• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

წინასწარმეტყველება

×
Pier Paolo Pasolini
ავტორის გვერდი პიერ პაოლო პაზოლინი 21 აგვისტო, 2019 4167

( Alì dagli occhi azzurri-დან.

ჟან-პოლ სარტრს,  მას, ვინც მიამბო ლურჯთვალება ალის ისტორია)

 

თარგმანი: ალექსანდრე გაბელია

 

სამყაროში ცხოვრობდა ერთი ვაჟი

და ერთ დღესაც კალაბრიაში წავიდა:

ზაფხული იყო და სახლებში

სიცარიელე სუფევდა,

ახალი, დაშაქრული ფუნთუშა,

ფერიების იგავ-არაკებიდან

შიმშილის შეფერილობის იყო. ცარიელი.

მსგავსად ღორებისაგან დაცლილი საღორეებისა, შუა ბაღებში დაკარგული სიმწვანისა, ნიადაგის გარეშე დარჩენილი მიწისა,

წყლის გარეშე დარჩენილი მდინარის კალაპოტებისა,

მთვარის მიერ დამუშავებული ველებისა.

ხორბლის თავთავები გაზრდილიყვნენ ჩონჩხის პირებით

და მძვინვარებდა ქარიშხალი იონიის ზღვიდან.

არხევდა გაშავებულ ჩალას

წინასწარმეტყველური სიზმრების მსგავსად:

და შიმშილის ფერად შეღებილმა მთვარემ

ზაფხულისადმი არსიყვარულის ნიშნად

მიწა დაამუშავა.

და მაშინ სწორედ ის დრო იყო როცა ვაჟისთვის

სიყვარული უნდა დაბადებულიყო

და არ დაიბადა.

ვაჟს ქონდა დამწვარი ჩალის ფერი თვალები,

უშიშარი თვალები

და ხედავდა ყოველივე ბოროტს:

არაფერი იცოდა მეურნეობის,

რეფორმების, გაერთიანებების ბრძოლისა

თუ ბენეფიციართა ასოციაციების შესახებ,

მაგრამ ვაჟს ქონდა თვალები.

ყველა იდუმალმა ფერმერმა მიატოვა

საკუთარი ახლადაშენებული სახლი,

მსგავსად უღოროდ დარჩენილი საღორეებისა,

გაწმენდილ საყანე მიწას შიმშილის ფერი ედო,

და მოძრავი გორაკების ქვეშ

გადაჰყურებდა წინასწარმეტყველურ იონიის ზღვას.

სამი ათასი წელი გავიდა,

არც სამი საუკუნე, არც სამი წელი, და მალარიულ ჰაერში

კვლავ იგრძნობა მოლოდინი ბერძენი ახალმოსახლის.

კიდევ რამდენმა მილანელმა შავმა მუშამ უნდა გაიბრძოლოს

ეულად გასამრჯელოსთვის?

ვერ ხედავ თუ როგორი კრძალვით გეპყრობიან?

ბატონის მსგავსად გეპყრობიან.

ისინი მათი უძველესი რეგიონიდან

მოგიტანენ ხილსა და მოგიყვანენ ცხოველებს,

მათ იდუმალ კერპებს,

თქვენი ღვთისმეტყველებით მოხიბლულნი,

რომ ისე ამაყად დაალაგოთ

თითქოს რიტუალი იყოს.

დაალაგოთ თქვენი მეოცე საუკუნის ოთახებში,

მაცივრებსა და ტელევიზორებს შორის.

თქვენ, შიდა კომისიებით,

თქვენ, კავშირებითა და მოკავშირე ღვთისმეტყველებით,

უსაფთხო ჩრდილოეთის მზეში ჩაძირულნი.

მათ მიწაზე არსებული განსხვავებული რასებით,

მთვარე ამუშავებს თქვენ მიერ

ფუჭად მოპოვებულ მათ მინდორს.

მათ მიწაზე ნაცნობი მხეცებით,

მთვარე ხდება იმ სულის ბატონი,

რომელიც ასე ფუჭად განაახლე.

ოჰ, მაგრამ ვაჟმა იცის:

ცოდნით შემკობა არის ქარი

რომელიც ცაში მიმართულებას იცვლის.

ალბათ იგი ახლა აფრიკიდან უბერავს

და შენ უსმენ ყოველივეს, რაც ლამაზმა ბიჭუნამ იცის.

და თუ იგი აღარ იღიმის

ეს იმის ნიშანია რომ მისი იმედი

არა თუ სინათლე, არამედ რაციონალურობა იყო.

და დართე ნება აფრიკული გრძნობის სინათლეს,

რომელიც უეცრად წმენდს კალაბრიას,

იყოს მნიშვნელობისგან დაცლილი ნიშანი,

ქმედითი დროში, რათა შედგეს!

აქ: თქვენ შეწყვეტთ ბრძოლას თქვენი გასამრჯელოსთვის

და ხელს ჩაჭიდებთ კალაბრიის ხალხს.

ალი ლურჯი თვალებით

უამრავი ვაჟიდან ერთ-ერთი

დაადგება გზას ალჟირიდან,

იალქნიანი და ნიჩბებიან გემებით.

და მასთან ერთად თავს მოიყრის ათასობით მამაკაცი,

სხეულებითა და მამათა საწყალი ძაღლების თვალებით,

ნავებზე რომლებიც შიმშილის სამეფოსაკენ მიემართება.

მათთან ერთად, ისინი წაიყვანენ ბავშვებს და წაიღებენ პურსა და ყველს,

აღდგომის ორშაბათის ყვითელ ფურცლებში გახვეულთ.

ისინი მიჰგვრიან მათ ბებოებსა და ვირებს,

კოლონიური პორტებიდან მოპარულ ტრიმერებზე.

ისინი მივლენ კროტონემდე ან პალმამდე,

მილიონობით... აზიურ ძონძებსა და ამერიკულ მაისურებში ჩაცმულნი.

კალაბრიას ხალხი ეტყვის,

ამ არამზადებს, ამ არამზადებს:

"აქ არიან ჩვენი უფროსი ძმები,

მათი შვილებითა და პურითა და ყველით!"

კროტონედან ან პალმიდან, ისინი ნეაპოლში გაემგზავრებიან,

იქიდან ბარსელონაში, თესალონიკსა და მარსელში,

დამნაშავეობრივი სამყაროს ქალაქებში.

სულები და სერაფიმები, თაგვები და ტილები,

იფრენენ ვილაიეთიმდე

ანტიკური ისტორიის ჩანასახებთან.

მუდამ დამცირებულნი,

მუდამ უძლურნი,

მუდამ გაუბედავნი,

მუდამ ღატაკნი,

მუდამ დამნაშავენი,

მუდამ მორჩილნი,

მუდამ მომცრონი,

ისინი რომელთაც სურდათ რომ არასდროს გაეგოთ,

ისინი რომელთაც თვალები მხოლოდ ვედრებისათვის ქონდათ,

ისინი რომლებიც მიწისქვეშეთში დაქირავებული მკვლევების მსგავსად ცხოვრობდნენ,

ისინი რომლებიც გაძევებულთა მსგავსად ზღვის ფსკერზე ცხოვრობდნენ,

ისინი რომლებიც შეშლილთა მსგავსად ცაში ცხოვრობდნენ.

ისინი რომელთაც თავად შექმნეს კანონები, კანონთა მიღმა,

ისინი რომელთაც მოირგეს სამყარო, სამყაროს მიღმა,

ისინი რომელთაც სწამდათ ღმერთის, ღმერთს დაემონენ,

ისინი რომლებიც გალობდნენ მეფეების სასაკლაოებისას,

ისინი რომლებიც ცეკვავდნენ ბურჟუაზიის ომებში,

ისინი რომლებიც ლოცულობდნენ მუშათა ბრძოლებში...

საფრთხეს უქმნიდნენ სახალხო რელიგიის უმანკოებას,

არაფრად აგდებდნენ კრიმინალებს,

ღალატობდნენ ბარბაროსთა მოკეთეობას,

და მიყვებოდნენ ლურჯთვალება ალის-

ისინი ამომოხდებიან მიწისქვეშეთიდან რათა მოკლან-

ისინი ამოხოხდებიან ზღვრის ფსკერიდან რათა შეუტიონ-

ისინი დაეშვებიან ზეციდან რათა მოიპარონ-

მანამ სანამ მიაღწევენ პარიზს რათა გვასწავლონ ცხოვრების სიხარული,

მანამ სანამ მიაღწევენ ლონდონს რათა გვასწავლონ თავისუფლება,

მანამ სანამ მიაღწევენ ნიუ-იორკს რათა გვასწავლონ ძმობა-

ისინი გაანადგურებენ რომს და მის ნანგრევებზე

გამოსახავენ ანტიკური ისტორიის დასაბამს.

შემდგომ პაპთან და წეს-ჩვეულებებთან ერთად

ისინი იხეტიალებენ ბოშების მსგავსად

ჩრდილო-დასავლეთით,

ხელში აღმართული ტროცკის წითელი დროშებით.

ქარში...

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული