• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ჯერ ისევ ყმაწვილობისას

×
ავტორის გვერდი ფრიდრიხ ჰოლდერლინი 16 იანვარი, 2019 2296
ჯერ ისევ ყმაწვილობისას
მივყავდი მე, ღმერთს შორს 
ადამიანთა ხმაურისა და უაზრობისგან.
 
და თავისუფლად ვიწყებდი თამაშს  
მე, მინდვრის ბალახებთან
და სამოთხის სიო ჩემთან იწყებდა თამაშს.
 
და როგორც შენ, გულო
მინდვრის ყვავილის ხილვა, რომ გახარებს
ნატიფად როცა იწყვდის ის შენკენ
ხელებს,
ისე ახარებდი შენ, ჩემს გულს
-მამავ ჰელიოს, ენდიმიონივით
ვიყავი მე, შენი რჩეული
წმინდა მთვარეო.
 
ო თქვენ, მეგობრულო და ერთგულო ღმერთებო
ნეტავ იცოდეთ, თუ როგორ უყვარდით
ჩემს გულს მაშინ!
 
არც ის ვიცოდი როგორ მომემართა მე თქვენთვის,
და არც თქვენ მომმართავდით მე,
ადამიანებისამებრ, სახელებით.
 
და მაინც, უკეთ გიცნობდით
ვიდრე შევძელი გამეცნო ისინი.
ეთერის დუმილს მე უფრო ვიგებდი
ადამიანთა სიტყვების კი კვლავაც არ მესმის.
 
და ასე აღმზარდეს მე ხეთა ხმებმა 
ყვავილებმა მასწავლეს მე სიყვარული.
 
და გავიზარდე მე ღმერთთა მკლავებში.
 
გერმანულიდან თარგმანი - ლუკა კუჭუხიძის
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული