• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

სიმღერები წაბლისფერზე

×
ავტორის გვერდი თეონა კომახიძე 24 ივნისი, 2020 1783
 
***
 
მე არავინ ვარ და ჩემი ხმაც მხოლოდ ზამბარებს ესმით
წარმოიდგინე წაბლისფერი ნათელი ანგელოზის საშვილოსნოს მუზეუმში
წარმოიდგინე ქარბუქს მოწყვეტილი მინდვრები
შენი ციცქნა სახის თეთრი სპრეი
იგი უჩინარდებოდა
სანამ მარტი მოვა კიდევ ბევრი რამე შეიცვლება
მე გელი ჩასაფრებული
თითქოს ქარის თვალი ვარ
უწმინდური სიმღერა რომელიც ერთხელ ცხენმა ამოიმღერა მთელი გულით
და როდესაც ხეების ნაწილი მოჭრეს
დანარჩენები ისე იდგნენ გეგონება ვერაფერს გრძნობდნენ
მაგრამ ისინი იდგნენ და გრძნობდნენ
დიდება მინდვრებს
დიდება ხანძრებს
და ხანძრის ნაფეხურებს თქვენი სახლებისკენ
 
 
 
 
 
***
 
წაბლისფერ ღამეში წვიმდა როგორც აუვსებელ ჭაში
ათასი უსახლკარო მეოცნებე ეყარა
ღმერთი დადიოდა და ფოთოლზე წვრილი ხმით კიოდა
ზამბარის გალაქტიკებიდან ცვივა სიზმრები ცხენებზე
დავარცხნე
შეიყვარე
იცეკვე შენს პატარა სხეულში
დალიე ტკბილი სიმღერები რომლებიც მდინარის უძველესი უჯრებიდან მოედინება
მისი პირი იღება როგორც უძველესი ტაძარი მათ დასაპურებლად
მაგრამ შთანთქავს ყველაფერს
გთხოვთ გადაარჩინე ის პატარა ცხენი საძოვარზე მიმავალი
 
 
 
 
 
***
 
უნდა მეკითხა
რა ღირდა მის გულში შიშის ტაძარი
მოჩვენებებისგან გემს აგებდა და მირბოდა
ახლა კი უნდა მიირთვას მკვდარი სიტყვების სპრეი
და ოკეანე ფოთლებივით წაიღოს ცხენის სიმღერებისკენ
ვხედავდი რომ მისი დრო ღმერთის სასტვენში ჩავარდა
უმწეოდ ვცდილობდი მის დახსნას
ერთხელ მან გააღო
თავისი უჩინარი ტაძრის კარები
და იგრძნო წაბლისფერი ხმების სითბო
ვისურვებდი რომ ისინი ჩემში დაბადებულიყვენენ
ვისურვებდი რომ ღმერთებს ეჭამათ ჩემი ხელები
ან შეშლილი მატარებლისთვის ემღერათ რომელშიც
ოდესღაც ერთად ჩავსხედით
 
 
 
 
 
***
 
მას ენატრება ფრენა წაბლისფერი ცხენებისკენ
შიშის მოთეთრო თვითმფრინავები დახტიან მის წინ
ის დგას ღმერთის საოცარი ზარის ქვემოთ
მისი მკერდიდან ძვირფასი რძე მოედინება
რომლის ხმაზე მუნჯი ქარიშხლები სკდებიან
უეცრად ყველა ვინც მიცნობდა გაქრა
დაიკუჭა და სამუდამოდ გაუჩინარდა
ქარიშხლებს და წვიმებს გაუფრთხილდი
ცრემლებისგან ააშენე ახალი ქალაქი
სანამ კატასთან და უცნობ ბავშვთან ერთად 
ხიდის ქვეშ თევზს გაყიდი
მერე კი სხვის მიწაში დათესე ისინი
და უყურე როგორ მრავლდებიან მთვარეები
 ფრინველები
და  ტოტები შენს ეზოში
 
 
 
 
 
***
 
მინდა ვისმინო
მისი სიტყვების დაკიდებული ბაღები
თქვენი თვალებიდან
მაშინ როცა მესაუბრებით
ისინი ჭექა-ქუხილივით მეხებიან
ერთხელ ვნახე როგორ შეარხია ძილის თესლი
როგორც სამყურა
და შეაპნია სამყაროს
ჭუჭყიანი ზაფხულის სამკაული
ჩავარდნილი ბლუზის ძარღვებში
ვინ იცის რაზე ოცნებობდი
ბაბუაწვერას ნიღბით ქუჩაში მოფარფატე
ან სად მიდიოდი
 
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული