• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

საუნდ პოეზია

×
ავტორის გვერდი პაატა შამუგია 00 , 0000 2463
"შაირობა პირველადვე", გარდა იმისა, რომ "სიბრძნისაა ერთი დარგი", საწყის ეტაპზე ბგერასთან იყო დაკავშირებული  და არა ხელნაწერ ტექსტთან. როგორც ცნობილია, ბერძენი აედები ლექსს მუსიკის თანხლებით ასრულებდნენ, ასე ვთქვათ, რეპავდნენ. უფრო თუ განვავრცობთ, ლექსი საერთოდ არ არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი დარგი და ის მხოლოდ მუსიკის დანამატი იყო. მოგვიანებით მოხდა მისი გამოყოფა და ლიტერატურის სრულუფლებიან წევრად "დარეგისტრირება". 
მეოცე საუკუნეში კი, ყველაზე "წარსულმოძულე" დადაისტ– ფუტურისტებმა სწორედ წარსულიდან ამოქექეს თავიანთი მთავარი ნიშა: საუნდ–პოეზია. ფორმას რომ თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, მათი "ფონეტიკური ლექსები" ანტიკურისგან აბსოლუტურად განსხვავებული კონცეფციისა და შინაარსისა იყო. 
უელზებეკი, ტრისტან ცარა, მარინეტი – ეს ავანგარდისტული ხელოვნების სამი გრანდია, რომელმაც საუნდ–პოეზიას გზა გაუხსნა მეოცე საუკუნეში. რუსეთშიც იყო საუნდ–პოეზიის რამდენიმე ნიმუში, მათ შორის, ე.წ. "ზაუმნიკების" (ქართულად ალბათ, "ენისმიღმიერად" ითარგმნება) მასალებში, მაგ: კრუჩონიხთან და ხლებნიკოვთან. 90–იანების საქართველოში მსგავს ექსპერიმენტებს ზურაბ რთველიაშვილიც ატარებდა. 
 
ქვემოთ მოთავსებულია საუნდ–პოეზიის გრანდების მასალები, პლუს – მარინეტის ყველაზე ცნობილი საუნდ–პოემის  Zang Tumb Tumb–ის ვიდეო–ვერსიაც. 
 
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
 
ფილიპო მარინეტის საუნდ–ლექსი:  click here
 
მარსელ დიუშამპის საუნდ–პოეზია: click here
 
ტრისტან ტცარა: click here 
 
მარსელ დიუშამი და ჯონ კეიჯის ერთობლივი საუნდ–პოემა: click here 
 
ველიმირ ხლებნიკოვის ზაუმური პოეზია: click here 
 
 
 
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული