• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

დიდება ჩვენს მინისტრს, ენერგეტიკის!

×
ავტორის გვერდი ანდრო დადიანი 07 იანვარი, 2015 2194
სადარბაზო ზანზარებს,
ისე უსმენს ტელევიზორს
ჩემი 87 წლის მეზობელი. 
ყურებზე ხელებაფარებულმა სიკვდილმა
კარზე უბრახუნა, ვერ გააგონა,
კიბეებზე ზის ახლა და 
შუქის წასვლას ელოდება.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული