• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

უაზრო სიტუაციების გმირის ინსტრუქციები

×
ავტორის გვერდი ალექსი ჩიღვინაძე 00 , 0000 2653

მოქმედი პირები

პირველი პირი
მეორე პირი
კონვეირი
უაზრო სიტუაციების გმირი


სცენა იმგვარად არის განათებული, რომ კონვეირი და მასზე მოძრავი Coca-Cola-ს ბოთლები, ჯადოსნურ სანახაობად წარმოგვიდგება. კონვეირთან, სცენის ცენტრში, რომაელი ცენტურიანის ფორმაში გამოწყობილი ორი მსახიობი დგას. კონვეირი ირთვება, ბოთლების ჯაჭვი 'ზლაზვნით' მიემართება სცენის ერთი ბოლოდან - მეორისაკენ.

პირველი პირი. ყველაფრის ინტერესი დავკარგე.
მეორე პირი. რა ნახე რო საინტერესო?
პირველი პირი. დილას გარეთ გავიხედე, გამიკვირდა, რომ ცა ისევ არსებობს.
მეორე პირი. ჰო, მოღრუბლულია, დღეს წვიმაა გამოცხადებული.
პირველი პირი. ჰოო...
მეორე პირი. ნეტა როდის გამოვა ამინდები?
პირველი პირი. არ ვიცი რა მჭირს.
მეორე პირი. არაფერი.
პირველი პირი. ჰოდა, ეგ არის ჩემი პრობლემა... სულ არაფერი, არაფერი მაინტერესებს.
მეორე პირი. არც პატარა, პირსინგებიანი პანკი გოგონას ქორფა მუტელი?
პირველი პირი. აღარც ეგ.
მეორე პირი. არც მინეტი, ისე სხვათაშორის რომ გიკეთებენ?
პირველი პირი. არასოდეს ვგიჟდებოდი მინეტზე.
მეორე პირი. მე პირიქით, პირველად რომ გამიკეთეს, ვერ ვიჯერებდი... ნუთუ პირში უდევს, ნუთუ ჩაიდო... ვაიმე რა მაგარია. სამოთხეში მოვხვდი.
პირველი პირი. შენს მშობლებს უმადლოდე.
მეორე პირი. რატომ? მათ არასოდეს გაუკეთებიათ ჩემთვის მინეტი.
პირველი პირი. იმიტომ რომ სწორედ მათი აკრძალვების გამო, გეგონა ეგ წარმოუდგენელი.
მეორე პირი. კარგი რა, რაღა დროს მაგაზე ლაპარაკია.
პირველი პირი. ყველაფერი ყლეზე მკიდია.
მეორე პირი. მეც...
პირველი პირი. შენ არ გკიდია.
მეორე პირი. მკიდია.
პირველი პირი. არ გკიდია.
მეორე პირი. კარგი, არ მკიდია.
პირველი პირი. უბედური ვარ.
მეორე პირი. ბუნებრივი მდგომარეობაა. ყველა ბედნიერი ადამიანი - ბრიყვია.
პირველი პირი. შენც ხომ ბედნიერი ხარ როცა მინეტს გიკეთებენ?
მეორე პირი. ხო, მაგრამ სექსი - სიკვდილის რეპეტიციაა.
პირველი პირი. მინეტიც.
მეორე პირი. კი, მინეტიც.


კონვეირზე ბოთლების ნაცვლად გამოჩნდებიან ჯვარცმები. კონვეირთან მდგომნი ლურსმნებს აჭედებენ.

პირველი პირი. გახსოვს ზღაპრებში, მთავარ გმირს რომ მდინარესთან აგზავნიან?
მეორე პირი. მე მახსოვს, რომ ზღაპრებში ყველა ერთმანეთს ტყნავს. დევი ტყნავს მეფის ასულს, დრაკონს ტყნავს რაინდი, რაინდს ტყნავს მეფე, მეფეს ტყნავს ჯადოსნური ჩიტი ან ბრძენი ვეზირი... და ასე, წრე იკვრება.
პირველი პირი. ჯდები მდინარესთან, რომ ჩამოივლის ვერცხლის წყალი, არაფერი. რომ ჩამოივლის სპილენძის წყალი, არაფერი. რომ ჩამოივლის ოქროს წყალი, ჩაყოფ თმებს.
მეორე პირი. სად გაქვს შე საცოდავო თმები, მელოტი ხარ.
პირველი პირი. ოქროს თმები კი უნდა დამალო... რომ არ შეშურდეთ.
მეორე პირი. მერე?
პირველი პირი. არაფერი, ჩვენ ყველას გვაგზავნიან მაგ მდინარესთან.
მეორე პირი. მე მგონი ეს კონვეირი სულ არ ჰგავს მდინარეს.
პირველი პირი. მომენატრა, ზღაპრები მომენატრა...
მეორე პირი. როცა ჩამოივლის ბოთლები არაფერი, როცა ჩამოივლის მუტლები - არაფერი, როცა ჩამოივლის პირი - ჩაყოფ ყლეს.
პირველი პირი. მინეტის მეტზე არაფერზე ფიქრობ ხო?
მეორე პირი. კი, კიდევ ვფიქრობ ატომურ აფეთქებებზე.
პირველი პირი. გუშინ წიგნები გადმოვალაგე. ვერაფერს დაუვუდე გული. არაფერი მაინტერესებს.
მეორე პირი. რა არის რომ საინტერესო?
პირველი პირი. ყველაფერი ისეთი მშრალი მეჩვენება.
მეორე პირი. მე არასოდეს არ მაინტერესებდა წიგნები.
პირველი პირი. მასხარა ხარ.


კონვეირზე ჯვარცმებს თავისქალები ენაცვლება. თავის ქალები მოძრაობენ ნელა. ისინი მათ ხელში ათამაშებენ.

მეორე პირი. საბრალო იორიკ! მე მახსოვს იგი, ჰორაციო. საკვირველი ხუმარა და მშვენიერი ამბების მომგონი იყო.
პირველი პირი. ათასჯერ მეტად უტარებივარ თავის მხარზედ და ეხლა როგორ მეზიზღება იმისი ნახვა. ლამის გული ყელში მომებჯინოს.
მეორე პირი. აი აქ ჰქონდა ის ტუჩები, რომლისთვისაც, ვინ იცის, რამდენჯერ მიკოცნია. სად არის ეხლა შენი მხიარულება, შენი სიცელქე, შენი სიმღერა?
პირველი პირი. ნაპერწკლები შენის ოხუნჯობისა, რაც ყველა მონადიმეთ აცინებდა, ახარხარებდა? რატომ ეს მაინც არ შეგიძლიან, რომ სასაცილოდ შენი კბილების კრეჭა აიგდო? სად არის შენი სავსე, მოცინარი ლოყები?
მეორე პირი. წადი ეხლა ამა და ამ ქალბატონის ოთახში და უთხარ, რომ თუნდ ერთი ადლის სისქე ფერ-უმარილი წაითხუპნოს, იმის ბოლო მაინც ეს არის.
პირველი პირი. უთხარ ეს ამბავი და გააცინე.


კონვეირზე თავის ქალებს მოჰყვება კოკაინი. ისინი კონვეირზევე მიმოაბნევენ და შეიყნოსავენ ამ მადლიან ფხვნილს.

მეორე პირი. ეს კონვეირი ყინულის რომ იყოს...
პირველი პირი. და იესო მოსრიალებდეს...
მეორე პირი. მოსრიალებდეს თავისი მძიმე ძელით, გოლგოთისკენ რომ მიათრევდა...
პირველი პირი. ყველა სპილო აირწინაღში ერთად ყვიროდეს...
მეორე პირი. შორს, შორს ჯვარს აცვი...


კონვეირი იესოს ჩამოატარებს, რომელიც იძახის:

პირველი იესო კონვეირზე. "ჩემი სამეფო არ არის ამ წუთისოფლისა. ჩემი სამეფო რომ არ წუთისოფლისა ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლდებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. არა, ჩემი სამეფო არ არის სააქაო."
პირველი პირი. ე.ი. მეფე ხარ?
მეორე იესო კონვეირზე. შენ თავად ამბობ, რომ მეფე ვარ. მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო.
მეორე პირი. ყველა, ვინც ჭეშმარიტებიდანაა, ისმენს ჩემს ხმას... რა არის ჭეშმარიტება?
პირველი პირი. რა არის ჭეშმარიტება?
მეორე პირი. რა არის ჭეშმარიტება?


კონვეირზე წამოსული რამდენიმე ადამიანი ყვირის:
"ეს კი არა, ბარაბა."

პირველი და მეორე პირი შოლტებს დააძრობენ და ცხრაპირ ტყავს აძრობენ კონვეირზე მწოლიარეთ.

პირველი პირი. დავიღალე, ასე მგონია აღარასოდეს დამთავრდება სამუშაო დღე.
მეორე პირი. რა უნდა გვეკეთებინა ეს სამსახური რომ არ გვქონოდა? როგორ გავიყვანდით დროს? როგორ შევძლებდით ცხოვრებას?
პირველი პირი. როგორ ცხოვრობენ ჩიტები?
მეორე პირი. გავკადნიერდები და დავაფიქსირებ, რომ ჩვენ ადამიანები ვართ.
პირველი პირი. ხანდახან როცა დოკუმენტურ ფილმს ვუყურებ გორილებზე, მეჩვენება რომ იმათ უფრო გონივრული გამომეტყველება აქვთ, მეტიც, ბრძნულიც კი, ვიდრე ამ დარბაზში მსხდომთა ნახევარს.
მეორე პირი. როგორ ვიცხოვრებდით ამ კონვეირის გარეშე?
პირველი პირი. ვაკეთებდით იმას, რაც ყველაზე უკეთ გამოგვდის - არაფერს.
მეორე პირი. მოწყენილობისგან არ გვეცოდინებოდა რა გვექნა.
პირველი პირი. ჰოდა, შენი ადგილი აქ არის. ილოცე, დადე შენი ლოცვები კონვეირზე. მერე დაემხე ბანკომატის წინ, შესთხოვდე და ევედრებოდე, ბანკომატია შენი კერპი.
მეორე პირი. ასე თუ გააგრძელებ...
პირველი პირი. არა, რას იზამ ასე თუ გავაგრძელებ...


კონვეირს ახლა კუბო მოაქვს. ისინი ერთმანეთს ებრძვიან. საბოლოოდ მეორე დანას გაუყრის პირველს და კუბოში ჩააგდებს.

მეორე პირი. აღარაფერი არ მაინტერესებს...

მშვიად აყოლებს თვალს კულისებში გაუჩინარებულ კუბოს. კონვეირზე მშვიდად მოძრაობს რამდენიმე ტელევიზორი, ბნელ დარბაზში ამტყდარი მქუხარე აპლოდისმენტებით. პირველი პირი იხსნის შარვალს, იღებს ყლეს, დებს კონვეირზე და გადის კულისებში. სცენაზე შემოდის უაზრო სიტუაციების გმირი. დაახლოებით 70-80 სმ-ის სიმაღლის. მწვანე, კამუფლიაჟირებული შარვალი და ვარდისფერი ქურქი აცვია. თმები გაჩეჩილი. უაზრო სიტუაციების გმირი არაფერს ამბობს. დგას და ტირის. ხელში ორი მოზრდილი ლუპა უჭირავს. მაყურებელი ხედავს მის ლოყაზე ჩამოსრიალებულ ცრემლებს. ფარდა.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული