• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მთვარის კაცი

×
ავტორის გვერდი დენის დიუჰამელი 00 , 0000 1953
თარგმანი: ქეთი თუთბერიძე

რა არ ვიღონე შვილი რომ მყოლოდა?!
შიშველი ტანით ვიძინებდი მთვარის შუქის მოსანუსხად.
წყალს იმ დროს ვსვამდი,
თუ სავსე მთვარე ზედაპირზე ირეკლებოდა.
მთვარის კაცი კი არშობილ ბავშვებს ღორივით თქვლეფდა.
როცა მიწაზე ეშვებოდა სხვადასხვა ქალის გასანაყოფიერებლად,
მე არ მაქცევდა ყურადღებას.
სამაგიეროდ, პატარა გოგო გააოცა ახალი ჩვილით,
მერე ბებიას ჩამოუგდო ბავშვი საჩუქრად. 
სანამ ერთ დღესაც ჩემმა ქმარმა 
მთვარეს შამანი არ მიუგზავნა.
ჩემი სახელიც დაიზეპირა მისმა მეგზურმა. 
ჩვენი პატარა საუკეთესო შვილი იქნება დედამიწაზე,
სხვადასხვა რამით გამორჩეული,
რადგან ამდენ ხანს გვალოდინა.
ახლა კი, როცა დამაორსულა,
ჩემი ქმარი ყოველ ღამით მაძლევს თავის თესლს 
ბავშვის საკვებად, სანამ ჩემშია.
ხანდახან წვეთი პენისზე რჩება, - 
მთვარისნაირად ქათქათა თეთრი,
მარგალიტივით, როგორც ჩემი მრგვალი მუცელი.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული