• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

სამოყვარულო შემსრულებელი

×
ავტორის გვერდი თაკო შუკაკიძე 27 დეკემბერი, 2020 1780

საქმეს აკეთებენ კაცები

ყველაფერ დანარჩენს სამოყვარულო შემსრულებლები ყავს

სახლებს ანგრევენ კაცები

ყველაფერ დანარჩენს სამოყვარულო შემსრულებლები ყავს

წიგნებს წერენ კაცები

ყველაფერ დანარჩენს  სამოყვარულო შემსრულებლები ყავს

სიყვარულს ამტკიცებენ კაცები

ყველაფერ დანარჩენს სამოყვარულო შემსრულებლები ყავს

ომებს იწყებენ კაცები

ყველაფერ დანარჩენს სამოყვარულო შემსრულებლები ყავს

გადაწყვეტილებებს იღებენ კაცები

ყველაფერ დანარჩენს სამოყვარულო შემსრულებლები ყავს

იდეოლოგიას ქმნიან კაცები

ყველაფერ დანარჩენს სამოყვარულო  შემსრულებლები ყავს

გზებს აგებენ კაცები

ყველაფერ დანარჩენს სამოყვარულო შემსრულებლები ყავს

პოლიტიკას აკეთებენ კაცები

ყველაფერ დანარჩენს სამოყვარულო შემსრულებლები ყავს

ისტორიას ქმნიან კაცები

ყველაფერ დანარჩენს სამოყვარულო შემსრულებლები ყავს

ნადირს იმორჩილებენ კაცები

ყველაფერ დანარჩენს სამოყვარულო შემსრულებლები ყავს

კინოს აკეთებენ კაცები

ყველაფერ დანარჩენს სამოყვარულო შემსრულებლები ყავს

სიმართლეს ამბობენ კაცები

ყველაფერ დანარჩენს სამოყვარულო შემსრულებლები ყავს

წინასწარმეტყველებას აკეთებენ კაცები

ყველაფერ დანარჩენს სამოყვარულო შემსრულებლები ყავს

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული