• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

შენი მსგავსი ადამიანი

×
ავტორის გვერდი რენე ფილომბე 00 , 0000 1819

მთარგმნელი: ალექსა ჩიღვინაძე

მე ვაკაკუნებდი შენს კარზე,
ვაკაკუნებდი შენს გულზე,
რომ მქონოდა სითბო
და ღამისგასათევი.
შენ კი ხელ მკრავ?
გამიღე კარი, ძმაო!
რაში გაინტერესებს
აფრიკიდან ვარ,
ამერიკიდან ვარ,
აზიიდან ვარ,
თუ ევროპიდან?
გამიღე კარი, ძმაო!
რაში გაინტერესებს
ჩემი ცხვირის სიგრძე,
ტუჩების სისქე,
კანის ფერი,
და ღმერთების სახელი?
გამიღე კარი, ძმაო!
მე შავი არ ვარ,
წითელი არ ვარ,
ყვითელი არ ვარ,
და არც თეთრი ვარ,
უბრალოდ ადამიანი ვარ.
გამიღე ძმაო კარი და გული,
მე ხომ ყველა დროის ადამიანი ვარ,
მე ხომ ყველა ცის ადამიანი,
შენი მსგავსი ადამიანი ვარ.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული