• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ორი ბაღი

×
ავტორის გვერდი გიორგი გაგოშიძე 00 , 0000 1995
მე და შენ ვიზრდებით ფულის ხეების ბაღში,
მე თუ ექვსის ვარ შენ ხარ შვიდის(თუ გინდა გავცვალოთ ასაკი),
ჩვენ ვართ სიმდიდრეზე დამოკიდებული ბაღის ბავშვები.
ჩვენი დედები ფულის ფქვილით გვიცხობენ ნამცხვებს,
   მწვანე კუპიურებით გვიზავებენ სალათებს,
         მოვერცხლილი თეფშებიდან გვაჭმევენ საჭმელს
ჩვენი მამები მარგალიტის ბურთით გვეთამაშებიან ფეხბურთს
            და ცაზე სიხარულით მიგვითითებდნენ მზეზე.
თქვენ არ იცით რომ ჩვენმა ასტრონომებმა 
მზე ალმასებით გააწყვეს. 
თქვენ არც ის იცით  რომ ჩვენი ჰაერი 5% ოქროს შეიცავს.
რომ ჩვენი მშენებლები ვერცხლის აგურებით აშენებენ სახლებს,
რომ ჩვენი წისქვილები ოქროს დოლაბებით აფქვევენ მონეტებს.
რომ ჩვენი ბეღლები ვერ იტევენ სიმდიდრეს
რომ ჩვენი ბაღი ბრჭყვინავს და კაშკაშებს დღისით და ღამით,
ახლა ხო იცით ცოტა ჩვენს ბაღზე?
აი აქ, მე და შენ, როგორც შევთანხმდით-
ექვსის და შვიდის,
ფრთხილად მივძვრებით ფულით აყვევებულ ხეზე,
სუნთქვაშეკრულები ვეკონებით ტოტებს,
თამამად ვიკვლევთ გზას მონეტების ფოთლებში და
მოუთმენელი სიხარულით ავსებული
ღობის იქით დაშაქრული კარალიოკისკენ ვიწვდენთ ხელებს.
სათუთად ვათავსებთ ნაყოფს ხელის გულში. ვწყვეტთ.
კარალიოკი სავსეა მზით, წყლით, სიხარულით , ბედნიერებით.
და როცა კბეჩ, შენ სიმოვნებით ხუჭავ თვალებს. 
ამბობ:მმმ...
მეც იგივეს ვაკეთებ.
ბავშვები ვართ.
მშობლებს არ ვუთხრათ-მეუბნები თვალის ჩაკვრით.
აჰაა-გპასუხობ თავის ქნევით.
ფულის ხეზე ვართ მიყუდებულებ
ვჭამთ. ტუჩები გაწებილი გვაქვს სითბოთი.
მმმ--ამბობ ისევ და მზის სხივებთან ერთად ყლაპავ
წვნიანი, ტკბილი სამყაროს გემოს.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული