• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

თბილისის მარში

×
ავტორის გვერდი გივი ავალიანი 06 იანვარი, 2021 2590
სიკვდილი მუდამ ახლოსაა, ქუჩაში უფრო,
და მითუმეტეს ამ ქალაქში, მის სიჩქარეში.
უსახლკაროებს შეგიძლიათ მიენდოთ უფალს,
უფალს, რომელშიც ქრიან ქარები.
 
სიკვდილი მუდამ გვერდითაა, როდესაც მკვეთრი
მოძრაობისას შენობიდან ვარდები, ხდება.
ქრისტეც რომ იყო, მაინც ვეღარ აღდგები მკვდრეთით,
რა ლამაზია თბილისზე ხედი.
 
თბილისი მიწათმოქმედია, ის თესავს სიკვდილს,
ჩვენ დილით ადრე გავდივართ და საღამოს გვამებს
თავს ერთად ვუყრით, გულმოდგინედ, ხმამაღლა ვითვლით
გვამებს, რომელიც არაფერს გვავნებს.
 
ქალაქი ახლა რამდენიმე ხისგან შედგება,
თოვლი ქუჩებში ფეხს იკიდებს და როგორც მივხვდი - 
უსახლკარობა შემცირდება ყინვის შედეგად,
რა შეედრება თბილისში სიკვდილს?!
 
თბილისში სიკვდილს არაფერი არ შეედრება.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული