• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

ტრადიციების არქონის შესახებ

×
ავტორის გვერდი ლადო გოგიაშვილი 00 , 0000 1766

ბოლო ხანს კვლავ აქტუალური გახდა რელიგიური პრობლემები, უფრო სწორედ, ფსევდორელიგიური პრობლემები! რასაკვირველია, საუბარია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღზე!

ბევრი დაიწერა და ითქვა მედიის ყველა საშუალებით!

მინდა არ გადავღალო მკითხველი და მაქსიმალურად კომპაქტურად აღვწერო ამ პრობლემის რამოდენიმე უმნიშვნელოვნესი ასპექტი.

ყველა იმ პრობლემას, რომლის გამოც წუხს საზოგადოების გარკვეული ნაწილი და რომელიც მეტასტაზებივით მოედო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს, აქვს ერთი საერთო მახასიათებელი - ტრადიციის არ ქონა!

 

პირველი და უმთვრესი: არ გვაქვს რელიგიური სწავლების და სასწავლებლების ტრადიცია!!!

 

უფრო შორიდან რომ დავიწყოთ, 1811 წელს ოფიციალურად გაუქმდა სმე და იგი გადაიქცა რმე-ს ეპარქიად ეგზარქოსის მმართველობით. შესაბამისად, რელიგიური განათლებაც რმე-ს შესაბამისმა სტრუქტურამ შეითვისა და საქართველოში გაიხსნა რამოდენიმე რელიგიური სასწავლებელი და სემინარია, სადაც ძირითადად რუსული სამღვდელოება და პედაგოგები ასწავლიდნენ ქრისტიანობის რუსულ-პრავოსლავურ-სინოდალურ გაგებას, ხოლო უმაღლეს სასულიერო განათლებას ქართველი სამღვდელონი რმე-ს რომელიმე აკადემიაში ღებულობდნენ!

რა მდგომარეობა იყო 1811 წლამდე საქართველოში ზოგადად განათლების და კერძოდ რელიგიური განათლების კუთხით, ცალკე თემაა, თუმცა მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ასეთი განათლების მიღება საქართველოში პარქტიკულად შეუძლებელი იყო!

1917 წელს აღადგინეს სმე-ს ავტოკეფალია, თუმცა ეს აქტი 1942 წლამდე არავინ აღიარა, ხოლო 1942-ში საყოველთაოდ ცნობილია აღიარების პირობები და მიზეზებიც, და შემკვეთიც, აქედან გამომდინარე ყველა სავალალო შედეგით.

თემას რომ არ ავცდეთ-ერთ წლიწადში საქართველომაც აღადგინა დამოუკიდებელი სტატუსი, ვიდრე 1921 წლამდე...

1921 წელს საქართველოს გასბჭოებამ კიდევ ერთხელ შეცვალა სიტუაცია საქართველში, მათ შორის რელიგიური კუთხითაც.

1917-1921 წლებში სმე დაკავებული იყო არსებული უამრავი პრობლემის გადაჭრით და სასულიერო სასწავლებლების პრობლემა პრაქტიკულად გადაუწყვეტელი დარჩა.

 

საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში კი არსებული მონასტრები და ტაძრების უმრავლესობა დაიხურა, ზოგი დაანგრიეს... სასულიერო სასწავლებელზე საუბარიც ზედმეტი იყო, თუმც მცდელობები იყო-თუნდაც ელემენტარულ დონეზე რაიმე კურსების გახსნისა, მაგრამ უშედეგოდ!

მხოლოდ 40-იანი წლების ბოლოს მოხერხდა ნებართვის მიღება და მცხეთში კურსები გაიხსნა, რომელიც 70-იან წლებში სემინარიად გადაკეთდა.

მთელ ამ არც თუ მცირე პერიოდში, ანუ 1917 წლიდან 40-ანების დასასრულამდე შეუძლებელი იყო რაიმე სახის, თუნდაც სულ ელემენტარული სასულიერო განათლების მიღება საქართველოში. თუმც, ამ განათლების საჭიროებაც არ იგრძნობოდა, მრევლი თითქმის არ არსებობდა, და მთავარი იყო ვინმეს გამოეთქვა სურვილი, გამხდარიყო სასულიერო პირი... მას რეალურად არ სჭირდებოდა რაიმე სპეცგანათლება - ზეპირსიტყვიერი დასწავლა ლიტურგიისა და ზოგადი ფრაზები სრულიად საკმარისი იყო.

ასევე, ქართულ ენაზე არ არსებობდა სახელმძღვანელოები შესაბამის დისციპლინებში, ხოლო საეკლესიო მოხმარების წიგნები ძირითადად ბიბლიოთეკებში მოხვდა, ან განადგურდა, აგრეთვე, იმ დრომდე მოღწეული ქართულად დასტამბული კონდაკები და სხვა, ან ვახტანგისა და სოლომონის დროინდელი იყო, და შესაბამისად ქარაგმებიც კი განსხვავებული იყო, ან  და სინოდალური გამოცემები - იყო ხელმწიფე იმპერატორის და მისი ოჯახის და ასე შემდეგ მოხსენიებით, თუმც ამ წიგნებზეც ნაკლებად მიუწვდებოდა ხელი იმჟამინდელ სამღვდელოებას! (რელიგიური ცხოვრების აღორძინების დასაწყისში სწორედ კონდაკის სინოდალური გამოცემის რეტოპრინტული ასლები იკინძებოდა წიგნად და ამით ხელმძღვანელობდა მღვდელი ლიტურგიისას!!! ტიპიკონი კი ნაწერი სახით თითქმის არ არსებობდა-სასულიერო პირებმა ზეპირად იცოდნენ ლიტურგიის საკუთრი ვერსიები... იშვიათობა იყო საბეჭდ მანქანაზე გადაბეჭდილი ტიპიკონი!!!)

და რადგან შესაბამის სასულიერო დისციპლინებს არავინ და არსად ეუფლებოდა, შესაბამისად, იმ კურსებზეც ვის და რა უნდა ესწავლებინა? ნესტორ ყუბანეიშვილის გამოცემული კატეხიზმო, და მეტი არც არაფერი... კიდევ რამოდენიმე ლოცვა და ზეპირსიტყვიერების სხვა ნიმუშები!

 

60-იანი წლებიდან კვლავ მოხერხდა რმე-ს წიაღში განათლების მიღება... პირველი იყო ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური, რომელმაც ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხით დაასრულა ზაგორსკის აკადემიის სრული კურსი სადიპლომო ნაშრომით ისტორიის თემაზე!!! რმე-ს აკადემიაში განათლების მისაღებად საწირო იყო მინიმუმ რუსულის ცოდნა, მაქსიმუმ კი-რელიგიის საქმეთ რწმუნებულისგან დახასიათება და ნებართვა...

შიოლაშვილის გარდა კიდევ რამოდენიმე სამღვდელომ მოახერხა რუსეთში განათლების მიღება, თუმც აქ სიტყვათ შეთანხმება-განათლების მიღება, აბსოლუტურად პირობითია!

ასე მოვედით 70-იან წლებამდე, როცა მცხეთაში არსებული კურსები გადაკეთდა სასულიერო სემინარიად, სადაც სულ 3-5 პედაგოგი ასწავლიდა მაქსიმუმ 10 სემინარისტს!(ათიც არასდროს ყოფილა)

ლოგიკურია, რომ სასულიერო დისციპლინების პედაგოგების არ არსებობის პირობებში სემინარიაში სწავლების ხარისხზე და დონეზე საუბარი არც შეიძლება!

აქვე გასათვალისწინებელია სემინარაში შემსვლელთ განათლების ცენზიც-თუ იმ დროინდელ სტატისტიკას გადავხედავთ, უმძიმეს სურათი დაგვხვდება!

შემდეგ ეს სემინარია თბილისში გადმობარგდა და დაემატა სასულიერო აკადემია.

ამან განათლების ცენზის დონეზე ვერ იმოქმედა, რადგან ამ ორივე სასწავლო დაწესებულებაში ზოგად დისციპლინებს მოწვეული პროფესურა ასწავლიდა, ხოლო სასულიერო და საეკლესიო მინიმალურ დისციპლინებს სმე-ს ზოგიერთი მღვდელი, რომელსაც მაქსიმუმ მცხეთის სემინარია ჰქონდა დამთავრებული!

მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობდა და არ არსებობს სასწავლო პროგრამები, არ არსებობს სახელმძღვანელოები და სხვა საჭირო ლიტერატურა ქართულ ენაზე(მოსწავლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ არც ერთი უცხო ენა არ იცის, მათ შორის არც რუსული).

სასულიერო დისციპლინის პედაგოგები ძირითადად იყენებენ რუსულ სახელმძღვანელოებს, ან ამ სახელმძღვანელოების ძალიან დაბალი ხარისხის თარგმანებს.

სხვა დანარჩენ სასულიერო სასწავლებლებზე, სემინარიებსა და გელათის აკადემიაზე საერთოდ არც  ღირს მსჯელობა!

განათლების მიღების არქონის პირობებში დაიკარგა სხვა ტრადიციაც-მრევლის და სამრევლოების ეკლესიური ცხოვრების ტრადიცია, მაგრამ ეს კიდევ უფრო ვრცელი თემაა და აქ დეტალურად არ შევეცდები ამ პრობლემის არსის აღწერას!

 

შემდეგი - ბერული ცხოვრების ტრადიციის არქონა!

ზემოთ აღწერილმა რეალურმა დრომ და მოვლენებმა გამოიწვია ბერული ცხოვრების წყვეტა. ტრადიცია გაწყდა!

მხოლოდ 70-იანი წლების ბოლოს მოხერხდა ბეთანიის და შიომღვიმის მონასტრების გახსნა, თუმცა ბერული ცხოვრების აღორძინება, ანუ ახალი დასაწყისი 90-იანების დასაწყისზე მოდის, და ტრადიციის არქონამ მოიტანა სხვა ეკლესიების წიაღში არსებული სამონასტრო და ბერული ცხოვრების გადმოტანის მცდელობა ყველა იმ სიმახინჯით, რაც ნებისმიერ კოპირებას ახლავს თან!

 

მე მგონი, ამ ტრადიციების არქონა, და პირველ რიგში განათლების არქონის პრობლემა წარმოშობს ნოყიერ ნიადაგს რელიგიური ექსტრემიზმის, რელიგიური ფაშიზმის, შეუმწყნარებლობის და სხვა სიმახინჯეების აღმოსაცენებლად!

ამ პრობლემების მოგვარების გარეშე პრაქტიკულად შეძლებელია რაიმე პოზიტიური ძვრები!

 

p.s. ჯერ უნდა შეიქმნას კონცეფცია, ტრადიცია შეისწავლოს კომპეტენტურმა, სწავლულ კაცთა კომისიამ და ეს ტრადიცია თანამედროვე ქრისტიანულ-მართლმადიდებლური  თეოლოგიის მიღწევებთან ერთად დაინერგოს. სეირია, რომ საპატრიარქოში მოქმედებს სასწავლო კომიტეტი თუ კომისარიატი, რომლის ფუნქციები და საქმიანობა გაურკვეველია...

 

 

ცნობა

 

სასულიერო სასწავლებლის მსმენელთა შესახებ 1970/71

 

მცხეთის სასულიერო სემინარია

 

1. მსმენელთა საერთო რაოდენობა          17

მათ შორის:

ა)         I კურსზე                                                              6

ბ)         2                                                                         7

გ)         3                                                                         4

დ)       4                                                                           -

ე)         5                                                                          -

 

 

ა) 18-დან 20 წლამდე                                                          3

ბ) 20-დან 30 წლამდე                                                          4

გ) 30-დან 40 წლამდე                                                          8

დ) 40 წელს ზემოთY                                                           2

 

2. სასულიერო სასწავლებელში ჩაბარებამდე საერთო განათლებით

 

ა) უმაღლესი                                                                     -

ბ) არასრული უმაღლესი                                                      -

გ) საშუალო                                                                      17   გადასწორებულია

დ) დაწყებითი                                                                   -

 

3. ს/ს-ში ჩაბარებამდე რით იყო დაკავებული

 

ა) კულტისმსახური                                                               -

ბ) კოლმეურნე                                                                      -

გ) მუშა                                                                               1

დ) ინჟინერი (ИТР) და მოსამსახურე                                        11

ე) მოსწავლე                                                                        5

ვ) პენსიონერი                                                                      -

 

 

4. სამხედრო ვალდებულება

 

ა) სამხედრო აღრიცხვაზე                                                       13

 

 

5. შემოვიდა განცხადება მიმდიანრე სასწ. წელს

 

მათ შორის:

ა) დაშვებულია გამოცდებზე                                                 16

ბ) მიღებულია I კურსზე                                                       6

 

6. დაშვებულია გამოსაშვებ გამოცდებზე                  

 

მათ შორის:

ა) დაამთავრა სრული კურსი                                                4

ბ) მიიღო სამღვდელო ხარისხი                                             2

გ) გაგზავნილია სამრევლოებში                                            2

დ) რეზერვშია                                                                  2

ე) გადავიდა სამოქალაქო

დაწესებულებაში სამუშაოდ                                                 -

 

 

8. დატოვეს სასულიერო სასწავლებელი მიმდინარე წელს

 

მათ შორის:

ა) I კურსიდან                                                                    2

ბ) 2-ე                                                                               1

გ) 3-ე                                                                               -

დ) 4-ე                                                                              -

ე) 5-ე                                                                               -

 

9. დატოვების მიზეზი:

ა) მოუსწრებლობა                                                               1

ბ) ყოფითი გახრწნა                                                             -

გ) საკუთარი სურვილით                                                       1

დ) არმიაში გაწვევის გამო                                                     1

ე) სხვა მიზეზით                                                                 -

 

10. მონაცემები პედ. კოლექტივის შესახებ:

 

ა)         დირექტორი – ეპისკოპოსი, ხვთისმეტყველების კანდიდატი  რექტორი – სოხუმისა და აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი)

ბ)         ინსპექტორი – დეკანოზი, ხვთისმეტველების კანდიდატი ვიქტორ შალამბერიძე

გ) მასწავლებლები უმაღლესი განათლებით: მღვდელი სოვრატ ჭულუხაძე, ილია სილვესტრის ძე ჭეიშვილი, ტაისა არჩილის ასული ტორინჯაძე

 

 

 

11. მომსახურე პერსონალი:

ქავთარაძე მარია

აბრომენკო ეკატერინე

სამოილოვა ალექსანდრა

შალიკაშვილი ღვთისო

 

 

26. XI 71

სასულიერო სემინარიის მდივანი   ტორინჯაძე

 

 

 

ცსსა  არქივი1880, აღწერა1, გვ 9-10

 

 

 

ფოტოზე: ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი მსახურებისას. თანამსახურებენ სხვადასხვა მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების მღვდელმსახურები. ავტორის ფოტო

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული