• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

როცა სარა კირშისკენ გავწიეთ...

×
ავტორის გვერდი ვერნერ კლოპერი 00 , 0000 1592

თარგმანი: დათო ბარბაქაძე

როცა სარა კირშისკენ გავწიეთ
მზე ანათებდა და ვარდები ჰყვაოდნენ
ჩვენ ლურჯი ზიზილები დავკრიფეთ
პორტი ჩამავალი მზის სხივებით გაბრწყინებულიყო
პორტთან ხელოვნების საგამოფენო დარბაზი ირწეოდა
სანაპიროს ლუდხანები გოგონებით იყო სავსე
– ტავერნის წინ დიდი ჭიშკრის წინ –
მაგრამ სარა კირში დახურული დაგვხვდა
კარზე თავს იწონებდა წარწერა:
ყველა ბილეთი გაყიდულია

რუხი წყალლაფი სანაპიროს დგაფუნით მიაწყდა
და გედი თავით ფეხამდე გაწუწა

პორტის წყლებში
მზის უკანასკნელი სხივები ბრწყინავდნენ
და ქარვისფრად
ირეკლებოდნენ

მერე იელვა და იქუხა
და ცათა რაბები განიხვნენ
და შვიდი დღე და შვიდი ღამე წვიმდა
ქუჩაში სტუდენტები ცეკვავდნენ
და ყვიროდნენ: Sarah for ever
მაგრამ სარა ლოგინად იყო ჩავარდნილი
და მათი ყვირილი არ ესმოდა
 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული