• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

სოციალური უსაფრთხოება

×
ავტორის გვერდი ტერენს უინჩი 15 იანვარი, 2010 3560
თარგმანი: პაატა შამუგია
 
 

არავინაა დაცული
ქუჩები არაა დაცული
დაცულ ზონებშიც კი არავინაა დაცული
უსაფრთხო სექსიც კი არაა დაცული
სეიფში საიმედოდ ჩაკეტილი ნივთებიც არაა დაცული
არაფერი შეინახო სეიფში, რადგან არაფერია დაცული
არავინაა დაცული სახლში ბეისბოლის მატჩის ყურებისას.
ღამით მივდივარ სასეირნოდ და კარებს ვკეტავ
შემდეგ ვბრუნდები და ვამოწმებ,
რამდენად საიმედოდაა დაცული,
ის არაა დაცული
ის არაა დაცული და ეს მათ იციან,
მათ ვინც ქინძისთავებით ჩხვლეტენ ადამიანებს
 
მუდმივად ასე არ ყოფილა
ოდესღაც ყველა დაცულად გრძნობდა თავს
არისტოტეტელე უსაფრთხოდ გვრძნობდა თავს
ჰეროდოტე მხოლოდ მაშინ გრძნობდა საფრთხეს,
როცა გარშემო ქსერქსე იყო.
გოგონებს მხოლოდ ფრთიანი დრაკონების ეშინოდათ,
მაგრამ სხვა მხრივ მშვიდად იყვნენ.
ტიმოთეუსი კი შტორმმა დააფრთხო,
სანამ ფლეიტაზე არ დაუკრა.
და ამის მერე მისი უფრო ეშინოდათ, ვიდრე გრიგალის.
ევკლიდეს, მუსიკით სავსეს და ხალხით გარემოცულს,
სჯეროდა, რომ დაცულობა რიცხვებში იყო.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული