• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

და აი, მეც აქ ვარ...

×
ავტორის გვერდი ჩარლზ ბუკოვსკი 07 იანვარი, 2015 2398

თარგმანი: ლუკა ეხვაია

 

ისევ გამომტყვრალი დილის სამ საათზე

ღვინის მეორე ბოთლის გამოცლის შემდეგ,

სადღაც დუჟინი გვერდი პოეზია შემომებეჭდა.

დაბერებული კაცი

გახელებული ახალგაზრდა გოგოების სხეულით

მილეულ მწუხრში ეხვევა.

ღვიძლი განადგურებულია

თირკმელებიც მის გზას დაადგა

პანკრეასიც გამოიფიტა

მაღალი წნევაც მაწუხებს.

 

მაშინ როდესაც გარდასული წლების შიში

ჩემს ფეხის თითებს შორის მომცინარეა,

არცერთი ქალი არ ისურვებს ჩემთან ცხოვრებას.

მოწყალების დაც კი არ მყავს

ვისთან ერთადაც ჯონ კერსონის შოუთი თავს შევიქცევდი.

 

 

პარალიზი რომ დამემართოს, ექვსი დღით მომიწევს აქ წოლა,

ჩემი სამი კატა ხარბად დაეწაფებოდა ჩემსავე ხორცს

იდაყვებიდან მოჰყვებოდნენ, შემდეგ მაჯები, თავი...

 

ამ დროს რადიოდან კლასიკური მუსიკა იღვრება...

 

ჩემს თავს შევპირდი არასოდეს დავწერდი ბებრულ პოემას,

მაგრამ ეს უკანასკნელი სახალისოა, დამიჯერე, მიტევებადია,

რადგან წარსულში დიდი გზა გამოვიარე, დავიხარჯე,

და წინ კიდევ ცოტაოდენიც დარჩა.

აქ, დილის სამ საათზე,

ვაპირებ ფურცელი საბეჭდი მანქანიდან გამოვაძვრინო,

შევავსო მომდევნო ჭიქა

და მორიგი შევაცურო,

სექსით დავკავდე ახალ ქათაქათა ფურცელთან.

 

შეიძლება წარმატებითაც,

როგორც უწინ,

 

პირველ რიგში,

ეს ჩემთვის კეთდება,

 

ხოლო შემდგომში

შენთვის.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული