გეიტსის ფონდის სავაქცინო აქტივობა





პოლიტიკა

გეიტსის ფონდის სავაქცინო აქტივობა




კორონაკრიზისში, როგორც აცრის აქტივისტი, საზოგადოებრივად გავლენიან მოვლენად წარმოჩნდება მილიარდელი ბილ გეიტსი. მისი ხმა ასე ჟღერს: პრობლემას ვაქცინა გადაჭრის, საქმე მხოლოდ დანერგვას ეხება. გეიტსის თანახმად, G20 ამიერიდან „იმუნიზაციის გლობალური პროექტის ლოჯისტიკასთან უნდა იქნას შეთანხმებული“. ჩანს, ამის მერე დისკუსიებისა და ალტერნატიული გზების განხილვის მიმართ ინტერესი აღარ არსებობს. დრო არ იცდის და ყველა იმ გეიტსის იმედად არის, რომელმაც პანდემიის საშიშროება, ბოლოს და ბოლოს, უკვე წინდაწინ განჭვრიტა და ამიტომაც იცის, რა არის გასაკეთებელი. რამდენად საფუძვლიანია ასეთი ნდობა?

მაიკროსოფტის ყოფილი შეფის, ბილ გეიტსის ფონდი, „Bill and Melinda Gates Foundation“(BMGF), ნდობით აღჭურვილი სამი პირის მიერ კონტროლდება.1 ესენი არიან: ბილ და მელინდა გეიტსები და საინვესტიციო ფონდის მენეჯერი უორენ ბაფეტი. ფონდის ქონება 50 მილიარდ დოლარს შეადგენს – ამ კაპიტალის თითქმის ნახევარი2 ბაფეტის მიერ არის ინვესტირებული – და მრავალ საქველმოქმედო პროექტს აფინანსებს.

BMGF, აშშ-ის მერე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) უდიდესი დონორია და 2018 წელს მან ამ ორგანიზაციას 200 მილიონ დოლარზე მეტი ჩაურიცხა, მთლიანობაში იმაზე მეტი, ვიდრე – იმავე წელს გერმანიამ, საფრანგეთმა და შვედეთმა ერთად. ეს არ არის ერთადერთი გზა, რომლითაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გეიტსის მიერ ფინანსდება. სავაქცინო ალიანსმა GAVI, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც Global Alliance for Vaccines and Immunisation(ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი), 2018 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 150 მილიონი ამერიკული დოლარი გადაურიცხა. GAVI-ის მთავარი დამფინანსებელი3 კი არის ისევ და ისევ BMGF, რომელმაც მას, მაგალითად, 2016 წელს 1,5 მილიარდი დოლარი გადაურიცხა.4

მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ BMGF და, შესაბამისად, ცოლ-ქმარი გეიტსები და უორენ ბაფეტი, პირდაპირი და არაპირდაპირი გზებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შემოსავლების მთავარ წყაროს წარმოადგენენ, რაც ამ ფინანსური არხებიდან მისი დამოუკიდებლობის შესახებ კითხვებს ბადებს.5 ამას გარდა, 2017 წელს BMGF-ის 100 მილიონდოლარიანი დაფინანსებით6 დაფუძნდა „ეპიდემიების პრევენციაში ინნოვაციების კოალიცია“(CEPI), რომელიც ვაქცინების კვლევებით და განვითარებით არის დაკავებული. აგრეთვე, ფონდი რეგულარულად მილიონობით დოლარით აფინანსებს ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს (ერთ-ერთია, მაგალითად, PATH), რომლებიც სავაქცინო ტექნოლოგიებით არიან დაკავებული. CEPI-ის მიერ დაფინანსებულთა სიაში7 ირიცხებიან ისეთი დიდი გლობალური ფარმაკონცერნები, როგორებიც არიან, მაგალითად, Pfizer, Novartis, GlaxoSmithKline და Sanofi Aventis. ვაქცინების სფეროში BMGF-ის ყოვლისმომცველი ზეგავლენა თვალსაჩინოა.

 

კრიზისებზე დამყარებულიდაფინანსება

 

კორონაკრიზისში თვალში საცემია, რომ ინსტიტუციები, რომლებიც ამჟამად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ასევე BMGF-ის მიერ ფინანსდებიან. ასე იღებს რეგულარულად დიდძალ შემოწირულობებს ჯონ ჰოპკინსის ამერიკული უნივერსიტეტი, სადაც მსოფლიოს მასშტაბით და ყველა მედიაში გავრცელებული კორონა-სტატისტიკა წარმოებს. მხოლოდ ბოლო ათ წელიწადში გეიტსების ფონდიდან ამ უნივერსიტეტში 200 მილიონი დოლარი გადაირიცხა.8 დანიშნულება კი ოჯახის დაგეგმვის პროგრამები იყო.

გერმანიაში რობერტ კოხის ინსტიტუტმა, როგორც კომპეტენტურმა ეროვნულმა ეპიდემიოლოგიურმა დაწესებულებამ, 2019 წლის ნოემბერში 250.000 დოლარი მიიღო.9 ბერლინის Charité-ში (რომელიც პროფ. ქრისტიან დროსტენის დამქირავებელია) 2019 და 2020 წლებში ერთად 300.000 დოლარზე მეტი გადაირიცხა.10 ინტერესების კონფლიქტი, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შემთხვევაში, აქაც სახეზეა, რადგან ეს ინსტიტუციები ან მათი თანამშრომლები პოლიტიკურ რჩევებს იძლევიან, რომლებსაც გავლენა აქვთ იმ დაწესებულებებზე, რომლებსაც ფონდი ეხმარება ან რომლებშიც ფულის ინვესტირებას ახორციელებს.11

ამასობაში პორტალზე სახელწოდებით „Frag den Staat“ („ჰკითხე სახელმწიფოს“)12  გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროსა, შესაბამისად Charité-სა, და BMGF-ს შორის კონტაქტებსა და ფინანსურ კავშირებზე შეკითხვები გაჩნდა,13 ამ შეკითხვებზე პასუხები კი შეიძლებოდა შთამბეჭდავი ყოფილიყო.

გერმანიაში ფონდის აქტივობები არ იფარგლება მხოლოდ ჯანმრთელობის ასპექტებით. იგი აღიარებული მედიასაშუალებების ფინანსურ მხარდაჭერასაც ახორციელებს. მაგალითად, ჟურნალმა „Spiegel“-მა 2018 წლის დეკემბერში 2,5 მილიონი დოლარი მიიღო,14 გაზეთმა „Zeit“-მა 2019 წლის დეკემბერში – 300.000 დოლარი.15 შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მუქთად არ ხდება და ამ მედიასაშუალებების კრიტიკული გამოძიება გეიტსების ფონდთან დაკავშირებით მხოლოდ საალბათო შედეგებს ნამდვილად არ მოგვცემდა.

ამას გარდა, ეს ფონდი ერთ-ერთი ორგანიზატორია „Event 201“-ის სახელით ცნობილი პანდემია-სიმულაციისა, რომელიც 2019 წლის ოქტომბერში, კორონაკრიზისის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, განხორციელდა.16 მასში მონაწილეობდნენ – ისევ და ისევ – ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი.

ჯანმრთელობის სფეროს და მედიასაშუალებების გავლენიან ინსტიტუციებთან მრავალმხრივი ფინანსური კავშირების გათვალისწინებით, BMGF და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იქნან განხილული. ეს განსაკუთრებით ეხება იმ გამორჩეულ მდგომარეობას, კრიზისის მენეჯმენტში რომლის დაკავებაც ბილ გეიტსს სურს და რომელსაც მას სთავაზობენ კიდეც უკრიტიკოდ.

 

რა მიზანი აქვს სავაქცინო აქტივობას?

 

პასუხის გასაცემად შეკითხვაზე, თუ რა მიზანი აქვს გეიტსის სავაქცინო აქტივობას, სასარგებლოა – თავად გეიტსს მოვუსმინოთ. 2010 წლის ერთ TED-Talk-ში მონაწილეობისას CO2-ის პრობლემასთან და მისი გადაწყვეტის ერთ შესაძლო ნაწილთან დაკავშირებით მან თქვა:17

 

დღესდღეობით მსოფლიოში ცხოვრობს 6,8 მილიარდი ადამიანი. ეს რიცხვი დაახლოებით 9 მილიარდამდე გაიზრდება. ჩვენ თუ ამჟამად ახალ ვაქცინებზე, ჯანმრთელობის დაცვაზე და ოჯახების დაგეგმვაზე მართლაც კარგად ვიმუშავებთ, შევძლებთ 10 ან 15 პროცენტით ამ რიცხვის შემცირებას.“

 

ის ამით ამბობს, რომ აცრები და ჯანმრთელობის დაცვის მიღწევები, ადამიანთა გამრავლებასთან მიმართებით, ხელს შეუწყობდა მოსახლეობის შემცირებას, რაც, იმავდროულად, თუნდაც მცირედით, კლიმატური პრობლემის გადაჭრაშიც დაგვეხმარებოდა. სხვათაშორის, ამ გამონათქვამთან დაკავშირებით უკვე არსებობს სხვადასხვა თვალსაზრისი, რომელთაც აქ არ განვიხილავთ. თუმცა იმაზე კი შეიძლება შევთანხმდეთ, რომ მსგავსი ღონისძიებები მხოლოდ თანამონაწილე ადამიანებთან ერთად თანამშრომლობით და მათი მკაფიო თანხმობით უნდა ხორციელდებოდეს. ამასვე განეკუთვნება, პირველ რიგში, ასეთი ჩარევების შედეგთა და რისკთა ამომწურავი განმარტებაც. BMFG-ის პროექტებისა და მის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციების დროს რომ ასე არ ხდება, ამას შემდეგი შემთხვევა გვიჩვენებს.

 

ვაქცინაციის ბოროტად გამოყენება კენიაში

 

2014 წლის ოქტომბერში კენიის ჯანმრთელობის კათოლიკურმა კომისიამ საჩივარი აღძრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და UNICEF-ის მიერ ტეტანუსის აცრებთან დაკავშირებით.18 ეს იმიტომ მოხდა, რომ ადრეული წლების სავაქცინო კამპანიებთან შედარებით ცვლილებები გამოვლინდა, რომლებიც პასუხისმგებელ პირებს ეუცნაურათ. მაგალითად, კათოლიკური ეკლესია, რომელიც უამრავი სამედიცინო ორგანიზაციის დამაარსებელია, კამპანიაში არ ჩართეს; მასობრივ-საგანმანათლებლო სამუშაოც, პოლიომელიტის წინააღმდეგ ადრე ჩატარებული აცრების საპირისპიროდ, ძლიერ შეზღუდულად მიმდინარეობდა. ამას გარდა, ტეტანუსის აცრები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული სანიტარული აუცილებლობის გარეშე და მხოლოდ 14-დან 49 წლამდე ასაკის ქალებს ჩაუტარდათ. ამან გააჩინა ეჭვი, რომ აქ შეიძლებოდა საქმე ეხებოდა შობადობის კონტროლისთვის შენიღბულ აცრებს. აღნიშნული აცრები დაკავშირებულია ადამიანის ქორიანულ გონადოტროფინთან (humanes Choriongonadotropin – hCG), რომელიც ჰორმონია და ორსულობის დაწყებაზე და შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი.19

2015 წლის თებერვალში მეანე-გინეკოლოგმა, დოქტორმა ვაჰომე ნგარემ, კენიის ექიმთა კათოლიკური გაერთიანების სახელით, დიდი ბრიტანეთის კათოლიკური სამედიცინო საზოგადოების დარგობრივ ჟურნალში „Catholic Medical Quarterly“ გამოაქვეყნა ბრალდებების შემცველი სტატია.20 მისი ამ სტატიის თანახმად, ვაქცინა მიზანმიმართულად იქნა იმპორტირებული და მისი დასახელებაც განსხვავებული თანმხლები ნომრით აღინიშნებოდა, ვიდრე – ტეტანუსის ჩვეულებრივი ვაქცინა. ამას გარდა, აცრების ხუთი ეტაპი ექვსთვიან შუალედებად იყო დაგეგმილი, რაც ტეტანუსის შემთხვევაში უჩვეულო, მშობიარობის ჩამშლელი hCG-ვაქცინებისთვის კი ჩვეულებრივია.

ამასთან ერთად, დოქტორი ვაჰომე ნგარე იმოწმებდა ასეთ „შენიღბულ“ და მეთოდურად მსგავს სტერილიზაციის ღონისძიებებს მექსიკაში 1993 წელს და – ნიკარაგუასა და ფილიპინებზე 1994 წელს, როცა გოგონების და ქალების სტერილიზება მოხდა ისე, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. სტატიის ავტორი წერდა, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ, როგორც კი ცნობილი გახდა ბრალდებები, მაშინვე საჩივრით მიმართა კენიის ჯანმრთელობის სამინისტროს და ვაქცინის ტესტირება მოითხოვა, მაგრამ ამაზე უარი მიიღო. შემდგომში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებმა მიაღწიეს იმას, რომ ვაქცინის ამპულები მოეპოვებინათ და ისინი დამოუკიდებელ მხარეს შეემოწმებინა.

ნგარეს თანახმად, ვაქცინა მართლაც შეიცავდა ნავარაუდევ ორსულობის ჰორმონს, რაც, მისი აზრით, ასაბუთებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვან როლს შობადობის კონტროლის მიზნით განზრახ მასობრივ სტერილიზაციაში. ვიდრე ვაქცინის საიდუმლო ანალიზის შედეგები ცნობილი გახდებოდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა21 კათოლიკური ეკლესიის „ცრუ ინფორმაციის“ გამო, რომლის მტკიცებულებებიც თურმე არ არსებობდა. შედეგების გამოქვეყნების მერე კი მან თანხმობა განაცხადა, ვაქცინა ერთობლივი კომისიის ხელახალ ანალიზს დაქვემდებარებოდა.

 

რაც ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევამ დაადასტურა

 

2017 წლის ოქტომბერში, ლუიზიანას უნივერსიტეტის (აშშ) და British Columbia-ის (კანადა) მიერ დოქტორ ვაჰომე ნგარესთან ერთად გამოქვეყნებულმა სამეცნიერო ნაშრომმა დაადასტურა გამოთქმული ბრალდებები.22 ტეტანუსის შემთხვევაში მიმდინარე აცრების ნაცვლად დაგეგმილი ხუთი აცრა იდენტური იყო მოსახლეობის კონტროლისთვის განკუთვნილისა, და დამაჯერებლად ვერ საბუთდებოდა, თუ რატომ შეადგენდნენ სამიზნე ჯგუფს მხოლოდ შობადობისუნარიანი გოგონები და ქალები.

ამას გარდა, უჩვეულო იყო, რომ კამპანიის კოორდინირება ხდებოდა არა სამედიცინო დაწესებულებიდან, არამედ – სასტუმროდან, ხოლო ვაქცინის მიწოდება და ამოღება საპოლიციო დაცვის ქვეშ მიმდინარეობდა. მედიცინის დების მუშაობის პროცესიც ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და პოლიციის მიერ კონტროლდებოდა. მეცნიერთა თანახმად, საიდუმლოდ შემოწმებულ ვაქცინებში შესაძლებელი გახდა ორსულობის ჰორმონების დადასტურება, მაშინ, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოგვიანებით მიწოდებულ ვერცერთ ვაქცინაში ისინი ვერ აღმოაჩინეს. ამრიგად, მართლდებოდა ეჭვი, რომ ნაცადი იყო ვაქცინის ჩანაცვლების მანიპულაცია და ამითვე შეიძლებოდა ახსნილიყო თავდაპირველი ვაქცინის ირგვლივ უსაფრთხოების უჩვეულო ზომები. ასე რომ, შესაძლებელი გახდა კენიაში იძულებითი სტერილიზაციისა და, შესაბამისად, მოსახლეობის კონტროლის ღონისძიებებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი როლის დამტკიცება.

 

მოსახლეობის კონტროლის გეგმები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში 1972 წლიდან

 

მეცნიერებმა ამავე კონტექსტში გამოიკვლიეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში მოსახლეობის კონტროლის ღონისძიებებიც,23 რომლებიც 1945 წელს ორგანიზაციის დაარსებიდანვე ფიგურირებს ევფემისტური სახელწოდებით „ოჯახის დაგეგმვა“. მოსახლეობის კონტროლის მიზნით ვაქცინაციის განვითარებისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევითმა პროგრამამ სტარტი აიღო 1972 წელს,24 გამოკვლევა კი 1976 წელს გამოქვეყნდა.25 მეცნიერთა თანახმად, წილხვდომილთა თანხმობის გარეშე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სასტერილიზაციო „სერვისები“ ცნობილია 1970-იანი წლებიდან, მაშინ, როცა დოქტორ ნგარეს მიერ დასახელებულმა 1990-იანი წლების შემთხვევებმა მექსიკაში, ნიკარაგუაში და ფილიპინებზე ასევე აღშფოთება გამოიწვია.

გეიტსების ფონდი, რომელიც თავდაპირველად 1994 წელს გეიტსის მამამ, უილიამ გეიტს უფროსმა დააარსა, დღესაც აფინანსებს ოჯახის დაგეგმვის ღონისძიებებს. როგორც უკვე აღინიშნა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტმა ბოლო ათ წელიწადში ამ მიზნით 200 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო.26 ამას გარდა, BMGF აფინანსებს ორგანიზაციას სახელწოდებით „Planned Parenthood“ („დაგეგმილი მშობლობა“), რომელსაც ჯერ კიდევ ბილ გეიტსის ახალგაზრდობაში უძღვებოდა მამამისი27 და რომელიც იშვა „American Birth Control League“-დან („შობადობის კონტროლის ამერიკული ლიგა“). როგორც ჩანს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება და გეიტსების ფონდის სავაქცინო აქტივიზმი, ასევე მოსახლეობის კონტროლის სახელით, ოჯახური ტრადიციის გაგრძელებაა.

 

ვაქცინაციის ბოროტად გამოყენება ერთეული შემთხვევა არ არის?

 

აცრების ბოროტად გამოყენებაში MBGF-ის უშუალო მონაწილეობა არ დამტკიცებულა. თუმცა კითხვები ღიად რჩება, როგორც ამას 2009 წელს ინდოეთში მომხდარი ერთი შემთხვევა ცხადყოფს.28 იქ ფონდის მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაცია PATH-მა საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინით 9-დან 15 წლის ასაკამდე 16.000 გოგონაზე ჩაატარა გამოკვლევა. ამის მერე გოგონებიდან ბევრი დაავადდა და ხუთი გარდაიცვალა, სხვა ადგილას კი 14.000 ბავშვიდან ვაქცინაციამ ორი შეიწირა. PATH-ს და MBGF-ს ბრალად დასდეს, რომ ბავშვების ძირითადად წერა-კითხვის უცოდინარი მშობლებისთვის ვაქცინის და მასთან დაკავშირებული რისკებისა და მიზნების შესახებ არაფერი განუმარტავთ.

ადვოკატი და აცრების კრიტიკოსი რობერტ კენედი-უმცროსი ერთ თავის სტატიაში29 ჩამოთვლის გეიტსის მიერ მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში აცრების ბოროტად გამოყენების მთელ სერიას. მისი ორგანიზაცია “Children's Health Defense” (“ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა”), კორონაკრიზისის ფარგლებში, დაბეჯითებით მოგვიწოდებს სიფრთხილისკენ  გეიტსის ვაქცინასთან დაკავშირებით.30

 

ID 2020 – ციფრული იდენტობა

 

გეიტსის მიერ დაფინანსებული სხვა პროექტების გათვალისწინებით, აცრების მასშტაბური არამიზნობრივი გამოყენების წარმოდგენა სავსებით შესაძლებელია.

“Digital Identity Alliance”, მოკლედ “ID 2020”, ერთი დევიზის თანახმად (“კარგი ციფრული პიდარობის მოწმობის მოთხოვნილება უნივერსალურია”),31 ისეთი ციფრული იდენტობის შექმნას ესწრაფის, როგორმაც ადამიანებს შესაძლებლობა უნდა მისცეს, საზღვრებს გარეთაც იდენტიფიცირებულები იყონ და თავიანთ პირად მონაცემებზე კონტროლიც შეინარჩუნონ. პროექტის დამფუძნებელი პარტნიორები არიან გეიტსის ფირმა მაიკროსოფტი, გეიტსის მიერ ფინანსირებადი სავაქცინო ალიანსი GAVI, მეწარმეთათვის საკონსულტაციო დახმარების გაწევის სამსახური Accenture და აშშ-ის ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი როკფელერის ფონდი.32

2019 წლის სექტემბრიდან “Digital Identity Alliance” კოოპერირებს ბანგლადეშის მთავრობასთან, ციფრული იდენტობის შემოღების მიზნით.33 ეს გულისხმობს აცრების კომბინირებას ბიომეტრიული მონაცემების ჩაწერასთან, მაგალითად, თითის ანაბეჭდებთან, რაც შესაძლებელს გახდის მოცემული პირის ციფრულ იდენტიფიცირებას.34

2020 წლის თებერვლამდე უკვე დამზადებულია პირადობის დამადასტურებელი 100 მილიონი ციფრული საიდენტიფიკაციო მოწმობა, როგორც ეს პასუხისმგებელმა მინისტრმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისთვის განკუთვნილ თავის ერთ სტატიაში განაცხადა.35

ეს მოწმობები გაიყიდება როგორც “ციფრული ინკლუზივი”, ვითომდა ახალი მსოფლიოს პრივილეგიებში ხელმოკლე ადამიანების შემოსაერთებლად.

 

მოგზაურობა მხოლოდიმუნიტეტის ციფრული მოწმობით”?

 

უკვე ევროპაშიც სახეზეა ამ ტექნოლოგიების დანერგვის პირველი მცდელობები. მაგალითად, Handelsblatt-ის ჟურნალისტი ნორბერტ ჰერინგი იუწყება მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის პროგრამა “Known Traveller”-ის ფარგლებში36 მისი გამოყენების შესახებ, რაც პირველ ხანებში ითვალისწინებს თვითმფრინავით მგზავრობისას მონაცემთა ნებაყოფლობით გაღიავებას დოკუმენტაციის პრივილეგირებული დამუშავებისთვის. მაგრამ დროთა განმავლობაში შესაძლებლად მიიჩნევა სავალდებულო რეგულაციაც, როცა სისტემა გამოიცდება. 24 მარტს, TED-ის მოდერატორ კრის ანდერსონთან ინტერვიუში, გეიტსმა განმარტა:

 

“ბოლოს და ბოლოს, ჩვენ დაგვჭირდება ცნობები იმის შესახებ, თუ ვინ არის გამოჯანმრთელებული პირი და ვინ არის აცრილი პირი, ვინაიდან ადამიანებმა არ უნდა იმოგზაურონ მსოფლიოში, ვიდრე არსებობენ ქვეყნები, რომლებიც სიტუაციას ვერ აკონტროლებენ. არც ის უნდა იყოს შეუძლებელი, რომ ადამიანები ამ ქვეყნებში შევიდნენ და იქიდან დაბრუნდნენ და გადაადგილება შეძლონ. ბოლოს და ბოლოს, იარსებებს იმუნიტეტის დამადასტურებელი ერთგვარი ციფრული მოწმობა, რომელიც [იზოლაციის მერე] მთელ მსოფლიოში საზღვრების გახსნას გააიოლებს“ 37

 

ბოლო – ერთობ ფეთქებადსაშიში – წინადადება TED-ის ინტერვიუს ოფიციალურ ვერსიაში ამოჭრილია (33:55-ე წუთი). ნორბერტ ჰერინგი ამასთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებს:38

 

„ციფრული ცნობის ქონა პრაქტიკულად ჟღერს, რადგან სწრაფი და მარტივია. მაგრამ თუ ასეთი ციფრული ცნობა ინტერნაციონალური მგზავრობისთვის გლობალურად გამოყენებადი უნდა იყოს, ის ხომ საჭიროებს მგვარი ცნობების მონაცემთა ისეთ ბაზასაც, რომელიც უსაფრთხოა და ყველასთვის მისაწვდომიც, სტანდარტს მონაცემთა გაცვლისთვის, რომელიც ყველგან ფუნქციონირებს, და – გლობალურ სტანდარტს ცნობის ნამდვილობის სერთიფიცირებისთვის. ამ ყველაფრის განვითარება და განხორციელება სურს აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროსა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შემუშავებულ პროგრამას “Known Traveller ”. ბილ გეიტსი მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრია, თუ ყველაზე უფრო გავლენიანი – არა.

Covod-19-ით შესაძლო ინფიცირებულთა იდენტიფიცირების მიზნით, ორი ყველაზე დომინირებადი მობილური ტელეფონის საოპერაციო სისტემებისთვის – Android და iOS – ერთიანი კორონა-აპლიკაციის შესაქმნელად Google-ისა და Apple-ის ახლანდელი თანამშრომლობით,39 შესაძლებელი გახდებოდა მონაცემთა გლობალურად წვდომადი ბაზის შექმნა. (...) და პროგრამა “Known Traveller” პირველი გამოყენებისთვის მზად არის. (...) ყველას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, იმოგზაურებს და აპლიკაციას გამოიყენებს თუ შინ დარჩენა აირჩევს.

ვინაიდან Google და Apple ისედაც მჭიდროდ და სრული ურთიერთნდობის სულისკვეთებით თანამშრომლობენ სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებთან და საიდუმლო სამსახურებთან, გამოყენების სხვა სფეროების დამატება პრობლემა არ იქნება. თავდაპირველად, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება უსაფრთხოების სამსახურებმა დასვან აღნიშვნა “მგზავრობა ეკრძალება” ან “ექვემდებარება საგანგებო კონტროლს”. შემდგომში შეიძლება საჭიროებისამებრ სისტემის კიდევ უფრო დახვეწა (...). Covid-19-ის წყალობით ლამაზი ახალი მსოფლიო გიგანტური ნაბიჯებით გვიახლოვდება.”

 

დროთა განმავლობაში ეს ღონისძიებები შესაძლებელს გახდის ყოვლისმომცველ კონტროლს, რომელსაც დაექვემდებარება ნებისმიერი, ვისაც ჯერ კიდევ სურს, ამა თუ იმ სახით სიცოცხლეში ჩართულობა. აშკარაა, რომ ამჟამინდელმა კრიზისულმა ვითარებამ მხოლოდ გამოსადეგი პირობები შექმნა დაჩქარებული ტემპით მსგავსი გეგმების დასანერგად.

 

“ჩვენ ამ ვაქცინას შვიდი მილიარდ ადამიანს დავუმზადებთ”

 

სატელევიზიო გადაცემამ ARD Tagesthemen ჯეროვნად მიიჩნია, 12 აპრილს პლატფორმა დაეთმო გეიტსისთვის, რათა მას გერმანელი მაყურებლისთვის თავისი ჩანაფიქრი გაეცნო.40 ამ დროს მოდერატორი ინგო ცამპერონი ისე იქცეოდა, როგორც დისკუსიაში სიტყვის მიმცემი, საუბარი კი თავისი ხასიათით BMGF-ის პრესკონფერენციას ჰგავდა და არა – განმარტებით დაინტერესებულ ახალი ამბების გადაცემას. სავსებით გეიტსის სულისკვეთებით დაასკვნა ბოლოს ცამპერონიმ, რომ „ყველა სირთულის მიუხედავად, პანდემიას მხოლოდ მაშინ მოვერევით, როცა ვაქცინას შევიმუშავებთ“.

გეიტსი ამას დაეთანხმა და ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ ნორმალურ ცხოვრებას მხოლოდ მაშინ დავუბრუნდებით, „როცა ჩვენ ან სასწაულმოქმედ საშუალებას მივაგნებთ, რომელიც შემთხვევების 95 პროცენტს უშველის, ან ვაქცინას შევიმუშავებთ“. ამას გარდა, იმასაც გაუსვა ხაზი, რომ „ჩვენ“(!) ვაქცინას, რომელზეც ვმუშაობთ, „საბოლოოდ შვიდ მილიარდ ადამიანს დავუმზადებთ“. ისმის კითხვა, თუ ვიზე ფიქრობს გეიტსი, როცა ის ამ კონტექსტში „ჩვენ“-ზე ლაპარაკობს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ესეც მისი ფონდის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციებია.

გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს გეიტსების ფონდის და ამ ფონდის აქტივობების კრიტიკული განხილვა, აგრეთვე – სწორედ სავაქცინო აქტივიზმთან, ციფრულ იდენტობასთან და ყოვლისმომცველ კონტროლთან და თვალთვალთან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენების შესახებ საფუძვლიანი ინფორმაციების მოძიება.

იმას, თუ როგორი ღონისძიებების გატარება გახდა ამასობაში შესაძლებელი, გვიჩვენებს იძულებითი ტესტირების, იძულებითი ვაქცინაციის და იძულებითი მკურნალობის კანონიერი ნებართვა დანიაში.41 თუ არ მოხერხდება ასეთი ღინისძიებებისა და სტრუქტურების შესახებ ფართო საზოგადოებრიობის ინფორმირება, ამჟამინდელ კრიზისულ სიტუაციაში საზოგადოება შესაძლებელია პოლიციურ და თვალთვალის სახელმწიფოდ გადაიქცეს, რომელმაც ეს ყველაფერი მთელი სიგრძე-სიგანით შესაძლოა მხოლოდ მაშინ გააცნობიეროს, როცა ციფრული ხელბორკილები ჩაირაზება.

 

1 https://www.gatesfoundation.org/Who-We-Are/General-Information/Leadership/Executive-Leadership-Team

2 https://www.gatesfoundation.org/Who-We-Are/General-Information/Foundation-Factsheet

3https://www.gavi.org/sites/default/files/document/2019/GAVI%20Alliance%202018%20Annual%20Financial%20Report.pdf

https://www.gatesfoundation.org/How-We-Work/Quick-Links/Grants-Database/Grants/2016/01/OPP1131658

5 https://www.youtube.com/watch?v=dYlia_fQOLk

6 https://www.gatesfoundation.org/How-We-Work/Quick-Links/Grants-Database/Grants/2017/11/OPP1180343

7 https://www.gatesfoundation.org/How-We-Work/Quick-Links/Grants-Database

8 https://www.gatesfoundation.org/How-We-Work/Quick-Links/Grants-Database#q/k=johns%20hopkins&sort=amount

9 https://www.gatesfoundation.org/How-We-Work/Quick-Links/Grants-Database/Grants/2019/11/OPP1216026

10 https://www.gatesfoundation.org/How-We-Work/Quick-Links/Grants-Database#q/k=charite

11 https://sif.gatesfoundation.org/portfolio/

12 https://fragdenstaat.de/anfrage/kontakte-und-mehr-zwischen-dem-bundesgesundheitsministerium-und-der-bill-melinda-gates-stiftung/

13 https://fragdenstaat.de/anfrage/spendenfordermittel-durch-die-bill-and-melinda-gates-foundation-an-die-charite-berlin/

14 https://www.gatesfoundation.org/How-We-Work/Quick-Links/Grants-Database/Grants/2018/12/OPP1203082

15 https://www.gatesfoundation.org/How-We-Work/Quick-Links/Grants-Database/Grants/2019/12/INV-003042

16 https://www.centerforhealthsecurity.org/event201/

17 https://www.youtube.com/watch?v=JaF-fq2Zn7I&feature=youtu.be&t=237

18 https://www.kccb.or.ke/home/news-2/press-statement-5/

19 https://de.wikipedia.org/wiki/Humanes_Choriongonadotropin

20 http://www.cmq.org.uk/CMQ/2015/Feb/kenyan_catholic_drs_statement.html

21 https://web.archive.org/web/20170803221642/https://www.unicef.org/kenya/media_15665.html

22 https://www.scirp.org/html/81838_81838.htm

23 https://www.nzz.ch/wissenschaft/bildung/ueberzaehlig-sind-immer-die-anderen-1.18072764

24 https://www.scirp.org/html/81838_81838.htm

25 https://www.pnas.org/content/73/1/218

26 https://www.gatesfoundation.org/How-We-Work/Quick-Links/Grants-Database#q/k=johns%20hopkins&sort=amount

27 http://www.pbs.org/now/transcript/transcript_gates.html

28 https://economictimes.indiatimes.com/industry/healthcare/biotech/healthcare/controversial-vaccine-studies-why-is-bill-melinda-gates-foundation-under-fire-from-critics-in-india/articleshow/41280050.cms

29 https://childrenshealthdefense.org/news/government-corruption/gates-globalist-vaccine-agenda-a-win-win-for-pharma-and-mandatory-vaccination/

30 https://childrenshealthdefense.org/news/heres-why-bill-gates-wants-indemnity-are-you-willing-to-take-the-risk/

31 https://id2020.org/digital-identity#approach

32 https://id2020.org/alliance

33 https://www.biometricupdate.com/201909/id2020-and-partners-launch-program-to-provide-digital-id-with-vaccines

34 https://www.biometricupdate.com/201906/nec-and-simprints-join-forces-with-gavi-to-extend-vaccination-coverage-with-biometrics

35 https://www.weforum.org/agenda/2020/02/digital-inclusion-made-bangladesh-stand-out/

36 https://norberthaering.de/die-regenten-der-welt/known-traveller-2/

37 https://www.youtube.com/watch?v=R3VowBAYKZo&feature=youtu.be&t=2338

38 https://norberthaering.de/die-regenten-der-welt/gates-covid-19-ktdi/

39 https://www.handelsblatt.com/technik/it-internet/coronavirus-google-und-apple-wollen-zusammen-die-coronavirus-ausbreitung-bekaempfen/25733910.html?ticket=ST-4312376-YCb33cOxg66CcqyncOLd-ap1

40 https://www.youtube.com/watch?v=083VjebhzgI

41 https://www.fr.de/politik/coronavirus-sars-cov-2-daenemark-notfalls-militaer-13598503.html

 

16.04.2020

 

ავტორის შესახებ: ერიკ ვაგნერი დაიბადა 1990 წელს, შეისწავლა პედაგოგიკა, ისტორია და პოლიტიკური მეცნიერებები ლაიპციგში, შემდეგ – სამხრეთაღმოსავლეთევროპისმცოდნეობა ბელგრადსა და ლუბლიანაში. ამჟამად მუშაობს ერთობლივი სწავლების თავისუფალ სკოლაში (Gemeinschaftsschule) აღმზრდელად.

 

გერმანულიდან თარგმნა ვახტანგ იმედაძემ

 

 

წყარო:

https://multipolar-magazin.de/artikel/der-impfaktivismus-der-gates-stiftung

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.