• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ღამის მდინარე, რომელიც ზღვისკენ მიექანება (ამოცანა XIII კლასის მოსწავლეთათვის)

×
ავტორის გვერდი ალექსი ჩიღვინაძე 00 , 0000 2219

პირობა: 

სიზმრების მდინარე
ძალადობის მდინარე
ეჭვების მდინარე
მითების მდინარე
ოცნებების მდინარე
სისხლის მდინარე
სიდჰარტას მდინარე
ფულის მდინარე
ძრწოლვის მდინარე
მთის მდინარე
სიკვდილის მდინარე
რძის მდინარე
ირმების მდინარე
ინფორმაციის მდინარე
ოქროს ვერძის მდინარე
ჯადოსნური მდინარე
ვირუსების მდინარე
სულის მდინარე
ვან გოგის მდინარე
ჰეროინის მდინარე
შიშის მდინარე
ვაჟა-ფშაველას მდინარე
მიწისქვეშა მდინარე
ნავთობის მდინარე
ზღაპრების მდინარე
მზის მდინარე
გლამურის მდინარე
ნიანგების მდინარე
რიტუალის მდინარე
ილიას მდინარე
ვარდისფერი მდინარე
ეზრა პაუნდის მდინარე
ღვინის მდინარე
ციფრების მდინარე
გავარვარებული მდინარე
გადმოსაწერი მდინარე
უდაბნოს მდინარე
საიდუმლო მდინარე
ვარსკვლავების მდინარე
ბავშვობის მდინარე
მირონის მდინარე
მუსიკის მდინარე
მოგონებების მდინარე
ანგელოზების მდინარე
ვისკის მდინარე
ზებრების მდინარე
ამაოების მდინარე
ძოწის მდინარე
კონიაკის მდინარე
დუმილის მდინარე
ცარიელი მდინარე
სექსის მდინარე
ცეკვის მდინარე
საზღვრის მდინარე
სარკის მდინარე
ქრისტეს მდინარე
ვულკანის მდინარე
ჰოლივუდის მდინარე
გაშმაგებული მდინარე
ნაგვის მდინარე
ტყვიების მდინარე
გალობის მდინარე
ლოდინის მდინარე
სამსარას მდინარე
ცახცახის მდინარე
შიშველი მდინარე
სიყვარულის მდინარე
ბრილიანტების მდინარე
ფოთოლცვენის მდინარე

კითხვები:

1) ჩამოყევით და მოიფიქრეთ, ჩამოთვლილ მდინარეებში, რისი სიმბოლო შეიძლება იყოს ნავი?
2) რა არსებებს წარმოადგენდნენ ამ მდინარეებში მცურავი თევზები?
3) გვევლინება თუ არა აღნიშნული მდინარეეების დინების საწინააღმდეგოდ ცურვა პოეტურ აქტად?
4) იქნებ უბრალოდ ონანიზმს ეწევით? (მიღებულია რომ ავტორს, უბრალოდ საშინლად უაზრო განწყობა ჰქონდა ამ ღამეს)
5) აქედან გორი შორია? ნეტავ სად, სად გეძებო? უგულო რად, რად, რაადა ხარ? ნეტავ რად, რად რააად მაწვალებ?
6) რას იტყვის ამ ლექსზე ქალბატონი ნინო დ. ?
7) ღირს კი საერთოდ ამ მდინარეებზე თევზაობა?

ავტორის შენიშვნა: თუ ზემოთმოყვანილ კითხვებზე გასცემთ პასუხს, მიიღებთ ნორმალურ ლექსს. ეს ერთგვარი, მარტივი ალგორითმია, მომავლის კიბერ-პოეტებისთვის. მაგალითად: 

ჩვენი ენები -
სიყვარულის მდინარეში მცურავი თევზებია.
ყოველ დღე ვთევზაობთ სანაპიროზე,
სადაც შეგვხვდება (ხიდზე, კაფეში, სახურავზე).
ანკესს - ერთმანეთის თმებისგან ვაკეთებთ.
სათლებს თევზების შესანახად - ტუჩებისაგან.
და ჩვენ ვთევზაობთ, უფრო ხშირად დინამიტებით,
უფრო ხშირად კი დინამიტებად - ჩვენ გულებს ვხმარობთ
და იმ წამებში - გადის ცხოვრებაც
როცა ჩვენ აფეთქებას ველით.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული