• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

შეგრძნებები ფანჯრიდან

×
ავტორის გვერდი რობერტ ფლიტერმანი 12 იანვარი, 2012 1647

თარგმანი: პაატა შამუგია, ნინო გოგუა

---------------------------------------------------

ეს ფანჯარა მიჩენს შეგრძნებას, თითქოს დაცული ვიყო. ეს ფანჯარა მიჩენს შეგრძნებას, რომ ადამიანებმა არაფერი იციან უახლესი ისტორიის შესახებ, მხოლოდ წვრილმანები. ეს ფანჯარა მიჩენს შეგრძნებას, თითქოს სრული და ემოციურად დაკმაყოფილებული ვიყო. ეს ფანჯარა მიჩენს შეგრძნებას, თითქოს ყველგან მიმოვფრენდე, უცებ ფეხი მისხლტებოდეს და ვეცემოდე. ეს ფანჯარა მიჩენს შეგრძნებას, თითქოს ანგარიშგასაწევი ვიყო და ვტკბები იმის ცოდნით, რომ ჩემი აზრები გაგებული იქნება და შემეძლება სამყაროს შეცვლა. ეს ფანჯარა მიჩენს შეგრძნებას, რომ ვიპოვნი მას, რაც გამიჩენს საჩემო შეგრძნებას. ეს ფანჯარა მიჩენს შეგრძნებას, თითქოს შემეძლოს გავუმკლავდე ნებისმიერ სირთულეს ნებისმიერ დროს. ეს ფანჯარა მიჩენს შეგრძნებას, თითქოს ისევ ენერგიული ვიყო, რაც მახალისებს და მოძრაობისკენ წარმმართავს. ეს ფანჯარა მიჩენს შგრძნებას, თითქოს ერთადერთი ვიყო, ვისაც შეუძლია რაღაც ისე მაგრად გააკეთოს, თითქოს დოლზე უკრავდეს. ეს ფანჯარა მიჩენს შეგრძნებას, თითქოს უკეთესი იყოს, ადამიანები მასში ძვრებოდნენ - ეს ცისარტყელასავითაა, შტორმის შემდეგ. ეს ფანჯარა მიჩენს შეგრძნებას, თითქოს თავს ვგრძნობდე ერთსა და იმავე დროს კარგად, მყარად და მშვიდობიანად .  ეს ფანჯარა მიჩენს შეგრძნებას, რომ წელი, რომელიც ბრძოლაში გავხარჯე, მნიშვნელოვანი იყო. ეს ფანჯარა მიჩენს შეგრძნებას, რომ არტისტმა რაღაც მართლა იცის სიმართლის შესახებ. ეს ფანჯარა მიჩენს შეგრძნებას, თითქოს მართლაც კარგად ვიყო და ასევე მიჩენს შეგრძნებას, რომ ის ამაღლებს სექსის ხარისხს, როცა ბოლოს და ბოლოს ის მოხდება. ეს ფანჯარა მიჩენს შეგრძნებას. 

 

--------------------------------------------------------

რობერტ ფლიტერმანი თანამედროვე კონცეპტუალისტი ავტორია, მის პოეტურ პრაქტიკას და ტექნიკას ხშირად იყენებენ ფლარფის სკოლის პოეტები. 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული