• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

კანიბალი

×
ავტორის გვერდი ჩაკ პალანიკი 04 იანვარი, 2012 2900

თარგმანი: ლაშა მილორავა

 

ეს ის არის. აი, ასე იქცევა ის, ,,წითელი გუნდის’’ კაპიტანი. ის ამბობს: ,,მისმინეთ’’. სასოწარკვეთილია, რადგან ისინი ჯერ კიდევ მხარეებს ირჩევენ. რადგან უკვე ყველა კარგი არჩევანი გაკეთებულია, კაპიტანი ამბობს: ,,მოდი შევთანხმდეთ’’. ხელებს გულზე იჯვარედინებს და ,,წითელი გუნდის’’ კაპიტანი ამბობს: ,,პიდარასტს ავიყვანთ, ოთხთვალას და სპიკს* - თუ თქვენ კანიბალს წაიყვანთ’’. ,,ლურჯი გუნდი’’ თათბირობს, მათი ფეხის თითები სპორტ-დარბაზის იატაკზე ტკაცუნობს. მათი კაპიტანი საპასუხოდ ყვირის, ,,ჩვენ ავიყვანთ პიდარასტს, ოთხთვალას, სპიკს, ებრაელს, ინვალიდს, ყბედს და ჩლუნგს, - თუ თქვენ კანიბალს წაიყვანთ’’.

     იმიტომ რომ, ამ სკოლაში, როცა ჩართულობას აფასებენ, გულისხმობენ: ,,იღებთ მონაწილეობას სოციალურად უარყოფილთა ცხოვრებაში?’’ ხოლო როცა სპორტულობას აფასებენ, გულისხმობენ: ,,ახდენთ ალტერნატიულად განვითარებულების მარგინალიზაციას?’’ ამიტომ ,,წითლების’’ კაპიტანი ყვირის: ,,100 ქულის ფორას გაძლევთ’’. გაიგონებს რა ამას, ,,ლურჯი გუნდის’’ კაპიტანი საპასუხოდ ყვირის, ,,მილიონ ქულას გაჩუქებთ’’.

     კანიბალი, ის ფიქრობს თუ რა სიმპათიურია, რადგან თავისი ფრჩხილებით ტკბება, იღიმის და უბრალოდ ყნოსავს მათ და წარმოდგენაც არ აქვს რომ ყველანი მძევლებად ჰყავს აყვანილი. როგორ განსხვავდება ეს ყველაფერი მონათა აუქციონისგან. და ყველამ იცის რას ფიქრობს ის. იმის გამო რაც მარსია სანდერსმა მოყვა.

     იმიტომ რომ კანიბალი ფიქრობს რაღაც ფილმზე, რომლის მონაკვეთიც თავში უტრიალებს, - რომელიღაც შავ-თეთრი ფილმი, საკაბელოზე რომ ნახა.

     ფილმში იმ დროინდელი ოფიციანტები რომელიღაც გზის განაპირა კაფეში, მაგიდიდან კარტოფილიან რაგუს ჭამდნენ. იმიტომ რომ კანიბალი ფიქრობს, როგორ აღლაჭუნებდნენ საღეჭ რეზინებს ეს ოფიციანტები, ბუშტებს ბერავდნენ და სკვლეცდნენ. აღლაჭუნებდნენ და გაჰყვიროდნენ: ,,ხორცი შეწვი ტაფაზე, სისხლიანად’’. ყვიროდნენ: ,,პირველი ლედის შეკვეთა ნერვული პუდინგით’’. ადვილი მისახვედრი იყო რომ ,,ის დრო’’ იყო, რადგან ,,პაშოს’’ ტოსტზე ,,ადამი და  ევა ბორანზე’’-ს უწოდებდნენ. ,,პირველ ლედის’’ კი შემწვარ ნეკნებს ეძახდნენ, - იყო ბიბლიაში რაღაც მსგავსი. როცა უკვეთავდნენ ,,ევას სახურავით’’, მხოლოდ და მხოლოდ ვაშლის ნამცხვარს გულისხმობდნენ, იმ გველის ისტორიის გამო. იმიტომ რომ ახლა არავის, ნუ, ალბათ პეტ რობერტსონის გარდა, ედემის ბაღის შესახებ არაფერი სმენოდა. თუ ახლა ბეისბოლის გუნდის კაპიტანი ყვება რომ ბეწვის ჰამბურგერს ჭამდა, გულისხმობს რომ ნამცხვრის ღეჭვა და ვაფლში ენის ტრიალი მოუწია.

     იმიტომ რომ გოგოებსაც აქვთ თავისი საკვები: აი, მაგალითდ, ხომ ამბობდნენ რომ მარსია სანდერსს ღუმელში ფუნთუშა აქვს. ისინი გულისხმობდნენ რომ მან თავისი კალენდრის წითელი დღე გამაზა. სხვა ყველაფერი კანიბალმა სექსის შესახებ ,,ფლეიბოის’‘ არხიდან გაიგო, სადაც გოგოებს არასდროს აკითხავდნენ სტუმრად წითელი მანქანებით, ასე რომ როცა ბიჭები ბაასობდნენ იმაზე თუ როგორ შეექცეოდნენ მოლუსკებს ან ნამცხვრებს, მან იცოდა რომ ეს ნიშნავდა იმას რითიც ,,ბანიგერლზი’’ კავდებოდნენ თვის გოგოებთან - ნუ, როგორც გველი Animal planet-დან ენას ასისინებს და ყნოსვით ეძებს საკბილოს. იმიტომ რომ კანიბალი შეხვედრია იმ გოგოებს პოსტერებიდან. აი ისეთებიდან, რომელზე გამოსახული ექს მის ამერიკაც ბეწვის ჭიქიდან სვამს.

     აი ის უხამსი სურათები, მოლუსკების მოყვარულის რეპუტაციის დამამტკიცებელი საბუთები, რადგან აქ მხოლოდ ეს ორი ქალაბტონი იყო და ირგვლივ არანაირი სტეიკი, არანაირი მელოტი იოგურტმსროლელი, რომელიც ამ ყველაფერს ოდნავ მაინც დაამსგავსებდა ქორწინებას. იმიტომ რომ სწორედ ასე ემართებათ გოგოებს, როცა რეზინის გაღეჭვა მოუნდებათ. რადგან სხვა განმარტება არასდროს არავის შემოუთავაზებია, ის მზად იყო მარსია სანდერსის სველ ხვრელში კისრამდე ჩაფლობილიყო. და რადგან მისი მამა, მოხუცი მისტერ კანიბალი მხოლოდ ,,ფლეიბოის’’ არხს უყურებდა, დედა - მისის კანიბალი კი მხოლოდ ,,ქრისტიანულ არხს’’ ცნობდა, მათი ბავშვისგან ვერ დაიმალა რამდენი მსგავსებაა სექსსა და ქრისტიანობას შორის.

     იმიტომ რომ, როცა საკაბელოს ჩართავ სულ ასეა. ხედავ თითქმის ნატურალურ ანტურაჟში თითქმის მოთამაშე თითქმის ლამაზ გოგოს. კანიბალმა იცის რომ მისი ისტორია დამთავრდება იმით, რომ მას ანგელოზი შეეხება. ან ასე, ან მის სახეზე კონსერვირებული ბავშვების სოლიდური პორცია იდენს. ამიტომ, როცა ერთხელ მარსია სანდერსმა კანიბალი სამოქალაქოს კაბინეტში დაინახა, მას უკვე ამდგარი ჰქონდა. როგორც არ უნდა ეცადა ამის დამალვა მთელ სხეულზე თითქოს ჭიანჭველები დარბოდნენ, იმიტომ რომ ზუსტად ახლა იხსენებდა ყველა იმ მაგრობას, გზის განაპირა კაფეში რომ ყვიროდნენ. როგორც კათოლიკეები, რომლებიც საკუთარი ეკლესიის რიგში დგანან, რათა პატარა სარკმელში თავიანთი უხამსობების შესახებ მოყვნენ. იმიტომ რომ, რაც არ უნდა დაარქვა, უხამსობებისგან კანიბალს დორბლი სდიოდა. უმალ ნამცხვარს წარმოიდგენდა.

     საშუალო სკოლაში, როცა საზოგადოებრივ სამუშაოს აფასებენ, გულისხმობენ: ,,შენი საფეხბურთო კლუბის მხარდასაჭერად მატჩებზე მთელ ხმაზე ყვირიხარ?’’ როცა ბიჭები კანიბალზე ხუმრობენ, ისინი ლაპარაკობენ იმ შემთხვევაზე როცა მარსია სანდერსი გამოსაშვებ კლასში იყო. რადგან ის ასეთი იყო, კანიბალი ძველ ფილმზე ფიქრობს, ამონარიდი რომლიდანაც თავში კარუსელივით უტრიალებს, ის ზე-პოპულარული იყო, ასევე მთავარი ჩირლიდერი, კლასის პრეზიდენტი და საერთოდაც გემრიელი გოგო. და რადგან მას მეოთხე მეოთხედში გასაკეთებელი არაფერი ჰქონდა, სამოქალაქოს დავალებების გაკეთებაში კანიბალს დაეხმარა, რადგან ის მხოლოდ მეშვიდე კლასში იყო და მან იცოდა რომ იგი ,,არა’’-ს ვერ ეტყოდა, რადგან გარდატეხის ასაკით ერთიანად იყო შეპყრობილი. ის ამბობს: ,,ჩემი თმები მოგწონს, არა?’’ და თავს იქნევს, თმები უფრიალებს, როგორც სპაგეტი და ის აგრძელებს: ,,ამაზე გრძელი თმა ჯერ არ მქონია’’. ის ტონი, რომლითაც გოგო ამას წარმოთქვამს, გამომწვევად ჟღერს, იმიტომ რომ ყველაფერი გამომწვევად ჟღერს, რაც კი სექსუალური გოგოს პირიდან ამოდის.

     და რადგან კანიბალმა ჯერ კარგად არაფერი არ იცის, თანხმდება მარსია სანდერსთან რანდევუზე მისსავე სახლში, რადგან მისტერ და მისის სანდერსები უიკენდზე ტბაზე მიემგზავრებიან. ის მას მხოლოდ იმიტომ პატიჟებს რომ, ამბობს გოგო, მის ბოიფრენდს, სკოლის ყველანაირი სპორტის სახეობის გუნდის კაპიტანს, არ უნდა გაზსაწინააღმდეგო ნიღაბივით ჩამოიცვას. და აი, დგას ასე და ეკითხება: ,,ნამდვილად გინდა ჩემთან ერთად ამის გაკეთება, ბიჭუნი?’’ და რადგან კანიბალს არაფერი ესმის, პასუხობს: ,,კი’’. იმიტომ რომ ჯეფერსონის საშუალო სკოლაში როცა მოქალაქეობაში ნიშანს გიწერენ გულისხმობენ: ,,იბან ხელებს მას შემდეგ რაც მედღეურს შეეხები?’’ და რადგან კანიბალმა თითქმის არასდროს არ იცის რაზე ფიქრობს, შაბათს მარსია სანდერსთან მიდის და ისიც, მშობლების ოთახში, უზარმაზარ წყლის ლეიბზე თეთრეულს აწყობს. პირსახოცებს ორ ფენად ალაგებს და ეუბნება რომ თავი ზუსტად შუაში იყოს. ტანსაცმლის გახდას იგი არ თხოვს, მაგრამ კანიბალი ხვდება რომ ეს შემდეგ იქნება, რადგან გოგო ჯინსებს იხდის და სკამის საზურგეზე კიდებს, და ის კი ისე მისშტერებია მის ტრუსს, გოგო ეუბნება თვალები დახუჭოს.

     და რადგან კანიბალი მხოლოდ თავს აჩვენებს ვითომ არ უყურებს, ხედავს როგორ დგება გოგო მუხლებზე და აცნობიერებს რატომ ეძახიან იმას ,,პილოტის კაბინას’’. შემდეგ კი ვეღარაფერს ხედავს რადგან გოგო ფეხს სახესთან ჩაუქროლებს, ძირს ეხეთქება და მანამდე წრიალებს სანამ ოთახი აქეთ-იქით მისხმულ თევზის სოუსს არ დაემსგავსება, თუ მარსია სანდერსის წყალქვეშა ხმას არ ჩავთვლით, რომელიც ბრძანებებს იძლეოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა შემდეგ. კანიბალი წყლის მატრასშია ჩაფლული, ოკეანის ხმები ესმის. თმებიდან ტერფებამდე მთლიანი სხეული ირხევა, ესმის როგორც საკუთარი, ისე - კიდევ ვიღაცის გულისცემა. იმიტომ რომ მარსია სანდერსი... მისი ხმა საიდანღაც ბრძანებას იძლევა: ,,მომიწოვე, სულელო’’, - და ისიც უწოვს. რადგან ის ამბობს: ,,მიდი, მალე, მორჩი უკვე’’, ის ისე ცდილობს, გეგონება ნაიარევი უნდა დაუტოვოს საშოზე. კანიბალი, სინამდვილეში მებრძოლი სულაც არ არის, იმიტომ რომ როცა ბიჭები ამბობენ, რომ მისი ფეხები ხის კუნძებივითაა, ისინი ტირიფს გულისხმობენ. და როცა ,,ქრისტიანულ არხზე’’ თავიანთ ბედნიერ და შთამაგონებელ ცხოვრებაზე ლაპარაკობენ, ეს სულ სხვაა, იმიტომ რომ რაც უფრო ძლიერად წოვს კანიბალი, მით უფრო ძლიერ ითრევს რაღაც შიგნით. იმიტომ რომ ის გოგოს ნაწლავს ებრძვის ამ სიცარიელის გადაქაჩვაში. კანიბალი ატარებს მარსია სანდერსს, როგორც გაზსაწინააღმდეგო ნიღაბს, და მასში ინთქმება, როგორც გველის ნაკბენი, და გოგოს ბაყვები ისე ძლიერ უჭერენ ყურებზე, რომ არ ესმის მისი კივილი. იმიტომ რომ ,,ფლეიბოის’’ არხზე ყველა სწორედ ასეთ კივილამდე მიღწევას ცდილობს. კანიბალი შერცხვენილია, რადგან ნამცხვარს ტელევიზორში ზუსტად ისეთი სურნელება აქვს, როგორც დედამისის გაკეთებულს. იმიტომ რომ პილოტის კაბინა ტელევიზორში წინააღმდეგობას არ წევს. კანიბალი წოვს, როგორც ტორნადო ამინდის პროგნოზში, რომელიც ფანჯარას ჩაგიმსხვრევთ და სახლს გაგინადგურებთ. რადგან კანიბალს აქამდე აქ ენა არასდროს შეუყვია, ფიქრობს რომ წყლის ლეიბს გასდის, იმიტომ რომ ესმის როგორ ტკაცუნობს რაღაც თავში. ასე ტკაცუნობს რაღაც ყურებში როცა ცათამბჯენში ჩქაროსნული ლიფტით გადაადგილდები. ასე ტკაცუნობს მწიფე პომიდორი ან საღეჭი რეზინი.

     ის ხვდება რომ ლეიბი გასკდა, რადგან შემდეგ წუთს უკვე წყლით იხრჩობა, გემოთი ცრემლს რომ ჰგავს. იმიტომ რომ ეს წყალი, თითქოს ტემი ფეი ბეკერი ასი წლის განმავლობაში ტიროდა მის პირში, და რადგან კანიბალს აქამდე ნამცხვარი არასდროს არ გაუღეჭავს, ფიქრობს რომ გოგო მოკლა, რომლის შიგნეულობაც ახლა პირში ეღვრება. რადგან ის ჩუმადაა, როგორც მესატვირთოების კაფე. ყველაფერი ეს წამებში ხდება, მაგრამ რადგან მას ,,ფლეიობის’’ არხი ნანახი აქვს, კანიბალი ხვდება რომ ის აიძულა რამდენიმე ლიტრი ქალის სუპი გადმოენთხევინებინა პირდაპირ მის საჭმლის მომნელებელ სისტემაში. იმიტომ რომ მას უნახავს კლიპები, სადაც ქალები გეიზერებივით ასხამენ, როგორც ვეშაპები Animal planet-ზე, ან ის სახანძრო მანქანები, რომლებიც თავისუფლების ქანდაკებას რეცხავენ. იმიტომ რომ მას უნახავს როგორ იღვრება მათი სითხეები ყველივით ყვითელ ხალიჩაზე, რომლებიც ყოველთვისაა ,,ფლეიბოის’’ ფილმებში. კანიბალმა საკმარისად იცის ქალების სითხეების შესახებ, რათა არ გადმოაფურთხოს, რადგან არ არის იმაზე უარესი ხერხი ვინმეს შეურაცხყოფისა, ვიდრე არ გადაყლაპვა იმისა, რაც მოგცეს. რადგან მთელი მისი გამოცდილება საკაბელო არხით შემოიფარგლება, კანიბალი ვერ ამჩნევს რომ სითხეში რაღაც მყარიცაა. მაშინვე ვერა, ყოველ შემთხვევაში. იმიტომ რომ ახლა მის ენასა და ზეცას შორის ეს დამარილებული მარცვალი დახტუნაობს. უფრო სწორად ლობიოს მარცვალი, გემოთი წყალს რომ ჰგავს, მჟავე კიტრის ბანკიდან. ის ხტუნაობს, როგორც ადუღებულ ზეითუნის ზეთში ჩაგდებული უკანასკნელი ზეთის ხილი. და რადგან ის ასეთი პატარაა, კანიბალი მას ყლაპავს.

     რადგან კანიბალს არაფერის ესმის, ამბობს: ,,შენ ეს გამოგივიდა’’. მარსია სანდერსი ჩანთიდან ახალ ტამპონს იღებს და ეუბნება: ,,გეფიცები თვითონაც არ ვიცოდი’’. ბლუზა ჯერაც არ გაუხდია და უკვე ჯინსებს იცვამს. კანიბალი მიმართავს: ,,ხომ გაათავე!’’ ის პირს აღებს, მაგრამ ვერაფრის თქმას ვერ ასწრებს, რადგან კარებზე ზარს რეკენ და ეს მისი ბოიფრენდია. კანიბალმა იცის რომ მაგარი ტიპია, რადგან მის გამო მარსია სანდერსმა ისე ძლიერ გაასხა, ,,ტაილენოლის’’ ჩადება მოუწია, ნაკადი რომ შეეჩერებინა. ამიტომ მარსია სანდერსს ლინდა რეინოლდსთან უნდა ეტრაბახა, რადგან ის კანიბალის გვერდით იჯდა ქიმიაზე და უნდა ეთხოვა, გახდებოდა თუ არა მისი ფარული ბოიფრენდიც. რადგან კანიბალი ასე ოსტატურად ღეჭავს ნამცხვარს, პატი უოტსონსაც მოუნდება ამის გაკეთება, რადგან მას შეუძლია ნებისმიერი სახის ბეწვიანი ბურგერის საჭირო დოზით სოუსით შეკაზმვა. იმიტომ რომ ქალის გულის მოსაგებად ყველაზე მოკლე გზა კაცის მუცელზე გადის. იმიტომ რომ კანიბალი თითოეულს აძლევს შანსს კიდევ ერთხელ იგრძნონ თავი ქალიშვილად. ის ყველას საერთო ჭუჭყიანი საიდუმლოა, თუმცა, პრინციპში - არც იმდენად საიდუმლო. იმიტომ რომ ის ბავშვი აღარ არის.

     რადგან კანიბალმა სულ უფრო მეტი იცის სხვის შეცდომებზე, მარსია სანდერსი ამბობს, რომ დროა მას მოაკეტინოს. ლინდა რეინოლდსი თვლის რომ დროა კანიბალს პროფორიენტაციის კოპრუსთან დახვდნენ პარასკევს საღამოს და თავს არამტურა ჩასცხონ, იმიტომ რომ კანიბალი რაღაც ზედმეტად იჭკვიანებს თავს იმის გათვალისწინებით რომ ზედმეტად დებილია, რათა გაიგოს რომ აბსოლუტური ბოროტებაა. იმიტომ რომ როცა კანიბალი აბოყინებს, ამის მიზეზი შენი გულისამრევი გემოა. ხოლო როცა ის აკუებს, - ეს შენი მშობლების გარდაცვლილი შვილიშვილების სუნია. იმიტომ რომ, თუ პეტი რობერტსონს დავუჯერებთ, იესომ ერთხელ უწმინდური სულების ლეგიონს უბრძანა შეპყრობილი სხეული დაეტოვებინათ და ისინი ღორებში ჩასახლდნენ. და რადგან ამ ღორებს მოუწიათ კლდიდან გალილეის ზღვაში გადაცვენილიყვნენ, კანიბალსაც მოუწევს მოკვდეს. ეს ერთადერთი ღირსეული გამოსავალია სიტუაციიდან.

     იმიტომ რომ მღვდლებიც კი, რომლებიც თავიანთ კათოლიკურ ეკლესიაში პატარა სარკმლების მეშვეობით ცოდვებით იკვებებიან, ისინიც კი, როცა გაძღებიან, უნდა ოდესღაც წავიდნენ. აი, რატომ ეხვევა ხლაფოთში განტევების ვაცი. იმიტომ რომ თუ შენ გწამს ევოლუციის, სამყარო მხოლოდ ყვითელი აგურისგან ნაგები გზაა, ,,ტექნიქოლორით’’ ფოტოგრაფირებული, რომელზეც ყველანი ბედნიერად დახტუნავენ და მღერიან: ,,იმიტომ რომ, იმიტომ რომ, იმიტომ რომ, იმიტომ რომ, იმიტომ რომ’’.  ნამდვილი სიმართლე კი ძველ აღთქმაშია, სადაც დაკარგული შვიდი კოლენი წრეებზე ბურდღუნით დადიან: ,,გააჩინა, გააჩინა, გააჩინა, გააჩინა, გააჩინა’’. ამ ყველაფერს პლიუსიც აქვს, იმიტომ რომ კანიბალი შეიძლება სამოთხეში მოხვდეს, რადგან ის უბიწოა - თუ პირს არ ჩავთვლით. იმიტომ რომ ამ სკოლაში, ვინც არ უნდა აირჩიოს კაპიტანმა, ეს კანიბალი არ იქნება, რომელიც იმის განსახიერებაა, რასაც ოდესღაც ყველანი შევიმეცნებთ, და ჩვენ ვამბობთ: ,,მოგვეცით უსაფრთხოების ღვედები და მოგვეცით მამტესტი** და ჩვენ თანახმა ვართ სიღარიბეზე, სიბერეზე, ოღონდ კანიბალი ჩენს გვერდით არ დააყენოთ.  არ არის საჭირო რომ მისი ჩრდილი ჩვენს სახლზე დაეცეს’’.

     მოთამაშეების არჩევისას, ,,წითლების’’ კაპიტანი იტყვის: ,,ჩვენს საუკეთესო პიტჩერს მოგცემთ...’’. და ჩვენ დავთანხმდებით და ავიყვანთ ბიჭს, რომელიც ცხვირში იქექება და ჟღვინტლებს ჭამს. ავიყვნათ იმ ბიჭსაც, რომელსაც ტუალეტის სუნი ასდის. ავიყვანთ კეთროვანს, და ცაცია სატანისტს, და შიდსიან ჰემოფილიკს, და ჰერმაფროდიტს, და პედოფილს. ჩვენ დავთანხმდებით ნარკომანიას და JPEG ფორმატის სამყაროს ჩვეული სამყაროს ნაცვლად, mp3-ს მუსიკის ნაცვლად, და ნამდვილ ცხოვრებას კლავიატურასთან ჯდომაში გავცვლით. ბედნიერებისა და ჰუმანურობის ფორას მოგცემთ და გულკეთილობასაც გავიმეტებთ, ოღონდ კანიბალი თქვენთვის დაიტოვეთ.

     რადგან მარსია სანდერსი არ დაორსულებულა, მისმა ბოიფრენდმა დაამთავრა სკოლა და მიჩიგანის უნივერსიტეტში საბუღალტროზე ჩააბარა. ამ ყველაფრის გამო პატი უოტსონმა კანიბალს პარასკევ საღამოს პროფორიენტაციის კორპუსთან პაემანი დაუნიშნა, ლინდა რეინოლდსი კი დაჰპირდა რომ ძალაყინს მოიტანდა. და ყველანი შეთანხმდნენ რომ ქირურგიულ ხელთათმანებს გაიკეთებდნენ. იმიტომ რომ, შესაძლებელია ისინი თამაშებს დაუბრუნდნენ, როცა კანიბალი აღარ იქნება.

 

 

·         ტერმინი, რომლითაც ესპანურად მოლაპარაკე ადამიანს მოიხსენიებენ

·         იგივე ,,პაპანიკოლაუს ტესტი’’ - ტესტი, რომლის საშუალებითაც საშოში კიბოს უჯრედების აღმოჩენა შეიძლება 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული