• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

პოეტური ქამინგ-აუტი

×
ავტორის გვერდი ლუკა ეხვაია 00 , 0000 2198

 გიორგი პროლეტარ-შონიას, მას, ვინც ვუდი ალენზე მახსენდება

 

I

გონება ჩვენი დინამიტია,

რომელიც ავაფეთქეთ.

ვუკირკიტეთ და მივხვდით თუ რატომ ვწერთ,

უმთავრესია თვითიდენტიფიკაციის მოუხეშავი ლტოლვა.

აღარ გვსურს თვითრეპრეზენტაცია მხოლოდ სოციალურ ქსელებში,

ჩვენი იდენტობა სხვა რამეს გვინდა დავუკავშიროთ.

რეფლექსიებმა კიდევ სადმე უნდა ნახონ გამოხატულება,

სხვაგვარად, ჩვენს თავს შევფუთავთ, მაგრამ ექსპორტზე ვერსად გავიტანთ.

ეს კი სუბვერსიის და ტრაურის წინაპირობაა,

რადგან ორთქლის გამოშვების გარეშე ლოკომოტივი ჩაიშლება.

 

ჩვენ დარწმუნებით ვერ გეტყვით, ვინ ვართ,

მაგრამ ვიცით, რა გვჭირდება,

ნახევარგანაკვეთიანი სამსახური ბუქ-შოფში,

სამსახური, რომელიც უაპელაციოდ წმინდაა.

პოზიცია ერუდიტი მაწანწალებისთვის,

რომელთაც განსაკუთრებით მგზნებარე წარმოსახვა აქვთ.

 

ჩვენ ვერასოდეს ვუგებდით ვექილებს,

მათ მიდგომებზე პედანტურად გვაზიდებს,

ყოვლად ამორალურები და ზღვარს გადასულად თვითდაჯერებული მორონები,

ო, დიდო კაფკავ, მოუვლინე გოგირდოვანი წვიმა.

 

გაგვიგეთ, არ გვინდა კაპიტალით დავინტერესდეთ,

რაც ავტომატურად გამოიწვევს ჩვენს შემოქმედებით დამუხრუჭებას.

 

 II

ჩვენ არ ვართ ანტი-ლავერები,

ტიპები, რომლებიც მოუცავთ უტილიტარულ აღტაცებას,

დეილუზიონირებულები ვსხედვართ და გუმანით ვხვდებით,

მხოლოდ წერა გვანიჭებს სიამოვნებას.

ესაა მეორე ინდიკატორი, რასაც კაცობრიობა უნდა უმადლოდეს,

იმისათვის, რომ ჩვენ ვწერთ, ვიწვით და ვანათებთ.

 

მესამე, არის სექსი,

ის, საიდანაც ყველაფერი დაიწყო,

ადამმა მხოლოდ მისონერულ პოზაში იხმარა ევა,

ჩვენ პურიტანიზმს ვერ დავყაბულდებით,

გვინდა ორგია, თავბრუდამხვევი და კოჰერენტული,

რითაც მივაღწევთ მის ინტერნალიზაციას.

 

ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ კვაზიპატრიოტ პოეტებს

და მწერალთა სახლში მბორგავ საზოგადოებას,

პოეტობა ეს არაა პროფესია,

იგი ვნებების სუბლიმირების ხელოვნებაა.

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული