• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

შემდეგ სიკვდილის

×
ავტორის გვერდი ჩარლზ ტომლინსონი 21 ივლისი, 2020 1283
მცირე ფერფლი, ნახატი ვარდი, სახელი.
     მთვარის ნიჟარა, მაბრმავებელი ცა
რომ გამოდგამს ზამთრის ლაჟვარდით, გამოკიდულა
     მყიფედ, ხილულობის პირას. ეგ სივრცე,
თვალს რომ აღუმართავს მისავე უეცარ საზღვარს,
     თხოულობს საზრისს, რათა საგანთა
მთელი უწინდელი მხარე წაიკითხოს. მსურდა იმგვარი
     სიმაღლე და მოლოდინი, მუსიკა რომ გგვრის—
მუსიკა ან მეხსიერება. არცერთს აქ არ მოვუყვანივარ.
     ეს სამარხი ალაგი ერთ მწვანე ბორცვს გადაჯდომია,
საკვამურები და სამრეკლოები სიშორეებს შეითქვამენ
     დაბლა ბუნდოვნად რომ გასწოლიან: ზეცა მხოლოდ
თავის ამაღლებულ მიდამოებში, ინარჩუნებს
     გაუმქრქალებელ იანვრის ფერს. სტროფი
ემიჯნება ამ ალს, ამ ხმალს, პირს იბრუნებს
     მის უკმაყოფილებათა ბილიკის კვლავ გასაკვალად,
ფიქრი ფიქრზე შემოგრეხილი, და მხოლოდ რწმენით
     თუ რამეს ძალუძს გაასაძლისოს ანდა ეხიდოს
ჰაერის დანაკარგს, ლექსს არა.
     მთვარის ქერქი, მთელი სივრცის გამბედავი,
თითქოს მას სცურავდეს, მყიფედ მიშვებული
     თავისავე კვდომას და სისავსეს. ჩვენ დავმარხეთ
მცირე ფერფლი. დრომ ისე მოგტეხა,
     შენი დაკარგული თვალები, მშრალი მათ
აწეწილ წამწამებქვეშ, ნახატი ვარდი
     თითქოს მოსაგონრად და ქილიკად
იმის, რადაც იქეცი. შენს სახელს ირჩევს
     ნაწერს გრაგნილზე ლექსის პირას—
ჯიუტი სიტყვები: ლურჯზე აზომილი,
     მკვდრებთან ფასს ვერ იდებენ. სიტყვები,
ეს ასატანი სივრცე რომ მოაქვთ, ეს ჰაერი
     ყოველ ჩვენს მიერ წარმოთქმულ მარცვალში, ბე
მოაქვთ ჩვენთან, ოდენობისა
     ჩვენ რომ უნდა ვიმემკვიდრეოთ, რა ფიქრიც ამაზე
მოგვგვრიდა ნუგეშის მეტ წილს, მეტ ფრთხობას—
     იცხოვრო მარად, თუ შეწყვიტო ცხოვრება?
უხატო მაუსახელოებელი ზედა ლურჯი
     განსაზღვრავს სამყაროს, ძალისხმევათა
ყველა ხატება უსრულებელი. ბეწო მიწის
     ნაგლეჯი დონეები, ქუჩა-ქუჩა,
ღრმულგუბეფენილი, ნათლით წმენდილი
     მისი იარები, ასე მიუკერძოებლად
განაწილებული, ამას სიქველეს უწოდებდი,
     ბრმად მაამებელს, დაამების უგრძნობლად ჩავლის არეში.
 
 
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული