• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ხელში შემომეფშვნა

×
ავტორის გვერდი თაკო შუკაკიძე 26 ივლისი, 2020 1622

ხელში შემომეფშვნა

თვალი გაყვა გადმოღვრილ წყალს

წყალმა გზაზე გადაირბინა მისდევდა თვალი

წყალი და თვალი ირეკლავდნენ ერთმანეთს

მე დავიფშვენი

ენა დაღოღავს ტანზე ვერაფერს  ვამბობ

ჯერ არ მოვმკვდარვარ  ვერაფერს ვამბობ

თავზე  მადგას ვიღაც უცნობი  ტირის

მზეზე ელვარებს ცრემლი

მითხრეს ვერაოსდეს გავხდებოდი ნაწილი

მინდოდა მეგრძნო რომ კედელს იქით ვიღაც არის

მინდოდა მიმეყურადებია მისი სუნთქვისთვის

მინდოდა მიმეყურადებია მისი სხეულისთვის

მე მინდოდა მეგრძნო რაიმე

მარტივი ნიშანი რომ იქ  არის ვიღაც ცოცხალი

მე ვიდექი ფანჯრის წინ საათობით ველოდი გამვლელს

ვინმეს ვისაც ხელს დავუქნევდი

მე ვიდექი ფანჯრის წინ საათობით  ნიჩბებს ვუსვამდი და ველოდი გამვლელს

ვინმეს ვინც ნაპირიდან სიტყვას შემაშველებდა

დინებას დააწყნარებდა  

ქარს გულში ჩაუდგებოდა

მე ვიდექი მეგობრის წინ საათობით

ვიმახსოვრები ყველა დეტალს მის შესახებ

თითქოს უკანასკნელად ვხედავდი

თითქოს ხანგრძლივ მოგზაურობაში მაცილებდნენ

მე ვტოვებდი ნაპირს

 ისინი მტოვებდნენ მე

მაგრამ რომელიღაც ჩვენგანი რჩებოდა ფანჯრის წინ საათობით

ჩვენ ვიფშვნებოდით

ხმელ პურს ქვებს უშნდნენ

ჭიანჭველებს ნამცეცები მიქონდათ

სინადვილე ნაწილებს შორის იყო

ეს ის დრო იყო როცა ბედნიერები ვიყავით

მე მინდოდა აღმეწერა როგორია როცა ბედნიერი ხარ

მოულოდნელად ხელში ჩამეფშვნა

წყალმა აირეკლა ყველაფერი რაც მოხდა

როცა თვალმა თვალი ვერ გაუსწორა მომხდარს

ჩვენ დავიფშვენით

მოულოდნელად მზეზე  გაიელვა ცრემლმა

გვალვიან მიწაში ჩავიდა ცრემლი

ის დაიმარხა

მე დავტოვე ნაპირი დავიბრუნე თვალი

აქედან იწყება ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობა

ეს წერტილია საიდანაც არ ბრუნდებიან

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული