• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ჰალუცინაციების მოტივებზე

×
ავტორის გვერდი ალექსი ჩიღვინაძე 00 , 0000 2331

"ერთხელ ვუყურებდი წითელ ყვავილს მაგიდის თეთრ გადასაფარებელზე. ავიხედე ზემოთ და უცბად დავინახე, რომ ზუსტად ისეთივე ყვავილები ფარავდნენ ჭერს, ფანჯრებს, კედლებს, ჩემს სხეულს და მთელ სამყაროს. ვგრძნობდი, რომ ეს ხდებოდა, არა ჩემს წარმოსახვაში, არამედ სინამდვილეში. შემეშინდა. ვიცოდი, რომ უნდა გავქცეულიყავი შორს. თორემ წითელი ყვავილები გამანადგურებდნენ. სასოწარკვეთილმა ზედა სართულს მივაშურე. კიბის საფეხურები ფეხქვეშ მეცლებოდნენ. კიბიდან ჩამოვარდი და ფეხი მოვიტეხე" - ეს იყო მისი პირველი ჰალუცინაცია, 10 წლის ასაკში. მას შემდეგ ჰალუცინაციები გაგრძელდა. მათ თანდათან მრავალი თაყვანისმცემელი შეიძინეს. 2009 წელს, Christie’s-ის აუქციონზე მისი ჰალუცინაციის ერთ-ერთი ნაყოფი, „აბსტრაქცია № 2“   5 794 500 დოლარად გაიყიდა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: იაიოი კუსამას ძალიან მოეწყინა იაპონიის კონსერვატიულად განწყობილ არტ-წრეებში. უცბად გვერდზე გაირბინა თეთრმა კურდღელმა წითელი თვალებით. ამაში საოცარი არაფერი იქნებოდა, თეთრი კურდღელი ამერიკის საელჩოში, რომ არ გაუჩინარებულიყო. იაიოიმ თავისი რამდენიმე ნახატი აიღო და პირდაპირ პირდაპირ მას მიჰყვა და 1957 წელს  ნიუ-იორკში გაფრინდა. ის ძლივს ლაპარაკობდა ინგლისურად. არ გააჩნდა არანაირი კავშირები. სამაგიეროდ ჰქონდა 1 მილიონი იენი, რომელიც მას  დედამ, უსაზღვროდ მკაცრმა ბიზნეს-ვუმენმა მისცა.

იმ დროისათვის ამერიკაში პოპულარული იყო აბსტრაქციონიზმი, აქციონიზმი, პოპ-არტი. კუსამაც ქმნიდა სკულპტურებს; აკეთებდა ინსტალაციებს, ფოტოკოლაჟებს; კერავა ექსტრავაგანტულ სამოსს და ექსპერიმენტული ფილმიც კი გადაიღო. მაგრამ ყველაზე მეტად ის დაამახსოვრდათ თავისი პერფორმანსებით, რომლებიც 60-იანების კონტრკულტურის განუყოფელ ნაწილად იქცნენ. 

ის დადიოდა მაღაზიებში ქუდით, რომელიც ფალოსებით იყო მორთული. აწყობდა „სხეულის ფესტივალს“, სადაც თავისი მეგობრების და მოწვეული მსახიობების შიშველ სხეულებზე ხატავდა თავის „საფირმო“ ფერად წერტილებს. აწყობდა ჰეფენინგებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ცენტრალურ პარკში. ხელმძღვანელობდა გეი-ორგიებს. მისი პერფორმანსების ჩანაწერებში ვხედავთ ბედნიერ ჰიპებს, რომლებიც მინიატურულ იაპონელ გოგონას ეხვევიან, ის კი მათ შიშველ სხეულებს სხვადასხვა ფერად ღებავს. კუსამამ დაწერა სიურეალისტური და შოკის მომგვრელი რომანი „The Hustlers Grotto on Christopher Street“, რომელმაც იაპონური პრესტიჟული ლიტერატურული პრემია მიიღო.

ახლა ის ტოკიოს ფსიქიატრიულში იმყოფება. „მე შეპყრობილი მხატვარი ვარ - ამბობს 80 წლის არტისტი. - და სხვებმა რაც სურთ ის მიწოდონ, მე არტ-სამყაროში თავს ერეტიკოსად ვთვლი. როცა რაიმეს ვაკეთებ, არაფერზე ვფიქრობ, მთლიანად ამოუცნობი სტიქიით ვარ შეპყრობილი, ისვე მართავს ჩემს სხეულს. ყოველი ჩემი ნამუშევარი - უკიდურესი ფსიქიკური დაძაბულობის ნაყოფია. რომ არა ხელოვნება, მე დიდი ხნის წინ მოვიკლავდი თავს. 

 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული