მორჩილი ოცნებობს ვეფხვზე
უკატეგორიოდ

მორჩილი ოცნებობს ვეფხვზე




თარგმნა დავით შერგელაშვილმა

 
 
ერთმა ბუდისტმა ბერმა, რომელიც უტაიშანის მთებში ცხოვრობდა, მორჩილად სამი წლის ბიჭი აიყვანა.

უტაიშანის მთა მეტად მაღალია, ხოლო ბერი და ბიჭი მის ყველაზე მაღალ მწვერვალზე ცხოვრობდნენ, მთელი გულით სრულყოფილებას ესწრაფოდნენ და ქვემოთ ერთხელაც არ ჩამოსულან.

ათი წლის შემდეგ, როდესაც ისინი ბარში ჩამოვიდნენ, მორჩილმა პირველად დაინახა ჯორები, ცხენები, მამლები, ძაღლები.

ამიტომაც, ბერი ყველაფერს უხსნიდა: აი, ეს - ჯორია, მისით მინდორის მოხვნა შეიძლება; ეს ცხენია - მისით მისვლა-მოსვლა შეიძლება; ეს კი - ძაღლია, ის სახლს დარაჯობს.

მორჩილი პასუხად თავს უქნევდა.

მალე მათ გვერდით, ახალგაზრდა გოგონამ ჩაიარა.

- და ეს რა არის? - იკითხა მორჩილმა.

ბერმა, რადგანაც არ სურდა, რომ მორჩილს ამგვარ არსებებზე ეფიქრა, სერიოზული სახით უპასუხა:

-ეს ვეფხვია, ყველას ჭამს, ვინც მიეკარება, ერთ პატარა ძვალსაც კი არ ტოვებს.

საღამოს, როცა ისინი შინ დაბრუნდნენ, ბერმა ჰკითხა:

- რაო, მოგეწონა რაიმე არსება, იქ, ქვემოთ?

- არავინ არ მომწონებია - უპასუხა მორჩილმა, - მხოლოდ ის ვეფხვი, ადმიანებს რომ ჭამს, ძალიან მომეწონა. არაფრით არ ამომდის თავიდან...

 

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.