• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

შემოდგომის სიმღერა

×
ავტორის გვერდი პოლ ვერლენი 09 ოქტომბერი, 2019 2163
გრძელი ცრემლები
ამ შემოდგომის
ყვითელ გრდემლების,
გულისალქრომის
როცა თანგს მცხებენ
მაიარებენ.
 
დარდისგან დამხრჩვალს
და ისე ფერმკრთალს,
ოდეს რეკს ზარი,
მონაგონარი
მომდის დღეები,
ცრემლად ვეღვრები.
 
მივდივარ მაშინ
მყივან ავქარში,
ვერავინ მომთვლის,
ვარ ძირს ნაფენი
მსგავსად ნაცვენი
ყვითელი ფოთლის.
 
 
                                       თარგმნა სოფო ჭეიშვილმა
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული