• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ვოგილე

×
Ishii Shigeo
ავტორის გვერდი ალექსი ჩიღვინაძე 00 , 0000 2720
შენ ხარ ქართველი დიზაინერი ვოგის ყდაზე. 
ვოგის ვოგის ვოგის ყდაზე ჰაი, შინა ვოგილე. 
სმოგი სმოგი ქალაქს შინა, ჰაი, შინა ვოგილე. 
ვოგილ ვოგილ ვოგილ ვასა, ჰაი შინა ვოგილე. 
მშრალ ხიდზე დგას ეგონ შილე, ჰაი, შინა ვოგილე.
ვინ რას ანგრევს, რატომ ანგრევს, ჰაი, შინა ვოგილე.
ვოგილ ვოგილ ვოგილ ვასა, ჰაი შინა ვოგილე. 
ჩავდგი ჰესი, აბა, წესი, ჰაი, შინა ვოგილე.
ვაგონებში დევნილები, ჰაი, შინა ვოგილე.
დღეს ცოცხლობ, დღესვე მოკვდები, ჰაი შინა ვოგილე.
ზეზვამ მზიას უღალატა, ჰაი, შინა ვოგილე.
აგერ მზიაც ვოგის ყდაზე, ჰაი შინა ვოგილე.
შინა ვოგილ ვოგილ ვასა, ჰაი შინა ვოგილე.
ვასაძე განსხვავებულით, ჰაი, შინა ვოგილე.
სვამს და სხვებსაც აცლევინებს, ჰაი შინა ვოგილე.
ქართული ფარში აყროლდა, ჰაი, შინა ვოგილე.
შინ რაც გინდა გააკეთე, ჰაი, შინა ვოგილე.
გასაღები დამეკარგა, ჰაი, შინა ვოგილე.
თმაში ჭაღარა სკვოტები, ჰაი, შინა ვოგილე.
თავში ხელი წაიშინე, ჰაი, შინა ვოგილე.
დღეს მეტრო გაიფიცება ჰაი შინა ვოგილე.
ხვალე მაღაროელები, ჰაი შინა ვოგილე.
ბოლს ხომ ხედავ, შენს ჯიპს ასდის, ჰაი, შინა ვოგილე.
ვინ ხარ და ვის შერჩენია, ჰაი, შინა ვოგილე.
თქვენს სიზმრებში ღმერთი მე ვარ, ჰაი, შინა ვოგილე,
შიშველი და განწირული, ჰაი, შინა ვოგილე,
შავი ხვრელის გოგლიმოგლი, ჰაი, შინა ვოგილე,
ვარსკვლავებგადმოკარკლული, ჰაი, შინა ვოგილე,
გალაქტიკებგადაშლილი ჰაი შინა, ვოგილე,
შინ ვარ და გარეთ გავდივარ, ჰაი, შინა ვოგილე,
ვოგილ, ვოგილ, შინა ვოგილ, 
ჰაი, შინა ვოგილე.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული