• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ლევკონოეს (ოდა, I, XI)

×
ავტორის გვერდი ჰორაციუსი 22 სექტემბერი, 2020 1476
 
ღმერთებს ნუ ჰკითხავ განგებასა და დასასრულზე, ლევკონოე
 
ქალდეელთა ციფრებით ვერ გამოთვლი შენ, ღმერთთა ნებას,
 
არამედ მხოლოდ მოთმინებით, ამ იქნებ საბოლოო ზამთრის დადგომამდე,
 
ტირენიის იმ ტალღათა აღელვების წინ, ნაპირებთან რომ სუსტდებიან.
 
ერთი არს სიბრძნე ჩვენეული:
 
ვაყენებთ რა ღვინოს, ზეცით ნებადართულ წრეს ვსაზღვრავთ მოლოდინით.
 
დღის დადგომამდე ვარქმევთ მას, მცდარს და შორეულს,
 
გაფრენილ წამს კი ვერ ველევით და ვიჭერთ ხელით.
 
 
თარგმანი ლათინურიდან - ლუკა კუჭუხიძე
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული