• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ენიდან გაქცევა

×
ავტორის გვერდი გიორგი წურწუმია 00 , 0000 1649
დუმილი აღარ არის დუმილი.
დუმილი მეტყველებს რა ხანია.
გარდაცვალება ენაა.
ბაბუა მწიფე ატამივით იფურცქნებოდა 
სანამ არ გაყინეს.
ეს ნიშნავს რაღაცას.
დიდი ხანია შემთხვევითი მოვლენები 
ნიშნავს რაღაცას.
სიყვარული აღარ არის სექსის წინაპირობა
სიყვარული პოლიტიკური მესიჯია. 
ლოცვა აღარ არის ლოცვა,
ლოცვა დილის ნიუსია.
ფუკუსიმა აღარ აღნიშნავს ტრაგედიას
ფუკუსიმა წერისა და ზეპირი მეტყველების უნარს ავითარებს. 
მითოლოგიური პერსონაჟები და გმირები აღარ იხოცებიან,
მათ კორპორაციები უხდიან ხელფასს.
ენაში აღარ არსებობს ნაკრძალები,
ენა აღარ მალავს ტერიტორიებს.
უფლება აღარ ნიშნავს თავისუფლებას,
უფლება ვერ აუქმებს იერარქიას.
ენა აღარ გულისხმობს დროს,
ენა მდგომარეობათა მონაცვლეობას გულისხმობს.
შეუძლებელია ენიდან გაქცევა,
ენიდან გაქცევა ნიშნავს ენიდან გაქცევას. 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული