• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

არა ვთქვი მე

×
ავტორის გვერდი თაკო შუკაკიძე 02 ივლისი, 2020 2484
არა ვთქვი მე
არა თუ ვერა გამოსცრა მათ
არა ვთქვი მე
არაპრაქტიკული ხარ შენ რა გესმის საქმის კეთება 
არა ვთქვი მე
ჩვეულებრივი ლუზერი ხარ დიდ ტრაკიანი ლუზერი სიმართლე ჩვენს მხარესაა
არა ვთქვი მე
რაში გვჭირდება შენი მხარდაჭერა უშენოდაც გამოგვივა ყველაფერი
სიმართლე ჩვენს მხარესაა
არა ვთქვი მე
საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს პატარავ სინამდვილეში სიმართლე ჩვენს მხარესაა 
არა ვთქვი მე
ცუდად დაამთავრებ თან ისე რომ შენი სახელი არსად დარჩება არსად შეგიტანენ ისე გადაშენდები ხის დარგვასაც ვერ მოასწრებ სიმართლე ჩვენს მხარესაა
არა ვთქვი მე
თავს რატო ისულელებ ჩვენს წინააღმდეგ ვერ წახვალ არ გაქვს  უფლება არც მორალური არანაირი რა გჭირს სიმართლე ჩვენს მხარესაა
არა ვთქვი მე
უმადური ხარ ყველა სიკეთე რაც არსებობს ამ ქვეყანაზე შენ ნაღდად არ გეკუთვნის არაფერი შენ აღარ გახსოვს დაფიქრდი განა სიმართლე ჩვენს მხარეს არაა
არა ვთქვი მე
იცოდე ხელიდან გამოგეცლება ყველაფერი რაც გაქ ყველაფრის მიღმა დარჩები ჩალპები ღორი ხარ ჩვენს იდეებს იპარავ რაში გვჭირდები წავიდეთ სიმართლე ჩვენს მხარესაა
არა ვთქვი მე
საერთოდ რატომ მოვედით შენთან თავიდანვე შეგატყვეთ რაც იყავი მაგრამ გული გაგიღეთ ჩვენ ფართო გული გვაქ მაგრამ შენთვის იქ ადგილი აღარაა  წავიდეთ სიმართლე ჩვენს მხარესაა
არა ვთქვი მე
ჩვენ პოლიტიკას ვაკეთებთ რა აზრი აქ შენთან ლაპარაკს გარტყმაში არ ხარ რა ხდება და როგორ ლაგდება სიტუაცია ენაც დაგიბლაგვდა აღარ ხარ ალესილი დანასავით ბასრი ჩვენ კიდე სულ რაღაცას ვეძებთ ვიზრდებით ვვითარდებით მერე არ დაიწყო რაღაცები გაფრთხილებთ სიმართლე ჩვენს მხარესაა 
არა ვთქვი მე
თანამდეროვე ფილოსოფია ვიზუალური ხელოვნება ქოუჩინგი  ლიტერატურა კინომატოგრაფია თეატრი პერფომინგი ჰეფენინგი ინსტსლაცია კლასიკური ბალეტი ოპერა მიუზიკლი დიდი დიდი იდეები მსუყე ლუკმები  დისკურსს ენის წვერზე შევეთამაშებით აი ასე
ერთმანეთს კმაყოფილები გადახედავენ 
არა თქვა მან
ჩვენ თვითკრიტიკულებიც ვართ დრო ფულია აღგზნება გვევასება რას ვუდგავართ ამ არარაობას დრო ხო ფულია სიმართლე კი ჩვენს მხარეს
არა ვთქვი მე
თვალს როგორ გაგვისწორებ როცა იცი რო სიმართლე ჩვენს მხარეს იყო შენ კიდე დაყიალობდი გარე გარე დაწანწალებდი ჩვენ კი წარმატების ოფლს ვიწურავდით 
არა ვთქვი მე
წავიდეთ ყველაფერი ვცადეთ ვერ ხვდება სასწორზე რა დევს ჩვენ ამდენი დრო არ გვაქვს გველოდებიან შენზე მნიშვნლოვანი ტიპები თან მათთან შედარებით არაგაყიდვადი ხარ სტატისტიკაც კი არ აქვს ვიტყვით შენს სახელს მოგება კი ნული იქნება შენ ჩვენით იყავი თუ იყავი რამე ეხლა ნული ხარ არაფერი
არა ვთქვი მე
დგებიან და საქმიანად გადიან 
არ ინრძევა შორიდან ისმის 
შენ ხომ გიყვარვართ სიყვარული ღმერთია გვემსახურე 
დუმს დგება და მაკრატლით თმების შეჭრას იწყებს
რატომ 
ამბობს 
არა ვპასუხობ მე 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული