• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

დრიმტექსტები, როგორც ლიტერატურის ახალი ჟანრი

×
ავტორის გვერდი ზურა ჯიშკარიანი 00 , 0000 2145
გარკვეული (ხშირად დიიიდი) პერიოდის შემდეგ ნებისმიერმა სიზმრის User-მა შეიძლება მიაღწიოს ლუციდური თუ კონტროლირებადი სიზმრების გარკვეულ, მეტ-ნაკლებად სტაბილურ ხარისხს. ეს გულისხმობს იმასაც, რომ სიზმრებში ბევრ სხვა საინტერესო რამესთან ერთად შესაძლებელია - ტექსტების კითხვაც.
 
თუმცა უამრავი გამოკითხვის, სიზმრის დღიურის თუ დრიმ-რეპორტის გაანალიზებიდან ჩანს რომ ხალხი იშვიათად ხედავს სიზმრებში ტექსტებს (ეს ასევე დამოკიდებულია პროფესიაზე, დაინტერესების ხარუსხზე და ა.შ.), მაგრამ როცა დრიმერების არქივებში ნახსენებია ტექსტები, ყველა აღნიშნავს რომ ამ ტექსტების წაკითხვა რთულია და მით უმეტეს რთულია დამახსოვრება. საქმე იმაშია რომ სიზმრის ტექსტები ხშირად არ იმეორებენ ჩვენი "რეალობის" გაქვავებულ სტატიკას და თუ შეეცდებით მიუბრუნდეთ აბზაცს რომელიც ერთი წამის წინ წაიკითხეთ, ნახავთ რომ მანდ უკვე სხვა ტექსტია. :) გარდა ამისა ტექსტის წასაკითხად და მერე უკვე დასამახსოვრებლად დრიმერს ჭირდება სიზმრების კონტროლის მაღალი ხარისხი. თუმცა არსებობს უამრავი შემთხვევა როცა სიზმარში მიღებული ტექსტუალური ინფორმაცია შეიძლება დაგამახსოვრდეს.
მე, გარკვეულწილად ჩემი ცხოვრების წესის და გარკვეულწილად აკიდებული ნერვოზის :( :D (რომელიც თავისმხრივ იწვევს ინსომნიას) გამო ძალიან მიფერხდება ხოლმე საკუთარი დრიმ-კვლევები, თუმცა 2009 წელს ჩემი სიზმრების ჟურნალს დაემატა ორი პატარა წინადადება, რომელიც მე წავიკითხე დახუჭული თვალებით, სიზმრის მდგომარეობაში მყოფმა, და როცა გამომეღვიძა, სანამ ჩემი ცნობიერება ჯერ კიდევ ბურანში იყო მოვახერხე ჩამეწერა წინადადებები. რ.თ.უ. მეორე დილას არაფერი მახსოვდა და ჩანაწერი ერთი კვირის შემდეგ აღმოვაჩინე, ამან დიდი სტიმული მომცა და ჩემი მომდევნო პერიოდის "კვლევები" ლუციდური სიზმრების და სიზმრის რუკის "დაფიქსირების" გარდა მთლიანად ტექსტების მოპოვებაზე გახდა ორიენტირებული. ამავდროულად კაპიტანმა გამაფრთხილა რომ ჯერჯერობით არავისთვის მიმეცა წასაკითხად ეს ორი წინადადება, გემრიელი პარანოიდული იუმორით "რა იცი რა ხდება"-ო :D
 
ამ შემთხვევაში სიზმარი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც არტისტის ბუნებრივი ნეირობიოლოგიური ლაბორატორია, CUT-UP-ის უზარმაზარი მანქანა, რომელსაც შეუძლია წარმოუდგენელი მიქსების და თავისუფალი სახე-ხატების ბუნებრივი გენერაცია, პლუს სპეციალური დაინტერესების სტიმულირებისთვის (იმიტომ რომ ძლიერი დაინტერესება, ცნობისმოყვარეობა პირველი დამხმარე ფაქტორია) შეიძლება დატესტო და სიზმარში იპოვო ტექსტი რომელიც რეალშიც არსებობს, მაგალითად ბალიშისქვეშ ამოიდო "რეალური" ლაკანი რომელიც ვთქვათ არ გაქვს წაკითხული და სიზმარში მოძებნო იგივე ლაკანი, წაიკითხო და გამოღვიძებულზე შეადარო.. პოსტმოდერნული ლიტერატურის პიკი... :D
;-D
 
ჯერჯერობით ჩემი dream-ტექსტები არ არის იმდენი რომ შეიკრას რამე მონოლითად და მემგონი არცაა საჭირო მათი მონოლითად შეკვრა
თვითონ პროცესი კი საკმაოდ საინტერესოა, გავს ყვინთაობას დელფინების დასაჭერად და მარგალიტების მოსაგროვებლად, და ფარული ბიოკომპიუტერული ახალი სახის, არაპროგნოზირებადი "Google"-ის "სერჩვას" .
 
დრიმჰაკერების ერთერთ პირველ, ახალი აღმოჩენებით აღტაცებულ ტექსტებში ეწერა რომ 30 წლის შემდეგ სიზმრებიდან ამოწერილი ტექსტები ლიტერატურის ჟანრი იქნება. და მე ამის მჯერა. მჯერა იმისიც რომ უახლოეს 30 წელიწადში ჩვენ გვექნება სიზმრების ახალი უფრო სრულყოფილი და რაც მთავარია უფრო საინტერესო თეორიები (ვიდრე დამთქნარება ფროიდი, დამთქნარება უზნაძე და ა.შ.) და სპეციალური ხელსაწყოები რომლებიც დაგვეხმარებიან ოდნავ მიანც გადმოვიტანოთ სიზმრების უსაზღვრო მულტიმედია "ეკრანს აქეთ" ან პირიქით.
 
რათქმაუნდა დრიმჰაკინგის მიზანი არაა სიზმრების კვლევების შედეგთა პრაქტიკული, კომერციული გამოყენებადობის მოფიქრება, მაგრამ რატომღაც მომინდა დამეწერა რომ გოგოებს და ბიჭებს შეუძლიათ ტექსტების გადმოტანა სიზმრებიდან. თუმცა, რომელი ტექსტია სიზმრიდან გადმოტანილი და რომელი არა, გეცოდინებათ მხოლოდ თქვენ და თქვენი სიზმრების გაცრეცილ, უსახო პერსონაჟებს ხარვეზებიანი სხეულებით, რომელთა ნდობა სხვათაშორის არ ღირს...
 
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული