• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

თეთრი კომა 

×
ავტორის გვერდი ერეკლე დეისაძე 00 , 0000 3297

,,Do you really think
She'll pull through ?
Do you really think
She'll pull through ?
Do ...

Girlfriend in a coma, I know
I know - it's serious’’


morrissey

 

პირველად რამდენი წლის იყავით?..

შეგიძლია მოფერებით ეკო დამიძახოთ... მზად ხარ, ყოველ დილით ახლადგამოღვიძებულს ყავა საწოლში მომართვა? კარგად დაფიქრდი, ასეთი შანსი მეორედ არ მოგეცემა. ტყუილად მიღიმი, მაინც არ გაპატიებ, ძუძუებიც ვერ გიშველის.. სიტყვის გატეხა არ მიყვარს. შუადღის სამი საათია. შენ ჩემს მოპირდაპირე სკამზე ზიხარ სამგზავრო ავტობუსში. მშვენიერი ამინდია. მერე რა, რომ ორშაბათია. უფლებას გაძლევ მეზასავო, ოღონდ მანამდე თავს მოვიმძინარებ, თავხედობაში შენ უნდა დაგადანაშაულონ ქვეშეჯვია მოხუცებმა. შენც თუ დაბერდები, პირობას გაძლევ, რომ იმ დღესვე გაგეყრები. არ მიყვარს დამჭკნარი ხორცი და საერთოდაც მე შენ ახალგაზრდა მომწონხარ. არ უნდა გასუქდე. თორემ მიგატოვებ, ნუ ცდილობ თვალის არიდებას, შენს გვერდულ მზერას მაინც ვამჩნევ. ძალიან კარგი ქურთუკი გაცვია, შეიძლება ითქვას, უნაკლო. ბათინკებსაც არაუშავთ. მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროს, მე უკეთესი მაქვს. და საერთოდაც მაგ წითელ პომადაში სასაცილო ხარ. თმა კარეს სტილზე უფრო მოგიხდება. ან საერთოდ გადაიპარსე. მშობლების ხომ არ გეშინია? რამდენი ნაოჭი გაქვს მუტელზე? ფეტიშის დროს ჩართული მიქსერით მომიწევს შენი გაუპატიურება. ალღო მკარნახობს, ნებით არ დამთანხმდები - შიგნით შეგიყო. ჩემნაირ ბიჭზე რამდენჯერ გიფიქრია? გულწრფელად მითხარი, ქუჩაში წაქცეული რომ მიპოვო, წამომაყენებ? იმისათვის რომ, შენს სიყვარულში დავრწმუნდე, გეტყვი შიდსი მაქვს-მეთქი და თუ წინააღმდეგობას გამიწევ, დაგენძრევა. ტრაკს რომელი ხელით იხოცავ, მარჯვენათი თუ მარცხენათი? როცა ერთმანეთს გავიცნობთ, ხელის ჩამორთმევის პროცესში გავითვალისწინებ. ავტობუსის საქარე მინიდან რამდენიც არ უნდა იყურო, ჩემზე კაი ტიპს ვერსად იპოვი. დაიჭირე მომენტი. გახსოვდეს, თუ ოდესმე უიღბლობის გამო ღმერთს დაუჩოქებ და შველას თხოვ, 100%-ით ვიცი, არ მოგისმენს, რადგან მას ეცოდინება ჩვენი შეხვედრის შესახებ. ტყავის თათმანები რატომ გიკეთია, ახლა თბილი ამინდებია.

radiohead--ის nude.. საშუალო გემოვნება გაქვს, ვინ დაგირეკა? ვის ესაუბრები ასე მორცხვად. პატარა ჩათლახო, ვისთან მღალატობ? შენგან ბოდიშის მოხდას ველი. მუხლებზე მინდა დაეცე და პატიება მთხოვო. ხომ იცი, მაინც გაპატიებ, დროს ნუ წელავ. არაუშავს, ავტობუსში ვართ, სხვებმაც დაინახონ და მოგბაძონ. ისინი ჩემს წილ ჰაერს სუნთქავენ. დედებს მოგიტყნავთ ერთი ძღნერით მოზელილებო! გუშინ მეგობართან ვიყავი. მომავალ წელს ერთად ვესტუმროთ. არავის უთხრა, რომ გამიცანი. შურით გასკდებიან და ცოცხლად დაგმარხავენ. წაგიკითხავს ჩემი მოთხრობები? სულ ერთია რომელი, თუნდაც ,,საიდუმლო სირობა,, ,,აქსანა’’ ან ,,99,, ბევრი დაგიკარგავს. არადა, როგორი განათლებული ჩანხარ, ნაკითხი თვალები გაქვს. იერით კაფკას ჰგავხარ. შემიძლია დავიგინო. წინასწარ გაფრთხილებ, ბევრ ხვეწნას არ დაგიწყებ. უახლოეს გაჩერებაზე ჩავალთ და თავს რომელიმე კლუბს შევაფარებთ. კოქტეილს, მერე დავლევთ. პირველ რიგში, საპირფარეშოში ვიჟიმაოთ. აღსრულდეს ნება ღვთისა! არ მომწონს შენი საქციელი. ხმა ამოიღე, თორემ გაიძულებ, მინეტი ცხვირის ნესტოთი გამიკეთო. ჰიჩკოკის ფილმები ნანახი გაქვს? kung fu junkie - ს my mind is my prison – ზე ოდესმე გიცეკვია? დერვიშების სულიკო მაპოვნინე. მე, გლობალური დათბობის არ მეშინია. შენ ალბათ, ვაგინას ყოველი კვირის ბოლოს იპარსავ. რათა აალება მუტლიდან არ დაგეწყოს. დავიჯერო ერთხელაც არ გაგიჭრია? მე ხანდახან ვიპარსავ. თმა რომ დამცვივდება გადანერგვა ვიცი საიდანაც უნდა გავიკეთო. შემიძლია სხვებსაც დავეხმარო. ნებისმიერ მელოტს.. იღლიაში მელირების გაკეთებას ვაპირებ, მინდა რაღაცით მეც მივიქციო ყურადღება. ქართველ ჟურნალისტ ქალებს, თვიური ყველაზე დიდხანს უგრძელდებათო, მართალია? გაფრთხილებ, თუ წესიერად არ მოიქცევი, კუთხეში მოგიწევს დგომა. ვინ გითხრა, რომ ამ ავტობუსში ეს შეუძლებელია. უფლებას გაძლევ შენობით მომმართო. მკერდის ზომა არც ისე დიდი გაქვს. მოდი, ყურის ბიბილოს მოგიწუწნი.. გულწრფელად გეტყვით, რომ დავიღალე. პირობას ვდებ, ამიერიდან სულ ერთად ვიქნებით, ცხადშიც და სიზმარშიც. ვინ მოგიჯდა გვერდით. წყეული მოხუცი. რა თავაზიანი ხარ.. შენს ადგილას, ასეთ არარაობას გვერდით არც დავისვამდი. უღიმი კიდეც?.. თუ შეცდომას არ გამოასწორებ, ჩათვალე მკვდარი ხარ! გაიძულებ სანთლის ალზე კლიტორი დაიწვა. ან სარძევე ჯირკვლები მოიჭრა მაკრატლით. წარმოიდგინე რამდენიმე კვირის წინ დამარხული შენი სხეული. რომელსაც ხრწნა ახალი დაწყებული აქვს. მთელი შიგნეულობა ერთიანად ყარს. შენს დახუჭულ ქუთუთოებზე ჭიანჭველების ფერხულია. ნესტოებიდან კი მსუქანი მატლი მოცოცავს. ყურებიდან უცნაური ფერის სითხე გეღვრება. შენი ვაგინაც მატლებს მიუთვისებიათ, აფხაზეთიდან დევნილი უსახლკარო ლტოლვილებივით აფარებენ თავს. საკმარისია ხელისგულებით მუცლის ღრუს სულ ოდნავ დავაწვე, უკანა ხვრელიდან მაშინვე წვენი გადმოგეღვრება, რომელსაც თან უამრავის სახის მწერი გადმოჰყვება. მეტი თვალსაჩინოებისათვის, შენი სწორი ნაწლავის აგებულებას გაგიმხელ. მისი სიგძე 18 სმ-ია. შენი ლორწოვანი გარსი დაფარულია ცილინდრული ეპითელიით, შეიცავს ნაწლავის ჯირკვლებს, მაგრამ არა აქვს ხაოები, ლორწქვეშა ქსოვილში განლაგებული გაქვს ერთეული ლიმფური ფოლიკულები, სამაგიეროდ ექსტრაპერიტონეულ ნაწილს ფარავს მენჯის ფასცოს ვისცერული ფურცელი, ფასცია უშუალოდ სწორი ნაწლავის კუნთოვან გარსს არ ესაზღვრება, მათ შორის მოთავსებულია ცხიმოვანი შემაერთებელი ქსოვილი, ნერვები, ნაწლავის მკვებავი სისხლძარღვები და ლიმფური კვანძები, რომლებიც ყოველ წამს ელოდებიან ჩემს თავდასხმას, შესაძლოა ამის გამო აჯანყებაც მოაწყონ და მზის შუქზე გამოსვლა მოინდომონ, ექიმი გეტყვის რომ ეს ბუასილია, მაგრამ ის მწარედ შეცდება, გინდა, ყოველივე რეალობად იქცეს? მაშინ ჩემი ხელისგული აიღე და მხურვალედ ემთხვიე. ნუ მიყურებ ეგრე, ღმერთის არ მეშინია, რადგან თუ ჩემი საქციელის გამო პასუხს მოითხოვს, მე დუმილის უფლებას გამოვიყენებ. ჩასვლის დროა! მალე მოვედით. დაბნეული ნუ მიყურებ. რა საზიზღრად თოვს. მე კი მთელი სხეული მიდუღს და ოფლში ვიჟღინთები. პირიდან ბოლს როგორ უშვებ, შენ სიგარეტს არ ეწევი. გველეშაპი ხარ? დამპირდი, რომ არ ჩამყლაპავ, გთხოვ, მე კიდევ მინდა შენით მოვიხიბლო.. პირდაპირ მანქანის უკანა საბარგულზე? ეს დასაშვებია. მე ეს ძალიან მომწონს, ექსტრემი ჩემზე მეტად გიზიდავს. პირველად იყო სიტყვა და ამიტომ პირველად, პირში მინდა მოგცე. ოღონდ სათესლე პარკზე არ მიკბინო. აჰ, რა კარგია! აააააა... მმმმმმ,,, მოყვარეს პირში მიეცი, მტერს პირს უკანაო! რომელი კბილის პასტით სარგებლობ? ჩემმა ყლემ, მენთოლი შეიგრძნო. პირის ღრუ კი არა, ნამდვილი ციმბირი გაქვს. ენა ასე სხარტად პირშიც დამიტრიალე გთხოვ! რატომ აღარ მიწუწნი, დავიჯერო ასე სწრაფად მოგწყინდა? პირში, მერამდენეჯერ აიღე? ვიცი, რომ კამა სუტრა ბევრჯერ გადაგიფურცლავს. მაჩვენე შენი ნიჭი. შენ ხომ ბავშვობაში ,,პატარა ძუკნას’’ გეძახდნენ. მირჩევნია გადაიხარო.. სტანდარტული პოზა დავიჭიროთ, რათა ღვთისა და ერის წინაშე ერთნაირად მართლები ვიყოთ. როგორი უხეში გაქვს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მუტლის ნაცვლად, ჭურჭლის სახეხში მქონდეს შეყოფილი. ნამდვილი სადისტი ხარ! ცოტაც და მალე გავათავებ. ეგრე ნუ კვნესი, შესაძლოა ახლო-მახლო ბავშვს აძინებდნენ, ხმამაღლა კვნესა, უსირცხვილო საქციელია.. ნახე, ვიღაც გვიახლოვდება, რა უნდა ამ ნაბიჭვარს, რა სახით მოდის.. ან ეს ბავშვი რატომ ტირის? ნახე, ქურთუკზე მექაჩება და პირდაპირ სახეში მირტყამს.. რატომ დაბნელდა? 



ნაწყვეტი დაკითხვის ჩანაწერიდან # 2

,,განვაგრძოთ?’’

,,განვაგრძოთ’’

,,მზად ხართ?

,,მზად ვარ’’

,,თავს ისევ უდანაშაულოდ მიიჩნევთ?’’

,,რათქმაუნდა.’’

,,იცით, თუ არა, რომ საქციელს, რომელიც თქვენ ჩაიდინეთ, იურიდიულ ენაზე თავდასხამა ჰქვია.’’

,,ბატონო გამომძიებელო, მოცემულ შემთხვევაში საერთოდ არ მაინტერესებს ვიმოქმედე თუ არა, კანონის საწინააღმდეგოდ, სიამოვნებით გავიმეორებდი იგივეს, თუნდაც ამის გამო ციხეში ჩამსვათ.’’

,,ეს თავხედობაა, დაზარალებული ახლაც შოკურ მდგომარეობაშია.’’

,,ისევე როგორც, ჩემი უმცროსი ქალიშვილი ლიდია, რომელიც სულ რაღაც ექვსი წლისაა.’’

,,თქვენი ჩვენება ცოტა დაუჯერებელია’’

,,დაუჯერებელი?- ახლაც თვალწინ მიდგას გამვლელთა შეშლილი სახეები, რამოდენიმე მათგანი მომხდარს მობილურითაც იღებდა.’’

,,ეს დეტალი, წინა ჩვენების დროს არ გიხსენებიათ.’’

,,რა დეტალი?’’

,,მობილურით გადაღებული მტკიცებულება.’’

,,ალბათ გამომრჩა, რადგანაც ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო.’’

,,საიდან?’’

,,როდესაც, ლიდია ბაღიდან გამომყავდა, ჩემი მანქანის სიახლოვეს, რომელიც რამოდენიმე ათეული მეტრის მოშორებით იდგა, ხალხმრავლობა შევნიშნე, სწრაფად მივუახლოვდი და ამ დროს დავინახე, ის ნაბიჭვარი.’’

,,რა მდგომარეობაში?’’

,,ის ჩემს მანქანას აუპატიურებდა..’’

,,როგორ?’’

,,ყლე გრუჩიტელში ჰქონდა შეყოფილი.’’

,,მაყუჩში.’’

,,ბატონო?’’

,,ქართულად მაყუჩი ქვია, განაგრძეთ.’’

,,სასწრაფოდ ლიდიას გადავეფარე, რომ ეს საშინელი სცენა არ დაენახა, თუმცა ბავშვმა მაშინვე ტირილი მორთო.’’

,,წინააღმდეგობა გაგიწიათ?’’

,,ისეთ განცხრომაში იყო, ირგვლივ ვერავის ამჩნევდა.’’

,,გასაგებია!’’





პალატა # 2011

თქვენ ალბათ მზექალა გქვიათ. მაგრამ ხომ არ გეწყინებათ, ყლექალათი მოგმართოთ? მოიხსენით ეს საზიზღარი პირბადე და ახლავე გაიხადეთ თეთრი ხალათი. რატომ დამაბით? გამოიღეთ ჩემი ვენიდან ნემსები, მე გადასხმა არ მჭირდება. აქ სიცივეა. ჩამოხსენით კედლიდან წინა წლის კალენდარი. დღეს ახალი ეპოქა დაიწყო. ეგრე ნუ მიყურებთ. მე სრულიად ჯანმრთელი ვარ. არც თქვენ წაგიკითხავთ ჩემი მოთხრობები? გლობალური დაყლევებაა. დღითიდღე გენძრევათ და ამას ვერც ამჩნევთ.. 

თავი რატომ მაქვს შეხვეული? მომხსენით ეს სისხლიანი ნაჭერი. მე სრულიად ახალბედა ვარ. არ გინდათ მომიწუწნოთ? ხომ ხედავ, დაბმული ვარ, ვერსად გავიქცევი და თქვენი ქმარიც ვერაფერს გაიგებს. თუ თქმას დავაპირებ, არ გამომივა, რადგან პირში წვრილი მილები მაქვს ჩაჩრილი. გრცხვენოდეს მსოფლიოვ. შენ ავადმყოფების დედა ხარ. ჩემი ადგილი აქ არ არის. ტრაკზე აკოცეთ ალბერტ ჰოფმანს და მის მოუთვინიერებელ ბავშვს, ტრაკზე აკოცეთ ჯორდანო ბრუნოს, ტიმოთი ლირის, იან კურტისს, ლუციფერის ცეცხლოვან ტრაკს ერეკლე დეისაძეს და მის ყლე მეგობრებს, რომელიც საბოლოოდ დაგაჩოქებთ თქვენი უსუსური და არაფრისმთქმელი რეალობის წინაშე. თქვენ არ გეხებათ, თეთრხალათიანო გოგონავ, ვინაიდან ეს წუთია ძუძუ გამოგიჩნდათ.. თოვლზე დაფსმულივით ყვითელი კბილები რატომ გაქვთ? ტრაკი ნიკაპს მიგიგავთ.. ალბათ, მიწის ძვრის დროს ჩაისახეთ, ან ღმერთმა კოკაინის მოხმარება დაიწყო.. შენნაირ ყლექალებს რომ ვუყურებ, მახინჯების გენოციდზე ვფიქრობ.. პირველად რამდენი წლის იყავით?..


ექიმი: სასიამოვნოა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?

გამომძიებელი: თქვენს ახალ პაციენტთან, რამოდენიმე კითხვა მაქვს.

ექიმი: წარმოუდგენელია.

გამომძიებელი: რატომ?

ექიმი: ის კომატოზურ მდგომარეობაშია.

გამომძიებელი: როგორც მითხრეს, მას ლაპარაკი შეუძლია, მხოლოდ რამდენიმე შეკითხვა, დიდ დროს არ წაგართმევთ.

ექიმი: პაციენტს, ცნობიერების ღრმა დარღვევა აქვს, თუმცა რეფლექსები სრულად არ დაუკარგავს, უაზრო ფრაზებს ისვრის, გარემოსთან ზემოქმედების უჩვეულო ფორმებს ავლენს, დიდი ეჭვი მაქვს, მისი ბოდვებიდან აზრი გამოიტანოთ.


შარვალკოსტუმიანო ყლეო, გიბრძანებ მწვანე ხალათი ჩაიცვათ.. ვინ მოგცათ ამის უფლება.. ახლავე დაუძახეთ თეთრხალათიანს, მას შესანიშნავი ძუძუები ჰქონდა.. ასე დაჟინებით რატომ მიყურებთ?.. გგონიათ, კენედის მკვლელობა მე შევუკვეთე?.. არც ბინ ლადენის ადგილსამყოფელი ვიცი და არც იმ თვითმფრინავში ვმჯდარვარ.. ეგრე ნუ მომაშტერდი, პატარაობიდანვე კომპლექსები მაქვს.. დავიჯერო, არასოდეს ჩაგისვრიათ?.. ნუთუ ერთხელაც არ გიოცნებიათ ლილუს გაჟიმვაზე.. ის რამოდენიმე წუთის წინ დამემგზავრა ყვითელ ავტობუსში და ჩვენ სიამაყით ვჟიმაობდით, მანქანის საბარგულზე.. სად არის ჩემი ლილუ?.. უფლება არა გაქვთ გაშიშვლება აიძულოთ.. ის ჯერ კიდევ პატარა გოგონაა.. პირიდან საშინელი სუნი ამოგდით, სჯობს ისევ ცხვირით ისუნთქოთ.. სად არის თქვენი ცხვირი?..


ექიმი: ნერვულ ქსოვილში, ტუტემჟავური წონასწორობა აქვს დარღვეული, ჟანგბადის შიმშილიც განუვითარდა, ხვდებით რას ვამბობ?’’


მე თქვენ მანამდე მიყვარხართ, ვიდრე გავათავებ, შემდეგ უსარგებლო ნივთებივით ხართ, რომელთა თავიდან მოშორებაც დიდი ხანია მინდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ ვინახავ, რომ ოდესღაც ჩემთვის ძვირფასმა მეგობარმა, დაუნანებლად მაჩუქა და ის მეგობარი ამჟამად მკვდარია.. მის არსებობას კი თვითოეული თქვენგანი მახსენებს.. ყველა თქვენგანი ნივთია, მათ გარკვეული დროით მჩუქნის ბუნება და მერე ისევ უკან მიაქვს.. რომელია თქვენი საყვარელი კერძი? გაგისინჯავთ ,,ლილუ’’ აი თითი.. აი ია.. აი ჩემი მგრძნობიარე პენისი.. აი ჩემი საყვარელი კერძის რეცეპტიც..

,,თქვენი კუთვნილი საჯდომი, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომია?’’

თუკი ხელმისაწვდომია, მაშინ შეგიძლია მოფერებით ეკო დამიძახო.. მზად ხართ, ყოველ დილით ახლადგამოღვიძებულს ყავა საწოლში მომართვათ? კარგად დაფიქრდით, რადგან ასეთი შანსი მეორედ არ მოგეცემათ.

პირველად რამდენი წლის იყავით?

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული