• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მესმის მოჩვენება ცხენების...

×
ავტორის გვერდი უილიამ ბატლერ იეიტსი 20 ნოემბერი, 2020 1563
თარგმანი: ალექსანდრე გაბელია
 
 
მესმის მოჩვენება ცხენების, მათი გრძელი მოცახცახე ფაფრის,
მღელვარება ფლოქვებს უმძიმებთ, თეთრად უელავთ თვალები;
ჩრდილოეთი მდუმარე ღამეში ამწყვდევთ,
აღმოსავლეთი მათ ფარულ სიხარულს მალავს გათენებამდე,
დასავლეთი ფერმკრთალ ნამს ცრემლად ღვრის და ოხვრით მისდის გული,
სამხრეთი მეწამულ ცეცხლის ვარდებს აფრქვევს:
ძილის ამაოება, იმედი, ოცნება, დაუოკებელი ვნება,
უბედურების მაცნე ცხენები მძიმე შლამში იძირებიან,
საყვარელო, გთხოვ სანახევროდ დახუჭო თვალები, შენი გული ჩემს გულზე თრთის, 
შენი კულულები ჩემს მკერდს პოულობს,
სიყვარულის მარტოსული წამები სიმშვიდის ღრმა ბინდში იძირება,
და მათ აჩეჩილ ფაფარსა და ხმაურიან ფეხებს მალავს.
 
 
 
1896
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული