სახელიც კი დამავიწყდა





კრიტიკა/ესსე

სახელიც კი დამავიწყდა




კეთილი დედინაცვლის, მე რომ გამზარდა, ძუძუ მაწოვა, ლამაზი მთა-ბარის ჰაერი მასუნთქა, მდიდარი ენა მომცა, მშვენიერი შემოქმედებით დამატკბო, თავის ნიჭიერ პოეტებთან და ცოდვილებთან დამამეგობრა!.. 

რა გასაკვირია, რომ თავისი შვილი სხვისას არჩია? სამადლოდ რომ მიმიღო, მიწას უდროოდ რომ არ მიმაბარა, განა ამისაც მადლობელი არ უნდა ვიყო?.. 

არა, ნამდვილად უმადური ვარ, უმადური და უკეთური, ზიზღიანი ბოროტი. ჩემი ძმები, ჩემი დები მოვიძულე - ჩემი ღვიძლი დედინაცვლის პირმშონი... თავად ეული და უგერგილო გამოვდეგ, ამიტომაც შემშურდა მათი მარიფათისა... 

...გაიზარდნენ ჩემი და-ძმები, დაერივნენ ერთმანეთს, ზოგი იმ ჭკუის გახდა, ზოგი ამ ჭკუის, ზოგი მთავრობა შეიქნა, ზოგი ოპოზიცია! მაინც ერთნი არიან, ერთი ჭკუის, ერთ თარგზე მოჭრილნი, ერთმანეთისათვის საჭირო, ერთმანეთის მკვებავნი... მე ეს სხვანაირად ვერ ამიხსნია, თუ არა სიყვარულით; უყვართ ერთმანეთი და რა ქნან? მე კი უსიყვარულო მაწანწალა ვარ, და შორიდან ვუთვლი ლოცვა-კურთხევას: ერთი თქვენიც, ერთიანად! 

გიკვირთ? 

ჩემი დედინაცვალი მოვტყან თუ ვტყუოდე, აღარც მახსოვს, რა ერქვა: ხორეშანი... სირისტანი...გურჯისტანი...??? 

13.III.2011.,კალიფორნია.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.