” - დონ ხუანს, რომელსაც აღტაცებული უყვება ამ ისტორიას, ხოლო დონ ხუანი პასუხობს: “ბაბუაშენი ღორი იყო, ღორივით იცხოვრა და ღორივით მოკვდა. დაივიწყე ეგ არარაობა”
 
მე მგონი პირად ისტორიასთან მიმართებაში ეს სიტყვები ხშირად უნდა გამოიყენო ადამიანმა, როცა გრძნობ რომ ეჯაჭვები შენი წარსული “მე”-ს მოგონებებს, როცა ჭრი სხვადასხვა ამორჩეულ კადრებს და იმის მიხედვით ამონტაჟებ თუ როგორ წარმოგიდგენია შენი ერთადერთი და განუმეორებელი “მე” და როგორ გინდა ის წარმოჩინდეს სხვების თვალებში. ეგ ზუსტად ეგოს სამუშაოა. პირადი ისტორია უნდა წაიშალოს ან ისე უნდა გაფართოვდეს, რომ ეს იყოს რამდენიმე ისტორია რამდენიმე ადამიანზე, რომლებსაც ხშირად არანაირი კავშირი არ აქვთ ერთმანეთთან - ნუ, მაქსიმუმ, სიზმრებში ხედავენ ერთმანეთს. მე საერთოდ არ მგონია რომ ერთი ვარ, რაღაც დღეები არის განგსტა რეპს ვუსმენ მარტო და რაღაც დღეები საშინელ პოპ-მუსიკას და ეს ტიპები, რომლებიც ამებს უსმენენ, სულ სხვა აზრები უტრიალებთ თავში. ერთი თეორია მაქვს, რომ არსებობს ეგეთი “დაავადება” -- multipersonal disorder, როცა ერთი ადამიანი ორი ან მეტი ადამიანია და ამ ადამიანებს სხვადახვა სახელები და პირადი ისტორიები აქვთ - პრობლემა ადამიანს იმიტომ ექმნება, რომ ვერ აკონტროლებს პროცესს, როდის “ირთვება” რომელიმე სხვა მე და არ ახსოვს და არ იცის, რა გააკეთა მისმა სხვა მემ. დზნ მძიმე “დაავადებაა”. მაგრამ მე მაქვს სახალისო თეორია -- რა მოხდება, თუ შესაძლებელია ეს multipersonal disorder შენ თვითონ შექმნა -- თუ ტვინი შეგვიძლია განვიხილოთ რაღაც დონეზე ბიოკომპიუტერად -- შეიძლება რომ შექმნა სპეციალური ფაილები, ფოლდერები -- სადაც შეინახავ რამდენიმე ახალ "მე"-ს და გამოზრდი. შემდეგ უნდა შექმნა სპეციალური ქეისები, სიტუაციები ან რიტუალები, რომლებიც ჩართავენ ამათუ იმ “მე”-ს, რომელიც დროებით მთავარი “მე”-ს ადგილს დაიკავებს და თავის საქმეს გააკეთებს ზე-ეფექტურად, რამდენადაც მას მხოლოდ თავისი ფუნქცია ექნება და სხვაზე არაფერზე გადაერთვება. ენელპეს გამოყენებაც შეიძლება ასეთი დისორდერის ორგანიზებისთვის. შედეგად ერთმა ადამიანმა შეიძლება შექმნა მთელი არმია, რომელიც ერთი ნაბიჯითაც არ დაიხევს როცა შეხვდება მონსტრებს.
 
me: ის გახსოვს, „ვალისში“, მთავარი პერსონაჟი, ფილიპ დიკის სუროგატი, რამდენიმე ფურცლის შემდეგ ამბობს, რომ სინამდვილეში ეს მე ვარ და მესამე პირში უბრალოდ აუცილებელი ობიექტურობის გამო ვწერო, ხანდახან წერა კი არა ცხოვრება გინდება მესამე პირში. ანუ ვგულისხმობ დისტანცირებას, როცა გიჩნდება ეჭვი, შენია კი ის, რასაც განიცდი, მითუმეტეს ეჭვდები სხვების განცდებში... ალბათ ერთ-ერთი გამოსავალი ესეც არის, მაშინ როცა ხვდები რომ "დანაკარგის შეფასება შეუძლებელია". 
 
ჰენრი ჰაქსლი აგნოსტიციზმის ტერმინს ვისაც მიაწერენ, ამბობდა, რომ არ ვიცოდი ვინ ვიყავი ათეისტი, თეისტი თუ პანთეისტი, ქრისტიანი თუ თავისუფლი მოაზროვნე და... ჰოდა, ალბათ ასეთი მიდგომის და შემდეგ არის შესაძლებელი, რაღაც ისეთი გამოიკვეთოს, რაც დააბანლანსებს, გააქრობს იმ ტრაგიზმს, რაც ეგოსთან ბრძოლას მოჰყვება და ამ პროცესს აქცევს წარმოდგენად, რომელიც ყველასგან განსხვავებული, პატარა, წმინდა ბოზივით იდგება, ქუჩის დისკოთეკაზე, პოლიციის სირენების განათებებითა და შუაღამის მკვლელობების საიდუმლო მუსიკით... 
 
Next: “ქუჩის დისკოთეკაზე, პოლიციის სირენების განათებებითა და შუაღამის მკვლელობების საიდუმლო მუსიკით...” -- რა თქმა უნდა, მგონი ეს პროცესი ზუსტად ეგეთი უნდა იყოს. “If I can't dance - I don't want to be part of your revolution 
 
me: ჩვენი გამოცდილებები, მათი გადმოტანა ხელოვნებაში, ერთი მხრივ, სრულიად ამოვარდნილია ამ რეალობიდან. მეორე მხრივ კი, ყველაზე ზუსტი რეფლექსიაა... და რას ფიქრობ იმაზე, რომ კონტექსტი შენ თვითონ უნდა გაიმზადო, როგორც მარტოსული ადამიანები იმზადებენ ვახშამს, ოღონდ ისეთ ვახშამს, ყველაზე ძვირფას რესტორანშიც რომ არ მოელანდებათ? 
 
Next: ანუ შენ იმას ამბობ, რომ ბევრი ჩვენი მეგობარს თუ უცნობ ახალგაზრდას ჩვენს ქვეყანაში თუნდაც უჭირს “თავის გამოხატვა” იმიტომ, რომ ამ რაღაცების კონტექსტები არ არსებობს, უფრო სწორად არ არსებობს სიმბოლური სივრცე -- ყველაფერი ოკუპირებული აქვს ამ ყლე ქართულ პოლიტიკას და თრეშს, ხომ? და ერთადერთი ადგილი, რომელიც “თავისუფალი” რჩება -- პირადი ურთიერთობებია და ვიღაცების სახლები, სადაც რაღაცები ხდება -- უკრავენ, კითხულობენ, ეწევიან, ჟიმაობენ.
 
რა თქმა უნდა, ეგრე მგონია, რომ იქ, სადაც წინასწარ გამზადებული ან სხვებისგან დატოვებული კონტექსტი არ არსებობს -- ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ -- ზუსტად ეგრე როგორც თქვი, როგორც ვახშამი, რომელიც ყველაზე ძვირფას რესტორანშიც არ მოელანდებათ, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საოცარი საიდუმლო ინგრედიენტები ჩვენს გულებში თუ წელს ქვემოთ. 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული