• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

კაბირის მოტივზე  (გინდა, მითხრა)

×
ავტორის გვერდი დენ მერფი 00 , 0000 1590
თარგმანი: ქეთი ნიჟარაძე[1]
 
 
 
შენ გინდა მითხრა, რომ სამყარო მშვენიერია,
 
ღმერთი კი - არა.
 
რომ შენი პრინცი  არის მხოლოდ რეალობა,
 
ადამიანები კი ჭიანჭველის და ტილის ტოლია.
 
შენ გინდა, გავიგო, რომ სიტყვა
 
იგივეა, რაც ღმერთი.
 
ღმერთი იტანს სისხლს _
 
ბალზამს, რომელიც ჩქეფს ყველა ვენაში.
 
 
 
შენ გინდა, მიამბო ამბების მთელი წყება,
 
რომლებიც ყველა ერთნაირია, ყველა ყალბია.
 
 
 
ვწუხვარ, რომ ეს ფურცელი მოკლეა,
 
და არ შემიძლია, აგიხსნა,
 
რად გადაიქცა სამყარო,
 
რა დავკარგეთ, რა დარჩა.
 
 
 
მაგრამ ამაღამ სიზმარში მე აღმოვაჩენ,
 
რომ თუ შენ სთხოვ ამ მთვლემარე სახედარს, იმღეროს,
 
ის ასწევს თავს ბაგაზე და ყროყინს გამოსცრის
 
კბილებს შორის, რომლებსაც ითხვრის ხოლმე
 
დილის ჩაით და შვრიით,
 
და შექმნის ექსტაზის მარცვლოვან ანბანს.
 
ჩლიქის კაკუნი გაისმება სამზარეულოს მეტლახზე
 
 
 
...ამომავალი მზე ბზრიალებს მეზობლის მესერის თავზე...
 
 
 
 
[1]  დენ მერფი – 2007 წლის "ამერიკის პოეტთა აკადემიის"  პრემიის ლაურეატი.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული