უანგარო მკვლელი





პროზა

უანგარო მკვლელი




(პიესა სამ მოქმედებად)

 

ბერანჟე

არქიტექტორი

დანი

ედუარდი

ბისტროს მფლობელი

კონსიერჟი

ფოსტალიონი

პირველი ბერიკაცი

მეორე ბერიკაცი

დედილო გლოტი

მთვრალი

პირველი პოლიციელი

მეორე პოლიციელი

მკვლელი

 

 

თარგმნა დავით შერგელაშვილმა, 2004 წ.

            ერთ მსახიობს შეუძლია რამდენიმე როლი შეასრულოს მეორე მოქმედებაში, ყველა ხმა მკაფიოდ არ გაისმის. რეჟისორმა, თუ შესაძლებელია, უნდა გამოიყენოს სტერეოფონური მოწყობილობები. კარგი იქნებოდა მეორე მოქმედებაში მეტი სილუეტები ჩანდეს სარკმლის მიღმა, რაც შექმნის მეორე სცენის შთაბეჭდილებას უკანა პლანზე. თუმცა ისინი ერთბაშად როდი უნდა გამოჩნდნენ: ფარდის აწევის შემდეგ, ქუჩის ხმაური და გაწყვეტილი დიალოგები ცარიელი სცენის გარშემო აუცილებელია თუნდაც რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა გაგრძელდეს და შეიკუმშოს ქალაქის ვიზუალური და სმენითი ატმოსფერო, რომელიც აღმოცენდება პირველი აქტის ბოლოს და შეუმჩნევლად ქრება ბერანჟეს დაბრუნების შემდეგ. მესამე მოქმედების დასაწყისში ის ისევ იქცევს ყურადღებას და სავსაებით ქრება პიესის დასასრულს.

ბერანჟეს სიტყვა მიმართული მკვლელისადმი ფინალში, - თავისთავად ცალკე პატარა მოქმედებაა. შემსრულებელმა უნდა გააკეთოს ისე, რომ შესამჩნევი იყოს ბერანჟეს თანდათანობით დაუფლებული ნების დამბლა.

                                                პირველი მოქმედება

დეკორაციები არ არის, ფარდის აწევისას სცენა ცარიელია.

შემდგომში საჭირო გახდება მხოლოდ ორი დასაკეცი სკამი და მაგიდა, რომელსაც მოიტანს არქიტექტორი.

პირველი მოქმედების მთელი მოწყობილობა იქმნება მხოლოდ და მხოლოდ განათების ხარჯზე. დასაწყისში, სანამ სცენა ჯერ კიდევ ცარიელია, შუქი უნდა იყოს მონაცრისფრო, როგორც საღამო ხანს იანვარში ან თებერვალში, როცა მოღრუბლული ამინდია. ისმის სუსტი ქარის ხმა. შეიძლება ვაჩვენოთ  ფოთოლცვენა. შორიდან ისმის ტრამვაის ხმა. ჩანს სახლების ბუნდოვანი მოხაზულობა, შემდეგ ქრებიან, როდესაც სცენა "უეცრად" განათდება მკაფიო შუქით: ეს შუქი უნდა იყოს ძლიერი და სრულიად თეთრი, ზემოთ - ღრმა,დამაბრმავებელი ცისფერი ცა. ამგვარად, ნაცრისფერი ტონები იცვლება ცისფერისა და თეთრის თამაშით,(სხვა ფერები არ უნდა ჩანდეს). ტრამვაის ხმაური, ქარი, წვიმა შეწყდება იმ მომენტში ,როცა მოხდება განათების შეცვლა.  ცისფერი, თეთრი, სიჩუმე, ცარიელი სცენა უნდა ქმნიდეს უცნაური სიწყნარის შეგრძნებას. მაყურებელს უნდა მივცეთ ცოტა დრო რათა ეს იგრძნოს.

მსახიობების გამოსვლა ხდება მხოლოდ ერთი-ორი წუთის შემდეგ.

მარცხნიდან ჩნდება ბერანჟე: ის მოდის პირველი, სწრაფად შემოდის სცენის შუაგულში ჩერდება და მკვეთრად მოხედავს არქიტექტორს, რომელიც აუჩქარებლად მოყვება მას. ბერანჟეს აცვია ნაცრისფერი პალტო, შლაპა, შარფი. არქიტექტორს აცვია თხელი ქურთუკი,პერანგი აწეული საყელოთი, თეთრი შარვალი,შლაპის გარეშე,იღლიაში ამოჩრილი აქვს სქელი პორტფელი, აშკარად მძიმე,მსგავსი იმ პორტფელისა,რომელიც ედუარდს უკავია მეორე მოქმედებაში.

ბერანჟე. ... შეუძლებელია! გასაოცარია! სასწაულთმოქმედის ჩადენილია.

არქიტექტორი პროდესტის სუსტ ჟესტს აკეთებს.

დიახ,დიახ, სასწაულთმოქმედის ან, თუ თქვენ გშოკავთ საეკლესიო სიტყვა, ჯადოქრისა! მხურვალედ გილოცავთ, ბატონო არქიტექტორო, ეს სასწაულია, მართლაც რომ სასწაულია!..
არქიტექტორი. ო...ძვირფასო ბატონო...

ბერანჟე. არა, არა... მე მინდა დაუყონებლივ გამოვხატო საკუთარი აღფრთოვანება. ეს დაუჯერებელია, თქვენ შეძელით შეუძლებელი! რეალობამ თქვენს ხელში ფანტაზიას გადააჭარბა!..
არქიტექტორი. ამ სამუშაოში მე ხელფასს მაძლევენ, ეს ჩემი სპეციალობაა.
ბერანჟე. რ ათქმა უნდა, რა თქმა უნდა, ბატონო არქიტექტორო,თქვენ ბრძანდებით  სპეციალისტს პლიუს კეთილსინდისიერი მუნიციპალიტეტის მუშაკი... მაგრამ შეუძლებელია ამით ყველაფრის ახსნა.(აქეთ-იქით იყურება. სივრცეში რაღაც წერტილებზე აჩერებს მზერას).  რა ლამაზია, როგორი შესანიშნავი გაზონია , ყვავილნარი... ყვავილები მადის მომგვრელი, როგორც ბოსტნეული, და ბოსტნეული, სურნელოვანნი, როგორც ყვავილები... ხოლო ცა ! როგორი უჩვეულოდ ლურჯია ცა ... რა მშვენიერი ამინდია !
(არქიტექტორს) მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერ მეტად ან ნაკლებად დიდ ქალაქში უთუოდ ყავთ თავიანთი მუნიციპალური მსახურები და თავიანთი არქიტექტორები, რომლებიც აგრეთვე იღებენ ხელეფასს, მაგრამ ისინი შორს არიან თქვენი მიღწევებისგან!(გარშემო ხელს შემოატარებს) ბევრს გიხდიან? მაპატიეთ, მე მგონი უხერხული კითხვა დაგისვით...
 

არქიტექტორი. კი,ბატონო, ბატონი ბრძანდებით: - საბოდიშო აქ არაფერია ...  მე მიხდიან საშუალო ხელფასს, ბიუჯეტით გათვალისწინებულს ყველაფერი წესრიგშია არაფერს ვუჩივი.

ბერანჟე. მაგრამ ასეთ გამომგონებელს ხელფასი ბაჯაღლო ოქროთი უნდა უხადონ,თანაც ძველი,ნამდვილი ბაჯაღლოთი.

არქიტექტორი.(თავმდაბლურად აპროტესტებს). ო!

ბერანჟე. დიახ, დიახ... ნუ თავმდაბლობთ, ბატონო მთავარო არქიტექტორო.... სუფთა ოქროთი... და არა ახლანდელით, ის ხომ გაუფასურებულია, ხომ მართალია, როგორც უამრავი რამ ჩვენს დროში.
არქიტექტორი. თქვენმა გაოცებამ, თქვენმა…

ბერანჟე. უფრო სწორად აღტაცებამ, აღფრთოვანებამ!

არქიტექტორი. როგორც გენებოთ. თქვენმა აღფრთოვანებამ, მართლაც რომ ამაღელვა. დიდი მადლობელი ვარ, ძვირფასო ბატონო... (ჯიბეში ხელს აფათურებს პოულობს რაღაც სარეგისტრაციო ბარათის მსგავს ქაღალდს, სადაც, როგორც ჩანს წერია ბერანჟეს სახელი დაგვარი მადლობას უხდის თავის დაკვრით, თან იმავდროულად ბარათში იჭყიტება) ბერანჟე.

ბერანჟე.  ჩემი აღტაცება გულწრფელია, ღრმად გულწრფელი. გარწმუნებთ, კომპლიმენტები არც კი მიყვარს.
არქიტექტორი. (ცერემონიულად, მაგრამ გულგრილად) ფრიად, ფრიად, ფრიად მოხიბლული ვარ!

ბერანჟე. რა საუცხოობაა! (იხედება გარშემო) იცით, მეუბნებოდნენ და არ მჯეროდა... უფრო სწორად არაფერსაც არ მეუბნებოდნენ, მაგრამ მევიცოდი, ვიცოდი, რომ ჩვენს ბინდიან ქალაქში, პირქუშ, მტვრიან, ჭუჭყიან კვარტალებს შორის სადღაც არსებობდა ეს მშვენიერი, ნათელი კუთხე, უნიკალური კვარტალი მზიანი ქუჩებით, შუქმოფენილი ხეივნებით... ქალაქი ქალაქში, ჭეშმარიტად მბრწყინავი ქალაქი, შექმნილი თქვენი ხელებით...

არქიტექტორი.  მე ეს პროექტი მუნიციპალიტეტის ბრძანებით გამოვიმუშავე. მე არ ვაძლევ თავს უფლებას, საკუთარი ინიციატივის გამოვლენისა.
ბერანჟე. (აგრძელებს დაწყებულ მონოლოგს). მე მჯეროდა და არ მჯეროდა. მე ვიცოდი და თან არც იცოდი! მე მეშინოდა იმედი მქონოდა ... იმედი! ეს სიტყვა უკვე აღარც ფრანგულია, და აღარც თურქული, და აღარც პოლონური... ბელგიურია მგონი... და ისიც..

არქიტექტორი. მე მესმის თქვენი, მესმის!

ბერანჟე. ნამდვილი ვარდებია? (გადი-გამოდის სცენაზე, რაღაცაზე მიუნიშნებს ყნოსავს ყვავილებს და ა.შ.) ყველგან ცისფერი დ აყველგან მწავენ სიხარულის ფერებია. თანაც როგორი სიმშვიდეა. როგორი სიმშვიდე!

არქიტექტორი. სიმშვიდეც გათვალისწინებულია პროექტით ძვირფასო ბატონო... (ბარათში იჭყიტება) ბერანჟე ყველაფერი გავთვალეთ ამინდიც ყოველთვის კარგია... ვილებიც საუკეთესო მასალისგანაა აშენებული

ბერანჟე. და ჭერიდან ალბათ არასოდეს არ წვეთავს

არქიტექტორი. არავითარ შემთხვევაში! ეს ხომ თავისთავად იგულისხმება ნუთუ თქვენათ წვეთავს?

ბერანჟე. დიახ ბატონო არქიტექტორო სამწუხაროდ წვეთავს

არქიტექტორი. სრულიად დაუშვებელი რამაა. თვით ისეთ რაიონშიც კი როგორც თქვენია მე თქვენ მთავარ ხელოსანს გამოგიგზავნით

ბერანჟე. ანუ მე მინდოდა მეთქვა წვეთავს არა პირდაპირი გაგებით, უბრალოდ ოთახში ისეთ სინესტეა თითქოს წვიმსო.

არქიტექტორი. ხოლო იქ წვიმები საერთოდ არ იცის, მიუხედავად ამისა ყველა სახლი საიმედოდ გადავხურეთ, ეს უაზრობაა, მაგრამ სამაგიეროდ სინდისი სუფთა გვაქვს.

ბერანჟე. თქვენ ამბობთ რომ წვიმები საერთოდ არ იცის? ხოლო ეს მწვანე გაზონები? ხეებზე ერთი გამხმარი ფოთოლიც კი არ არის, ბაღებშ ერთი ყვავილიც კი არ დამჭკნარა.

არქიტექტორი. ყველაფერი ქვემოდან ირწყვება.

ბერანჟე. რა საოცარი გამოგონებაა! მაპატიეთ პროფანის გაოცება. (შუბლიდან ოფლს იწმენს).

არქიტექტორი. გაიხადეთ პალტო, ხელშ დაიჭირეთ, თქვენ ხომ გცხელათ.

ბერანჟე. მართლაც უკვე საერთოდ აღარ მცივა. გმადლობთ რჩევისათვის. (იხდის პალტოს, ამოიდებს იღლიაში, მაგრამ არ იხდის შლაპას. გახდისას ზემოთ იყურება). დღეს დილით სიცივემ გამაღვიძა. მთლად გაყინული ვიყავი, ჩვენ სახლში ცუდად ათბობენ, განსაკუთრებით პირველ სართულზე. ზოგჯერ სულაც არ ათბობენ... მე ამას იმისთვის მოგახსენებთ რომ... არქიტექტორის ჯიბიდან გაისმის ტელეფონის ზარი. არქიტექტორი იღებს ყურმილს, შნურის მეორე ბოლო რჩება ჯიბეში.

არქიტექტორი. ალო!

ბერანჟე. მაპატიეთ ბატონო არქიტექტორო სამსახურებრივ საქმეს მოგწყვიტეთ.

არქიტექტორი. (ყურმილში) ალო! (ბერანჟეს) არა სრულიადაც არ მიშლით ხელს, (ყურმილში) ალო! დიახ საქმის კურსში გახლავართ. პირველ მოადგილეს აცნობეთ. კარგით. ჩაატაროს გამოძება თუ ასე ძალიან უნდა. მე დაკავებული ვარ, ბატონ ბერანჟესთან ერთად მბრწყინავ ქალაქს ვათვალიერებ. (ყურმილს ჯიბეში იდებს, მიმართავს ბერანჟეს, რომელიც რამოდენიმე ნაბიჯით დაშორდა და აქეთ იქით აღტაცებული იყურება) რას ამბობდით? სადა ხართ?

ბერანჟე. აქ, მომიტევეთ რას ვამბობდი? ამას უკვე რაღა მნიშვნელობა აქვს...

არქიტექტორი. და მაინც განაგრძეთ რისი თქმაც გინდოდათ.

ბერანჟე. რისი თქმა მინდოდა? ... ჰო მართლა... მე ვამბობდი, რომ ჩემს კვარტალში, უფრო სწორედ ჩემ სახლში ყველაფერი დანესიანდა: ნახშირი, პური, ქარი, ღვინო კედლები ჰაერი და სეცხლიც კი. დღეს ძლივსძლივობით წამოვდექი ლოგინიდან, დიდი ძალდატანების შემდეგ ეს ნამდვილი წამება იყო. ზეწარი რომ ნესტიანი არ ყოფილიყო, ალბათ ტავსვერ მოვერეოდი. რას წარმოვიდგენდი, რომ დღეს, თითქოსდა ჯადოქრობით ჩემთვის უეცრად დადგებოდა გაზაფხული, აპრილი, ჩემი ოცნების თვე...   ჩემი ყველაზე ძველი ოცნების...

არქიტექტორი. ოცნებები! (მხრებს იჩეჩავს.) ყოველ შემთხვევაში, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, უფრო ადრე რომ მოსულიყავით აქ, მანამდე, სანამ...

ბერანჟე. (აწყვეტინებს) დიახ, რამდენი დრო დავკარგე, თქვენ მართალი ხართ... (ბერანჟე და არქიტექტორი განაგრძობენ სცენაზე სიარულს ბერანჟეს ისეთი ადამიანის შეხედულება უნდა ჰქონდეს, რომელიც ქალაქს ათვალიერებს: ქუჩებს ხეივნებს ბალახს. არქიტექტორი ცოტათი უკან რჩება ხანგამოშვებით ბერანჟე უკან იხედება და არქიტექტორს მიმართავს, თანაც ჩვეულებრივზე ცოტა ხმამღლა, თითქოს მათ დიდი ანძილი ყოფდეთ. ის თითქოს ელოდება, სანამ არქიტექტორი მიუახლოვდება ხელს სიცარიელისკენ იშვერს) ო, რა მშვენიერი სახლია! რსტილია! მეთვრამეტე საუკუნისაა? არა მეთხუთმეტე თუ მეცხამეტეს დასასრული? ყოველ შემთხვევაში კლასიკაა. დიახ, ბევრი დრომაქვს დაკარგული ნუთუ უკვე ყველაფერი ძლიერ გვიანაა? თქვენ როგორ ფიქრობთ?
არქიტექტორი. მე არ დავფიქრებულვარ ამ საკითხზე

ბერანჟე. მე ოცდათხუთმეტი წლისა ვარ, ბატონო არქიტექტორო, ოცდათხუთმეტის სინამდვილეში კი, ბოლომდე გულახდილნი რო ვიყოთ, მე ორმოცის, ორმოცდახუთის? გახლავართ ... შეიძლება მეტისაც

არქიტექტორი. (ბარათში იჭყიტება) ჩვენთვის ეს ცნობილია

ბერანჟე  ნუთუ მართლა
არქიტექტორი.  მაგრამ ნუ შეგეშინდებათ კოდექსი არ ითვალისწინებს სანქსიას ასეტი სახის კეკლუცობის წინააღმდეგ

ბერანჟე. ძალიანაც კარგი! თანაც მე თუ ვამბობ,რომ ოცდათხუთმეტი წლისა ვარ სხვას კი არა საკუთარ თავს ვატტყუებ , ვამხნევებ
 

არქიტექტორი. ეს სჩვევია ადამიანს, ეს ბუნებრივია

 არქიტექტორის ჯიბეში ტელეფონი რეკავს. ის იღებს ყურმილს

ბერანჟე. ოჰ, რამშვენიერი კენჭებია

არქიტექტორი. (ყურმილში) ალო... ქალი? ჩაიწერეთ გარეგნული ნიშნები. რეგისტრაციაში გაატარეთ. გადაგზავნეთ სტატისტიკის სამსახურში...

ბერანჟე (მიუთითებს სცენის მარცხენა კუთხისკენ) რა არის იქ?

არქიტექტორი. (ყურმილში0. არა, არა-მეთქი, მეტი არაფერი მომხდარა, სანამ მე აქა ვარ არაფერი შეიძლება მოხდეს. (ჯიბეშ იდებს ყუმილს. მიმართავს ბერანჟეს) მაპატიეთ. გისმენთ.

ბერანჟე. (ისევ იმ მხარეს მიუთითებს) ეს რა არის იქ ?

არქიტექტორი. ა, ეს ხომ... ორანჟერეაა

ბერანჟე. ორანჟერეა?

არქიტექტორი. დიახ. იმ ყვავილებისთვის, რომელნიც ზომიერ კლიმატს ვერ ეჩვევიან, სიცივე უყვართ, ჩვენ მათთვის ზამთრის ტემპერატურას ვქმნით. დროდადრო სუსტ ქარბუქებს ვურთავთ.

ბერანჟე. ოჰ, რა გათვლილია ყველაფერი...  მაშ ასე, მუსიე, მე, შესაძლოა, სამოცი სამოცდათი წლის გახლავართ, ან, ოთხმოცის, ასოცის, თავადაც არვიცი ალბათ სისულელეებს ვლაპარაკობ არა?

არქიტექტორი. არც ისე, როგორც ყველა

ბერანჟე. თავს მოხუცებულად ვგრძნობ. დრო პირველ რიგში სუბიექტური რამაა, უფრო სწორად მე აღარ ვგრძნობ თავს მოხუცად, რამეთუ დღეიდან მე ახალი ადამიანი ვარ და ეს ყველაფერი თქვენმა ჯადოქრობამ გააკეთა თქვენი ჯადოქრული შუქი

არქიტექტორი. ჩემი ელექტრო განათება!

ბერანჟე. თქვენი მანათობელი ქალაქი! (მიუთითებს რაღაც ახლოზე). დამიჯერეთ, ძალიან დიდხანს შეგნებულად თუ შეუგნებლად მე ვცდილობდი აქამდე მომავალი გზა მეპოვა, მე გავდიოდი ფეხით, რომელიმე ქუჩის ბოლოში და ყოველთვის ჩიხში ვექცეოდი.

არქიტექტორი. ხოლო დღეს როგორღა იპოვეთ გზა?

ბერანჟე. სრულიად შემთხვევით, შეცდომით სხვა ტრამვაიში ჩავჯექი, ეს ბედნიერი შეცდომა იყო.

არქიტექტორი. ბედნიერი?

ბერანჟე რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი

არქიტექტორი. მოკლედ თვითონ დაინახავთ.

ბერანჟე მეცნიერებაში არაფერი გამეგება ალბათ, ამიტომაც არ მესმის როგორ არის აქ ყოველთვის კარგი ამინდი. ალბათ იმან რომ ეს ადგილი ქარებისგან კარგადაა დაცული, თუმცა მთებს ვერ ვხედავ, თანაც მთებს არ შეუძლიათ გაფანტონ ღრუბლები და შეაფერხონ წვიმა. საინტერესოა ბატონო მთავარო არქიტექტორო, ძალზედ საინტერესოა!

არქიტექტორი. უჩვეულო არაფერია, გარწმუნებთ ეს ყველაფერი ტექ-ნი-კაა! შეეცადეთ ჩაწვდეთ. ღამის სკოლა მაინც უნდა დაგემთავრებინათ. ეს მხოლოდ და მხოლოდ პატარა კუნძულია... ფარული ვენტილატორებით. ეს აზრი მომაწოდა იმ თავისებურმა ოაზისებმა, რომლებიც, ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდებიან უდაბნოში.

ბერანჟე ორად თქმა უნდა, თქვენ მირანჯები გაქვთ მხედველობაში. მე მოგზაურთა ჩანაწერები წამიკითხავს ამ მოვლენის შესახებ. როგორც ხედავთ, არც ისე უწიგნურივარ მირაჯები... არაფერია უფრო რეალური ცეცხლის სხეულისაგან მოქსოვილი ხეები, ყვავილები არილის ტბები-არსებითათ, მხოლოდ ეს გახლავს რეალობა. მე სავსებით დარწმუნებულივარ ამაში, ხოლო იქ? რა არის იქ?

არქიტექტორი. იქ? სად იქ? აჰ იქ!

ბერანჟე რაღაც აუსზა გავს.

განატების ეფექტის გამოყენებით, შუაგულში გამოჩდება რარაც აუძის მსგავსი, რომელიც შდება ბერანჯეს სიტყვასტან ერთას.

არქიტექტორი. ეე... ნუ რათქმაუნდა აუზია ქვენ სწორეთ დაინახეთ აუზია. (საათზე იყურება)მემგონი ცოტა დრო კიდევ მაქვს.

ბერანჟე შეიძლება ცოტა მიუახლოვდეთ?

არქიტექტორი. თქვენ გინდათ მიუახლოვდეთ?(ყოყმანობს)კარგით. რადგან არ იშლით მე ვალდებული ვარ გაჩვენოთ.

ბერანჟე ან იქნებ... აღარ ვიცი რა ავირჩიო...ყველაფერი ისეთი ლამაზია...მე ძალიან მიყვარს აუზები, მაგრამ მე პირდაპირ მიზიდავს კუნელის ბუჩქი. თუ წინააჯმდეგი არ იქნებით აუზი რამდენიმე წუთის შემდეგ დავათვალიეროთ...

არქიტექტორი. როგორც გენებოთ!

ბერანჟე ვაღმერებ კუნელას.

არქიტექტორი. მზად ვარ გემსახუროთ.

აუზი ქრება ისინი რამოდენიმე ნაბიჯს გადადგამენ.

ბერანჟე რა სასიამოვნო სურნელია! იცით, ბატონო არქიექტორო, მე...მაპატიეთ, რომ ჩემ თავზე ვსაუბრობ... ასე მგონია არქიტექტორს უტხრა, ყველაფერს გაიგებს...

არქიტექტორი. მიდით მიდით ნუ გერიდებათ.

ბერანჟე გმადლოფთ! იცით როგორ მესაწიროება სხვა, ახალი ცხოვრება! ახალი გარემო, ახალი მდგომარეობე, თქვენ, ალბათ ეს წვრილმანად მოგეჩვენება, რომ...ქონდეს, ვთქვათ, ფული...

არქიტექტორი. არა, არა, რას ამბობთ...

ბერანჟე თქვენ ზალიან თავაზიანი ბრზანდებით... გარემო თავისთავად უმნიშვნელო რამაა, თუ ის არ პასუხობს თქვენს შინაგან მოთხოვნილებას და რაღაც აზრით...

არქიტექტორი. მესმის, მესმის...

ბერანჟე ის უნდა იყოს ამოხეთქილი, საკუთარ საზღვრებს გადაცილებული თქვენივე შინაგანი სამყარო, მაგრამ ამოხეთქვა რომ შეძლოს, მას აუცილებლად გარედან სჭირდება დახმარება: ბაღების, ლურჯი ცის სახით... გაზაფხულების, თქვენს სულიერ სამყაროს რომ იმეორებენ, რათა მის სარკედ იქცნენ, სადაც აირეკლებოდა უხილავი ღიმილი...რათა შეგეძლოთ თქვენივე თავის შეცნობა, თქმა: აი რა ვყოფილვარ სინამდვილეში, მე კი არ მახსოვდა - მომღიმარე არსება, არაზუსტი შეუფერებელი ცნებებია, მათ შორის არავითარი საზღვარი არ არსებობს.

არქიტექტორი ეს რა აზრები გაწუხებთ. ჩვენ ვერასოდეს გავუგებთ ერთმანეთს.

ბერანჟე მე უკვე აღარ შემეძლო სიცოცხლე, თუმცა აღარ შემეძლო აღარც სიკვდილი. საბედნიეროდ ახლა ყველაფერი შეიცვლება.

არქიტექტორი. დაწყნარდით, დაწყნარდით!

ბერანჟე მაპატიეთ, გავერთე.

არქიტექტორი. ეს თქვენ გჩვევიათ, თქვენ პოეტურ ნატურებს მიეკუთვნებით. ისინიც საჭირონი არიან ალბათ რახან ამქვეყნად არსებობენ.

ბერანჟე წლების მანძილზე - თოვლჭყაპი, სუსხიანი ქარი, ცუდი კლიმატი... სახლები, ქუჩები, მთელი კვარტალები, სავსენი არათუ ნამდვილად უბედური ხალხით, უარესით, ისინი არც ბედნიერები არიან, არც უბედურები, მახინჯნი, რადგან არც მახინჯნი არიან და არც მშვენიერები, ეს უნიათოდ უსახური არსებები არიან, დარდის გარეშე რომ დარდობენ, ისინი თითქოს გამორთული ცნობიერებით ცხოვრობენ, ბუნდოვნად ითრგუნებიან საკუთარი არსებობისაგან, ხოლო მე, ისე მძაფრად ვგრძნობდი სიცოცხლეში ჩადებულ ტანჯვას! შეიძლება იმიტომ, რომ მე უფრო ჭკვიანი, ან უფრო სულელი ვარ მათზე, არც დამჯერე ვარ მათსავით, არც მომთმენი, არც გაწონასწორებული ხასიათი მაქვს. ეს ნაკლია თუ ღირსება?

არქიტექტორი. (ამჟღავნებს მოუთმენლობის ნიშნებს). გააჩნია საიდან შევხედავთ.

ბერანჟე ეს შეუძლებელია იცოდეთ. სულის ზამთარი! ბუნდოვნად ვლაპარაკობ ალბათ.

არქიტექტორი. ვერ გეტყვით, ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ამით ლოგიკის სამსახურია დასაქმებული.

ბერანჟე. არ ვიცი რამდენად მოგწონთ ჩემი ლირიკული სტილი.

არქიტექტორი. (ცივად) მე მგონი საკმარისია.

ბერანჟე. დიახ, ასეა. ოდესღაც, ადრე, ჩემშიც მძლავრად ენთო სულიერი სითბოს კერია, რომელსაც ვერანაირი ყინვა ვერ ანელებდა, ჩემშიც იყო ახალგაზრდობა, გაზაფხული, სიხარულის შუქმოციმციმე წყარო, რომელსაც მე ამოუწურავად ვთვლიდი. არა ბედნიერების, არა მე ზუსტად გამოვთქვი: სიხარულის, ლხენის და მათი წყალობით ვცხოვრობდი.

არქიტექტორის ჯიბეში ტელეფონი რეკავს...

უზარმაზარი ენერგია გამაჩნდა...

არქიტექტორი ჯიბიდან ყურმილს იღებს.

სწრაფვა, ალბათ ეს იყო სიცოცხლისკენ სწრაფვა, თქვენ როგორ ფიქრობთ?

არქიტექტორი. (ყურმილი ყურთან მიაქვს) ალო!

ბერანჟე. ხოლო შემდეგ კი ყველაფერი ჩაქვრა ჩამოიქცა...

არქიტექტორი. (ყურმილში) ალო! ჩინებულია, ჩინებულია, ჩინებულია!.. ეს ხომ გუშინ არ დაწყებულა.

ბერანჟე. (აგრძელებს თავის მონოლოგს) ეს დაიწყო მე თვითონაც აღარ მახსოვს, როდის... ძალიან ძალიან ადრე.

არქიტექტორი ყურმილს ჯიბეში იდებს და კვლავ მოუთმენლობის ნიშნებს ამჟღავნებს. ის მოდის მარცხნივ, კულისებისაკენ, შემოაქვს სკამი დგამს მარცხენა კუთხეში სადაც წარმოსახული ორანჟერეა იყო განთავსებული. ასწლეულები თითქოსდა შემდეგ, ან იქნებ მხოლოდ რამოდენიმე წელი, ან იქნებ ეს იყო გუშინ...

არქიტექტორი. გთხოვთ მომიტევოთ სასწრაფო საქმეები გამომიჩნდა. (გადის მარცხნივ)

ბერანჟე. (მარტო) ოჰ... ბატონო არქიტექტორო, პატიებას გთხოვთ, მე...

ბრუნდება არქიტექტორი, თან პატარა მაგიდა მოაქვს, დგამს სკამის წინ, ჯდება, იღებს ჯიბიდან ტელეფონს, დებს მაგიდაზე, წინ იდებს პორტფელს, ხსნის მას.

არქიტექტორი. ჩემი მხრიდან ბოდიშს გიხდით.

ბერანჟე. ოჰ, ისე უხერხულად ვგრძნობ თავს.

არქიტექტორი. ნუ გეწყინებათ, მე ხომ ორი ყური მაქვს: ერთი სამუშაოსთვის, მეორეს კი თქვენ დაგითმობთ. თვალიც ერთი თქვენთვის, ერთი - მუნიციპალიტეტისათვის.

ბერანჟე. თქვენ ეს არ გადაგღლით?

არქიტექტორი. არაუშავს. მიჩვეული ვარ. ილაყბეთ, განაგრძეთ...(იღებს ან წარმოსახავს, რომ იღებს საქაღალდეს და ხსნის მაგიდაზე.) მე მთლიანად გეკუთვნით სამუშაოს და თქვენ... თქვენ ამბობდით, რომ არ გახსოვთ, როდის მოხდა თქვენის სწრაფვის დაცემა.

ბერანჟე. არა გუშინ, (განაგრძობს სცენაზე სიარულს, წრეებს არტყამს არქიტექტორს რომელიც ქაღალდებშია ჩაფლული) ეს იმდენად ადრე მოხდა, რომ უკვე ყველაფერი დამავიწყდა და ზოგჯერ ასე მგონია არაფერიც არ მომხდარა-მეთქი. და მაინც მოხდა, რადგან მას შემდეგ მე უჩვეულოდ მძაფრად ვგრძობ შინაგან სიცარიელეს.

არქიტექტორი. (ქაღალდს უყურებს) მოყევით, მოყევით

ბერანჟე. მე არ შემიძლია აგიხსნათ ის ჩემი მდგომარეობა, არც ვიცი შესაძლოა თუ არა მისი სიტყვებით გადმოცემა, მე ის იშვიათად განმიცდია და მთელი ცხოვრების მანძილზე - ხუთჯერ, ან ექვსჯერ, შესაძლოა ათჯერაც თუმცა ეს კმაროდა, რათა სიხარულით და რწმენით აევსო ჩემი სულის უცნობი კუნჭულები, როდესაც მელანქოლია მიპყრობდა, ჩემი შველა მხოლოდ იმ დამაბრმავებლად მბრწყინავ შუქზე მოგონებას შეეძლო, რომელიც აზრს ანიჭებდა უაზრო სურვილს სიცოცხლისა, სიყვარულისა... რის სიყვარულისა? ყველაფრის შმაგად, ვნებიანად სიყვარულისა.

არქიტექტორი. (ტელეფონში) ალო, ფონდები ამოწურულია

ბერანჟე. სამწუხაროდ ასეა

არქიტექტორი. (კიდებს ყურმილს) ეს თქვენ არ გეხებათ, ეს ჩემს სამუშაოს ეხება.

ბერანჟე. ეს ჩემზე უფრო ითქმის, კუნჭულები ცარიელია, ჩემი შუქი ამოწურულია, თავი შემიძლია ბანკროტად ჩავთვალო, შევეცდეი აგიწეროთ... ბოროტად ხომ არ ვიყენებ თქვენს ყურადღებას?

არქიტექტორი. განაგრძეთ, ნუ გერიდებათ

ბერანჟე. გაზაფხულის ბოლო, ან ზაფხულის პირველი დღეები, შუადღე...ყველაფერი ხდებოდა სავსებით უბრალოდ და თანაც მოულოდნელად. ცა ასეთივე სუფთა იყო. ყოველივე ეს, განუზომლად გრძელი წამის განმავლობაში ხდებოდა, წამის, აღსავსეს სიჩუმით, უჩვეულო სიჩუმით...

არქიტექტორი. (ძველებურად ქაღალდებში იყურება) შესანიშნავია ჩინებულია.

ბერანჟე. ბოლოს რომ დამემართა, 17-18 წლისა ვიყავი. პატარა ქალაქში მოვხვდი. რა ერქვა? ღმერთო რა?... სადღაც სამხრეთით, ასე მგონია... თუმცა ამას რა აზრი აქვს. მე მივდიოდი ვიწრო ქუჩაზე, ძველ და თანაც ახლებურზე, დაბალი სახლებით, სავსებით თეთრებით, ჩაფლულნი რომ იყვნენ პატარა ბაღებში, ხის ღობეებით, შეღებილნი... მკაფიო ყვითლად, მკაფიო ყვითლად? მე ვიყავი სრულიად მარტო მთელს ქუჩაზე. შესანიშნავი ამინდი იდგა, არც ძლიერ ცხელოდა, მზე ძალიან მაღლა იდგა სილურჯეში, მე მივდიოდი სწრაფად... სად ვჩქარობდი? უკვე აღარ მახსოვს, მე უცებ, მთელი ჩემი არსებით, ცხოვრების შეუდარებელი ბედნიერება ვიგრძენი. ყველაფერი დამავიწყდა, არაფერზე ვფიქრობდი, ამ სახლებისა, მაღალი ზეცისა და მზის გარდა, რომელსაც გეგონება ხელით მიწვდებიო, ისე ახლოს ჩანდა აი ამ სამყაროში, რომელიც თითქოს სპეციალურად ჩემთვის იყო შექმნილი.

არქიტექტორი. (საათს დაჰყურებს) ჯერ კიდევ არ მოსულა, საოცარია, ისევ დააგვიანა.

ბერანჟე. (აგრძელებს) უეცრად სიხარულმა ყველა საზღვარი წალეკა! ო, მე შემიპყრო ენით გამოუთქმელმა ნეტარებამ, შუქი კიდევ უფრო დამაბრმავებელი გახდა, თანაც ისე რომ თავის სირბილე არ დაუკარგავს, ის თითქოს გასქელდა, გადაიქცა ჰაერად, რომელსაც ვსუნთქავთ, ან ვსვამთ, თითქოს გამჭირვალე წყალი...როგორ აგიწეროთ თქვენ ეს შეუდარებელი ნათება? ცაზე თითქოს ოთხი მზე ანათებდა...

არქიტექტორი. (ტელეფონში) ალო! დღეს ჩემი მდივანი ხომ არ გინახავთ? აქ მას ზღვა სამუშაო ელოდება (გაბრაზებული აგდებს ყურმილს)

ბერანჟე. სახლები, რომელთა შორისაც მე მივდიოდი, არამატერიალურ ლაქებს ჰგავდნენ, რომლებიც მზად იყვნენ ყველაფერს დაუფლებულ ნათელში გამქრალიყვნენ.

არქიტექტორი. ხელფასიდან დავუქვითავ

ბერანჟე. (არქიტექტორს) თქვენ წარმოგიდგენიათ რას ვგულისხმობ?

არქიტექტორი. (დაბნეულად) დაახლოებით. მე მესმის თქვენი თანდათან.

ბერანჟე. ქუჩაში არავინაა, ჩქამიც არ ისმის, კატებიც კი არ ჩანან, მხოლოდ მე ერთი,

                                           რეკავს ტელეფონი.

მაგრამ მე არ მაწვალებდა მარტოობა, ეს არ იყო მარტოობა.

 

არქიტექტორი. (ყურმილში) რაო, მოვიდა?

ბერანჟე. და აქ ჩემი სიწყნარე, სინათლე წასკდა და თქრიალით გადმოდინდა, მე წავლეკე სამყარო, არ დარჩენილა არც ერთი ცარიელი კუნჭული, სიმსუბუქე და სისავსის გრძნობა შეერთდნენ გასაოცარ ჰარმონიაში.

არქიტექტორი. (ტელეფონში) როგორც იქნა! გადაეცით მას ყურმილი

ბერანჟე. ჩემი არსების სიღრმეში საზეიმო სიმღერა იბადებოდა: მე ვგრძნობდი, რომ ვცხოვრობ,რომ ყოველთვის ვიყავი და არასოდეს მოვკდებოდი.

არქიტექტორი. (ტელეფონში ცდილობს თავის შეკავებას). ბედნიერი ვარ თქვენი სმენით მადმუაზელ, თუმცა, ცოტა არ იყოს დაგაგვიანდათ. რაო?

ბერანჟე. სამყარო დამიბრუნდა მე თავისი პირველქმნილი სისუფთავით, რომელიც მანცვიფრებდა სიახლით და ამ სიახლეში მე ვცნობდი რაღაც დიდი ხნის წინ დავიწყებულს.

არქიტექტორი. (ტელეფონში) რას ნიშნავს ეს მადმუაზელ?

ბერანჟე. აი, ის! ვამბობდი ჩემთვის, აი, ის!.. არ შემიძლია აგიხსნათ, რას ნიშნავს „ის“, მაგრამ , გარწმუნებთ, ბატონო არქიტექტორო იმ მომენტში  მშვენივრად მესმოდა, რას ნიშნავდა აი,ის!

არქიტექტორი. (ტელეფონში) მე არ მესმის თქვენი მადმუაზელ, თქვენ კი არა უფრო ჩვენ უნდა ვიყოთ თქვენით უკმაყოფილო.

ბერანჟე. მე თითქოს სამყაროს კარიბჭესთან ვიდექი, სამყაროს ცენტრში... თქვენ, ალბათ ამაში დიდ შეუსაბამობას დაინახავთ!

არქიტექტორი. (ტელეფონში) ერთი წუთით, გეთაყვა. (ბერანჟეს მიმართავს.) მე გისმენთ, გისმენთ თქვენ,ტელეფონი სულაც არ მიშლის, განაგრძეთ(ტელეფონში) მე გისმენთ.

ბერანჟე. მე მივდიოდი ,მე გავრბოდი, მე ვყვიროდი : მე ვარსებობ,მე ვარ,და ეს ყველაფერი გარშემო-არის, სამყარო არსებობს!.. ო,მე მაშინ ფრენაც შემეძლო,თავს ლურჯ ზეცაზე მსუბუქად ვგრძნობდი... უმნიშვნელო ძალდატანება,ოდნავი ახტომა საკმარისი იქნებოდა, რომ ავფრენილიყავ... მე დარწმუნებული ვარ.

არქიტექტორი. (ყურმილში, მაგიდაზე მუშტს არტყამს) ეს უკვე მეტისმეტია, რით ვერ გასიამოვნეთ?

ბერანჟე. მე ეს არ გავაკეთე მხოლოდ იმიტომ,რომ თავში აზრადაც არ მომივიდა,ძლიერ ბედნიერი ვიყავი

არქიტექტორი. (ტელეფონში) თქვენ სამსახურიდან გსურთ წასვლა? კარგად დაფიქრდით, სანამ განცხადებას დაწერდეთ. თქვენ ყოველგვარი სერიოზული მიზეზის გარეშე ტოვებთ  ბრწყინვალე კარიერას! ჩვენ ხომ უზრუნველყოფთ თქვენს მომავალს და სიცოცხლეს... სიცოცხლეს! თქვენ საშიშროება ხომ არ დაგავიწყდათ!

ბერანჟე. და უეცრად , უფრო სწორად თანდათანობით... არა, უფრო ერთბაშად, არ ვიცი, ვიცი მხოლოდ, რომ ყველაფერი ისევ ნაცრისფერი, დაბინდული, უფერული გახდა. არა პირდაპირი გაგებით ,არა, ცა ისევ კრიალებდა, მაგრამ იმ ცისა აღარაფერი ეტყობოდა. დილა, გაზაფხული, ყველაფერი თითქოს შეცვალეს, ყველაფერი ისევ ჩვეულებრივი გახდა.

არქიტექტორი. (ტელეფონში) ნუ ბავშვობთ! განცხადებას ხელს არ მოვაწერ, გელოდებით. (კიდებს ყურმილს)

ბერანჟე. სიცარიელე კვლავ აგუგუნდა ჩემში,ღრმა სევდამ შემიპყრო, თითქოს უკანასკნელად ვაცილებდი, ვშორდებოდი უძვირფასეს არსებას. ძაღლები ყეფდნენ, ეზოებში ვიღაცეები აუტანლად აყაყანდნენ, მე კი ვიდექი და დაკარგულივით აქეთ-იქით ვიყურებოდი...

არქიტექტორი.  ასეთი ჩერჩეტის მნახველის მნახველიც კი არ მინახავს! (დგება) თუმცა მე რა ( ისევ ჯდება) არ უნდა უზრუნველი ცხოვრება

ბერანჟე. მას შემდეგ- მუდმივად ნოემბერია, მუდმივად ბინდი,დილის ბინდი, შუაღამის ბინდი,შუადღის ბინდი.მოკვდა განთიადი. და ამას ქვია ცივილიზაცია!

არქიტექტორი. დავუცდით.

ბერანჟე. მხოლოდ მოგონებებიღა მაცოცხლებდა.

არქიტექტორი. (მიმართავს ბერანჟეს) რაო, ბოლოს დააღწიეთ თავი, იმ თქვენს... მელანქოლიას?

ბერანჟე. მთლად ვერა. მაგრამ დავიფიცე, რომ მომხდარი არასოდეს დამევიწყებია, მძიმე წუთებში, ყოველთვის ის დამაბრმავებელი წამი გამეხსენებინა, თუმცა...დრო გადიოდადა მოგონებებიც ფერმკთალდებოდნენ...

არქიტექტორი. ჩემი აზრით...

ბერანჟე. თქვენ სცდებით.მე სათუთად ვინახავდი ამ გაფერმკრთალებულ მოგონებას , რომლის გაცოცხლებაც ჩემს ძალებს აღემატებოდა.ჩემი სულის წყარო დაშრა და მე წყურვილით ვიხრჩობოდი... მაგრამ თქვენ ყველაზე უკეთ უნდა გესმოდეთ ჩემი, რამეთუ ეს ნათელი ხომ თქვენშიცაა ( გარშემო ყველაფერზე მიუთითებს) აი, ის! ჩემი ნათელი, ჩემი და თქვენი,თქვენ ხო მას ხორცი შეასხით. ეს ბრწყინვალე ქუჩები თქვენი არსების სიღრმიდან გადმოდიოდნენ... თქვენ დამიბრუნეთ მე ჩემი სამყარო,უკვე დავიწყებული... თითქმის დავიწყებული. უზომოდ მადლიერი ვარ თქვენი.

არქიტექტორი. დიახ, დიახ, რა თქმა უნდა.

ბერანჟე. და თანაც ეს ყოველივე თქვენთან ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფი კი არა,მყარი რეალობაა-აგურით, ცემენტით ნაშენი ნადვილი სახლები და არა უბრალო ოცნება

არქიტექტორი. (ამოიხვნეშებს). ვინ იცის, იქნებ თქვენთვის სჯობდეს კიდეც,რომ ეს ყველაფერი ოცნება იყოს,ჩემთვის სულერთია,მაგრამ ბევრისთვის ასეთი რეალობა შეიძლება კოშმარად იქცეს

ბერანჟე. (ძლიერ გაკვირვებული) რატომ ? რისი თქმა გინდათ?

                            არქიტექტორი თავის ქაღალდებიან მაგიდას უბრუნდება.

ბერანჟე. მე მაინც ,ბედნიერი ვარ რომ შევძელი და ხელით შევეხე გაცოცხლებულ მოგონებას. ახლა მე ახალგაზრდა ვარ,როგორც ასი წლის წინათ, მე შეიძლება კიდევ მეწვიოს სიყვარული... ( მიბრუნება მარჯვენა კულისისაკენ.) მადმუაზელ, ო მადმუაზელ,თანახმა ხართ ცოლად გამომყვეთ?

          ძლივს ასწრებს სიტყვის დამთავრებას,რომ მარჯვნიდან შემოდის ახალგაზრდა ქერათმიანი გოგონა - დ ა ნ ი, არქიტექტორის მდივანი.

არქიტექტორი. (დანის) აი,თქვენც მოხვედით,თქვენთან სალაპარაკო მაქვს

დანი.  (მიმართავს ბერანჟეს)  ცოტა მოსაფიქრებელი დრო მომეცით!

არქიტექტორი. (ბერანჟეს). ჩემი მდივანი, მადმუაზელ დანი (დანის) ბატონი ბერანჟე.

დანი.  (მსუბუქად ღელავს. ბერანჟეს). სასიამოვნოა.

არქიტექტორი. ჩვენს სამმართველოში არ უყვართ დაგვიანებები, არც კაპრიზები.

ბერანჟე. (მიმართავს დანის,რომელიც მაგიდაზე საბეჭდ მანქანას დგამს და მარცხენა კულისიდან სკამი გამოაქვს) მადმუაზელ დანი, რა მშვენიერი სახელია! რაო, უკვე მოიფიქრეთ? და რა თქმა უნდა „ჰოს“ მეტყვით, რომ მართალია?

დანი. (არქიტექტორს) წასვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ დასვენება მესაჭიროება. დავიღალე

არქიტექტორი(დახშული ხმით) მასე გეთქვათ. ყველაფერი შეიძლება მოგვარდეს. გინდათ სამი დღე გაგათავისუფლებთ?

ბერანჟე. (დანის)  რა თქმა უნდა „ჰოს“ მეტყვით, ხომ ასეა? ო, რა მშვენიერი ხართ...

დანი. (არქიტექტორს) გაცილებით მეტი ხნით მჭირდება დასვენება.

არქიტექტორი. (დანის) გენერალურ დირექციასთან შევათანხმებ. შემიძლია ერთი კვირით გაგიშვათ,თანაც ხელფასის ნახევარს შეგინარჩუნებთ.

დანი. (არქიტექტორს) მე უვადო შვებულება მჭირდება.

ბერანჟე. (დანის) მიყვარს ქერათმიანი, ნათელი სახეები,მბრწყინავი თვალები, გრძელი ფეხები!

არქიტექტორი. უვადო? ვნახოთ,ვნახოთ.

დანი. (არქიტექტორს) სამუშაოს შეცვლა მინდა. მთელი ეს სიტუაცია ჩემთვის აუტანელია.

არქიტექტორი. აი,თურმე ,რა ყოფილა!

დანი. (არქიტექტორს)  დიახ, მესიე.

ბერანჟე. თქვენ წარმოთქვით „დიახ“! ო. მადმუაზელ დანი!..

არქიტექტორი. (ბერანჟეს) ეს თქვენ კი არა, მე მითხრა „დიახ“.

დანი. (არქიტექტორს). მეგონა ყველაფერი მოგვარდებოდა, მაგრამ ახლა უკვე აღარაფრის იმედი მაქვს.

არქიტექტორი. დაფიქრდით. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, კარგად დაფიქრდით. თუ ჩვენთან აღარ იმუშავებთ, სამმართველო თქვენს დაცვას აღარ იკისრებს. იცი, თუ არა? გესმით საერთოდ, რა გელით? საშიშროება გემუქრებათ?

დანი. დიახ , მესიე. ყველაფერი კარგად მესმის.

არქიტექტორი. აცნობიერებთ, რა რისკზეც მიდიხართ?

დანი. (არქიტექტორს) დიახ, მესიე.

ბერანჟე. (დანის) მეც მითხარით, „დიახ“! თქვენ ისე კარგად ამბობთ „დიახ“-ს.

არქიტექტორი. თუ ასეა, მე პასუხისმგებლობას ვიხსნი. თქვენ გაფრთხილებული ხართ.

დანი. (არქიტექტორს)  გავიგე. არაა საჭირო ერთი და იგივეს ათასჯერ გამეორება!

ბერანჟე. (არქიტექტორს) რა თვინიერია ! უბრალოდ სასწაულია! (დანის) მადმუაზელ, მადმუაზელ, ჩვენ ამ კვარტალში ვიცხოვრებთ, აი, ამ ვილაში.ჩვენ ბედნიერები ვიქნებით.

არქიტექტორი. (დანის) იქნებ კიდევ გადაიფიქროთ, ეს თავქარიანობა,თქვენი მხრიდან.

დანი. (არქიტექტორს). არა,მესიე.

ბერანჟე. (დანის) თქვენ მე მითხარით „არა“?

არქიტექტორი. (ბერანჟეს)  ეს მე მითხრეს „არა“.

ბერანჟე. აჰ, გმადლობთ,თქვენ მე დამამშვიდეთ.

დანი. (არქიტექტორს)  მე მძულს სამმართველო, მეზიზღება თქვენი მშვენიერი კვარტალი, მე მეტი აღარ შემიძლია, აღარ შემიძლია!

არქიტექტორი. (დანის). ეს ჩემი კვარტალი არაა.

ბერანჟე. (დანის, რომელიც მას არ უსმენს) მიპასუხეთ, მშვენიერო გოგონი, ულამაზესო დანი, შეუდარებელო დანი... ნება მიბოძეთ დანი დაგიძახოთ.

არქიტექტორი. (დანის)  მე უფლება არა მაქვს დაგიშალოთ. წადით, ოღონდ ფრთხილად იყავით, ეს მეგობრული რჩევაა, მამაშვილური.

ბერანჟე. (არქიტექტორს)  თქვენ არ დაუჯილდოებიხართ ასეთი ქალაქის აშენებისთვის? თქვენ აუცილებლად უნდა დაგაჯილდოვონ.

დანი. (არქიტექტორს) თუ გნებავთ,სანამ წავალ, გადაბეჭვდას დავამთავრებ.

ბერანჟე. (არქიტექტორს). მერი რომ ვიყო, აუცილებლად გადაჯილდოვებდით.

არქიტექტორი. (ბერანჟეს)  მადლობა! (დანის) გმადლობთ,მე თვითონ გავართმევ თავს.

ბერანჟე. (ყნოსავს წარმოსახვით ყვავილებს). რა საოცარი სურნელია! ეს შროშანია?

არქიტექტორი. არა,იები.

დანი. (არქიტექტორს). მე უბრალოდ თავაზიანი მინდოდა ვყოფილიყავი.

ბერანჟე. (არქიტექტორს)  ნება მიბოძეთ,დანის მივართვა.

არქიტექტორი. კი,ბატონო.

ბერანჟე. (დანის)  თქვენ კი ვერ წარმოიდგენთ, ძვირფასო,ძვირფასო დანი, ჩემო ძვირფასო საცოლევ,როგორ მაკლდით!

დანი. რაღაი,ასეა... (ცოტა არ იყოს გაბრაზებით იღებს მაგიდიდან საბეჭდ მანქანას , ფაციფუცით კრეფს თავის ნივთებს)

ბერანჟე. (დანის) ჩვენ ვიცხოვრებთ ერთად შესანიშნავ,მუდამ მზით განათებულ სახლში.

დანი. (არქიტექტორს) ნახვამდის,ბატონო არქიტექტორო.

არქიტექტორი. (დანის) მშვიდობით

დანი. (ბერანჟეს) ნახვამდის,მესიე.

ბერანჟე. (მიდევს დანის, რომელიც მარჯვენა გასასვლელისკენ მიემართება) დანი, მადმუაზელ, არ წახვიდეთ, ისე ,რომ პასუხი არ მომცეთ. იები მაინც გაიყოლეთ! (დანი გადის. ბერანჟე, ხელებჩამოყრილი, გასასვლელთან ჩერდება) ო... (არქიტექტორს) აი, თქვენ ადამიანის გულის დიდი მცოდნე ბრძანდებით, მითხარით, როცა ქალი არც „ჰოს“ ამბობს, და არც „არას“,ეს თანხმობის ნიშანია,ასე არ არის?(მარჯვენა კულისის მხარეს) თქვენ ჩემი შთამაგონებელი მუზა იქნებით. მე დავიწყებ მუშაობას. (შორი ექო გაურკვევლად იმეორებს ბერანჟეს ბოლო სიტყვებს. ის რამდენიმე ნაბიჯით უახლოვდება არქიტექტორს და სიცარიელისაკენ მიუთითებს.) უკან არ დავიხევ. მე დავფუძნდები აქ, დანისთან ერთად. ვიყიდი იმ პატარა, თეთრ სახლს, ხეებში რომ მოჩანს,მართალია დაუმთავრებელია,მაგრამ ეგ არაფერი...

არქიტექტორი. (დახედავს საათს) პირველს ოცდახუთი წუთი უკლია.

  ბერანჟესაგან ორ ნაბიჯში , მასსა და არქიტექტორს შორის ხმაურით ეცემა ქვა.

ბერანჟე. ოი! (ცოტა უკან გადმოირწევა) ქვა.

არქიტექტორი. (გაკვირვების გარეშე) კი. ქვა.

ბერანჟე. (ქვას იღებს  და ხელში ატრიალებს). ეს ქვაა!

არქიტექტორი. არასოდეს გინახავთ ქვები?

ბერანჟე. მინახავს...რა თქმა უნდა... რას ნიშნავს ეს? ქვებს გვესვრიან?

არქიტექტორი. ქვა, ერთი ქვა და არა ქვები.

ბერანჟე. მე მესმის. ჩვენ ქვას გვესვრიან?

არქიტექტორი. ნუ გეშინიათ, არ ჩაგქოლავენ. რაც მთავარია, ხომ არ მოგხვედრიათ?

ბერანჟე. ჰო, მაგრამ შეიძლება მომხვედროდა.

არქიტექტორი. არა,რას ამბობთ. თქვენ უბრალოდ გაგეხუმრენ.

ბერანჟე. კარგი , რაც არის არის!... (ქვას მიწაზე აგდებს) ასე ადვილად, ვერავინ გამაბრაზებს,მითუმეტეს აქ ამ სიმშვენიერეში, ვერაფერი გამიფუჭებს ხასიათს. დანი ალბათ მომწერს, არა? ( მსუბუქად შეშფოთებული, აქეთ-იქით იყურება) აქ, ისეთი, სიწყნარეა, პროექტით გათვალისწინებული,ცოტა არ იყოს , ნამეტანი სიწყნარეა. თქვენ როგორ გგონიათ? ქუჩაში რატომ არავინა ჩანს? მხოლოდ ჩვენ ვსეირნობთ!.. ჰო, თუმცა ახლა ხომ სადილობის დროა. ყველა ჭამს. მაგრამ მაშინ,სუფრული სიცილი, ბოკალების წკრიალი, რატომ არ ისმის? არსაიდან ხმა, არა თუ სიმღერის, თანაც ყველა ფანჯარა დაკეტილია! ( გაკვირვებული იყურება აქეთ-იქით) აქამდე ვერც ვამჩნევდი.ასე მხოლოდ სიზმრებში ხდება, სინადვილეში კი არასოდეს.

არქიტექტორი. არადა, პირდაპირ თვალებში გეჩხირება! მომისმინეთ,მესიე! ჩვენ აქ საქმოსნები არა ვართ,ჩვენ თანამდებობის პირნი გახლავართ,ამიტომაც ვალდებული ვარ,ოფიციალურად მოგახსენოთ, ადმინისტრაციის სახელით,რომ სახლი, რომელიც თქვენ დაუმთავრებელი მოგეჩვენათ, მართლაც რომ დაუმთავრებელია. მშენებლობა პოლიციამ შეაჩერა

ბერანჟე. რატომ? რაშია საქმე?

არქიტექტორი. აქ დიდი ხანია, ბინას აღარავინ ყიდულობს, თქვენ ალბათ საქმის კურსში არა ხართ...

ბერანჟე. რომელი საქმის კურსში?

არქიტექტორი. ამ კვარტალის მცხოვრებნი, ოცნებობენ აქაურობის დატოვებაზე...

ბერანჟე. აქაურობის დატოვებაზე? მბრწყინავი კვარტალის დავოვებაზე?

არქიტექტორი. დიახ, მაგრამ სად წავიდნენ. თორე აქამდე მოშორდებოდნენ აქაურობას. ისინი ზიან ჩაკეტილ სახლებში და შინიდან მხოლოდ  უკიდურეს შემთხვევაში გამოდიან, ჯგუფ-ჯგუფად - ათ-ათი, ოც-ოცი კაცი,თუმცა საშიშროება მაინც რჩება...

ბერანჟე. რომელ საშიშროებაზე ლაპარაკობთ? ხუმრობთ, არა?... მაშ, რატომ გაქვთ, ასეთი მოქუფრული სახე? თქვენ მთელ პეიზაჟს აფუჭებთ! თქვენ ჩემი შეშინება გსურთ!

არქიტექტორი. (საზეიმო ხმით) თანამდებობის პირები არასოდეს არ ხუმრობენ .

ბერანჟე. ჩემში, კვლავ წყვდიადმა დაისადგურა, სულ რამოდენიმე წუთის წინ კი ბედნიერი  ვიყავი, მეგონა დღეს მშვენივრად გავატარებდი...

არქიტექტორი. ( ხელს აუზისკენ იშვერს) ხედავთ, იქ აუზს?

             კვლავ ჩნდება აუზის გამოსახულება, ამჯერად უფრო მკაფიოდ.

  ბერანჟე. ეს ხომ ის არის, რომელსაც ეხლახანს ჩაუარეთ.

  არქიტექტორი. მე მინდოდა მეჩვენებინა იგი თქვენთვის... თქვენ კი კუნელა ამჯობინეთ... ( კიდევ ერთხელ მიუთითებს). ამ აუზში ,ყოველდღე ორ-სამ დამხრჩვალს პოულობენ.

  ბერანჟე. დამხრჩვალებს პოულობენ?

  არქიტექტორი. თუ  არ გჯერათ, თავად შეხედეთ. ახლოს, ახლოს მობრძანდით.

 ბერანჟე არქიტექტორთან ერთად აუზისაკენ მიემართება, რომელიც იქნება შუაგულში, ან ,პირიქით , სცენის კიდეში, პუბლიკის პირდაპირ. საგნები ჩნდებიან იმის მიხედვით, როცა მათ დაასახელებენ.

  ბერანჟე. ერთად მივიდეთ!

არქიტექტორი. შეხედეთ! რას ხედავთ?

ბერანჟე. ღმერთო ,ჩემო!

არქიტექტორი. გული ნუ მიგდით, თქვენ ხო კაცი ხართ!

ბერანჟე. (ძალდატანებით) მე ვხედავ... ნუთუ, ეს შესაძლოა... დიახ, მე ვხედავ, პატარა ბიჭუნას ცხედარს, ბორბალთან ერთად, რომელსაც, ალბათ, ცოტა ხნის წინ მიაგორებდა...ბიჭუნა ხუთი-ექვსი წლისა თუ იქნება... მის გვერდით მებრძოლ ინჯინერთა ოფიცრის გაბერილი გვამია , სრულ საზეიმო ფორმაში...

არქიტექტორი. დღეს უკვე სამია(მიუთითებს). იქ შეხედეთ.

ბერანჟე. იქ, მხოლოდ წყალმცენარეებია.

არქიტექტორი. უფრო კარგად დააკვირდით.

ბერანჟე. ღმერთო !.. ჰო... ვხედავ! წითური თმები! რა საშინელებაა! ალბათ ქალია.

არქიტექტორი. (მხრებს იჩეჩავს) ასეც არის, ქალია.

ბერანჟე. ეს ალბათ ბავშვის დედაა! საცოდავები! რატომ აქამდე არ მითხარით.

არქიტექტორი. როდის მაცალეთ! ლამაზი პეიზაჟებით იყავით აღტაცებული.

ბერანჟე. საცოდავები! ( რისხვით) ვინ გააკეთა ეს?

არქიტექტორი. მკვლელმა,ბანდიტმა, ის ჩვენ ერთი გვყავს, მოუხელთებელი!

ბერანჟე. გამოდის, რომ ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია! სასწრაფოდ წავიდეთ აქედან! (გარბის.რამდენიმე ნაბიჯის მერე არქიტექტორს უბრუნდება, ის ადგილიდან არ იძვრება) სასწრაფოდ მოვშორდეთ აქაურობას !( აპირებს გაქცევას, მაგრამ მხოლოდ არქიტექტორს ურტყამს წრეებს, ის სიგარეტს ამოიღებს, უკიდებს, ისმის გასროლის ხმა). ის , ისვრის!

არქიტექტორი. ნუ შეგეშინდებათ! ჩემთან, თქვენ არაფერი გემუქრებათ.

ბერანჟე. კი, მაგრამ , რომ ისვრიან? როგორ ვიგრძნო თავი დამშვიდებულად ( წრიალებს კანკალებს შიშიგან).

არქიტექტორი. ის უბრალოდ ერთობა...დიახ... ეხლა, უბრალოდ თამაშობს, გახელებთ! მე ქალაქის მთავარი არქიტექტორი, მუნიციპალიტეტის მუშაკი ვარ, ის სამმართველოს თანამშრომლებს თავს არ ესხმის. სანამ პენსიაზე გავალ, შემიძლია მშვიდად ვიყო,მერე კი!..

ბერანჟე. შორს, შორს აქედან! (წრეებს სულ უფრო და უფრო სწრაფად არტყამს, თავი ჩაქინდრული აქვს) მდიდრებიც, ყოველთვის როდი არიან ბედნიერები, თვით ასეთ მდიდრულ კვარტალებში,თვით ,მბრწყინავ... არ არსებობს მბრწყინავი კვარტალები! ოჰ, ბატონო არქიტექტორო, ისეთ სასოწარკვეთილებაში ვარ!განადგურებული ვარ! დაფლეთილი, დაღლილი...არსებობას აზრი არა აქვს! რაღატომ არსებობს ეს ყველაფერი , რაღატომ არსებობს, თუკი ამით მთავრდება? შეაჩერეთ, შეაჩერეთ ეს,ბატონო კომისარო!

არქიტექტორი. სათქმელად ადვილია.

ბერანჟე. თქვენ ხომ ,როგორც ვიცი,აქაური პოლიციის კომისარიც ბრძნდებით?

არქიტექტორი. სწორი ბრძანდებით. მე ვითავსებ ამ ორივე თანამდებობას,როგორც ყველა გენერალური არქიტექტორი.

ბერანჟე. იმედი მაინც თუ გაქვთ, რომ პენსიაზე გასვლამდე დააპატიმრებთ?

არქიტექტორი. (ცივად, წყენით) ჩვენ ყველაფერ შესაძლებელს ვაკეთებთ.

ბერანჟე. წამიყვანეთ აქედან!.. სასწრაფოდ შორს!..

არქიტექტორი. (ხელს კიდებს და მიყავს) აქეთ!

ბერანჟე. დღე ისე კარგად იწყებოდა და ეხლა, სამუდამოდ თვალწინ უნდა მედგას იმ საცოდავთა სახეები.

 არქიტექტორი. როგორი, შთაბეჭდილებებისუნარიანი ბრძანდებით!

 ბერანჟე. რას იზამ! უმჯობესია, ყველაფერი ვიცოდეთ, ყველაფერი ვიცოდეთ!

განათება იცვლება. ნაცრისფერი ფერი, მცირე ხმაური ქუჩიდან, ტრამვაების ხმა.

არქიტექტორი. ესეც, ასე!მრწყინავი კვარტალი უკან მოგვრჩა. ( ხელს უშვებს ბერანჟეს) ხედავთ აი იმ  ტრამვაის? პირდაპირ სახლში მიგიყვანთ.

    ჩანს მხოლოდ რამდენიმე ქუჩა, წვიმიანი ცა, ბუნდოვანი სილუეტები, წითელი შუქები.რეალობა უნდა ბრუნდებოდეს თანდათანობით. მარცხნივ ბისტროს რეკლამა.

ბერანჟე. გავიყინე.

არქიტექტორი. თქვენ კანკალებთ!

ბერანჟე. ეს მღელვარებისგან!

არქიტექტორი. და სიცივისგან. (ხელის გულს უშვერს წვიმას ) წვიმს,

      ბერანჟეს ფეხი დაუსხლტა,კინაღამ დაეცა

ფრთხილად, ასფალტი სველია ( ხელს აშველებს)

ბერანჟე. გმადლობთ

არქიტექტორი. პალტო ჩაიცვით. გაცივდებით!

ბერანჟე. გმადლობთ (იცმევს პალტოს,შარფს იხვევს, იბუზება) ბრრ! მშვიდობით ბ.ნო

არქიტექტორი. კი , მაგრამ შინ ხომ თქვენ არავინ გელოდებათ.სად გეჩქარებათ, თითო ჭიქა ავწიოთ. აქვე ბისტროა, გაჩერებასთან, სასაფლაოს ახლოს, თან იქ გვირგვინებიც იყიდება.

ბერანჟე. თქვენ  გეხუმრებათ, ახლა მე მკითხეთ!

არქიტექტორი. ცხოვრებას სახეში უნდა უყურო! ( ხელს უხილავი კარის სახელურს კიდებს) წამო, შევიდეთ!

ბერანჟე. არანაირი სურვილი არ გამაჩნია...

არქიტექტორი. შემოდით ,შემოდით.

ბერანჟე. თქვენს შემდეგ ბატონო კომისარო.

არქიტექტორი. შემოდით,გთხოვთ (ხელისკვრით შეჰყავს იგი.)

   ისმის კარის დაკეტვის ხმა.ისინი ბისტროში შედიან. სხდებიან წარმოსახვით ვიტრინასთან.

  დაჯექით, დაჯექით (სხდებიან). აუ, რა სახე გაქვთ. მასე ძალიან გულს ნუ მიაკარებთ, კაცობრიობის ყველა უბედურებაზე რომ დაფიქრდე, ცხოვრება შეუძლებელი რამ გახდება, არადა, ხომ უნდა იცხოვრო! ყოველთვის იქნება სადღაც-მოკლული ბავშვები,მშიერი მოხუცები, დარდიანი ქვრივები, ობლები, მომაკვდავნი, სასამართლო შეცდომები, სახლები ,რომლებიც ჩამოიქცევიან და მცხოვრებლებს ქვეშ მოიყოლებენ, ზვავები... ხოცვა-ჟლეტა და წყალდიდობა და გასრესილი ძაღლები... ყოველივე ამის წყალობით, ჟურნალისტებს აქვთ სამუშაო. ასე რომ! ყველაფერს თავისი დადებითი მხარე აქვს და ჩვენც, მხოლოდ მასზე უნდა ვიფიქროთ.

ბერანჟე. ალბათ,თქვენი ორმაგი პროფესიის წყალობით, ყველაფერ ამას შეჩვეული ბრძანდებით

არქიტექტორი. (მხარზე ხელს არტყამს). თქვენ ძალიან შთაბეჭდილებისუნარიანი ბრძანდებით,როგორც უკვე გითხარით, უნდა შეეჩვიოთ.მეტი სითამამეა საჭირო, მეტი სიცოცხლე! (კვლავ ხელს ურტყამს ბერანჟეს მხარზე. ისე რომ ის ლამის სკამიდან გადმოვარდეს).

     ისმის ყვირილი და წყალში ჩავარდნილი სხეულის ხმა

ბერანჟე. (წამოხტება) გაიგონეთ?

არქიტექტორი. (ზის, ბუტერბროდს მიირთმევს) ისევ,მისი ოინებია! სულ რომ წამით მოადუნო ყურადღება, მეტი არ ჭირდება.

ბერანჟე. ეს საშინელია! შემაძრწუნებელია!

  კულისებს იქით ისმის ხმამაღალი ლაპარაკი, ვიღაცის ნაბიჯები,მუხრუჭების წრიპინი -პოლიციის მანქანის გაჩერებისას.

ბერანჟე. (თითების მტვრევით) გააკეთეთ, რამე! რამე  გააკეეთეთ! ჩაერიეთ, იმოქმედეთ.

არქიტექტორი. ( ადგილიდან არ ინძრევა,წყნარად სვამს ღვინოს, ხელში ბუდერბროდი უჭირავს) . გვიანაა,

                მარცხნიდან ბისტროს  მფლობელი შემოდის 

აი, ახლავე ყველაფერს გავიგებთ,

ბისტროს მფლობელი. ეს გოგონა, ქერათმიანი...

ბერანჟე. დანი? მადმუაზელ,დანი? ეს შეუძლებელია!

არქიტექტორი. ყოვლად შესაძლებელია , რატომაც არა? ვერაფრით დავითანხმე , რომ არ წასულიყო ჩვენიდან.

ბერანჟე. ღმერთო! ღმერთო! ღმერთო!

არქიტექტორი. ის სამმართველოში მუშაობდა, ხოლო მკვლელი კი ჩვენ მუშაკებს თავს არ ესხმის, მაგრამ ვერ უყურებთ? თავისუფლება მომინდომა! აწი ეცოდინება! ხომ მიიღო თავისუფლება, მე წინასწარ ვგრძნობდი...

ბერანჟე. ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! საცოდავი...ისიც კი ვერ მოასწრო, რომ თანხმობა ეთქვა ჩემთვის!

არქიტექტორი. (აგრძელებს) ეჭვიც არ მეპარებოდა,ასე რომ მოხდებოდა.

ბერანჟე. მადმუაზელ დანი!! მადმუაზელ დანი!! მადმუაზელ დანი!! (თან კვნესის)

არქიტექტორი. (აგრძელებს) რატომაა, რომ ყველა თავის ჭკუაზე დადის? და რაც მთავარია, მსხვერპლს ყოველთვის იზიდავს დანაშაულის ადგილი! აი, ასე ებმებიან!

ბერანჟე.(თითქმის ქვითინებს) ო-ო! ბატონო კომისარო, ბატონო კომისარო, ეს მადმუაზელ დანია... მადმუაზელ დანია! (სკამზე ძალა გამოცლილი ეცემა)

არქიტექტორი. (ბისტროს მფლობელს) რაც არ უნდა იყოს ოქმის შედგენაა საჭირო. (ჯიბიდან ყურმის იღებს). ალო !.. ალო!.. კიდევ ერთია...ახალგაზრდა ქალია...დანი... აი, ის. ჩვენთან რომ მუშაობდა... არავინ შეუმჩნევიათ...ვარაუდები...იგივეა... დიახ... ერთი წუთით! (ყურმილს მაგიდაზე დებს, უყურებს ბერანჟეს)

ბერანჟე. (სწრაფად წამოხტება) შეუძლებელია , ასე გაგრძელდეს, წარმოუდგენელია!

არქიტექტორი. დაწყნარდით. ჩვენ, ისედაც ყველა მოკვდავნი ვართ.

ბერანჟე. (გარბის ბისტროდან, წარმოსახვით კარს ხმამაღლა იჯახუნებს). ამას ბოლო უნდა მოეღოს! რაღაც უნდა ვიღონოთ,სასწრაფოდ, სასწრაფოდ! ( გარბის მარჯვნივ)

ბისტროს მფლობელი. ნახვამდის,მისიე! (არქიტექტორს) დაგვმშვიდობებოდა მაინც.

არქიტექტორი. (სკამიდან წამოუდგომლად,მზერით აცილებს ბერანჟეს,ბისტროს მფლობელი გულზე ხელდაკრეფილი დგას( ან მუშტებით დოინჯშემოკრული). როგორც კი ბერანჟე ქრება, არქიტექტორი ერთ ყლუპზე ცლის ღვინოს და მიმართავს ბისტროს მფლობელს, თან ბერანჟეს ხელუხლებელ ბოკალზე ანიშნებს) დალიეთ! და ბუტერბროდიც დააყოლეთ!

              ბისტროს მფლობელი ბერანჟეს ადგილას ჯდება

არქიტექტორი. (ტელეფონში) ალო! სამხილები არ გაგვაჩნია! ვწყვეტთ ძიებას!(ყურმილს ჯიბეში იდებს)

ბისტროს მფლობელი. (თან სვავს) თქვენ გაგიმარჯოთ!( ბუტერბროდს აყოლებს.)

 

მ ო ქ მ ე დ ე ბ ა    მ  ე ო რ ე

 

ბერანჟეს ოთახი.ბნელი, დაბალჭერიანი ოთახი. ფანჯარა ოდნავ უკეთაა განათებული. ისიც დაბალია, მაგრამ ფართო. ფანჯრის იქით, პატარა სივრცე მოჩანს. ფანჯარასთან სკივრი დგას, სკივრის უკან , მარჯვნიდან სავარძელია. ფარდის აწევისას ამ სავარძელში ზის ჩაფიქრებული  ე დ უ ა რ დ ი. მოქმედების დაწყებისას, ის არ ჩანს , ოთახში დასადგურებული სიბნელის გამო.  შუაში, ფანჯრის წინ, სადაც მეტი სინათლეა, დგას დიდი მაგიდა რვეულებით, ქაღალდებით, წიგნებით, სამელნეთი და ბატის ფრთის ფორმის კალმის და სხვა მისთანანით სავსე.

 

მარცხნივ , მაგიდიდან მეტრის დაშორებით, გაცრეცილი, წითელი სავარძელი-საზურგის გარეშე.გაჭირვებით შეიძლება გავარჩიოთ ძველი ავეჯის მოხაზულობა:სეკრეტერი,კომოდი, მათ ზემოთ,კედელზე დაგლეჯილი ხალიჩა.ჩანს კიდევ სკამი ან მეორე წითელი სავარძელი.ფანჯარასთან ,მარჯვნიდან პატარა მაგიდა,ტაბურეტი, თარო რამოდენიმე წიგნით.თაროზე დევს ძველი გრამაფონი. წინა პლანზე, მარცხნივ, ჩანს კარი. ჭერზე ძველებური ჭაღი ჰკიდია, იატაკზე გახუნებული  ხალიჩა.მარჯვნივ კიდია სარკე, გამოჩორკნილ ჩარჩოში, იმდენად გაშავებული,რომ ძნელი გასაგებია-რა საგანია. ფარდები გაწეულია, ფანჯრის მიღმა ჩანს ქუჩა,მოპირდაპირე სახლის ფანჯრები და ნაწილი საბაყლოს ვიტრინისა.

ფარდის აწევისას, დაბინდული მოყვითალო შუქი, ფანჯრის გავლით ეცემა სცენის შუაგულს,სადაც მაგიდაა. გარეთ მოღრუბლული ამიდია, მოდის თოვლჭყაპი. ედუარდი გამოჩნდება მას შემდეგ , როცა ბერანჟე შემოვა. ესაა გამხდარი , ძალიან ფერმკრთალი ადამიანი.მარჯვენა მკლავზე სამგლოვიარო ლენტი უკეთია. ახურავს შავი შლაპა,აცვია შავი პალტო, შავი ყელიანი ფეხსაცმელი, თეთრი პერანგი გახამებული საყელოთი, შავი ჰალსტუხი. აშკარად ცივა დრო და დრო ,მაგრამ მხოლოდ ბრემანჟეს შემოსვლის შემდეგ- ის დაიწყებს ხველებას თავის შავარშიიან ცხვირსახოცში, რომელსაც ყოველ ჯერზე აკურატულად იდებს ჯიბეში.

 ფარდის აწევამდე, რამოდენიმე წამით ადრე გაისმის კონსიერჟი (მეკარე) ქალის სიმღერა.

კონსიერჟი.  (მღერის რაღაც ალოგიკურ,აბსურდულ სიმღერას)

                        ოჰ, ეს ნაგავი და თოვლი, რაც არ უნდა ხვეტო არ ილევა...

მდგმურის ხმა.  გამარჯობათ, მადამ!

კონსიერჟის ხმა. გამარჯობათ , ბატონო ჟირ. დღეს რაღაც დააგვიანეთ.

მდგმურის ხმა. ყველაფერი რიგზეა.

კონსიერჟის ხმა. რა საშინელი სამუშაო გაქვთ: სულ ქაღალდებში უნდა იქექებოდეთ? ალბათ, ბევრს ფიქრობთ,სანამ წერილს შეადგენდეთ,თანაც ამდენს.

მდგმურის ხმა.  სულაც არა.დაფიქრება, მხოლოდ გაგზავნის დრო რომ დადგება მაშინ მიწევს ხოლმე.

კონსიერჟის ხმა. რა თქმა უნდა! ალალ ბედზე ხომ არ გააგზავნი. სულ ერთი და იგივესთანაც არ შეიძლება.

მდგმურის ხმა. რას იზამ! საჭიროა, ოფლითა პირითა თვისითა, ლუკმის მოპოვება და ოჯახის რჩენა, ასე ბრძანა მოციქულმა!

კონსიერჟის ხმა. დღეს ყველა განათლებულია, ცხოვრებაც ამიტომ დამძიმდა . ეზოს დახვეტაც კი გაჭირდა , ადრილდელთან შედარებით.

მდგმურის ხმა. თუმცა მუშაობა მაინც აუცილებელია, რათა გადავიხადოთ გადასახადები.

კონსიერჟის ხმა. ყველაზე კარგი პროფესია  მინისტრობაა, ისინი კი არ იხდიან ,არამედ  ღებულობენ გადასახადებს.

მდგმურის ხმა. არაუშავს-ცხოვრება ვაშლია, კანიანად უნდა ჩაკბიჩოთ, აი, ასე ფილოსოფიურად ვუყურებ მე ცხოვრებას.

კონსიერჟის ხმა. ნუღა მახსენებთ ფილოსოფიას. ამ დღეებზე მოვინდომე, სტოიკოსების სწავლებას გავყოლოდი და ფილოსოფიურ ჭვრეტაში ჩავძირულიყავი. ვკითხულობ, ვკითხულობ და ახალი არაფერი-თვით მარკუს ავრელიუსთანაც კი.ყველა ერთი ოხერია , არც ის ყოფილა ჩვენზე ბრძენი.ყველამ თავისით უნდა მიაგნოს გამოსავალს, მაგრამ მთელი უბედურება ისაა ,რომ არანაირი გამოსავალი არ არსებობს.

მდგმურის ხმა. მე კი , არცერთი ფილოსოფოსი არ წამიკითხავს.

კონსიერჟის ხმა. ძალიანაც კარგი, აი,რას ნიშნავს,იყო ჭეშმარიტად განათლებული ადამიანი.

     ძაღლი წკმუტუნებს.მარცხნივ, ქუჩაში, ორი გამვლელი გამოჩნდება ფანჯარაში. შეიძლება ისეც გაკეთდეს,რომ მხოლოდ მათი ხმა ისმოდეს, მაგრამ მაინც უმჯობესია ჩანდნენ. ესენი ორი ბერიკაცი არიან, სავსებით გადახჩუებულნი,ჯოხს ეყრდნობიან და ისე მოათრევენ ფეხებს.

 

პირველი ბერიკაცი. რა ამინდია!..

მეორე ბერიკაცი. რა ამინდია!..

პირველი ბერიკაცი. რა ბრძანეთ?

მეორე ბერიკაცი. რა ამინდია-თქო, თქვენ რა ბრძანეთ?

პირველი ბერიკაცი. მეც: რა ამინდია-მეთქი!..

მეორე ბერიკაცი. ჩემს ხელს დაეყრდენით, ფეხი თუ დაგიცურდათ.

პირველი ბერიკაცი. ჩემს ხელს დაეყრდენით, ფეხი თუ დაგიცურდათ.

მეორე ბერიკაცი. მე ვიცნობდი ფრიად, ფრიად ბრწყინვალე ადამიანებს.

                                        გაისმის მთვრალი მაწანწალის სიმღერა.

პირველი ბერიკაცი.  და რას აკეთებდნენ ისინი- ბრწყინვალე ადამიანები?

მეორე ბერიკაცი. ისინი ბწყინავდნენ.

პირველი ბერიკაცი. და სად ბრწყინავდნენ ის ბრწყინვალე ადამიანები?

მეორე ბერიკაცი.  ისინი ბრწყინავდნენ საზოგადოებაში, ისინი ბრწყინავდნენ სალონებში!..

ისინი ბრწყინავდნენ ყველგან!

პირველი ბერიკაცი. როდის გაგაჩნდათ ნაცნობობა, იმ ბრწყინვალე ადამიანებთან?

მეორე ბერიკაცი. ოდესღაც,ოდესღაც...

პირველი ბერიკაცი. და ეხლა, ხანდახან თუ მაინც ხვდებით ხოლმე?

მეორე ბერიკაცი. ეს, უძვირფასესო! ადამიანები, რომლებიც ბრწყინავდნენ, აღარ არიან...( გადის მარჯვნივ, მაგრამ ხმა მაინც ისმის)... ისინი გადაშენდნენ, მთელი იმ ბრწყინვალე ადამიანებიდან...ახლა მხოლოდ ორიღაა დარჩენილი...

მეორე ბერიკაცის ხმა. ... მხოლოდ ორი.ერთი პენსიაზე გავიდა, მეორე მოკვდა.

      პირველი ბერიკაცი მეორესთან ერთად უჩინარდება.მარჯვნიდან ისმის ხმაური სკოლის ეზოდან.ის აქამდეც ისმოდა,მაგრამ ახლა ორჯერ მკაფიოდ ისმის. რეკავს ზარი.

მასწავლებლის ხმა. კლასში! ყველანი კლასში! სიჩუმე იყოს! დღეს ისტორიის გაკვეთილი გვაქვს. ხალხის მიერ წარგზავნილი ელჩები მივიდნენ მარია ანტუანეტას სასახლის კარიბჭესთან.ისინი ყვიროდნენ...

             კვლავ მთვრალი მაწანწალის სიმღერა (აბდაუბდა)

ისინი ყვიროდნენ: „ხილფაფიანი ფუნთუშები გაგვითავდა,თქვენო აღმატებულებავ!მოგვეცით!’-„მეტი აღარ არის!გათავდა!’’-უპასუხა დედოფალმა . „მეტი აღარ არის, მარტო პურის ჭამო მოგიწევთ-მაშინ განრისხდა ხალხი.დედოფალს თავი მოჰკვეთეს,ხოლო უთავოდ დარჩენილ მარია ანტუანეტას გულმა ვეღარ გაუძლო და უმტყუვნა.ვერ გადაარჩინეს იგი, რადგან მედიცინა მაშინ დაბალ დონეზე იდგა.

ბოხი ხმა. (ქუჩიდან ) ჩვენ მივფრინავდით 7 ათასი მეტრის სიმაღლეზე და უცებ შევამჩნიე,რომ ჩვენ თვითმფრინავს ფრთა ძვრებოდა
წვრილი ხმა. ეშმაკმა დალახვროს!

ბოხი ხმა. ჩემს თავს ვუთხარი: არაუშავს,ერთი ფრთა ხომ კიდევ გვაქვს-მეთქი.ყველა მგზავრი ერთ ადგილას შექუჩდა,რათა წონასწორობა დაგვეცა და განვაგრძეთ ფრენა ცალი ფრთით.

წვრილი ხმა. არ შეგეშინდათ?

ბოხი ხმა. ნუ მაწყვეტინებთ... უეცრად თვითმფრინავს მეორე ფრთაც მოძვრა,თან მიჰყვა ყველა მოტორი, ყველა ჭანჭიკი...ჩვენ კი, 7 ათასი მეტრის სიმაღლეზე ვართ!...

წვრილი ხმა. ოი!..

ბოხი ხმა. მე ისევ ვუთხარი ჩემს თავს: ახლა კი აღარაფერი გეშველება(თან ქრება)... ყველანი ვიღუპებით-მეთქი... და იცით,როგორ გამოვძვერით? სანაძლეოს ვდებ ვერ გამოიცნობთ.

       ქუჩაში, მარცხნიდან ორი ბერიკაცი ჩნდება.

პირველი ბერიკაცი. და, რა თქმა უნდა საქორწილო საუზმეზეც მიმიწვიეს...მაგრამ, უკმაყოფილო დავრჩი, იმიტომ, რომ არ მიყვარს ღვინოში ჩადებული მამალი.

მეორე ბერიკაცი. როგორ, ღვინოში ჩადებული მამალი არ მოგართვეს?

პირველი ბერიკაცი. მომიტანეს, მაგრამ არ მითხრეს,ღვინოშო ჩადებული მამალი თუ იყო.ძლიერ უგემურად შევექეცი.

მეორე ბერიკაცი. და ეს ნადვილად ღვინოში ჩადებული მამალი იყო?

პირველი ბერიკაცი. ყველაზე ნადვილი ღვინიშო მოხარშული მამალი! მე კი არ ვიცოდი, რა დღესასწაული ჩამამწარეს!..

მეორე ბერიკაცი. როგორ მსურს,თქვენ ადგილას, რომ ვყოფილიყავი. ვაღმერთებებ ჩამწარებულ დღესასწაულებს.

            მოხუცები ქრებიან

კონსიერჟის ხმა. ოჰ,ეს ბურუსი!როცა ის ქარხნის ბოლს შეერევა აღარაფერი აღარ ისმის ხოლმე!

ფოსტალიონის ხმა. ბატონი ბერანჟეს სახელზე ტელეგრამაა.

კონსიერჟი.პირველი სართული.კარი ხელმარჯვნივ.

ფოსტალიონი. გმადლობთ. (ცოტა ხნის შემდეგ) არ აღებენ.
კონსიერჟი. თუ გნებავთ, მე გადავცემ ტელეგრამას
ფოსტალიონი. მე უფლება არა მაქვს.
კონსიერჟი. არადა თავად გადაეცით.
ფოსტალიონი. თუ ასეა, დაგიტოვებთ, აი, ინებეთ.
     

პაუზა.ქრება ყვენალაირი ხმაური.რამდენიმე წამის მანძილზე სრული სიჩუმეა.შემდეგ მარჯვნიდან ჩნდება ქუჩიდან შინ მომავალი ბერანჟე.პალტო აცვია, პლაში მარჯვენა მხრიდან ხელში აქვს ჩაბღუჯული, რომელსაც მკვეთრად იქნებს სიარულის დროს.

კონსიერჟის ხმა. (ძალზე თავაზიანად) აი,თქვენც მობრძანდით, ბატონო ბერანჟე.

ბერანჟე. გამარჯობათ, მადამ!

კონსიერჟის ხმა. თქვენთვის ტელეგრამაა.

  პაუზა.აქამდე ისმოდა ბერანჟეს გასაღების ხმა. ახლა ტელეგრამას კითხულობს

ალბათ, არაფერია საგანგაშო, მე მაინც წავიკითხე ყოველი შემთხვევისთვის.

კვლავ გასაღების ჩხაკუნი.ბერანჟეს ოთახის კარი იღება.ჩნდება ბერანჟე.სრული სიწყნარეა. ბერანჟე შუქს ანთებს.კუთხეში ზის ედუარდი,შლაპით,პალტოთი,ფეხებთან პორტფელი უდევს. ის ახველებს.მოულოდნელობისგან ბერანჟე უკან იხევს.

ბერანჯე. (გაკვირვებული) თქვენ რაღას აკეთებთ აქ?

ედუარდი ხველებით წამოდგება, იღებს პორტფელს.

ედუარდი.(წვრილი, თითქმის ბავშვური ხმით) ჰოო,თქვენთან სულაც არ ცხელა! (ედუარდი ცხვირსახოცში ახველებს,ამისთვის მას პორტფელის ძირს დადება ჭირდება.ჯიბიდან მარჯვენა ხელს იღებს, რომელიც შესამჩნევად მოკლე აქვს მარცხენაზე, შემდეგ, საგულდაგულოდ კეცავს ცხვირსახოცს, იდებს ჯიბეში და კვლავ იღებს პორტფელს)

ბერანჟე. როგორ შემაშინეთ... არ მოველოდი,თქვენ თუ აქ დამხვდებოდით, რას აკეთებთ აქ?

ედუარდი.თქვენ გელოდებოდით(ავადმყოფ ხელს ჯიბეში იდებს). გამარჯობათ, ბერანჟე.

ბერანჟე. აქ საიდან მოხვდით?
ედუარდი.კარიდან, აბა როგორ სხვანაირად.

ბერანჟე. როგორ, გასაღები ხომ მე მაქვს.

ედუარდი.(ჯიბიდან გასაღებს იღებს და ბერანჯეს ანახებს). აი, მეც მქონია (ჯიბეში იდებს.
ბერანჟე. სად იშოვეთ?(შლაპას მაგიდაზე დებს)

ედუარდი. კი მაგრამ...თქვენ თვითონ არ მომეცით, რათა როცა მომესურვებოდა მაშინ გსტუმრებოდით, და თუ სახლში არ დამხვდებოდით,დაგლოდებოდით.

ბერანჟე.(ცდილობს გაიხსენოს) მე თვითონ მოგეცით?... როდის?... არ მახსენდება...

ედუარდი. მაპატიეთ, ბერანჟე, მე უკანვე დაგიბრუნებთ გასაღებს, თუ თქვენ არ გსიამოვნებთ, რომ...
ბერანჟე.  არა, რას ბრძანებთ.მაპატით ცუდი მახსოვრობა მაქვს ძალიან.
ედუარდი. გაიხსენეთ, ეს, თუ არ ვცდები, წინა წელს იყო, იმ კვირა დღეს,როცა...

ბერანჟე.არაუშავს, ყოველთვის მოხარული ვარ თქვენი ხილვისა. რა გჭირთ? თქვენ კანკალებთ!
ედუარდი. ჰო,მართლა ცუდად ვგრძნობ თავს.

ბერანჟე.(ხელს ჰკიდებს ედუარდს ჯანმრთელ ხელზე: ის უფრო ღრმად იტენის ჯიბეში მეორეს) თითქოს ციებ-ცხელებასავით გჭირდეთ, ახველებთ , კანკალებთ, ცარცივით თეთრი ხართ, თვალები გიბრწყინავთ.

ედუარდი.ეს ფილტვებია...ვერაფრით ვერ მოვირჩინე.
ბერანჟე. ჩვენს სახლს კი ცუდად ათბობენ(მოქუფრული სახით ჯდება სავარძელში,პალტოს გაუხდელად. ედუარდი დგას). დაჯექით, ედუარდ.
ედუარდი. გმადლობთ, დიდი მადლობა.(ჯდება სკივრზე, ფრთხილად, იქვე დებს პორტფელს. ყოველთვის შესამჩნევი უნდა იყოს ,რომ ედუარდი მას თვალს არ აცილებს.პაუზა.ბერანჟე ამოიხვნეშებს). რა ნაღვლიანი, ნატანჟი იერი გაქვთ დღეს!..

ბერანჟე.(თავის თავს). ეჰ,მარტო სანაღვლოდ რომ მქონდეს საქმე,რაღა მიჭირს...

ედუარდი. იქნებ თქვენ ავად ხართ?... რამე მოხდა? რამე ხომ არ შეგემთხვათ?

ბერანჟე. არა, არა... აბსოლუტურად არაფერი! მე ყოველთვის ასეთი ვარ ბუნებითა ვარ ნაღვლიანი! ბრრ... მეც მცივა (ხელებს იფშვნეტს)

ედუარდი. მაგრამ მე ვხედავ, რომ რაღაც მოხდა თუ ეს საიდუმლო არ არის მომიყევით და გულიც გაგითავისუფლდებათ.

ბერანჟე. ო, არაფერი, არაფერი

ედუარდი. ერთ ფინჯან ჩაის დავლევდი, თუ შეიძლება...

ბერანჟე. (უეცრად პათეტიკურ ფონზე გადადის) ძვირფასო ედუარდ! მე განადგურებული ვარ, უნუგეშოდ დადარდიანებული ვარ!

ედუარდი. (ჩვეულებრივი ტონით) რამ გაგანადგურ-დაგადარდიანათ?

ბერანჟე. ჩემი საცოლე მკვლელის მსხვერპლი გახდა

ედუარდი. რაო, რაო?

ბერანჟე. ჩემი საცოლე მკვლელის მსხვერპლი გახდა, გესმით?

ედუარდი. საცოლე? თქვენ დანიშნული იყავით? ჩემთვის არასოდეს გითქვიათ, დაოჯახებას თუ აპირებდით. მიიღეთ ჩემი მილოცვა... და სამძიმარი.

ბერანჟე. ანგელოზივით სუფთა, მშვენიერი და ნაზი იყო. ეს საშინელებაა, საშინელება

ედუარდი. მესმის, მესმის რა მძიმეც უნდა იყოს... ერთ ფინჯან ჩაის დავლევდი, თუ შეიძლება...

ბერანჟე. მაპატიეთ, გადამავიწყდა... ამ ტრაგედიამ სიცოცხლე დამიმსხვრია... ეხლავე მოგართმევთ.

ედუარდი. მესმის, თქვენი...

ბერანჟე. სულ დამავიწყდა... ჩაი რომ დაობებული იყო, მაპატიეთ.

ედუარდი. მაშინ ჭიქა რომი, თუ შეიძლება... სულ გაყინული ვარ.

ბერანჟე აგრძელებს ლაპარაკს, თან უვსებს ედუარდს ჭიქას და აწვდის.

ჩემო საცოდავო მეგობარო (ჭიქას ართმევს) გმადლობთ (ისევ გულგრილი ტონით) ჩემო, საცოდავო მეგობარო.

ბერანჟე. რომ იცოდეთ რა ხდება ქალაქში- წარმოუდგენელი რამ, სულ ორ ნაბიჯში აქედან

ედუარდი სვამს რომს აუტყდება ხველება.

ბერანჟე. ცუდად, ხომ არა ხართ?

ედუარდი. არაფერია, არაფერი უბრალოდ სასულეში გადამცდა.

ბერანჟე. (ერთ ხელს ბეჭებზე ურტყამს , მეორეთი ჭიქას ართმევს) მე კი მეგონა ყველაფერი დამიბრუნდა, (ედუარდს) თავი აწიეთ. ჭერში იყურეთ (აგრძელებს) ყველა ოცნება ერთად ამისრულდა...

ედუარდი. (ბერანჟეს, რომელიც აგრძელებს ხელების ზურგზე რტყმას) გმადლობთ... ყველაფერი რიგზეა... თქვენ უკვე ტკივილს მაყენებთ... საკმარისია...

ბერანჟე. (ჭიქას მაგიდაზე დგამს ედუარდი ცხვირსახოცში ახველებს) მეჩვენებოდა, რომ სამუდამოდ დაბრუნდა გაზაფხული... რომ ცისარტყელასავით მრავალფეროვანი გახდა სიცოცხლე...

ედუარდი. (ახველებს) ჰო, რა თქმა უნდა

ბერანჟე. მეჩვენებოდა, რომ ზღაპრულად მდიდარი და ლამაზი მხარის მფლობელი ვიყავი.

ედუარდი.  სულ ღრუბლებში როგორ უნდა დაფრინავდეთ (ახველებს) თქვენ, თუნდაც იმით უნდა იყოთ ბედნიერი, რომ ჯანმრთელი ხართ და არა ინვალიდი და ხეიბარი.

ბერანჟე. (არ აქცევს ყურადღებას ედუარდის სიტყვებს) დიახ, მხოლოდ სილამაზეს შეუძლია გაფურჩქნოს მარადიული გაზაფხულის ყვავილები... უკვდავი ყვავილები... ყვავილები... ყვავილები ხომ ყველაფერს ფარავენ ამ ქვეყნად: წყენას, სიყვარულს, საფლავებსაც კი და ამჯერადაც, ამჯერადაც ყველაფერი ერთ წამში დამენგრა...

(ყველაფერი ეს წარმოითქმის მხატვრულად გულწრფელად, მაგრამ ირონიის ზღვარზე)

ედუარდი. თქვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ.

ბერანჟე. (ოდნავ ნაწყენი) ტყუილია, ტყუილია. მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი როდი მტანჯავს, დგება დრო, როცა უკვე შეუძლებელია შეეგუო იმ საშინელებებს, რომელნიც შენს გვერდით ხდებიან...

ედუარდი.  ასეა, ცხოვრება მოწყობილი, მე, მაგალითად შეგუებული ვარ

ბერანჟე.  ეს იმიტომ, რომ ზიხართ იმ თქვენს სოროში გამოუსვლელად და არაფერი არ იცით არასდროს არაფერი არ იცით. სად ცხოვრობთ თქვენ?

ედუარდი. (რაღაცას გაურკვევლად პასუხობს)

ბერანჟე. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია. იცით, თუ არა, რომ ჩვენს ქალაქში არსებობს მშვენიერი კვარტალი?

ედუარდი. (მხრებს იჩეჩავს) მერე?

ბერანჟე. დიახ მშვენიერი კვარტალი. მას კიდევ ბრწყინავ კვარტალსაც უწოდებენ. ეხლა, ზუსტად იქიდან მოვდივარ.

ედუარდ. მერე?

ბერანჟე. თუმცა, თავისი სახელის მიუხედავად, იქ სულაც არ არის მხიარული ცხოვრება. საშინელმა, გაუმაძღარმა მკვლელმა, იგი ჯოჯოხეთად აქცია.

ედუარდი. (ახველებს) მაპატიეთ, რომ ვახველებ, ძალით არ მინდოდა

ბერანჟე. თქვენ გესმით, ჩემი?

ედუარდი. შესანიშნავად მესმის: მკვლელმა იგი ჯოჯოხეთად აქცია

ბერანჟე. ის ატერორებს ხალხს, ყველას განურჩევლად კლავს.

ედუარდი. აჰ! თქვენ, ალბათ იმ მათხოვრის ტანსაცმელში გადაცმულ მკვლელზე ლაპარაკობთ, პოლკოვნიკის სურათს, რომ აჩვენებს მსხვერპლს და სანამ ადამიანი აცქერდება, ხელს კრავს და წყალში აგდებს. მე კი მეგონა სხვა რამ გქონდათ სათქმელი.

ბერანჟე. (გაკვირვებული) როგორ, იცოდით? თქვენ ეს ყველაფერი იცოდით?

ედუარდი. რამდენი ხანია.

ბერანჟე. და რატომ არასოდეს გითქვამთ?

ედუარდი. მე ვთვლიდი, რომ აქ სათქმელიც არაფერი იყო. ეს ხომ ქალაქის ყველა მაცხოვრებელმა იცის

ბერანჟე.  როგორ? ნუთუ ყველამ?

ედუარდი. კიდევ ერთ ჭიქა რომს ხომ არ დამალევინებდით? ანდა იყოს, ჯობია თავი შევიკავო.

ბერანჟე. ნება მომეცით ჩემი მხრიდან გამოვთქვა გაკვირვება, რომ ეს ყველაფერი თქვენ თითქოს არც გეხებათ... არ გაღელვებთ. მე ყოველთვის მგრძნობიარე, ჰუმანურ ადამიანად გთვლიდით...

ედუარდი. რას იზამ! ალბათ ასეთი ვარ.

ბერანჟე. (ხმამაღლა) თქვენი გულგრილობა, პირდაპირ გეტყვით და აღმაშფოთებელია.

(ედუარდს ხველება აუტყდება. ბერანჟე ედუარდს მივარდება, რომელსაც, სადაცაა გული წაუვა) ცუდად ხართ?

ედუარდი. წყალი

ბერანჟე. ეხლავე მოვიტან (ხელს აშველებს) აი, აქ დაწექით, დივანზე

ედუარდი. ჩემი პორტფელი!.. (ბერანჟე იხრება ასაღებად, მაგრამ უკიდურესი სისუსტის მიუხედავად, ედუარდი ბერანჟეს ხელებიდან დაუძვრება და პორტფელს ჩაბღუჯავს) მე თვითონ... მე თვითონ... (ძლივ-ძლივობით, ბერანჟეს დახმარებით ედუარდი დივანამდე მილასლასდა და დაწოლისას, პორტფელს გვერდზე მოიდებს)

ბერანჟე. კარგად მოეწყეთ, ნუ გერიდებათ

ედუარდი. ჭიქა წყალი

ბერანჟე. ამ წუთას... ახლავე.

ბერანჟე სწრაფად გადის. ისმის ონკანის მოშვების ხმა. ამასობაში ედუარდი იდაყვებზე წამოიწევს და შეშფოთებული პორტფელის საკეტს ათვალიერებს. დაწყნარებული, ისევ წვება და ახველებს, ოღონდ არა ისე ძალიან, მაყურებელს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ედუარდი პირფერობს. ის მართლა ავადაა. შუბლიდან ოფლს იწმენდს.

ბერანჟე. (ბრუნდება ჭიქა წყლით) უკეთ ხართ?

ედუარდი.  გმადლობთ... (მოსვამს ბერანჟე ჭიქას ართმევს) ახლა უკეთ ვარ, მაპატიეთ

ბერანჟე. ეს მე უნდა გთხოვოთ პატიება. უნდა მივმხვდარიყავი, რომ ადამიანი ასე ავადაა, მას უჭირს გულთან კიდევ სხვა რამის მიტანა... მე, უსამართლო ვიყავი. არ შეიძლებოდა ცხელ გულზე დასკვნების გაკეთება_ სხვისი სული ხომ უღრანი ტყეა. ვინ იცის, იქნებ ის საშინელი დანაშაულებია, თქვენი ავადმყოფობის მიზეზი. თქვენ დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანეთ...

ედუარდი. (დგება) როგორ ცივა თქვენს სახლში...

ბერანჟე. არ ადგეთ, ეხლავე რამე წამოსაფარებელს მოგიტანთ.

ედუარდი. ხომ არ აჯობებდა, რომ გაგვესეირნა? ალბათ, გარეთ უფრო თბილა.

ბერანჟე. ისეთი დაღლილი ვარ! წამოწოლა მირჩევნია... ჰო, კარგით, გავისეირნოთ ცოტა.

ედუარდი. ძალიან გულისხმიერი ბრძანდებით ! (იფარებს შლაპას, იბნევს პალტოს. ბერანჟეც იხურავს შლაპას. ედუარდი თავის ბოლომდე გატენილ პორტფელს იღებს. ბერანჟე წინ მიდის, ედუარდი უკან მიყვება. მაგიდას რომ გაუსწორდება, მისი პორტფელი იხსნება და რაღაც ნივთები მაგიდაზე იყრება. ზემოდან ეცემა დიდი ფოტოგრაფიები) ჩემი პორტფელი!

ბერანჟე. (უკან იხედება) რა ხდ... ოჰ!..

ორივე ერთდროულად მივარდებიან პორტფელს

ედუარდი. ნუ წუხდებით! მე თვითონ...

ბერანჟე. რას ბრძანებთ, მოგეხმარებით... (ამჩნევს ფოტოს) კი მაგრამ... ეს რა არის? (იღებს ერთ ფოტოს, ედუარდი არც თუ ისე მონდომებით ცდილობს წაართვას, ხელს აფარებს ფოტოებს, რომლებიც კიდევ ცვივა პორტფელიდან, ცდილობს უკან ჩაიბრუნოს)

ბერანჟე. (აშტერდება ერთ ფოტოს, მიუხედავად ედუარდის წინააღმდეგობისა) რა არის ეს? ვიღაც სამხედროა, ულვაშებიანი, ორდენებით... პოლკოვნიკია (იღებს სხვა ფოტოებს) კიდევ! ყველგან ერთი და იგივე კაცია

ედუარდი. (ისიც უყურებს) ჰო... მართლაც პოლკოვნიკია.

ბერანჟე. (იქექება პორტფელში. კიდევ იღებს ფოტოებს. ედუარდი შუბლიდან ოფლს იწმენდს) რას ნიშნავს ეს ყოველივე? ეს, ხომ იმ ყბადაღებული პოლკოვნიკის სურათებია, საიდან მოხვდა თქვენს პორტფელში?

ედუარდი. ეს კიდევ არ ნიშნავს, იმას რომ...

ბერანჟე. კარგით (განაგრძობს ჩხრეკას. ედუარდიც ეხმარება თავისი მოკრუნჩხული ხელით, რომლის ავადმყოფობაც ეხლა გამოჩნდა მკაფიოდ) ეს რაღა არის?

ედუარდი. ხელოვნური ყვავილები, როგორც ხედავთ.

ბერანჟე. აქ მთელი გროვაა. და ეს? შეხეთ! პორნო სურათები... (ათვალიერებს) კანფეტები... ყულაბები... ბავშვის საათები... კი, მაგრამ რათ გინდათ ეს ყველაფერი?

ედუარდი. (ბორძიკით) მე... არ ვიცი... ხომ გითხარით...

ბერანჟე აგრძელებს ქექვას პოულობს ყველაზე მოულოდნელ ნივთებს. აუცილებელია, რომ ეს სცენა, საკმაო ხანს გაგრძელდეს.

ბერანჟე. (აჩვენებს კოლოფს) ეს რაღაა?

ედუარდი. (ართმევს) მე მგონი კოლოფია, თქვენ როგორ გგონიათ?

ბერანჟე. შიგნით რაღაა?

ედუარდი. არ ვიცი, ვერ გეტყვით...

ბერანჟე. მერე გახსენით, გახსენით.

ედუარდი. (გულგრილად) კი ბატონო (ხსნის) იქ არაფერი არ არის. არა, ყოფილა... (იღებს უფრო პატარა კოლოფს)

ბერანჟე. ამაში რაღაა?

ედუარდი. თავად გახსენით

ბერანჟე. (ხსნის ამოდის მესამე კოლოფი) კიდევ ერთი კოლოფი (იხედება შიგნით. მას შიგნითაც კიდევ ერთია, კიდევ და ასე დაუსრულებლივ)

ედუარდი. კოლოფების გროვა დავაყენეთ

ბერანჟე. (ედუარდს აშტერდება) ეს ბოროტმოქმედის ნივთებია, საიდა მოხვდა თქვენს პორტფელში?

ედუარდი.  მართლაც... მე... რა შემიძლია გიპასუხოთ. შეიძლება, ისევ უკან ჩავალაგო?

ბერანჟე. ჩაალაგეთ (თვითონაც ეხმარება, უეცრად ბოლო კოლოფი იხსნება და იქიდან სავიზიტო ბარათები და რაღაც დოკუმენტები გადმოიყრება) შეხედეთ სავიზიტო ბარათები!

ედუარდი. ჰო, სავიზიტო ბარათები. მართლაც საოცარია...

ბერანჟე. (ათვალიერებს) ეს ალბათ მისი გვარია. ეს ყველაფერი სულ უფრო უცნაური ხდება (ედუარდს შეხედავს) სულ უფრო უცნაური!

ედუარდი. ნუთუ, თქვენ ფიქრობთ, რომ...

ბერანჟე. (კოლოფიდან ქაღალდებს იღებს) აი, მისი ადრესიც... (ედუარდი ახველებს, ოდნავი შეშფოთებით.) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა... მისი ფოტოსურათიც... გამოვიჭირეთ, ის ჩვენ ხელში გვყავს, ედუარდ!

ედუარდი.  აი, კიდევ რა გვაქვს (აწვდის ღმერთმა იცის, საიდან გაჩენილ ზარდახშას)

ბერანჟე. (აღგზნებით) ახლავე მანახეთ! (ხსნის, იღებს იქიდან ქაღალდებს, მაგიდაზე შლის)

რვეული... (ფურცლავს) „ცამეტი იანვარი: დღეს მოვკლავ... თორმეტი იანვარი: გუშინ საღმოს მოხუცი ქალი ჩავაგდე აუზში, ის ოქროსჩარჩოიანი სათვალე რომ ეკეთა...“ ეს ხომ, მისი დღიურია (ციებიანივით შლის ფურცლებს. ედუარდი აშკარად ცუდადაა) „23 იანვარი: დღეს არავინ მომიკლავს. 25 იანვარი: ისევ არ მიმართლებს!..“

ედუარდი. უზრდელობას ხომ არ ჩავდივართ?

ბერანჟე. (აგრძელებს) 26 იანვარი: გუშინ საღამოს, როცა უკვე არარაფერი იმედი მქონდა და მოვიწყინე, მოვახერხე ორი ადამიანის მიტყუება აუზთან... ... თებერვალი: ხვალ, ვიმედოვნებ ბოლოს და ბოლოს, დავიყოლიო ახალგაზრდა ქერათმიანი გოგონა, აჰ! ეს ხომ, დანია! ჩემი საწყალი საცოლე...

ედუარდი. (კითხულობს) „მომავლის გეგმები. მოქმედების გეგმა“

ბერანჟე.  დანი, ძვირფასო, შურს ვიძიებ! (ედუარდს) თქვენ აქ ყველა სამხილი გაქვთ

ედუარდი. არ ვიცოდი... მე არ ვიცოდი.

ბერანჟე. რამდენი ადამიანის გადარჩენა შეგეძლოთ.

ედუარდი. (ბორძიკით) ჰო, ეხლა ვხედავ, მაგრამ მე არასოდეს არ ვიცი რა მიყრია პორტფელში, მე საერთოდ არ ვიხედები ხოლმე შიგნით. ჰო, ახლა მახსენდება ეს სასაცილოა, ანუ სულაც არაა სასაცილო. დამნაშავემ თავისი დღიური გამომიგზავნა, რათა სადმე გამომექვეყნებინა. მე ეს ყველაფერი, უწყინარი ოცნებები მეგონა.

ბერანჟე. (ხელებს ცისკენ აღაპყრობს) რა გულუბრყვილო ხართ!

საუბრის განუწყვეტლად მიმოფანტულ ნივთებს პორტფელში ალაგებენ.

ედუარდი. (ჯიბიდან დიდ კონვერტს იღებს) აი, კიდევ რა გვაქვს

ბერანჟე.  ეს რაღაა? (ხსნის) ეს ხომ რუკაა, გეგმა. ხოლო ჯვრები რაღას ნიშნავს?

ედუარდი. ჩემი აზრით იმ ადგილს, სადაც დამნაშავე უნდა იმყოფებოდეს.

ბერანჟე. და ეს? 9 საათი და 15 წუთი, 13 საათი და 27 წუთი, 15 საათი და 45 წუთი, 18 საათი და 03 წუთი...

ედუარდი. ეს ალბათ, გადაადგილების გრაფიკია. ყველაფერი გათვლილია; საათების წუთებიც

ბერანჟე. 23 საათი, 9 წუთი და 2 წამი

ედუარდი. წამების სიზუსტემდე. მოკლედ, დროს არ კარგავს

ბერანჟე.  არც ჩვენ უნდა დავკარგოთ

ედუარდი.  მეც თქვენთანა ვარ

ბერანჟე. მაშინ, წავედით წამის დაკარგვაც არ შეიძლება. სასწრაფოდ მოვკრიფოთ ყველა სამხილი (ყრიან საჩქაროდ, პორტფელში, ზოგს ჯიბეში, ზოგსაც შლაპის კიდეებზე) არც ერთი დოკუმენტი არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩქარა!..

ედუარდი. (დაუდევრად) რა, თქმა უნდა. რა, თქმა უნდა

ბერანჟე. (კეტავს პორტფელს, რაღაც წვრილმანები მაინც რჩება)ჩქარა! ნუ გძინავთ!.. ახლა გასაღებით ჩაკეტეთ... საიმედოდ...

ედუარდი ცდილობს ფაციფუცით ჩაკეტოს პორტფელი, მაგრამ არ გამოდის. ჩერდება, რათა ხველებას გაუმკლავდეს.

ო, რა მოუხერხებელი ხართ, საკუთარი პორტფელის ჩაკეტვაც არ გეხერხებათ. მე მომეცით... (ართმევს)

ედუარდი.  აი, ინებეთ

ბერანჟე. (კეტავს პორტფელს) მზადაა გასაღები ჯიბეში ჩაიდეთ, თორემ დაკარგავთ...

ედუარდი ემორჩილება

მაშ ასე, წავედით... (ედუარდი იღებს პორტფელს. ბერანჟე მიდის გასასვლელისკენ. უკან უნიათოდ მიყვება ედუარდი. ბერანჟე უკან იხედება) შუქი ჩააქვრეთ, თუ შეიძლება.

ედუარდი ბრუნდება, მიდის შუქის ჩასაქრობად. ტოვებს პორტფელს სკამთან ახლოს, სადაც დარჩება კიდეც. ეს ძალზე შესამჩნევად უნდა გაკეთდეს.

წავედით... წავედით... გაინძერით, ცოტა ცოცხლად

ბერანჟე და ედუარდი გადიან.

მოქმედება მესამე

დიდი პროსპექტი ქალაქის ბოლოში, ფარდის გახსნისას ჩანს დედილო გლოტი  (ბარიერს ამოფარებული) მარჯვნივ, წინა პლანზე, მოგრძო სკამი. დედილო გლოტი მსუქანი, ხანში შესული ქალია (ჰგავს კონსიერჟს, მეორე მოქმედებიდან) ბარიერზე აღმართულია ორი-სამი დროშა. ფარდის აწევამდე ისმის მომიტინგეთა შეძახილები -„გაუმარჯოს დედილო გლოტს“

დედილო გლოტი. ხალხნო! მე დიდი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს, ამირჩიეთ! გამოხატეთ თქვენი ნდობა. მე მზად ვარ მივიღო ხელისუფლების ტვირთი!..

ისმის შეძახილები, დროშების ფრიალი. მარჯვნიდან ჩნდება ბერანჟე, მას ედუარდი მოყვება ქლოშინით. ბერანჟე სახელოზე ექაჩება. მათი რეპლიკების დროს დედილო გლოტისა და მომიტინგეების ხმა არ ისმის.

ბერანჟე. ცოცხლად, ცოცხლად! ცოტაც გაიჭირვეთ. აი (ხელს იშვერს) პრეფექტურა უკვე გამოჩნდა მხოლოდ უნდა მივასწროთ, თორემ დაიკეტება ნახევარ საათში ყველაფერი გვიან იქნება. არქიტექტორი, ანუ კომისარი სახლში წასული დაგვხვდება და დავიღუპებით. ხომ გესმით, რატომ არ შეიძლება დილამდე მოცდა. მკვლელმა შეიძლება ყველაფერი იყნოსოს და ამაღამვე აითესოს.

ედუარდი. (სუნთქვაშეკრული) ერთი წამით, თუ შეიძლება, მე არ შემიძლია ასე სწრაფად...

დედილო გლოტი. ქალბატონებო და ბატონებო

ბერანჟე. წავედით, წავედით...

ედუარდი. ჩვენ სულ ცოტა დრო გვრჩება

დედილო გლოტი. ბატონებო და ქალბატონებო

ედუარდი. მეტი აღარ შემიძლია (ჯდება მერხზე)

ბერანჟე. კარგით, რა გაეწყობა! მაგრამ მხოლოდ ერთი წამით, მეტი არა. ეს რაღა თავყრილობაა?

ედუარდი. წინასაარჩევნო მიტინგია.

დედილო გლოტი. ხმა მოგვეცით! აგვირჩიეთ!

ედუარდი. თქვენ ხომ დაიღალეთ. ჩამოჯექით ერთი წუთით...

დედილო გლოტი. ხალხო, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, თქვენი ჩიხიდან გამოყვანა!..

ბერანჟე. წავედით, გეყოფათ!

დედილო გლოტი. მაგრამ თქვენი იქიდან გამოყვანა რომ შევძლოთ, თავდაპირველად მასში შეყვანაა აუცილებელი. ჩვენ ახალი ჩიხი გვესაჭიროება.

ედუარდი. მაპატიეთ! კიდევ ერთი წამი, თუ შეიძლება...

ხმა ბრბოდან. გაუმარჯოს ახალ ჩიხს!

ბერანჟე. წავედით...

დედილო გლოტი. გპირდებით ყველაფრის შეცვლას! ყველაფერი რომ შეიცვალოს, ამისათვის არაფერს ხელი არ უნდა ვახლოთ. შეიცვლება მხოლოდ სახელები

ედუარდი. კარგით

ბერანჟე. (ამჩნევს, რომ ედუარდს, რომელიც ძლივს დგება სკამიდან, ხელში პორტფელი არ უჭირავს) პორტფელი სადაა?

ედუარდი. პორტფელი? რომელი პორტფელი? აჰ, ჰო, პორტფელი ალბათ აქვე დავდე სადმე (სკამის ქვეშ იხედება) არა, აქ არ არის

ბერანჟე. წარმოუდგენელია! ის ხომ ყოველთვის თან დაგქონდათ.

დედილო გლოტი. ჩვენ ვიხსნით კაცობრიობას გაუცხოებისაგან!

ბერანჟე. თქვენ უბრალოდ არ გესმით რა დავკარგეთ. სამხილების გარეშე ვერაფერს გავხდებით, ვინ რას დაგვიჯერებს.

ედუარდი. დაწყნარდით, მოიძებნება... რა საინტერესოდ ლაპარაკობს დედილო გლოტი

დედილო გლოტი. ...და თქვენ მიიღებთ უფასო სუპს!..

მარცხნიდან ჩნდება უზომოდ მთვრალი მამაკაცი, ფრაკით და ცილინდრით. ხელში პორტფელი უჭირავს.

მთვრალი. მე... (ასლოკინებს) მე... (ასლოკინებს) მე მოვითხოვ გმირის წოდების აღდგენას!

ბერანჟე. (ამჩნევს მას) აი პორტფელი, ვის ქონია! (მიემართება მისკენ) საიდან გაქვთ ჩვენი პორტფელი? დაგვიბრუნეთ!

მთვრალი. რაო, გმირი არ გინახავს?

დედილო გლოტი. ხოლო ინტელიგენტებს...

ბერანჟე. (ცდილობს წაართვას) ქურდი. დაგვიბრუნეთ პორტფელი!

მთვრალი. (ასლოკინებს. პორტფელს ხელს არ უშვებს) მე ქურდი არა ვარ. პორტფელი ჩემია.

ბერანჟე. სად იყიდეთ?

მთვრალი. (ედუარდს) მართლა გეცნობათ, თქვენი პორტფელი?

ედუარდი. მე მგონი... კი ასეა.

ბერანჟე. აი, ხომ გესმით. უმჯობესია დაგვიბრუნოთ

მთვრალი. მე... მოვითხოვ გმირის წოდების აღდგენას!

ბერანჟე. (ედუარდს) მომეხმარეთ, რას უყურებთ! (გაბრაზებული თავს ესხმის მთვრალს)

დედილო გლოტი. თავი დაგვანებონ ინტელიგენტებმა!..

ბრბო. გაუმარჯოს დედილო გლოტს.

მთვრალი. გეუბნებით, ჩემია-თქო!

ედუარდი. (ბრბოსთან ერთად) გაუმარჯოს დედილო გლოტს!

ბერანჟე. რა დროს ეგაა! ეშმაკმა დალახვროს დედილო გლოტი!

ედუარდი. (გურლგრილად) მიეცით პორტფელი, ან უთხარით სად შეიძინეთ

მთვრალი. (მთვრალი) გმირების დრო ისევ მოვა!..

ბერანჟე. (როგორც იქნა ართმევს პორტფელს ხსნის) ღმერთო ჩემო! ეს, რომ ჩვენი პორტფელი არ არის? აქ მხოლოდ ღვინის ბოთლებია (ედუარდს) კი მაგრამ თუ ეს თქვენი პორტფელი არ არის, მაშ სადღაა თქვენი პორტფელი?

ედუარდი. (ისევ განურჩევლად ადგილიდან არ იძვრის) მე საიდან უნდა ვიცოდე? ხომ ხედავთ, მეც ვეძებ.

ბერანჟე. თქვენი მხრიდან ეს უპატიებელი შეცდომაა!

ედუარდი. (ბერანჟეს, მტირალა ხმით) რატომ მიჯავრდებით! მე ხომ ავადა ვარ!

ბერანჟე. მაპატიეთ არ მინდოდა! ჩემს მდგომარეობაშიც შედით...

მარჯვნიდან შემოდის თვინიერი სახის მოხუცი, ჭაღარა წვერით, ღარიბულად ჩაცმული, ერთ ხელში ტროსტი, ან ქოლგა უჭირავს, მეორეში პორტფელი.

მთვრალი. (ბერიკაცისკენ მიუთითებს) აი, თქვენი პორტფელი! ალბათ, ეგაა

ბერანჟე ბერიკაცს მივარდება

ბერანჟე. უკაცრავად მესიე!

ბერიკაცი. (შლაპას იხდის) მომიტევეთ მესიე! დუნაის გზას ხომ ვერ მიმასწავლით?

ბერანჟე. (ბერიკაცს) თქვენი პორტფელი არაჩვეულებრივად გავს ჩემი მეგობრის, ედუარდის პორტფელს. (ხელს ედუარდისკენ იშვერს)

ედუარდი. (ბერიკაცს) მოხარული ვარ, თქვენთვის გაცნობისა.

ბრბო. გაუმარჯოს დედილო გლოტს.

ბერიკაცი. (ედუარდს) დუნაის გზას ხომ ვერ მიმასწავლით?

მთვრალი. ჩვენ ხომ ყველანი პარიზელები ვართ...

ბერანჟე. საუბარია თქვენს პორტფელზე

მთვრალი. მას აინტერესებს რა გაქვთ პორტფელში...

ბერიკაცი. ეს არავის არ ეხება. მე თვითონაც არ ვიცი, რა მაქვს პორტფელში. მიყვარს იდუმალება

ბერანჟე. გსურთ თუ არა, ჩვენება მაინც მოგიწევთ.

ბერანჟე, მთვრალი და ედუარდიც კი ცდილობენ პორტფელის წართმევა. ბერიკაცი უძალიანდებათ, შეიძლება ამ სცენის გართულება მეორე, მთვრალის პორტფელით, ბოლოს ბერანჟე, ართმევს.

ბერანჟე. (ხელში პორტფელი უჭირავს) პორტფელში არაფერი არ არის.

ისმის სატვირთო მანქანების გრუხუნი. ჩნდება გოლიათური ტანის პოლიციელი, ხელში თეთრი კვერთხი უჭირავს, რომელსაც თავში ურტყამს წარმოსახვით მომიტინგეებს. მეორე ხელში სასტვენი უჭირავს, და სტვენს.

პირველი პოლიციელი. გაიარეთ, გაიარეთ ქალბატონებო და ბატონებო, ნუ ყოვნდებით!

ბერანჟე. (უბრუნებს) მაპატიეთ თუ შეიძლება. (ედუარდს) და თუ არც ეს არ არის თქვენი პორტფელი, მაშ სადღა არის თქვენი პორტფელი?

ედუარდი. დუმილი ოქროა, გამიგონია (მოხუცს) ასე არ არის მესიე?

ბერანჟე. (თითების მტვრევით) კი მაგრამ სად უნდა იყოს, მასში ხომ ყველა სამხილია

მოხუცი. თავიდანვე უნდა გეთქვათ თუ პორტფელში სამხილები გქონდათ. მე ვიცი სადაც არის. იგი თქვენმა მეგობარმა სიჩქარეში ის თქვენს სახლში დატოვა.

ბერანჟე. საიდან იცით!

მოხუცი.  მე აქამდე ლოგიკური გამოთვლებით მივედი.

ბერანჟე. (ედუარდს) დოყლაპია, თავი რომ გეხსნებოდეს, იმასაც დაკარგავდი.

ედუარდი. მაპატიეთ... უბრალოდ ისე ვჩქარობდით...

ბერანჟე. (ედუარდს) სასწრაფოდ შინ მიბრუნდით ხოლო მე კი კომისართან გავიქცევი, რომ არ გაგვასწროს

ედუარდი. შევთანხმდით, ეხლავე გავრბივარ

გასვლისას ლამის მეორე პოლიციელს შეეტაკება. ისიც გოლიათური აღნაგობისაა (ამისათვის ხის ქოშების გამოყენებაც შეიძლება) მასაც თეთრი კვერთხი უჭირავს, თან უსტვენს.

ედუარდი. მაპატიეთ, ბატონო პოლიციელო! (ქრება)

ბერანჟე. საშინელებაა! საცობიც ასეთი უნდა. აქედან, ალბათ ვერასოდეს გავაღწევ.

მოხუცი. ბატონო პოლიციელო!

ბერანჟე. რა ბედნიერებაა, რომ თქვენ აქა ხართ და მოძრაობას აწესრიგებთ. (ხან ერთ, ხან მეორე პოლიციელს მივარდება) იჩქარეთ, მე აუცილებლად უნდა გავაღწიო აქედან. ფრიად მნიშვნელოვან საქმეზე ლაპარაკი...

პირველი პოლიციელი. (სატვირთო მანქანები ერთმანეთს ემატება) (ბერანჟეს) აქ ნუ დგახართ!

ბერიკაცი. (მეორე პოლიციელს)(ყოველ მიმართვაზე შლაპას იხდის და თავს დაბლა უკრავს) ბატონო პოლიციელო... (ბერანჟეს) არ ესმის. ძლიერ დაკავებულია

ბერანჟე. ოჰ, ეს სატვირთო მანქანები. ჯიბრზე გაიჩხირნენ გზაში.

ბერიკაცი. მაპატიეთ. მასწავლეთ თუ შეიძლება, როგორ მოვხვდე დუნაის გზაზე?

მეორე პოლიციელი. (ერთბაშად მიმართავს ბერიკაცს, პირველ პოლიციელს, მანქანის მძღოლებს) მარცხნივ! მარჯვნივ! პირდაპირ! წინ! უკან!

ეს გამოიწვევს საერთო არეულობას რომელიც სასაცილოდ უნდა გამოიყურებოდეს. მეორე პოლიციელი, რომელიც ბარიკადის უკანაა, კვერთხს ატრიალებს „მარცხნივ“ „მარჯვნივ“ „პირდაპირ“ „წინ“ „უკან“. იმავე მოძრაობებს აკეთებს ბერანჟე. ადგილიდან გაუნძრევლად. ბერიკაცი ცდილობს წავიდეს ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ, შემდეგ პირდაპირ, წინ და უკან.

ბერიკაცი. მაპატიეთ ბატონო პოლიციელო. ცოტა ყურს მაკლია კარგად ვერ გავიგე საით წავიდე.

პოლიციელი. საიდან მოდის ასეთი ხალხი!..

ბერანჟე. ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, ბატონო პოლიციელო (მეორეს) თქვენთანაც: ერთ-ერთ პრეფექტურამდე ხომ ვერ მიმაცილებდით? მე კომისარის მეგობარი გახლავართ.

პოლიციელი. ხომ ხედავთ, არ მცალია. მოძრაობას ვარეგულირებ.

ბერანჟე. (უფრო თამამად) მე კომისარის მეგობარი გახლავართ.

პოლიციელი. მე კი რეგულიროვშიკი

ბერანჟე. (ნაბიჯით უკან იხევს) დიახ, დიახ... მაგრამ საზოგადო ინტერესები...

პირველი პოლიციელი. (ორ ჩასტვენას შორის) ფოტოაპარატი ხომ არა გაქ?

ბერანჟე. არა, არა, შეგიძლიათ გამჩხრიკოთ. (ჯიბეებს იბრუნებს) მე რეპორტიორი არა ვარ...

მეორე პოლიციელი. ბედი შენი, რომ აპარატი არა გვაქვს, თორემ მთელ ცხვირ-პირს მიგიმტვრევდი.

ბერანჟე. მე არ მეშინია თქვენი მუქარის. საზოგადო ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი პერსონა. მან დანიც კი მოკლა.

მეორე პოლიციელი. ვინაა დანი?

ბერანჟე.  მან მოკლა

პირველი პოლიციელი. (თან თავის საქმიანობას აგრძელებს) მაგის ნაშა იქნება

ბერანჟე. არა მესიე, ის ჩემი საცოლე იყო. უნდა გამხდარიყო...

მეორე პოლიციელი. თქვენი ისტორია მე არ მაინტერესებს. (მიუთითებს გზაზე თითქოს ჯადოქრობით მთელი გზა თავისუფლდება) მოშორდი აქედან! გზა თავისუფალია!

ბერანჟე. კარგით, ბატონო პოლიციელო! კარგი, ბატონო პოლიციელო...

ჩამავალი მზის ფონზე ჩანს პრეფექტურის შენობა, ძალიან გრძელი ქუჩის ბოლოში

პირველი პოლიციელი.  მოშორდით აქედან! (ქრება)

ბერანჟე.  მივდივარ, ბატონო პოლიციელო!..

მეორე პოლიციელი. (ბერანჟეს) მე თქვენ მძულხართ!

მეორე პოლიციელი უეცრად ქრება, სცენაზე უფრო ბნელდება ბერანჟე მარტო რჩება.

ბერანჟე. ამის თქმის უფლება მე უფრო მაქვს! ოჰ ერთი იმის დრო მქონდეს რომ... მაგრამ თქვენ ჩემს სახელს კიდევ გაიგონებთ! (უყვირის გაუჩინარებულ პოლიციელებს) თქვენ ჩემს სახელს კიდევ გა-ი-გო-ნებთ!! (ექო იმეორებს ბოლო სიტყვას)

ბერანჟე სცენაზე სრულიად მარტოა

ბერანჟეს მარტოობა ხაზგასმით უნდა იგრძნობოდეს. ბერანჟე სულ უფრო შეშფოთებული გამოიყურება. თავიდან ის მიდის სწრაფად, შემდეგ კი ანელებს ნაბიჯს, თვალებს აქეთ-იქით აცეცებს, და მაინც, როდესაც მოულოდნელად გამოჩნდება პიესის ბოლო პერსონაჟი-მკვლელი, ბერანჟე სხვა მხარეს იყურება. მისი გამოჩენა ბერანჟემ უნდა შეამზადოს-თავისი თანდათანობით მზარდი შეშფოთებით.

ბერანჟე. (მიდის გზაზე, მიბრუნდება მარჯვენა კულისისკენ, სადაც პოლიციელები გაუჩინარდნენ, და მუშტს  უღერებს მათ) მე ხომ ყველაფრის ერთად გაკეთება არ შემიძლია. ეხლა მკვლელის პოვნითა ვარ დაკავებული, მაგრამ თქვენთვისაც მოვიცლი. (ორი წამი ჩუმად, ჩქარა მიდის) თქვენი საქციელი დაუშვებელია. რა თქმა უნდა, ჩაშვება ლამაზი არაა, მაგრამ ყველაფერ ამას კომისარს მოვახსენებ, ეჭვიც არ შეგეპაროთ. (ჩუმად მიდის) ოღონდ არ დამაგვიანდეს! (ისმის ქარის ხმა. ჩამოვარდება ხმელი ფოთოლი ბერანჟე საყელოს აიწევს) ყველაფერთან ერთად ქარიც ამოვარდა. მალე დაღამდება კიდეც. მომისწრებს კი ედუარდი? ის ხომ, ასეთი ზოზინაა. (ჩუმად მიდის) რეფორმებია საჭირო! პირველ რიგში პოლიციაში, რა თმა უნდა... ყველაფერი რაც მათ შეუძლიათ, ესაა-ლაყბობა, ხოლო როცა მართლაც საჭირონი არიან... ფეხებზე არ ჰკიდიხართ?... (აქეთ-იქით იხედება) უნდა ვიჩქარო (ისევ წინ მიდის) დიახ, როცა მათი შველა გვესაჭიროება, ისინი ბედის ანაბარა გვტოვებენ. (შორს იყურება) დაღამებამდე უნდა მივასწრო მისვლა. გზა, როგორც ჩანს, არც თუ ისე უხიფათოა. ჯერ კიდევ შორია... ოდნავაც არ მივახლოვებულვარ... თითქოს ჩანს, არც თუ ისე უხიფათოა. ჯერ კიდევ შორია... ოდნავაც არ მივახლოვებულვარ... თითქოს ერთ ადგილას ვიდგე. (პაუზა) ბოლო არ უჩანს ამ პროსპექტს. ტრამვაის ლიანდაგებს... (პაუზა) მაკანკალებს. უბრალოდ ქარი ქრის ცივი შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ მეშინია, მაგრამ ეს ტყუილია, მარტოობა ჩემთვის უცხო ხილი არ არის... (ჩუმად მიდის) ყოველთვის მარტო ვიყავი... არადა, ხომ მიყვარს კაცობრიობა, მაგრამ მხოლოდ შორიდან. რაც მთავარია, ჩემთვის მისი ბედი სულერთი არაა! და აი, მტკიცებულებაც: მე ვმოქმედებ... (იღიმება) მე ვმოქმედებ... მე ვმოქმედებ... მე ვმოქმედებ... მეხამუშება კიდეც, ამ სიტყვების წარმოთქმა! ერთი სიტყვით, თავს საფრთხეში ვიგდებ, მისი გულისთვის... და დანის გულისთვის. საფრთხეში? რომელ საფრთხეში? სამმართველო ხომ მიცავს. ძვირფასო დანი, პოლიციელებმა შებღალეს თქვენი ხსოვნა. მაგათთვისაც მოვიცლი. (იყურება ჯერ უკან, წინ, ჩერდება) ნახევარი გზაღა დამრჩა. ან დაახლოებით... (ისევე გაუბედავად მიდის წინ, თან აქეთ-იქით იყურება) ედუარდს! ეს თქვენა ხართ, ედუარდ?

ექო იმეორებს ედუარდის სახელს.

არა, არ ყოფილა ედუარდი.. როცა ბოლოსდაბოლოს მკვლელს დააპატიმრებენ, შეკრავენ, გააუვნებელყოფენ, მაშინ სამუდამოდ დაბრუნდება გაზაფხული, ყველა ქალაქი მბრწყინავი გახდება... მე დამაჯილდოვებენ. მაგრამ მე ამისკენ არ ვისწრაფვი. ჩემთვის, ჩემი მოვალეობის შესრულებაც საკმარისია. ოღონდ არ დამაგვიანდეს, ოღონდ არ დამაგვიანდეს.

ისმის ქარის ზუზუნი ან ძაღლის ყეფა ბერანჟე ჩერდება

იქნებ, დავბრუნდე... ედუარდთან? და ხვალ ერთად წავიდეთ პრეფექტურაში ჰო, ასე აჯობებს. (ტრიალდება, რამდენიმე ნაბიჯს აკეთებს) არა, ედუარდი, ალბათ წუთი-წუთზე წამომეწევა (თავის თავს მიმართავს) გაიხსენე დანი. მე შური უნდა ვიძი, წინ უნდა აღუდგე ბოროტებას დიახ, დიახ, მე მჯერა, რომ გამომივა სულერთია, მაინც ასე შორსა ვარ სახლიდან, თანაც უკან დასაბრუნებელი გზაც სულ ჩაბნელებულია. აქ მეტი სინათლეა! (ისევ ყვირის) ედუარდ! ედუარდ!

ექო იმეორებს

ბერანჟე. ისე ბნელა ვერც გაარჩევ, მოდის თუ არა იქნებ სულ ახლოშია! წინ! (დიდი სიფრთხილით აგრძელებს გზას) არ იგრძნობა, თორემ ისე ბევრი გავიარე... ყოველ შემთხვევაში, საცობში მაინც აღარ მოვყვები, ეგეც საქმეა. (იცინის. ექო იმეორებს სიცილს. ბერანჟე დაფრთხება) რა?.. ა, ეს ხომ ექოა... (აგრძელებს სვლას) არავინაც არ არის, რა მოგდის... ხეებს უკან ვიღაცას ვხედავ! (ხეს მივარდება) არა, არც აქ არავინაა

ხიდან ძველი გაზეთის ქაღალდი ვარდება.

აა!.. უკვე გაზეთებისაც მეშინია? რა სულელი ვარ! (ხარხარებს)(ექო) წინ უნდა ვიარო... მე მიცავს სამმართველო, წინ უნდა ვიარო, წინ უნდა ვიარო... უნდა... უნდა... (ჩერდება) არა, არა აზრი არა აქვს, მაინც დავაგვიანე. ჩემი ბრალი როდია, არამედ... საცობში მოვყევი... და რაც მთავარია, დამნაშავეა ედუარდი... მას ყველაფერი ავიწყდება... დამნაშავემ, იქნებ ამაღამვე მოკლას ვინმე... (შეკრთება) რადაც არ უნდა დამიჯდეს, ხელი უნდა შევუშალო. წინ უნდა ვიარო. ისე, მაინც დაგვიანებულია რამდენიმე მსხვერპლით მეტი, ან ნაკლები-დღევნადელ დროში არაფერია... ხვალ წავალ, ედუარდთან ერთად. მალე პრეფექტურა დაიკეტება, ან უკვე დაკეტილია.. მაშ, რაღა საჭიროა... (ყვირის მარჯვენა კულისისკენ) ედუარდ! ედუარდ!

ექო

ის არ მოვა. რაღას უძახი. ძლიერ გვიანია (საათზე იყურება) ჩემი საათი გაჩერდა... რას იზამ, არაფერის არ მოხდება, თუკი გადავდებთ... ხვალ წავალ, ედუარდთან ერთად! კომისარი ხვალ დააპატიმრებს მკვლელს. (იხედება)  სადაა ჩემი სახლი? ოღონდ შინ დასაბრუნებელი გზა მაპოვნინა და... (მკვეთრად მოტრიალდება და პირდაპირ თავის ცხვირწინ ხედავს მკვლელს) ა!

მკვლელი ჩაიცინებს. ის ძლიერ დაბალია, გაუპარსავი, სუსტი, ახურავს დახეული შლაპა, აცვია ძველი პლაში. ის ცალთვალაა. ერთადერთი თვალი ფოლადივით უელავს. სახე არ უტოკავს, თითქოს გაყინულია. ძველი ქალამნებიდან ფეხის თითები უჩანს. თავიდან ის უნდა იჯდეს, ან რამე მაღლობზე იდგეს, საიდანაც წყნარად ჩამოვა და ოდნავი ჩაცინებით ბერანჟეს მიუახლოვდება.

ეს, ხომ ის მკვლელია! (მკვლელს) ესე, იგი, ეს თქვენ ხართ (მკვლელი ძლივს გასაგონად იცინის. შეშინებული ბერანჟე აქეთ-იქით იყურება) გარშემო, მხოლოდ ბნელი მინდვრებია... შეგიძლიათ, არც მითხრათ, ისედაც კარგად ვხედავ. (იყურება შორს, პრეფექტურისაკენ. მკვლელი ძლივს გასაგონად იცინის) პრეფექტურამდე დიდი მანძილია? ასე მითხარით? ვიცი. (მკვლელი იცინის) თუ მე თვითონ ვთქვი?

(მკვლელი იცინის) თქვენ დამცინით! პოლიციას დავუძახებ და დაგაპატიმრებენ. (მკვლელი იცინის) თქვენ ამბობთ, რომ აზრი არა აქვს, მაინც ვერავინ გაიგონებს?

მკვლელი ჩამოდის, ან დგება თავისი სკამიდან, ხაზგასმული გულგრილობით უახლოვდება ბერანჟეს, კვლავ ძლივს გასაგონად იცინის. ხელები ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი

ბერანჟე. (გვერდზე) წყეული ძაღლები, სპეციალურად მომიწყეს, რომ მასთან ერთი ერთზე დავრჩენილიყავი. მერე იტყვიან უბედური შემთხვევა იყოო. (მკვლელს, ლამის ყვირილით) რისთვის? მითხარით, რისთვის?

მკვლელი ჩაიცინებს და მხრებს ოდნავ აიჩეჩავს. ბერანჟე ნერვიულად იცინის.

ო, თქვენ ხომ ასეთი გამხდარი ხართ! ძალზედ გამხდარი დამნაშავის კვალობაზე, ჩემო საცოდავო! მე თქვენი არ მეშინია! შემომხედეთ, რამდენად ძლიერი ვარ თქვენზე. ერთი წკიპურტით დაგაწვენთ. გასაგებია? (მკვლელი ისეთნაირადვე იცინის) მე თქვენი არ მე-ში-ნი-ა! (მკვლელი იცინის) მე შემიძლია, ჭიაყელასავით გაგსრისოთ, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ. გაგება მსურს, ჩემს კითხვებზე უნდა უპასუხოთ. ბოლოსდაბოლოს, თქვენც ხომ ადამიანი ხართ რაღაცით ხომ ხელმძღვანელობთ. თქვენ უნდა ამიხსნათ, რატომ მოკიდეთ ამ საქმიანობას ხელი, თორემ არ ვიცი, რას... თქვით, რატომ?.. მიპასუხეთ!

მკვლელი იცინის, ოდნავ მხრებს იჩეჩავს. ბერანჟე, თავისი გულუბრყვილო პათოსით საკმაოდ კომიკურად გამოიყურება. მთელი მისი სიტყვა უნდა ჟღერდეს გროტესკულად, მაგრამ გულწრფელად.

ადამიანი, რომელიც იმას სჩადის, რასაც თქვენ, აკეთებს ამას, ალბათ იმიტომ რომ... მისმინეთ... თქვენ დაღუპეთ ჩემი და უამრავი ადამიანის ბედნიერება... და შეხედეთ, სხვათა ბედნიერების დაღუპვით, თქვენ საკუთარიც დაანგრიეთ... (მკვლელი იცინის) თქვენ, რა თქმა უნდა არ გწამთ ბედნიერებისა. ფიქრობთ, რომ ბედნიერება ამ ქვეყნად შეუძლებელია. გსურთ დაანგრიოთ სამყარო, რადგან, თქვენი აზრით იგი უბედურებისთვისაა განწირული. ხომ ასეა? ხომ გამოვიცანი? მიპასუხეთ! (მკვლელი იცინის) თქვენ წამითაც არ დაფიქრებულხართ მასზე, რომ შეიძლება ცდებით თქვენ დარწმუნებული ხართ საკუთარ სიმართლეში .ბრიყვული თავდაჯერებულობა! სანამ ასე კატეგორიულად განსჯიდეთ, ის მაინც აცალეთ, რომ ექსპერიმენტი დაამთავრონ, ისინი ცდილობენ პრაქტიკულად, ტექნიკურად გადაწყვიტონ აქ, ამ მიწაზე, იდეა ბედნიერებისა. იქნებ მოახერხონ კიდეც, საიდან იცით? თუ ვერ მოახერხეს, მაშინ განსაჯეთ. (მკვლელი იცინის) თქვენ რა პესიმისტი ხართ? (მკვლელის სიცილი) ნიჰილისტი ხომ არ ბრძანდებით? (მკვლელის სიცილი) ანარქისტი? (მკვლელი იცინის) თუ თქვენ საერთოდ ბედნიერების წინააღმდეგი ხართ? ან, იქნებ, ბედნიერება სხვანაირად გესმით? მითხარით, როგორია თქვენი ცხოვრებისეული პოზიცია, რაში მდგომარეობს თქვენი ფილოსოფია? რა გამოძრავებთ? რა მიზნები გაქვთ? მიპასუხეთ! (მკვლელი იცინის) მომისმინეთ: თქვენ, ყველაზე საშინელი უბედურება მომაყენეთ, გამინადგურეთ ყველაფერი, რაც კი... კარგით, დავანებოთ ამას თავი... ჩემზე ლაპარაკიც არა ღირს. მაგრამ თქვენ დანი მოკალით! რა დაგიშავათ მან? ის მომხიბვლელი გოგონა იყო. შეიძლება არც მთლად უნაკლო, ჩვეულებრივი. შესაძლოა, ფიცხი ხასიათიც ქონდა, ცოტა გათამამებულიც იყო, მაგრამ გული კეთილი ჰქონდა და მისი სილამაზე ყველაფერს ისყიდიდა! მოკლა გათამამებული გოგოები, მხოლოდ იმიტომ, რომ გათამამებულები არიან, ან მეზობლები, იმისათვის, რომ ხმაურობენ და ძილს გიშლიან, ან კიდევ ვიღაც, ვინც თქვენებურად არ ფიქრობს-ეს სიბრიყვეა, ხომ დამეთანხმებით? ჰოდა, თქვენც იგივეს ჩადიხართ. ასე არ არის? - ხომ ასეა? (მკვლელი იცინის) თავი დავანებოთ დანის, ის ჩემი საცოლე იყო, და შეიძლება არაობიექტურობაში დამდოთ ბრალი, მაშინ მიპასუხეთ, რა დაგიშავათ იმ ოფიცერმა? (მკვლელი იცინის) კარგით, კარგით... მესმის: არიან ადამიანები, რომლების სამხედრო ფორმას ვერ იტანენ. ისინი მასში ხედავენ-აზრი არა აქვს, სამართლიანად თუ უსამართლოდ-ჩაგვრის, ტირანიის, ომის, ცივილიზაციის დამანგრეველ სიმბოლოს. კარგით, ნუ განვავრცობთ ამ თემას, მას შეუძლია შორს წაგვიყვანოს, მაგრამ ქალი... (მკვლელი იცინის) თქვენ შესანიშნავად იცით, ვისზედაც ვლაპარაკობ, იმ ახალგაზრდა, წითურთმიან ქალზე. მან რაღა დაგიშავათ? რა მიზეზი გქონდათ სიძულვილისა? მიპასუხეთ!! (მკვლელი იცინის) დავუშვათ, რომ გძულთ ქალები: იქნებ ისინი გღალატობდნენ, არ უყვარდით, რადგან თქვენ... ნუ, ერთი სიტყვით, თქვენ ლამაზი არა ხართ... ეს უსამართლობაა, ნამდვილად უსამართლობაა, მაგრამ ცხოვრებაში მარტო ეროტიკა როდი არსებობს, თქვე უნდა დაძლიოთ თქვენში ეს წყენა, ამაღლდეთ მასზე... (მკვლელი იცინის) და ბავშვმა, ბავშვმა რაღა დაგიშავათ? ბავშვები უცოდველნი არიან! თუ მართალი არა ვარ? თქვენ იცით, ვის ვგულისხმობ: იმ ბიჭუნას, ოფიცერთან და ქალთან ერთად რომ ჩააგდე აუზში. საწყალი... ბავშვები-ეს ჩვენი იმედია, ბავშვი ხელშეუხებელია, ასე ფიქრობს ყველა (მკვლელი იცინის) თუ თქვენ თლით, რომ კაცობრიობის მოდგმა დასაწყისშივე გარყვნილია? მიპასუხეთ! თქვენ მზადა ხართ იგი თავისი ყველაზე სუფთა წარმომადგენელის-ბავშვის სახითაც დასაჯოთ?.. ჩვენ შეგვეძლო ამ თემაზე საჯარო დისპუტი მოგვეწყო, თქვენ ჩემს ოპონენტად გამოხვიდოდით. თანახმა ხართ? მე ამას სერიოზულად გთავაზობთ! (მკვლელი იცინის, მხრებს იჩეჩავს) ან იქნებ, თქვენი გულკეთილობითა კლავთ? რათა ადამიანები ტანჯვას გადაარჩინოთ? თქვენ თლით, რომ სიცოცხლე მხოლოდ ტანჯვაა? ან ესწრაფვით ადამიანები სიკვდილის შიშისგან გაათავისუფლოთ! თქვენ ფიქრობთ-ბევრს უკვე უფიქრია ასე, თქვენამდე-რომ ადამიანი-ეს ავადმყოფი ცხოველია და ყოველთვის ასეთად დარჩება, მიუხედავად სოციალური, ტექნიკური თუ მეცნიერული პროგრესისა, და გსურთ, ასე ვთქვათ მოაკვდინოთ გულკეთილობისაგან. თქვენ ცდებით, ცდებით! მიპასუხეთ! (მკვლელი იცინის) ყოველ შემთხვევაში, თუ სიცოცხლეს არ აფასებთ, თუ იგი, თქვენი აზრით ძლიერ მოკლეა, მაშინ ადამიანის ტანჯვაც მოკლე გამოდის: ის ოცდაათი წელი დაიტანჯება, თუ ორმოცი წელი, ათი წლით მეტს, თუ ნაკლებს-განა თქვენთვის სულერთი არ არის? აცადეთ ადამიანებს იტანჯონ, თუკი ასე სურთ. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ, იტანჯონ სანამ არ მოსწყინდებათ... ასეა, თუ ისე, ყველაფერი დამთავრდება: ერთი წლით ადრე, ერთი წლით გვიან, რა განსხვავებაა, თუ წინ მარადისობა ელოდებათ, სადაც ტანჯვა აღარ იარსებებს. აცალეთ, მათ თავისით სიკვდილი და პრობლემა გადაწყდება. ყველაფერი ჩაქრება, დამთავრდება თავისთავად ნუ აჩქარებთ მოვლენებს: ეს, უაზრობაა. (მკვლელი იცინის) თქვენ თავს აბსურდულ მდგომარეობაში აყენებთ: თუ კაცობრიობის განადგურებით, მის კეთილისმყოფლად მიგაჩნიათ თავი, ცდებით, ეს ბოდვაა!.. არ გეშინიათ, დასაცინი რომ გახდეთ? ა? მიპასუხეთ ამაზე! (მკვლელი იცინის. ბერანჟეს ხმამაღალი ნერვიული სიცილი. რამდენიმე წამი ჩუმად უყურებს მკვლელს) მე ვხედავ ეს ყველაფერი თქვენ არ გაინტერესებთ. მე ვერ შევძელი, ნამდვილ პრობლემას შევხებოდი, იმას ასე რომ გიწეწავთ სულს. მითხარით: თქვენ გძულთ კაცთა მოდგმა? გძულთ? (მკვლელი იცინის) კი, მაგრამ რისთვის? მიპასუხეთ (მკვლელი ჩაიცინებს) მაშინ ნუ დევნით კაცობრიობას თქვენი სიძულვილით, ეს უაზრობაა, თავადვე გაწამდებით, სიძულვილი მტანჯველია, ჯობს შეიზიზღოთ ისინი, მე გრთავთ მათი ზიზის უფლებას, მოშორდით მათ, იცხოვრეთ მთებში, გახდით მწყემსი-აი, სხვათა შორის გამოსავალი,- იცხოვრეთ თხებსა და ძაღლებს შორის (მკვლელი იცინის) არც ცხოველები არ გიყვართ? ყველა ცოცხალი არსება გძულთ? მცენარეებიც კი? და ქვები? მზე? ვარსკვლავები? ლურჯი ცა? (მკვლელი იცინის მხრებს იჩეჩავს) არა. სისულელეს ვროშავ, ეს არ შეიძლება, ასე იყოს. არ შეიძლება, ყველაფერი გძულდეს! თქვენ თვლით, რომ საზოგადოება უკუღმართადაა მოწყობილი, მისი გამოსწორება შეუძლებელია, ხოლო რევოლუციონერები-სულელები იყვნენ? (მკვლელი მხრებს იჩეჩავს) მიპასუხეთ ბოლოსდაბოლოს, მიპასუხეთ! ა-ა! თქვენთან დიალოგი შეუძლებელია! მისმინეთ, ეხლა მე უკვე ვბრაზდები, მიფრთხილდით! არა... არა... ცივსისხლიანობა არ უნდა დავკარგო. მე მინდა თქვენ გაგიგოთ. ნუ მიყურებთ ასე, მაგ თქვენი ფოლადის თვალით! თქვენთან გულახდილი საუბარი მსურს. სულ ახლახან შურისძიება მინდოდა ჩემი და ყველას სახელით. მინდოდა გამეგზავნეთ ციხეში, ან გილიოტინაზე. შურისძიება უაზრობაა. დასჯა არაა პრობლემის გადაწყვეტა. მე გააფთრებული ვიყავი. სასიკვდილოდ მძულდით... მაგრამ როგორც კი დაგინახეთ... არა ერთბაშად, არა იმწამსვე, არა, რამდენიმე წამის შემდეგ, მე, თქვენ... ეს სასაცილოა, არ დამიჯერებთ, და მაინც, უნდა გითხრათ, დიახ... თქვენც ადამიანი ხართ ჩვენ, ორივენი ერთ ბიოლოგიურ ჯიშს მივეკუთვნებით, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ერთმანეთს გავუგოთ, ეს ჩვენი ვალია... რამდენიმე წამის შემდეგ მე თქვენ შემიყვარდით, ან თითქმის შემიყვარდით... რამეთუ ჩვენ თანამოძმენი ვართ... და თუ თქვენ მძულხართ, მაშინ საკუთარი თავიც უნდა შევიძულო... (მკვლელი იცინის) ნუ იცინით! ყველაფერი ეს ნამდვილად არსებობს-სოლიდარობა, ადამიანთა ძმობა, მე ამაში დარწმუნებული ვარ, აქ სასაცილო არაფერია... (მკვლელი იცინის, მხრებს იჩეჩავს) აჰ... თქვენ ხომ... მხოლოდ და მხოლოდ... ყურადღებით მომისმინეთ ძალა ჩვენს მხარეზეა, მე თითონ ფიზიკურად თქვენზე ძლიერი ვარ, უბედურ ხეიბარზე, უსუსურ კაცუნაზე! თანაც, კანონი ჩემს მხარესაა!.. პოლიცია! (მკვლელი იცინის) მართლმსაჯულებავ, წესრიგის ყველა დამცავო ძალავ! (მკვლელი იცინის) მე არ უნდა, არ უნდა გამოვიდე წყობილებიდან... მაპატიეთ... (მკვლელი იცინის. ბერანჟე შუბლიდან ოფლს იწმენდს) თქვენ უფრო კარგადა ფლობთ საკუთარ თვს, ვიდრე მე... მაგრამ მე უკვე დავწყნარდი... უკვე დავწყნარდი... ნუ შეგეშინდებათ... თუმცა, შეშინებული არც გამოიყურებით... მინდოდა მეთქვა, ჩემზე ნუ გაბრაზდებით მეთქი... მაგრამ თქვენ არც ნაწყენი ჩანხართ, უფრო სწორად... საუბრის ძაფი გამიწყდა... ჰო... თქვენთვის, შეიძლება ცნობილიც არ იყოს... (ძალიან ხმამაღლა) ქრისტე თქვენი გულისათვის მოკვდა ჯვარზე, მან თქვენს მაგივრად იტანჯა, მას თქვენ უყვარხართ!!! თქვენ დანამდვილებით გესაჭიროებათ, რომ ვინმეს უყვარდეთ და მიგაჩნიათ, რომ არავის უყვარხართ. (მკვლელი იცინის) პატიოსან სიტყვას გაძლევთ, წმინდანები თქვენზე ცრემლს ღვრიან, მდინარე, ოკეანეები ცრემლს ღვრიან. ეს ცრემლები გაწვიმთ თქვენ თვიდან ბოლომდის, ნუთუ მათგან ჯერ კიდევ არ დასველებულხართ (მკვლელის სიცილი) გეყოთ სიცილი! თქვენ ჩემი არ გჯერათ, ჩემი არ გჯერათ!.. (კვლავ მკვლელის სიცილი) გსურთ, მთელმა მსოფლიომ მიიღოს სიკვდილი თქვენი გულისათვის, რათა თქვენ გაიღიმოთ, რათა ბედნიერების თუნდა ერთი წამი მოგანიჭონ? ესეც შესაძლებელია! მე თვითონ მზადა ვარ გადაგეხვიოთ, გითანაგრძნოთ. მე განვკურნავ თქვენს ჭრილობებს, რამეთუ თქვენ დაჭრილი ხართ, ხომ მართალია? თქვენ ხომ იტანჯებოდით? თქვენ ახლაც იტანჯებით? მე, მე-ცოდებით. თქვენ, იცით... გინდათ, ფეხები დაგბანოთ? გინდათ ამის შემდეგ, ახალი ფეხსაცმელები ჩაიცვათ? თქვენ გეზიზღებათ გულუბრყვილო სენტიმენტალურობა. დიახ, მე ვხედავ, თვენში გრძნობების გამოწვევა ამაოა. თქვენ უფრთხით სინაზეს. გეშინიათ, არ მოგატყუონ თქვენი ტემპერამენტი დიამეტრულად განსხვავდება ჩემისაგან. ყველა ადამიანი ერთმანეთის ძმაა, მაგრამ ერთმანეთს როდი ჰგვანან, ტყუპებივით. და მაინც, რაღაც საერთო აქვთ. უნდა გააჩნდეთ, რაღაც საერთო ენა... მაგრამ როგორი? როგორი? (მკვლელი იცინის) ა, ვიცი, ახლა ვიცი... ხედავთ, სწორად ვიქცევი, რომ გელაპარაკებით. ჩვენ შეგვიძლია გონიერების ენაზე ვილაპარაკოთ. აი, ეს ენა კი ნამდვილად მოგვიხდება. თქვენ, ხომ ალბათ მეცნიერი ადამიანი ბრძანდებით, ასე არ არის? თანამედროვე ეპოქის ადამიანი, რაციონალისტი, გამოვიცანი? თქვენ უარყოფთ სიყვარულს, გაეჭვებთ გულკეთილობა- ისინი არ ჯდებიან თქვენს ფორმულებში - და თვლით, რომ გულკეთილობა-თაღლითობაა! ასეა თუ არა! თქვით, ასეა! (მკვლელი იცინის) მე არ გადანაშაულებთ. და არ მძულხართ ამისათვის! ბოლოსდაბოლოს, ასეთი აზრი შესაძლოა იქონიოთ, მაგრამ ჩვენში დარჩეს და, თავად განსაჯეთ: რა სარგებელი გაქვთ თქვენი საქმიანობიდან? რაში გჭირდებათ? რისთვის? ხოცეთ ადამიანები, ღმერთმა შეგარგოთ, თუ ასე გინდათ, მაგრამ მხოლოდ წარმოსახვაში... ხოლო ფიზიკურად, ნუ შეეხებით. (მკვლელი მხრებს იჩეჩავს. იცინის) კი ბატონო, მესმის, თქვენთვის ეს სასაცილო შეუსაბამობაა. იდეალიზმიო, ფიქრობთ! თქვენ ფილოსოფოს-პრაქტიკოსი ბრძანდებით, მოქმედების ადამიანი. შესანიშნავი. მაგრამ რასთან მიყავხართ ამ თქვენს მოქმედებას? როგორია მისი საბოლოო მიზანი? დაფიქრებულხართ თუ არა, საბოლოო მიზნებზე? (მკვლელი იცინის და მხრებს იჩეჩავს) ასეთი მოქმედება უბრალოდ უაზროა და ქანც გამწყვეტი. ის თქვენ მხოლოდ ხათაბალაში გხვევთ. რისი გულისათვის ხარჯავთ ამდენ ძალისხმევას, ნერვებს, ადგენთ ურთულეს გეგმებს, ღამეებს ათევთ მსვერპლის ძიებაში... ითმენთ ადამიანთა ზიზღს. დავუშვათ, ის თქვენთვის სულერთია. კარგი, ვთქვათ მიაღწიეთ იმას, რომ ადამიანებს თქვენი ეშინიათ. ეს, რა თქმა უნდა, რაღაცაა. დაე, ასეა, მაგრამ რა თავში იხლით შიშს? ეს, ხომ კაპიტალი არაა. თქვენ მისგან ვერანაირ სარგებელს ვერ გამოწურავთ. მიპასუხეთ! (მკვლელის სიცილი) ან, მომისმინეთ, თქვენ ხომ ღარიბი ხართ, გინდათ ფულები? მე შემიძლია სამუშაო გინახოთ, კარგ ადგილას მოგაწყოთ... არა. თქვენ ღარიბი არა ხართ? მდიდარი ხართ? ა-ა... გასაგებია, კარგით, არც ღარიბი, არც მდიდარი!.. (მკვლელი იცინის) ვხედავ მუშაობა არ გინდათ: კარგით, არ იმუშავებთ. მე თქვენ გამოგკვებავთ, ან უფრო სწორად, ვინაიდან მეც ღარიბი ვარ, ხარჯები ერთნაირად გავიყოთ, მე მყავს მეგობრები, მე არქიტექტორს დაველაპარაკები. თქვენ დაიწყებთ უზრუნველ ცხოვრებას ერთად ვივლით კაფეში, ბარში, მე გაგაცნობთ ხელმისაწვდომ ქალებს...დამნაშავეობას სარგებელი არ მოაქვს, ნუღა ჩაიდენთ დანაშაულს და თქვენ გადაგიხდიან, ხომ ჭკვიანურია? (მკვლელი იცინის). თანახმა ხართ?მიპასუხეთ, მიპასუხეთ-მეთქი! ლაპარაკი თუ მაინც შეგიძლიათ?...მისმინეთ,თქვენ მე ერთ მტანჯველ აღსარებას გაგანდობთ.მე ,თავად,ხშირად ეჭვი მეპარება ყველაფერში,ოღონდ არავის უთხრათ.მე ეჭვი მეპარება სიცოცხლის საჭიროებაში,სიცოცხლის აზრში, საკუთარ ფასეულობებში და ყველანაირ დიალექტიკაში. მე უკვე დარწმუნებული ვარ აღარაფერში  ვარ და შესაძლოა, არც ჭეშმარიტება, არც გულკეთილობა, არ არსებობს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, კეთილი ინებეთ თანმიმდევრული იყავით: თუ ყველაფერი ამაოა, თუ გულკეთილობა ამაოა, მაშინ დანაშაულიც ამაოებაა...თქვენ ბრიყვი იქნებოდით,თუ კი გეცოდინებოდა,რომ ყოველივე ფერფლი და მტვერია და მაინც, რაღაც მნიშვნელობას მიანიჭებდით დანაშაულს, ეს ხომ იგივე იქნებოდა,რომ სიცოცხლეც რაღაცად ჩაგეთვალათ...თქვენ საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით(ბერანჟეს ნერვიული სიცილი). როგორია?ყველაფერი ნათელია, ყველაფერი ლოგიკურია.პირდაპირ კუთხეში მოგიმწყვდიეთ. ამ შემთხვევაში თქვენ,როგორც მოაზროვნე არაფერი ხართ, გულუბრყვილო და მეამიტიხართ,მხოლოდ  შებრალების ღირსი.ლოგიკურად, ყველას აქვს უფლება დაგცინოთ!გინდათ, რომ დაგცინოდნენ? ბუნებრივია,არა. თქვენ ნამდვილად თავმოყვარე ხართ, თავს იწონებთ ჭკუა-გონებით.ძალზედ არასასიამოვნოა ბრიყვის სახელი დაიმსახუროთ. უფრო სამარცხვინოა, ვიდრე დამნაშავის სახელი.თვით სიგიჟესაც კი ახვევია თავისი შარავანდედი. მაგრამ სიბრიყვე? ვინ დაგთანხმდებათ ამაზე?(მკვლელი იცინის). ყველას თითით საჩვენებელი შეიქმნებით, ყველა დაგცინებთ: „ჰა-ჰა-ჰა“, (მკვლელი იცინის.ბერანჟეს მარცხი სულ უფრო ნათელია). „აი, ის სულელი მოდის,სულელი მოდის (მკვლელი იცინის) „ის კლავს ადამიანებს,ცდილობს, წელებზე ფეხს იდგამს, ჰა-ჰა-ჰა.ყოველგვარი სარგებელის გარეშე ,ისე ,უბრალოდ... ჰა-ჰა!“ გინდათ, რომ ასე ლაპარაკობდეს ხალხი? სულელად რომ გთვლიდეთ,იდეალისტად, მეოცნებედ ვისაც რაღაცის „სწამს“, „სწამს“დანაშაულისა,კრეტინი.ჰა-ჰა-ჰა! (მკვლელის სიცილი)... სწამს დანაშაულის თვითღირებულება! ჰა-ჰა! (ბერანჟეს სიცილი მოულოდნელად წყდება), მიპასუხეთ! ზუსტად ასე ილაპარაკებენ,დიახ,დიახ... თუ კიდევ დარჩებიან საამისოდ ადამიანები...(ბერანჟე ხელებს იმტვრევს, ხელისგულებს აერთებს, იჩოქებს მკვლელის წინაშე). მე მეტი აღარ ვიცი,რა გითხრათ, რა თქმა უნდა, ჩვენ რაღაცაში დამნაშავე ვართ თქვენდამი. (მკვლელის სიცილი) ან,იქნებ არაფერშიც(მკვლელის სიცილი). არ ვიცი. შესაძლოა,დამნაშავე მე ვარ, ან თქვენ,შესაძლოა არც თქვენ, არც მე. შესაძლოა, საერთოდ, საერთოდ არავინ არაფერში არაა დამნაშავე.ის რასაც თქვენ აკეთებთ შეიძლება ბოროტებაა,შეიძლება სიკეთე, ან არც ერთი და არც მეორე.მე არ ვიცი როგორ ვიმსჯელო სავსებით მოსალოდნელია, რომ ადამიანის სიცოცხლეს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაშინ არც მისი გაქრობაა მნიშვნელოვანი... გამორიცხული არაა,რომ არც მთელ ამ სამყაროს არა აქვს აზრი,და  თქვენ მართალი ხართ,როცა გსურთ ის ააფეთქოთ, ან ყოველ შემთხვევაში, შეარყიოთ,ადამიანი ადამიანზე მოაკლოთ, ნაწილ-ნაწილ დაგლიჯოთ...იქნებ,არც კი უნდა აკეთებდეთ ამას. მე უკვე არ ვიცი, საერთოდ არაფერი აღარ ვიცი. იქნებ თვენ ცდებით, იქნებ არა და ეს პირიქით, ჩვენ ვცდებით? არასებობას რომ ვებღაუჭებით? ახსენით, რას ფიქრობთ,ამაზე? მე არ ვიცი, არ ვიცი. (მკვლელიი იცინის). ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ არსებობა-ეს ნორმიდან გადახვევაა(მკვლელი იცინის), ვინ იცის? შევეშვათ, ყველაფერ ამას. დავივიწყოთ ყველა ის უბედურება, რომლის ჩადენაც მოასწარით...(მკვლელი იცინის) მოსულა? თქვენ კლავთ, ყოველ მიზეზ გარეშე? მაშ, გაფიცებთ, რომ ასევე, უმიზეზოდ დაანებეთ თავი თქვენს საქმიანობას.არანაირი საფუძველი არ  გაგაჩნიათ, მე მესმის ,მაგრამ ზუსტად იმიტომ რომ არანაირი საფუძველი არ გაგაჩნიათ, არც  მოკვლისა,არც არ მოკვლისა, ნუ მოკლავთ.თქვენ  ადამიანებს კლავთ ისე, უბრალოდ- ჰოდა, ისევე უბრალოდაც შეიცოდეთ. დაანებეთ თავი ადამიანებს, დაე იცხოვრონ თავიანთი უაზრო ცხოვრებით. თავი დაანებეთ ყველას, თვით პოლიციელებსაც და... პირობა მომეცით. როომ ერთი თქვე მაინც შეწყვეტთ მკვლელობებს...გემუდარებით,ერთი კვირით,ორი დღე-ღამით,რომ სული მაინც მოვითქვათ...თანახმა ხართ?რომ მართალია?..(მკვლელი ხმადაბლა იცინის,აუჩქარებლად იღებს ჯიბიდან დიდ,კრიალაპირიან დანას და ხელში ათამაშებს) ნაძირალა!უჯიშო!ჭკუასუსტო!შენ გომბეშოზე მახინჯი ხარ! ვეფხზე მძინვარე, ვირზე ჯიუტი...(მკვლელი ხმადაბლა იცინის.) მე მუხლებზე დავვარდი... მაგრამ არა იმიტომ,რომ გემუდაროთ...(მკვლელის სიცილი) არამედ იმიტომ რომ უკეთ დაგიმიზნო...მე ჯერ გესვრი, შემდეგ კი ფეხებით გაგთელავ და გაგსრისავ,არამზადავ,ლეშო! (ბერანჟე ჯიბიდან ორ პისტოლეტს იღებს და უმიზნებს მკვლელს, ის გაუნძრევლად დგას. მოგკლავ შენ, გესვრი და გესვრი, სანამ არ დაიცხრილები,შემდეგ ჩამოგახრჩობ,შემდეგ აგკუწავ ათას ნაწილად და გადავუყრი შენს ნარჩენებს ეშმაკებს, ჩავყრი განავალში,აიდანაც მოხვედი შენ,სატანის ცოფიანი ძაღლის დორბლო,სისხლისმსმელო ბრიყვო...(მკვლელი განაგრძობს დანის თამაშს,იცინის, ადგილიდან არ იძვრება,მხოლოდ ოდნავ იჩეჩავს მხრებს). ნუ მიყურებ მასე,მე არ მეშინია შენი,სამარცხვინო ქმნილებავ...(ბერანჟე დიდხასს,ისე,რომ არ ისვრის,უმიზნებს მკვლელს.ის გაუნძრევლად დგას,მისგან ორ ნაბიჯში,იცინის და დანას უღერებს).ო...რა სუსტია,ჩემი ძალა შენი ვცივი სიმტკიცის წინააღმდეგ,შენი დაუნდობელი სისასტიკის წინააღმდეგ!... რას გახდებიან ტყვიები,შენი დაუმორჩილებელი სიჯიუტის წინააღდეგ?მაგრამ მე მაინც გაგისწორდები შენ, მაინც გაგისწორდები...(შემდეგ მისი რისხვა ნელდება, მკვლელი დგას მოღერებული დანით, არ ინძრევა და ძველებურად იცინის.ბერანჟე ნებდება,ფრთხილად ალაგებს ძირს ღავის ძველმოდურ პისტოლეტებს,ხრის თავს და მუხლებზე დამდგარი,ხელებჩამოშვებული,ძლივს,გაურკვევლად ამოილაპარაკებს ). ღმერთო, ჩემო!ყველაფერი შეუძლებელია!.. რას იზამ...რას იზამ..


მკვლელი,ხმადაბალი სიცილით ნელა,მჭიდროდ უახლოვდება.

 


 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.