• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

თოვლის კაცი

×
b snow
ავტორის გვერდი უოლეს სტივენსი 15 თებერვალი, 2019 2145
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
 
ზამთრის გონება უნდა გქონდეს
რათა თოვლით მოქერქილი ფიჭვების
ყინვასა და რტოებს უმზირო;
 
და დიდ ხანს უნდა გციებოდა
რათა ყინულით აბურძგნული ღვია იხილო,
ნაძვების უხეში წყება იანვრის მზის
 
შორეულ ბრწყინვაში; და რამე ტანჯვაზე
არ იფიქრო ქარის ხმაურში,
თითო ოროლა ფოთლის ხმაურში,
 
რომელიც ერთი და იმავე ქარით
სავსე მიწის ხმაა, ქარით
რომელიც ერთსა და იმავე შიშველ ადგილას უბერავს
 
მსმენელისთვის, რომელიც თოვლში შეისმენს,
და, თავად არაფერი, განჭვრეტს
არაფერს, რომელიც იქ არაა და არაფერს, რომელიც არის.
 
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული