• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ეზოებში ანთია მათი თვალები

×
tanguy
ავტორის გვერდი თეონა კომახიძე 15 ივნისი, 2018 2906
მოგვეცი შუქით სავსე ხელები / შენი სხეულის თევზი / რომელიც ცოცხალია / გვიწილადე და დარჩი / შენს სიზმარეთში და / გაშალე ქვიშის ფრთა

">
***
მარტო ვარ
თოვლს ვქსოვ 
ის საფუარის კარავს გაშლის ჩემს სხეულში
სადაც მანათობელი ანგელოზები
ფერმერ გოგოსთან მიიტანენ ჟოლოს 
მე მინდა ვიყო ელექტრული ქარი 
ძვლები დავამყნო მათ ჯიშებზე
და ჩემი თავი საკვებად მივიღო
მოთმინების ელექტროენერგია წყდება
ვჩქარობ
ის უკვე მიხტის მისი სიზმრებისკენ
მსუბუქად მიხტის და გზაში ვარდად გადაიქცევა
 
 
***
ჩვენ მას მივენდეთ 
ვინც სინათლე დახნა
ვინც ყვავილნარი გაკაფა 
და თევზები დარგო 
შემოგვიარე დროის წისქვილში
სუფრას გირთავ მეტეორებით
ღვინისგან ბავშვი გამოვხადე
ის წითელია და აბრეშუმის
ეს დღეა მისი თავშესაფარი
ის ხვალ გასკდება
და განახლდება კვამლის ფესვებში
 
 
*** 
ეზოებში ანთია მათი თვალები
ტკბილი წყლების თევზები
კვდებიან და ვერცხლს გამოყოფენ
მინდა შევაკეთო მათი სიცოცხლის
ვენტილაცია
შენ უფრო ახლოს ხარ ვიდრე ფიქრობ
ქარში ვართ 
შენი აყვავებული ორგანოები
გვიერთდებიან
ჩვენთან ერთად ზეიმობენ 
გაარაფრდი და განვაგრძობთ გზას
 
 
***
დარჩი შენს კომაში
შენს ფრუსტრაციაში
დემონში ბრილიანტის ხმით
მოგვეცი შუქით სავსე ხელები
შენი სხეულის თევზი
რომელიც ცოცხალია
გვიწილადე და დარჩი 
შენს სიზმარეთში და
გაშალე ქვიშის ფრთა
 
***
ისინი ისხდნენ და საუბრობდნენ
სახლის ქვირითში
ოდესღაც იყვნენ და კვლავ დაუბრუნდნენ
ცნობიერების ბლაგვ ზედაპირს
სადაც სტაფილოსავით ამოთხრილ გვამებს შორის
გაგვხადეს მათი უზრუნველყოფილი ცხოვრების გარანტი.
ხელკეტი ხარ მათ მაჯაში
ურტყამდი და კლავდი მგლოვიარეთ
საბოლოოდ მათ ტოტები მოიბეს
და ყვავილებით დაგვაპურეს
იცხოვრე ჭაობში
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული