• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ამბროსი იყოს პატრიარქი

×
ავტორის გვერდი ამბროსი მელქაძე 11 იანვარი, 2012 2275

ილია II

ის უწყინარი მოხუცი არაა,
როგორც აჩონჩხილ შენობის ჩრდილი,
მთელ ქალაქზეა გადმოწოლილი,
ჩვენს ფანჯრებში მზის ნაცვლად ჩამდგარი.

უმზეოდ გაზრდილ თაობებს ვადევნებ
თვალს - თავი აიყვავილა ზოგმა,
უმრავლესობას მტვერივით ადევს
ყურმოკრულ ფერად სამყაროს ბოღმა.

რად გვეპოტინება ასე ხარბად?
რის მოსახვეჭადაა მბორგავი?
სიკვდილის წინ ვგონივართ ალბათ,
მისი სახელის უკვდავსაყოფი ყორღანი.

აი, მოვრჩები ლექსის წერას
და ყოველნაირ მოწიწების
გარეშე ავიღებ უროს და წერაქვს -
ძირს, რაც წლობით შეაკოწიწა!

 

 

სტალინის სახე საქართველოს საპატრიარქოში

                  საქართველოში შენ ერთი მაინც               

                არ იტყვი, როგორც იტყვიან სხვები                                                   

                                                    გალაკტიონი

 

შენს წმინდა სახეს, შვენებით სავსეს, 

სახიერებით განსხივებულსა, 

ვუმზერ კრძალვითა, თაყვანცემითა,

ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა! 

შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო, 

შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,

შენ კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,

შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,

მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე,

ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების

თეთრ ანგელოზად ევლინებოდე. 

მიხარის — გიმზერ, ვჰსწუხვარ — და გიმზერ, 

და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,

არ გამოვფხიზლდე ბრძენო ქართველო,

წარსულის ძეგლო, წინ გამხედავო.

რისთვის მიყვარხართ? მე არ მაქვს ნება!

მაგნაირ გულით და სინაზეთი...

არის ამ ქვეყნად დაგვიანება,

მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?

დაეცეს, იქნებ, სიმაგრე ყველა,

მოისრას, იქნებ, ყველა ყმა ველად,

დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას,

დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას,

ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი,

ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი,

მხოლოდ შენ, უჭკნობს, შენ, ხატად ქცეულს,

რა დრო, რა დასცემს შენს უკვდავ სხეულს? 

ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა 

და სიყვარულის დღესასწაული. 

 

 

 

ამბროსი იყოს პატრიარქი!

როს მცხეთის საკათალიკოსო ტახტის
დღვანდელ მპყრობელის სიცოცხლე წახდეს;

როს ტახტისთვის ერთურთს დაერიონ
და აირიოს საივერიო;

ეპისკოპოსებიც ნალოდინებ
საერო მთავრობას წაეპოტინონ,

მაშინ ხმამაღლა, მავანი ბალღი
იტყოდეს: ამბროსი - პატრიარქი!

პირი მოეხსნას ყველა სარქველს:
ამბროსი იყოს პატრიარქი!

არა ნამონაზვნარი ბერკაცი,
არამედ ამბროსი მელქაძე!

ხალხს ჩაი, თაფლი, პური, კარაქი,
ამბროსის მიტრა პატრიარქის!

იერარქიის მტერი, კარღია
შეუპოვარი ჰეტერარქია.

სწამს - სხვამ მის გზაზე არ უნდა იაროს
და ქმნის კილოს ამბროსიანულს.

რაა, მითხარით, ამაზე კარგი -
ამბროსი იყოს პატრიარქი?

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული