• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

თარგმანები

×
ავტორის გვერდი ბესიკ ადეიშვილი 29 სექტემბერი, 2020 1855
 
 
მოვედინ მოვედინ
მოვედინ სიტყვა მოვედინ
განმჭოლად ღამისა
ნათება ჰსურინ ჰსურინ ნათება
ნაცარნი ესრეთ
ესრეთ ნაცარნი ნაცარნი ესრეთ
სიღამე
სიღამე და-ესდენ სიღამე, თვალთ
დაეტანებოდე, დაეტანებოდე ნოტიოთა
დაეტანებოდე თვალთა, ნოტიოთა დაეტანებოდე.
 
პაულ ცელანი
 
[ამონარიდი ლექსიდან "იწრო-მიწყობა"]
 
 
 
 
 
ალმაცერ იელვებს, გაკრთება
რკინის როზეტიდან კვარი 
სული უხილავ არს თუმცა,
გრძნობის ნაშუქარი ამხელს.
 
შენებრ შევქმნილიყავ ნეტავ.
შენაც შექმნილიყავ ჩემებრ.
აკი გავუმაგრდით ხორშაკს,
ერთად დავუდექით ხორშაკს,
ახლა უცხოები ვდგავართ.
 
არის ქვაფილები ესე. ერთურთს მიჯრილები ესე,
ერთურთს მიჯრილები ვსხედვართ,
და იქ სიცილია ორთა, სიცილი გულისაებრ თალხი
და იქ დუმილია ორთა,
ორივ მოუვსია პირი.
 
პაულ ცელანი
 
 
 
 
 
სასტუმრო DE LA PAIX
 
ვარდების ტვირთი უჩუმარ აგრე კედლებიდან ჩამოიქცევა,
ნოხიდან მსწრაფლ რომ ამოჩნდება, ამოღებული მიწა არის და 
                                                                                                                   ნიადაგი,
სინათლის გული გამოტეხს ლამპარს და გამოვა.
უკუნეთი. ნაბიჯები.
სიკვდილის ფერხთით ავა ურდული.                               
 
ინგებორგ ბახმანი
 
 
 
 
 
მამაო ჩუენო 
 
ვაზნებისგან წნულს 
ვარდის გვირგვინს
ჩვენეული შემოდგომური ტყის გადამართ
შუადღისეულ დავატარებდეთ ცათა შინა
თან კი კამპარი-ს1 ვყლურწვიდეთცა
ეგრეცა ქუეყანასა ზედა
ტყვია-ნაკრავ 
დარეცრეცებულ კაკაბთა გუნდი
მოვედინ სუფევა შენი
აღმა მი-ჰ-მართო ნავი შენი
იყავ ნება შენი
სიმწვანე-წარგვრილ ფოთოლგანძარცულ სუფრათა ზედან
ცათა შინა ფურირემიცა დაშტერდებოდეს მაშასადამე
ეგრეცა ქუეყანასა ზედა
მომეც ჩუენ დღეს პური ჩუენი არსობისა
ფოთოლიცა ნისლიცა თუ სუნიცა ეგე
წარცემულთა სოკოთა მათთა
და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი
ტყის ნადირის სვლა ღირსეული 
ეგრეც ვითარცა ჩუენ მივუტევებთ
თანამდებთა მათ ჩუენთა
წამომართვა მიმიზნებაი ჩახმახის სხლეტა
აემაგ ლამაზი ზეცის კამარედის ქვეშ
ხოხბისა თუ კაკბის ხორცსაცა შევექცეოდეთ
და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა
ესერა მტკიცე ხელსაწყოი ხისაი 
და ლითონისაი 
არამედ მიხსენ ჩუენ 
ყოვლისა უკეთურებისაგან
ვითარცა იგი ფერლაჰ-ის2 წინ-მდგომ გაკრეფილი
ვაშლის ხეები
ამინ
 
ჰანს კარლ არტმანი
 
 
 
______________________
მილან-ს კამპარი-ს მიერ დაარსებული ფირმის წარმოებული მწარე ლიქიორ-ი.
კლაგენფურტ-ის საოლქოს ქალაქი (კეერნტენ, აუსტრია).
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული