• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მოგონებები

×
ავტორის გვერდი პიერ პაოლო პაზოლინი 27 მარტი, 2020 2463
თარგმანი: ალექსანდრე გაბელია
 
ახლა ვუბრუნდები
დღეებს ადრეულს,
ჩვენი სიყვარულის, ნაკადს
მდუმარე მადლიერების, და
სასოწარკვეთილი კოცნების,
მთელმა ბავშვობამ                         
გაიფრინა შენს კალთაში,
შენი დაკარგვის შიშში.
და უიმედო
ბედნიერებაში, რადგან გამაჩნდი. 
ვიმოგზაურე იმდარად 
შენ რომ ვერ შეძელი,
ტოროლავ, ჩემო პაწაწინა. დედიკოს 
გოგოვ.  გამბედაობავ
მსუბუქი ბრალდების,
სიმამაცევ,                                             
ტანჯვავ, წინდაუხედავობავ, 
ბრმა სიყვარულო...
დაბრუნებული
ვიღაც სხვას ვგავდი
ჩვენი ავადმყოფური სიყვარულის ნიღბით შემოსილს.
ფარული მშვენება
 გლუვი შუბლის ჩრდილის და
ახალგაზრდული თმის ტალღების-
დაბუდებული გამხდარი ხორცის, ნიკაპისა და ლოყების ძვლებში 
მტკიცე სახის მგძნებარე მრუდში-
ბიჭური, ნაქურდალი
სილამაზე-გამჭვირვალე,
მღვრიე- სავსე
გარდასული უმანკოებით,
ნაწრთობი წლებით
თუმცა მაინც თვინიერი, ან შესაძლოა...
 
ოჰ,  საძულველი თვინიერება
 ესოდენ მომხიბვლელი შენში
მართლაც მშვენიერი. 
 
გიხსენებ შუადღეობით ბოლონიაში, 
სიმღერისას მუშაობის ჟამს 
ერთ დიდ ექოდ იქცეოდა სახლი,
როცა  ჩუმდებოდი, გადაიფრენდი
სხვა ოთახში (ოჰ, შენი 
შავბნელი, ქალწულებრივი ნაბიჯებით...)
და განაგრძობდი სიმღერას. 
და იყო შუადღე 
მდუმარე ყოველმხრივ და სავსე აღტაცებით, 
ავისმომასწავებელი, შესაძლოა, 
დარი ბედისწერის
საშინელი თამაშის ჟამს.
იცოდი რამდენად წმინდა ვიყავი...
როგორ მიყვარდა  ცხოვრება 
ესოდენ მშვენიერი ჩემთვის...
რარიგ უდრეკი ვიყავი 
სიყვარულსა და დაცვაში...
თუმცა შენ მიცნობ 
ჩემი ვნებით, შარავანდედით
გულუბყვილო ღვთისმოშიშობით,
ჩემი არააუცილებელი, კეთილშობილი
ვნებით... შენ არ იცი
ჩემში დაბუდებული უდრტვინველობა,
სიმდაბლე, ჟარგონი,
დაუდევარი სიტყვები.
ჩვენი სიყვარულის ისტორიაში
იმალება ჩრდილი:
შეუდარებელი კავშირის
უკიდურესი სიახლოვის
უხილავი ნანგრევების
მხოლოდ სიტყვები და დაჩირქებული ჭრილობები...
სიწმინდე დაიკარგა :
ეს იყო სიახლე,
შემზარავი ფაქტი,
ასაკოვანი ოჯახისთვის
ჯერ კიდევ ურწმუნოსთვის, შესაძლოა, 
პომ შეთხზა მათი ისტორია 
სევდიანი და გმირული ახალგაზრდობის...
შენი მიმქრალი 
სიცილის ჩრდილში,
მიმალულა სამყარო, დედავ ქალწულო, 
ოჰ, მე არაფერი და თან ყველაფერი ვიცი
შენი ყვავილობის შესახებ,
შენი კაბების სურნელის 
რომელიც ფარავს სითაკილისა და სიმორცხვის ფორმებს,
შენი თეთრი კისრის
გამოხატულების ჩვენი დროის გმირი ქალების...
შენ მარტოობას უბოძებ იმ ერთს,
ვინც, შენს ჩრდილში,
იგრძნობს უსაზღვრო სიყვარულს
სამყაროს მიმართ.
მე შემიყვარდა სხეულები
რომელთაც ქონდათ ჩემდარი
უბიწო ხორცი- წელნი
სავსენი ალმოდებული მოკრძალებით-
იდუმალი წმინდა სხეულები,
უმანკო სილამაზე, მპყრობელი 
შეუცნობელი თამაშების
ღიმილებისა და სილამაზის.
(ჰაერი აცისკროვნებს მათ
და მათ მშვენიერ თმას
ჭუჭყიან მდელოებში
მათი უმანკოების),
სხეულები ცახცახებდნენ რხევაში 
ხორცის, მოჩვენების
შეუბრალებელ გულისცემაში,
მახვილმა ღრმად განგმირა
ვარდი გაფურჩქნული,
სისხლით დაიფარა ყელი,
ვაჟების სხეულები
იღბლიან შარვლებში,
მათი დედების შავბნელ 
ან მზით მოოქროვილ თმებში, მათ ნაბიჯებსა
და უზომო სიყვარულით
სავსე გულებში, სამყაროს მიმართ.
 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული