• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ღამე კუნძულზე

×
ავტორის გვერდი პაბლო ნერუდა 27 დეკემბერი, 2020 1664

თარგმანი: ალექსანდრე გაბელია

 

I want to do with you what spring does with the cherry trees“ –P.N.

 

ღამე კუნძულზე

 

მთელი ღამე შენთან ერთად მეძინა,

ზღვასთან ახლოს, კუნძულზე..

ველური და ტკბილი იყავი სიამოვნებასა და ძილს შორის.

ცეცხლსა და წყალს შორის.

 

ალბათ, ძალიან გვიან,

ჩვენი სიზმრები ერთმანეთს შეერწყა

ზედა ან ქვედა ნაწილში,

ზემოთ, ისევე როგორც ქარის მიერ მიმობნეული ტოტები,

ქვემოთ, როგორც წითელი ფესვები, რომლებიც ერთმანეთს ელტვიან.

 

შენი სიზმარი

ალბათ ჩემი სიზმრიდან გადმოვიდა,

და ბნელი ზღვის საშუალებით

მეძებდა,

უწინდელად,

როცა ჯერ კიდევ არ არსებობდი,

როცა შენი შეცნობის გარეშე ვცურავდი შენს გვერდით,

და შენი თვალები ეძებდა

პურს, ღვინოს, სიყვარულს და სიბრაზეს-

გაღმერთებ,

რადგან თასი ხარ,

რომელიც ჩემი ცხოვრების საჩუქრებს ელოდა.

 

შენთან ერთად მეძინა,

მთელი ღამე,

ბნელი დედამიწა ბრუნავდა,

ცოცხლებთან და მკვდრებთან,

და მოულოდნელად

ჩრდილში გაძღვიძებისთანავე

ჩემი მკლავები შენს წელს შემოეხვია.

 

ვერც ღამე, ვერც ძილი,

ვერ დაგვაშორებს.

 

შენთან ერთად მეძინა,

და გაღვიძებისთანავე, შენი პირი,

შენი სიზმრიდან იბადება,

მჩუქნის დედამიწის, ზღვის წყლის, მცრენარეების გემოს,

შენი ცხოვრების სიღრმეებიდან,

და შენს კოცნას ვიღებ,

ცისკრით დასველებული,

თითქოს ჩემთან მოსული,

იმ ზღვიდან, რომელიც გარს გვახვევია.

ქარი კუნძულზე

 

ქარი ცხენია:

მოუსმინე როგორ დარბის,

ზღვისა და ცის გავლით.

მას ჩემი წაყვანა სურს: მოუსმინე

თუ როგორ ხეტიალობს სამყაროში

რათა მე წამიყვანოს.

მკლავებში დამმალე

მხოლოდ ამ ღამით,

სანამ წვიმა

ზღვისა და მიწის წინააღმდეგ გაილაშქრებს,

მისი განუზომელი პირით.

 

მოისმინე თუ როგორ

მიხმობს ქარი

რათა შორს წამიყვანოს.

 

შენი წარბი ჩემს წარბზე,

შენი პირი ჩემს პირში,

ჩვენი სხეულები ეკვრიან

სიყვარულს, რომელიც გვშთანთქავს.

აიძულე ქარს დაგვტოვოს

და არ წამიყვანოს.

 

აიძულე ქარს ჩაიქროლოს

გვირვინიანი ქაფით,

დაე მეძახდეს და მეძიოს

ჩრდილში ჭენებით,

ხოლო მე, ჩავიძირები

შენს უზარმაზარ თვალებში,

მხოლოდ ამ ღამით,

დაისვენე, ჩემო სიყვარულო.

 

დროშა

 

ჩემთან ერთად ადექი.

ყველაზე მეტად მე მსურს

აქ დავრჩე,

ბალიშზე, სადაც შენმა ქუთუთოებმა

შემოსაზღვრეს ჩემთვის სამყარო,

აქ მსურს

სიცოცხლით სავსეს მეძინოს

შენი სიტკბოს გარემოცვაში.

 

მაგრამ ადექი,

შენ, ადექი,

ადექი ჩემთან ერთად

და ერთად წავიდეთ

მხარდამხარ საბრძოლად,

ეშმაკის ქსელების წინააღმდეგ,

იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელიც სიღარიბეს ავრცელებს

ორგანიზებული სიღატაკის წინააღმდეგ.

 

წავიდეთ,

და შენ, ჩემს მხარდამხარ,

ახალშობილი ჩემი საკუთარი თიხისგან,

იპოვი ფარულ გაზაფხულს

და ცეცხლის ალში გახვეული

ჩემ გვერდით იქნები,

შენი ველური თვალებით,

ჩემი დროშით ხელში.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული