• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ

ძალიან გაბრაზებული ვიყავი

×
mekas
ავტორის გვერდი საიმონ ჰატერსტოუნი 09 იანვარი, 2020 2957

მთარგმნელი: ნანა გაგუა

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ  THE GUARDIAN-ში 2019 წლის 24 იანვარს.

უკანასკნელი ინტერვიუ იონას მექასთან, ამერიკული ავანგარდული კინოს ნათლიმამასთან

იონას მექასი მეუბნება რომ ის 27 წლისაა. სიმართლე რომ ვთქვათ  95 წლისაა, მაგრამ ავანგარდული ფილმის რეჟისორმა, პოეტმა, კრიტიკოსმა და ფილოსოფოსმა უბრალოდ გადაწყვიტა რომ ის 27 წლისაა. “ 27 წლის შემდეგ ადამიანები დაბერებას იწყებენ, მელვილის მიხედვით,’ ამბობს ის. ‘’ხშირად  უკან იყურებიან  წარსულში და გადაფასებას იწყებენ. 27 წლის შემდეგ, საკუთარ თავს ეკითხები:ცხოვრებაში ყველაფერი სწორად გავაკეთე? სწორად მოვიქეცი? ანუ ბევრს ფიქრობ. მანამდე  კი შენ ამბობ: ჯანდაბას! მკიდია! რაც იქნება, იქნება!’’

არის ის ისევ ამ „ჯანდაბას“ ცხოვრების ფაზაში? „ დიახ, ვარ. როცა ნიუ იორკში ჩამოვედი 27 წლის ვიყავი. ძალიან გაბრაზებული ვიყავი იმაზე რაც დავკარგე 27 წლამდე. ამაში ყოველთვის ცივილიზაციას ვსაყვედურობდი, რადგან  მან  სახლიდან გამომაგდო.’ მექასს ისევ ძლიერი ევროპული აქცენტი აქვს. იგი გაიზარდა  ჩრდილოეთ ლიეტუვაში, პატარა სოფელში  სახელად სემენისკიაი(Semeniškiai)  - იგი  სამშობლოს სამოთხეს უწოდებს „სადაც არაფერი ხდებოდა, მანამ სანამ  ყველაფერი არ მოხდა.’’

მექასმა  სამოთხე მაშინ დაკარგა როცა საბჭოთა კავშირის ჯარი შემოიჭრა 1940 წელს. სწორედ, მაშინ გადაიღო პირველი ფოტო, 17 წლის ასაკში. ჯარისკაცმა ხელი სტაცა მის კამერას და ფირი ჩამოართვა. ერთი წლის შემდეგ გერმანელი ჯარისკაცები შემოიჭრნენ. მექასი შეუერთდა აჯანყებულებს, ახალი ამბების ბიულეტინებს ბეჭდავდა რომლის წყარო BBC-ს მაუწყებლობას ეფუძნებოდა და  მათ საიდუმლოდ არიგებდა. ერთ დღეს, მისი საბეჭდი მანქანა გაუჩინარდა და შეეშინდა რომ  მასაც მალე  იპოვიდნენ.

1944 წელს, ის და მისი ძმა ადოლფი ლიეტუვადან გაიქცნენ. მაგრამ სამგზავრო მატარებელი გერმანიაში გააჩერეს, ძმები დააპატიმრეს და  გადაიყვანეს ნაცისტების სამუშაო ბანაკში, ჰამბურგში რვა თვით. ძმებმა თავი დააღწიეს ბანაკს მაგრამ დაიჭირეს და მეორედ  დააკავეს.  1946 წლამდე, დევნილთა ბანაკში ცხოვრობდნენ. საბოლოოდ, ისინი ემიგრანტებად ჩავიდნენ  ამერიკაში. დასახლდნენ ბრუკლინში, კერძოდ ნიუ იორკში. იქ, მექასმა ისესხა ფული და იყიდა მისი პირველი  16 მილიმეტრიანი ფოტო აპარატო  Bolex-ის   ფირმის.  ფილმების  გადაღების   ეპოქა   დაიწყო.

მაგრამ ის არ იღებდა  ტრადიციულ ფილმებს. მექასი თავს არიდებდა თხრობას და შინაარს. მას  არ ქონდა დრო ჰოლივუდური ხრიკებისათვის. მისი აზრით, რა საჭირო იყო ყოველი სცენის დაკავშირება მეორესთან, დასაწყისიდან დასასრულამდე? მაგრამ მაინც არის მის ფილმებში რაღაც ტრადიციული. მას ყოველთვის აინტერესებდა იმ ჯადოსნური  ცხოვრებისეული მომენტების აღწერა რომლებიც ცხოვრებას ქმნიან. წუთები, რომლებიც ერთდროულად ბანალური და ამაღელვებელია.მისი ფილმები ხშირად სახლში გადაღებულ ფილმებს გავს- სადაც ნაჩვენებია სცენები ყოფითი ცხოვრებიდან, პრუსტისეული მოგონებების ნაკუწები, მომღიმარი ბავშვები, ერთი დღე ზღვის სანაპიროზე, ხელახალი ვიზიტი ლიეტუვაში,  მზარეულობა სახლში, სეირნობა ნიუ იორკის ქუჩებში. ხანდახან კადრები იმდენად აჩქარებულია რომ თავბრუსხვევას იწვევს, ზოგჯერ კი პირიქით, შენელებულია. კამერა იშვიათად ჩერდება: ერთი გრძელი კადრი და სულ ესაა.

იონას მექასმა,  ფილმი ‘’Lost, Lost, Lost’’ (დაკარგული, დაკარგული, დაკარგული) 1976 წელს გადაიღო. ეს არის  გასაოცარი სამ საათიანი  ფილმი, მემუარი   ლიეტუვადან ნიუ იორკში საცხოვრებლად  გადასვლის შესახებ. ფილმი გადმოსცემს მის დანაკარგს, მარტოობას, დაბნეულობას- ახალი სამშობლოთი აღფრთოვანებას. ფილმი შედგება ასობით თუ ათასობით დაუკავშირებელი სურათებისაგან, რომელსაც თან  ახლავს მექასის ჩაწერილი სევდანარევი  ხმა, რომელიც  ლირიკულად გაისმის ფილმის მსვლელობის დროს:“ მე იქ ვიყავი ჩემი კამერით რომ გადმომეცა  ურთიერთგამომრიცხავი გრძნობები. იქ ვიყავი, როგორც მემატიანე. ყველაფერი ჩავიწერე. და მე არ ვიცი ახლა რას ვაკეთებ ან რას ვგრნობ -ვმღერი თუ ვტირი?“

ეს უფრო პროზა-ლექსია ვიდრე ჩვეულებრივი ხმა და ისევე როგორც ყველა მისი ნამუშევარი, მასაც ახლავს დაუჯერებლად მრავალფეროვანი მუსიკალური ფონი,  ე.წ. საუნდტრეკი,  ლიეტუვური ფოლკლორიდან დაწყებული ებრაულ ლოცვამდე, ბილი ჰოლიდეიდან ავანგარდულ  ჯაზამდე. მისი მუსიკის უმრავლესობა პირდაპირ რადიოდან იყო აღებული.   ხანდახან ფილმებში გადასაღებად   მექასი, მსახიობებს ქირაობდა. კენეტ ეიჩ ბრაუნის პიესის მიხედვით,  მისმა გადაღებულმა ფილმა ‘’The Brig’’ (ციხე),   ამბავი საზღვაო ჯარისკაცის სასტიკი ყოფის შესახებ  ციხეში, ისეთი რეალისტური იყო,  რომ ვენეციის კინოფესტივალზე 1964 წელს, დოკუმენტური კინოს სექციაში, მთავარი პრიზი აიღო.

ჩვენი ინტერვიუსთვის,  მას  იმ სასტუმროში შევხვდით  სადაც  ბრიტანეთში  ვიზიტის დროს იმყოფებოდა, ლიტერატურული ლონდონის შუაგულში, ბლუმსბერთან ახლოს. მექასი გვთავაზობს დავსხდეთ  მაგიდასთან, ლაუნჯის  უკან სადაც სიჩუმეა. მისი ვაჟი სებასტიანი, ვისთანაც ის ცხოვრობს, გვამცნობს რომ ეს მაგიდა საქმიანი შეხვედრებისთვის  უკვე დაჯავშნილია. მაგრამ მექასს არანაირი ოფიციალური შეხვედრა არ  ააქვს.  მთელი ცხოვრება  ზემდგომ ორგანოებთან ჭიდილში გაატარა. „არა მგონია, ჩვენ უნდა წავიდეთ’’ ამბობს ის მტკიცედ.“ მენეჯერს უნდა უხაროდეს რომ მის ადგილას ვსხედვართ.“

მექასს შეეძლო გამხდარიყო მხატვარ-დეკორატორი. ამაზე მისი ჩაცმულობა და სტილიც მეტყველებს. მას აცვია მისი საფირმო ლურჯი კოტონის ქურთუკი  თეთრი საღებავის ლაქით, რომელიც შეხამებულია ბრტყელ კეპთან. სახეზე ბუნებრივი ლაქები აქვს  და როცა  იღიმის, რასაც ის ხშირად აკეთებს-მისი ლურჯი თვალები ვიწროვდება.  საქმიანია როგორც ყოველთვის. ბრიტანეთში  თავისი წიგნის წარსადგენად ჩამოვიდა, რომელიც შედგება მისი და სხვადასხვა ცნობილი რეჟისორების  დიალოგებისაგან. მაგრამ უკვე მის მომდევნო პროექტზე საუბრობს, მისი დღიურების ანთოლოგიაზე. და ისევ ისეთი შემართულია როგორც  ადრე. კითხვაზე, თუ რა იზიდავდა მას ავანგარდში, ის არ ეთანხმება კონკრეტულად ტერმინს. “ არაფერია ავანგარდული იმაში რაც მე გავაკეთე და ვაკეთებ.“   როგორც ამბობს, მან მისი ცხოვრება იმის კეთებაში გაატარა რაც უნდა გაეკეთებინა.

როცა მექასი ამერიკაში ჩავიდა 1949 წელს, ის არ იყო დაინტერესებული რაიმე დეპრესიულის, ბნელის  ან სიცარიელის გადაღებით. საკმაოდ ბევრი ჯოჯოხეთის მოწმე იყო უკვე.  მას უნდოდა გადაეღო ისეთი რამ, რაც ცხოვრებას არსებობის ღირსად გახდიდა. 1954 წელს, მან და ადოლფმა დაარსეს  ჟურნალი „ფილმის კულტურა’’ რომელიც ანდეგრაუნდის ფილმებს იკვლევდა. 1958 წლისათვის, მექასი წერდა  ფილმებზე, თავის რუბრიკაში ჟურნალ The Village Voice -ში. ხოლო 1960 წელს,  ერთერთი მსოფლიოში უდიდესი ავანგარდული ფილმების არქივის  Anthology Film Archives,  თანადამაარსებელი გახდა. 

ალბათ ყველაზე  მშივნელოვანი ფაქტია მისი ცხოვრებიდან, რომ   მან გაუღო თავისი სხვენის კარი  მის მეგობრებს და მოგზაურებს ავანგარდში. მასთან ბინაში, მოდიოდნენ ლეგენდარული ან მომავალში  ლეგენდებად  ქცეული არტისტები, ფილმების სანახავად.  რომ ეყურებინათ იმ  დაუსრულებელი ფილმებისათვის რომელშიც არაფერი ხდებოდა. მეგობრებს შორის იყვნენ:  ენდი ვორჰოლი, ჯონ ლენონი, იოკო ონო, სალვადორ დალი, კენეტ ანგერი, ალენ გინზბერგი, ჯერ კერუაკი, უილიამ ბაროუზი. (თუმცა ის იყო კარგად  ჩახედული კონტრკულტურაში, მას ყავდა ბევრი გავლენიანი  მეგობარი. მექასი ფილმის გადაღებას ასწავლიდა ჯონ და ჯეკი კენედების შვილებს.)

 სწორედ მექასის ბინაში სტუმრობისას,  ვორჰოლი პირველად დაინტერესდა კინოს გადაღებით.“ ჩემს სხვენში,“ ის ამბობს,“ ენდი შეხვდა რეჟისორებს და მათით აღფრთოვანებული იყო. აი საიდან დაიწყო მისი გატაცება კინოთი. ჩემი სხვენი იყო თავშეყრის ადგილი მუსიკოსებისათვის, პოეტებისათვის, რეჟისორებისათვის.’’ მექასი დაეხმარა ვორჰოლს გადაეღო  ‘’Empire’’, რვა  საათიანი, ნელი მოძრაობის ფილმი ემფაიე სტეიტ ბილდინგის უცვლელი ხედით. ის არ ეთანხმება მათ ვინც ვორჰოლს მიიჩნევს პოპულარობის მაძიებელ ადამიანად. ის არ ეძებდა სახელს და დიდებას, ამბობს მექასი. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქით იყო.

 „გაზეთებმა მასზე თავდასხმა დაიწყეს და ამან გამოიწვია პოპულარობა.  შემდეგ საზოგადოებამ მის ირგვლივ დაიწყო თავმოყრა.   უცებ ყველა მასზე წერდა და ამბობდნენ რომ, „ ენდი მხოლოდ  ყალბი ადამიანებითაა დაინტერესებული და მას მხოლოდ დიდება სურს.“ მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო. მას ასეთი ხალხი არასდროს  აინტერესებდა, რაც უფრო ზურგს აქცევდა მათ, მით უფრო გროვდებოდნენ მის ირგვლივ. ყველას შეეძლო მის ცნობილ სტუდიაში  „ქარხანაში’’ მისვლა- და დაკარგული სულები მოდიოდნენ იმიტომ რომ ის მათ უარს არ ეუბნებოდა. რაც არ უნდა ეთქვათ, ის მათ მაინც კარგ მამასავით ექცეოდა. ის უბრალოდ არასდროს ამბობდა არას.’’

როცა ჯონ ლენონი და იოკო ონო, ნიუ იორკში გადმოვიდნენ 1976 წელს, პირველი ადამიანი ვისაც შუა ღამეს დაურეკეს, იყო მექასი- რომ ეკითხათ, სად შეეძლოთ კარგი ესპრესოს ყავის შოვნა. ის ამბობს რომ ლენონიც ვორჰოლივით იყო.

“ გახსნილი  და ძალიან სხარტი. იმპროვიზირებას სწრაფად აკეთებდა.’’

მექასი  მუშაობდა ან შესაძლოა  თამაშობდა, სალვადორ დალისთან ერთად. ის მიყვება: „დალი მსახიობად  იყო დაბადებული. ის იყო ერთერთი ადრეული  არტისტთაგანი.  ყველაფერს აკეთებდა სიურპრიზის შეგრძნებით. ის ყოველთვის ქმნიდა მოულოდნელ  და ჯადოქრულ სიტუაციებს.  გეტყოდა რომ ცხოვრება ვაშლივითაა და შემდეგ ხელს ჯიბეში ჩაიყოფდა  და საკუთარი აზრის, ნათქვამის  საილუსტრაციოდ, უცებ  ხელში დაჭერილ ვაშლს გიჩვენებდა.’’

რაც შეეხება მის მოსაზრებას  თანამედროვე ამერიკულ კინოზე,  მან ერთხელ თქვა: „ ესროლეთ ყველა სცენარისტს და ჩვენ შეიძლება მივიღოთ ამერიკული კინოს ხელახალი დაბადება.’’ მას სცენარისტები სპონტანურობის მტრებად მიაჩნდა, კონტროლის ავტორებად. მექასი გულშემატკივრობდა და მხარს უჭერდა  ისეთ ბრწყინვალე რეჟისორებს როგორიცაა რობერტო როსელინი იტალიაში და ჯონ კასავატესი ამერიკაში, რომელიც ქმნიდა ისეთ კინოს თითქოს კამერა რეალობას უყურებდა და იღებდა.

მისი წიგნი ინტერვიუ რეჟისორებთან შესანიშნავი საკითხავია. ხანდახან იქ მექასი  გავს კლასის დამრიგებელს რომელიც მოსწავლეებს კაბინეტში იბარებს და საყვედურობს. ზოგს  იმაზე,  რომ გაიყიდნენ და  ცალი თვალი ჰოლივუდისკენ უჭირავთ.   სიუზან სონტაგთან საუბრისას, იგი მას ურჩევს  კინოს გადაღების ნაცვლად წერას დაუბრუნდეს. აგნეს ვარდას ბრალს დებს, რომ მისი ფილმები   რეალობას გაურბიან, და  მათი ადგილი  „კაპიტალისტური კინოს“ გვერდითაა, რობერტ დაუნ უფროსს ეკითხება:“ რატომ იყენებთ ვულგარულობას ხელახლა?’’

მექასი იღიმის როცა ამ ინტერვიუებს ვახსენებ. ამბობს, რომ შესაძლოა ის კრიტიკულია, მაგრამ ისეთთან არავისთან ჩაუწერია ინტერვიუ, ვისაც პატივს არ სცემდა.  მას არ სიამოვნებდა მხოლოდ  საკუთარ თავთან  საუბარი, ამიტომ არჩია  ინტერვიუს სტილი.“ ჩემთვის ადვილი არ იყო მეთქვა სიუზან სონტაგისთვის რომ, რეჟისორობას ჯობდა წიგნები ეწერა,  მაგრამ ჩვენ მეგობრები ვიყავით, და ბოლომდე  მეგობრებად დავრჩით.’’

მექასი აგრეთვე იყენებს  ტაბუს. 1964 წელს, მას ბრალი წარუდგინეს უხამსი სიტყვების გამოყენებაში როცა მან გადაიღო ფილმი  Jack Smith’s Flaming Creatures, ბოუერის თეატრში ნიუ იორკში, რაც თავის დროზე გახმაურებული ამბავი გახდა. მას და კიდევ ორ პირს  პირობითი სასჯელი მიესაჯა.   

 ბოლო პერიოდში, ის ამბობს, რომ მისი გემოვნება გახდა ცოტათი კონსერვატორული. თუ შესაძლებლობა ექნებოდა,   სიამოვნებით დაბრუნდებოდა  მესამე საუკუნეში  წმინდა ჯერომისთან, როცა საზოგადოება უფრო ახლოს იყო სულიერად. ის ამბობს: „ამ დროში, ყველაფერი  ინდუსტრიაზე და წარმოებაზეა. ახლა მე ვცდილობ დავიბრუნო ის  რაც ცივილიზაციამ კაცობრიობისაგან წაიღო. წმინდა ჯერომი იყო ერთერთი ყველაზე განათლებული ადამიანი თავისი დროის. მან თარგმნა ბიბლია ლათინურად და ასწავლიდა ხალხს  ბალანს  სულიერსა და მიწიერ საჭიროებას შორის. ჩვენ ეს ბალანსი დავკარგეთ. ტექნოლოგია საკმაოდ  წინ უსწრებს  კაცობრიობასა და ეთიკას.’’

სხვა შემთხვევაში, მისი შეხედულებები ცოტათი თუ შეიცვალა. როცა ვკითხე ბოლო დროის რომელი ფილმი მოსწონს, მან დაასახელა  გრეტა გერვიგის ‘’ჭიამაია’. ეს არის ერთადერთი ფილმი რომელიც უმკლავდება ნამდვილ ცხოვრებას და წარმატებას აღწევს.  ოსკარების დაჯილდოებაზე ის არც კი შეამჩნიეს, რადგან  ეს იყო  გონივრული ფილმი ქალი რეჟისორის  მიერ  გადაღებული. ეს ფილმი რომ კაცს გადაეღო, ის გაიმეორებდა იმას თუ რასაც ყოველთვის ვფიქრობთ ახალგაზრდა ქალებზე 15 დან 20 წლამდე. ყოველი აბზაცი ამ ფილმში არის ახალი.’’

მექასი დღემდე ყველგან კამერით დადის.  რაც მას ყველაზე მეტად ახარებს, არის ის  ფაქტი რომ თანამედროვე  ტექნოლოგიამ  კინო უფრო დემოკრატიული გახადა და   სათქმელი  უფრო ადვილად შეუძლია გადმოსცეს.

 “ ჟან კოკტო წერდა, რომ კინო  სრულყოფილი  ხელოვნება გახდება მაშინ  როცა თქვენ შეძლებთ კამერა გამოიყენოთ ისე როგორც კალამი, და აი აქამდეც მოვედით.’’ ის იღებს კალამს ქურთუკის  ჯიბიდან- შემდეგ მის პაწია ციფრულ კამერას,  და აი ტრიუკიც, ისე როგორც დალი გააკეთებდა ამას. „ახლა ორივე მაქვს კალამიც და კამერაც,’’ ამბობს ის.“ ახალი თანამედროვე  ტექნოლოგია მაძლევს საშუალებას  გავეცნო კამერის იმ ტექნიკურ  შესაძლებლობებს რომელსაც ტრადიციული კამერა ვერ მომცემდა. ’’

მექასი ცელქი ოთხმოცდაათი წლის მოხუცია. აქვს სრულყოფილი   სმენა, სათვალეებს არ ატარებს და ფიზიკურად  კარგ ფორმაშია. რაშია მისი ახალგაზრდობის და ენერგიის საიდუმლო? „ ჩემი ჯანმრთელობის საიდუმლო ნორმალური ცხოვრებით არსებობაშია. 95 ნორმალური ასაკია. უბრალოდ ზედმეტი არ უნდა გააკეთო არაფერი. თუ ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობ, იყო 95 წლის ნორმალურია, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანები რაღაცეებს ზედმეტს აკეთებენ- ზედმეტად ბევრი სექსი აქვთ, ბევრს ნერვიულობენ, ბევრს მუშაობენ, ბევრს ჭამენ, ბევრს სვამენ, ბევრს ეწევიან, ეს კი არ  არის კარგი ჯანმრთელობისთვის. მეც ამ  ყველაფერს ვაკეთებ. მაგრამ ნორმალური დოზით და ხარისხით.’’

და  ამ  გაკვეთილით  ზომიერებაზე, ამერიკული ავანგარდული კინოს ნათლიმამა მიემართება ლონდონის ცენტრისკენ, ბლუმსბერისკენ, კარგი ბარის საპოვნელად.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული